მთავარი » 2013 » აპრილი » 19 » news
8:33 PM
news

news for you
ინდუსები სელენა გომესისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
შიშველი მკერდის იმიტაცია - ბონსეს კიდევ ერთი პროვოკაციული კოსტიუმი
ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიცდის
კიმ კარდაშიანის ფეხმძიმობა ეჭვქვეშ დააყენეს

_________________________________________________
ინდუსები სელენა გომესისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

სელენა გომესის სასცენო კოსტიუმმა, რომელიც მომღერალს MTV Movie Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალზე ეცვა, ზოგიერთი მაყურებლის რელიგიური მრწამსი შეურაცხყო.

სელენამ აქსესუარად "ბინდი" გამოიყენა. შუბლზე დასმული ეს წერტილი ინდუიზმში სიმართლის სიმბოლოდ ითვლება და მას "მესამე თვალსაც" უწოდებენ. ინდუიზმის მიმდევრები ითხოვენ, რომ მომღერალმა დაუყოვნებლივ მოიხადოს ბოდიში რელიგიური სიმბოლოს ასე უპასუხისმგებლოდ გამოყენებისთვის.

ტრადიციულად, "ბინდი" გათხოვილმა ქალმა უნდა ატაროს. " სულიერი სიმბოლო –
მოდური აქსესუარი არ არის და ის მამაკაცების მოსახიბლად არ გამოიყენება, - აცხადებს სულიერი საძმოს ლიდერი რაჯან ზეტი. – "ბინდის" გამოყენება დაუშვებელია სხვა მიზნებისთვის. სელენა უნდა გაეცნოს ჩვენი რელიგიის საფუძვლებს და ბოდიში მოიხადოს".


________________________________________________________________________________________________

ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიცდის

ბრედ პიტი ძალიან განიცდის მომავალი მეუღლის, ანჯელინა ჯოლის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას. მისი აზრით, მსახიობი თავს არ ზოგავს და ნერვული აშლილობის ზღვარზე იმყოფება.

ანჯელინა ჯოლი თავისუფალი ნების ელჩის როლში აქტიურად არის დაკავებული მიუსაფრებისა და შიმშილობის ზღვარზე მყოფი ადამიანების დაცვით. 2013 წლის აპრილის დასაწყისში ჰოლივუდის მსახიობი ლონდონში "დიდი რვიანის" სამიტზე გამოვიდა სიტყვით; ასევე, გაემგზავრა აფრიკაში საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში.

აფრიკაში მოგზაურობის დროს ჯოლიმ რამდენჯერმე დაკარგა გონება. გარდა ამისა, აფრიკელმა დევნილებმაც კი მიაქციეს ყურადღება მსახიობის სიფერმკრთალესა და ზედმეტ სიგამხდრეს.

ენჯის გადაღლილობა და გარეგნობის ასეთი შეცვლა ძალიან ადარდებს მის საყვარელ მამაკაცს, ბრედ პიტს.

წყვილის მეგობრების თქმით, ბრედს არ მოსწონს, რომ ენჯი საკუთარ ჯანმრთელობას ასე უდიერად ექცევა. ასევე, პიტი თვლის, რომ ჯოლი, პირველ რიგში, შვილებს სჭირდებათ და არ უნდა შეილახოს ჯანმრთელობა სამუშაოთი და დაუსრულებელი მოგზაურობით საქველმოქმედო პროექტების ფარგლებში.

ბრედ პიტი დაჟინებით ითხოვს, რომ ჯოლიმ მიმართოს ექიმს, რომელიც მას მკურნალობის კურსს დაუნიშნავს. ასე რომ, შესაძლებელია, ცნობილი წყვილის ქორწილი, რომელიც 2013 წლის ზაფხულშია დანიშნული, ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდოს.


____________________________________________________________________________________________________

შიშველი მკერდის იმიტაცია - ბიონსეს კიდევ ერთი პროვოკაციული კოსტიუმი

მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გამართულ პირველ კონცერტზე ბიონსემ მაყურებელი ძალიან პროვოკაციული ჩაცმულობით გააოცა. 

