NewS
* PSY-ს "Gentleman” კორეაში აკრძალეს
* რატომ გაიხადა Beyoncé-მ სცენაზე?!
* როდის გამოვა "Snow White and the Huntsman"-ის გაგრძელება?!
* Kesha Harry Styles-ის შებმას ცდილობს?!
* PSY ახალი რეკორდის მოხსნას აპირებს
* 300 წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან
* Anne Hathaway-ს ახალი როლი
* Ben Affleck-ი სასოწარკვეთილი დიასახლისია
* რა არის ბლექ ბალზამი?!
PSY-ს "Gentleman” კორეაში აკრძალეს როგორც
მოგეხსენებათ PSY-მ საკუთარი რეკორდი კვლავ მოხსნა თავისი ახალი
ნამუშევრით "Gentleman”. ვიდეო გამოსვლისთანავე თითქმის მთელმა მსოფლიომ
აიტაცა.
თუმცა
მაინც გამოჩნდნენ პიროვნებები, რომლებიც დიდად არ აღფრთოვანებულან
ნამუშევრით, თანაც ჩვენდა გასაკვირად თავისივე სამშობლოში. კლიპის ერთ-ერთ
ეპიზოდში PSY ფეხს კრავს პარკირების კონუსს, რაც კორეის მთავრობამ ქვეყნისა
და ხალხის შეურაცხყოფად მიიჩნია.
თავად PSY რას ფიქრობს ამ ბრალდებაზე არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ფაქტი ვერაფერს დააკლებს მის პოპულარობას.
PSY ახალი რეკორდის მოხსნას აპირებს
PSY
ბრუნდება და როგორც ჩანს საკუთარი რეკორდის მოხსნას აპირებს. კორეელმა
შემსრულებელმა ორიოდე დღის წინ ახალი მუსიკალური ვიდეო წარმოადგინა
სახელწოდებით ”Gentleman”.
აღსანიშნავია,
რომ ზუსტად 2 დღეში მან უკვე დააგროვა ვიდეოპორტალ YouTube-ზე 53 მილიონი
ნახვა. თუ მნახველების რიცხვი ასეთი მასშტაბებით გაიზრდება ალბათ PSY
საკუთარ რეკორდს კიდევ ერთხელ გაიმეორებს. თანაც მან უკვე მოხსნა ერთი
რეკორდი 20 მილიონი ნახვა 24 საათში, რითაც ყველაზე ხშირად ნახვად
სინგლებში პირველ ადგილზე მოექცა.
რახ შეეხება თავად სინგლს ”Gentleman”, მისი რელიზი 13 აპრილს შედგა და უკვე მოხვდა რამდენიმე ჩარტის მოწინავე პოზიციებზე.
რატომ გაიხადა Beyoncé-მ სცენაზე?! Beyoncé-ს
საზოგადოების გაოცება ყველაზე კარგად გამოსდის. სკანდალებითა თუ მისი
გარეგნობით ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ამჯერად ვარსკვლავი მსოფლიო
ტურნეს ფარგლებში გამართულ პირველ კონცერტზე ორიგინალური ჩაცმულობით
გამოჩნდა. მის სამოსზე შიშველი მკერდის დანახვა შესანიშნავად შეიძლებოდა.
არ გეგონოთ
შიშველი სხეულით ცდილობს ყურადღების მიქცევას, შიშველი მკერდი მხოლოდ მის
სამოსზე იყო გამოსახული. თუმცა საზოგადეობა ნამდვილად ჩააგდო შოკში და
ჟურნალისტებსაც სალაპარაკო თემა მოგვცა.
”The Mrs. Carter Show World Tour” 15 აპრილს დაიწყო და 13 სექტემბრამდე მომღერალი 65 შოუს გამართავს.
როდის გამოვა "Snow White and the Huntsman"-ის გაგრძელება?!
Kristen
Stewart-ის თაყვანისმცემლებო მოემზადეთ - "Snow White and the Huntsman"
გადასაღებ მოედანს უბრუნდება. ალბათ ხვდებით, რომ საუბარია გასული წლის
ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ფილმის მეორე ნაწილზე.
Universal
Pictures-მა უკვე დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "Snow White and
the Huntsman 2" 2015 წელს გამოვა. ასევე ცნობილი გახდა, რომ Kristen
Stewart-ი და Chris Hemsworth-ი ისევ იქნებიან ფილმში. თუმცა ”Thor”-ის
ვარსკვლავს აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
ფილმის
მეორე ნაწილისთვის სცენარს David Koepp-ი შექმნის. სწორედ მას ეკუთვნის
ისეთი გახმაურებული ფილმის სცენარები, როგორებიცაა ”Spider-Man” 2002 წელს
და ”Indiana Jones and the Kingdom of the Crystal Skull” 2008-ში.
შეგახსენებთ,
რომ Kristen Stewart-სა და ” Snow White and the Huntsman”-ის პირველი
ნაწილის რეჟისორ Rupert Sanders-ს შორის გაჩაღებული სასიყვარულო
ურთიერთობების შემდეგ, რის გამოც ”Twilight Saga”-ს ვარსკვლავური წყვილის
რომანი დასრულდა, უცნობი გახდა თუ ვინ შეასრულებდა ფიფქიას როლს.
თუმცა
ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, Sanders-მა უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე.
შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება "Snow White and the
Huntsman 2"-ის რეჟისორი.
Ben Affleck-ი სასოწარკვეთილი დიასახლისია Ben Affleck-ი
სასოწარკვეთილი დიასახლისია. ოსკაროსანი მსახიობი დროებით შესვენებას იღებს
და მანამ, სანამ მისი მომხიბლავი მეუღლე გაგანია მუშაობაშია ჩართული, ბენი
მთელს თავის დროს სამ შვილს უთმობს. "მისტერ დედიკო” ასეთი მეტსახელი
მოუფიქრეს ჰოლივუდურმა გამოცემებმა მსახიობს და ახლა უკვე რეჟისორს.
"Argo”-ს
ვარსკვლავი ბოლო დროს დროის უდიდეს ნაწილს 7 წლის Violet-თან, 4 წლის
Serafina-სთან და 13 თვის Samuel-თან ატარებს. ამავდროულად აფლეკის მეუღლე -
მსახიობი Jennifer Garner-ი აქტიურადაა თავისი ხალი ფილმის - ”Draft
Day”-ს გადაღებებში ჩართული... სპორტული დრამის გამოშვების თარიღი
ჯერ-ჯერობით არ დაანონსებულა, თუმცა ცნობილია, რომ Lionsgate-ს ახალ
ნამუშევარში Jennifer-ს