31 წლის მომღერლის, ბიონსეს მსოფლიო ტურნეს პირველი კონცერტი ბელგრადში გაიმართა. შემდეგ კონცერტებს მომღერალი გამართავს ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. ბოლო გამოსვლა კი 13 სექტემბერს ბრაზილიაში ექნება.

თავისი შემოქმედებითი გზის დასაწყისში, ჯერ კიდევ Destiny’s Child-ის შემადგენლობაში ყოფნისას, ბიონსე საღამოებსა და წითელ ხალიჩებზე მხოლოდ დედის – თინა ნოულზის მიერ შექმნილ სამოსში ჩნდებოდა. ექსცენტრიკული ჩაცმულობა მოდის კრიტიკოსებს აოცებდა – ამ სიტყვის ცუდი გაგებით. ახლა ბიონსეს სასცენო კოსტიუმებს ყველაზე ცნობილი მოდელიერები ქმნიან. ტურისთვის Mrs. Carter Show მომღერალმა კოსტიუმები Esquared2-ს, Ralph & Russo-სა და Emilio Pucci-ს შეუკვეთა.

ახალი ტურნესთვის მომღერლის ფეხსაცმელზე სტიუარტ ვაიცმანმა იზრუნა. ერთხელ ბიონსემ აღნიშნა, რომ Stuart Weitzman-ის ფეხსაცმლით მთელი დღე იცეკვებდა – იმდენად მოსახერხებელია ისინი. რატომაც არა, ის ხომ სპეციალურად შენთვის არის შექმნილი!

მაგრამ ტურნეს პირველ კონცერტზე მაყურებელი Stuart Weitzman-ის ფეხსაცმელს არ გაუოცებია. ყველაზე უცნაური და პროვოკაციული მომღერლის გამოსვლის დროს ოქროსფერი ბოდი იყო, რომელსაც წინ ძალიან ბუნებრივი მკერდის გამოსახულება ჰქონდა.

 



_____________________________________________________________________________________________________

კიმ კარდაშიანის ფეხმძიმობა ეჭვქვეშ დააყენეს

მერიკულმა ჟურნალმა National Enquirer-მა სერიოზული ეჭვი გამოთქვა კიმ კარდაშიანის ფეხმძიმობის შესახებ. რამ გამოიწვია ჟურნალისტების ეჭვები? 

ფოტოგრაფებმა, რომლებიც ელიტურ ქალბატონს ფეხდაფეხ დასდევენ და მომენტს არ უშვებენ ხელიდან, რომ ის ყველგან და ყველანაირად დააფიქსირონ, შენიშნეს, რომ კარდაშიანის მუცელი ხან მაღლაა აწეული, ხან კი დაბლაა, იმის მიხედვით, რა აცვია. ასევე, რეგულარულად იცვლება რეალითი-შოუს ვარსკვლავის ზომები - ის ხან სუქდება, ხან წონაში იკლებს.

ამჟამად კიმი ორსულობის მე-6 თვეში იმყოფება, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ შოუზე ისე გამოიყურებოდა, თითქოს ეს-ეს არის, გააჩენსო. 

ტელეწამყვანი არ იცვამს საორსულო კაბებს და უმეტეს შემთხვევაში ტანზე მოტმასნილ სამოსს ანიჭებს უპირატესობას. ჟურნალისტები ვარსკვლავს საკუთარი მდგომარეობის გადაჭარბებულ აფიშირებაში ადანაშაულებენ და ეჭვობენ, რომ მისი მუცელი ხელოვნურია

"ის აშკარად ცდილობს, ხალხი დაარწმუნოს იმაში, რომ მისი მუცელი იმაზე დიდია, ვიდრე სინამდვილეშია", - წერს National Enquirer-ის ჟურნალისტი. 

ამასთან, თუ ჟურნალს დავუჯერებთ, კარდაშიანი საკუთარ ორსულობაზე 16 მილიონი დოლარის გაკეთებას ცდილობს და შესაძლოა, ამიტომაც უსვამს ხაზს ასე გულმოდგინედ საკუთარ მუცელს.


_____________________________________________________________________________________________________

მოკლე აღწერა შეასწორა Qeti♥
კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 1254 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2013-04-21 1:30 AM)
* 5 Diva♔   [Entry]
Kargiaa ♥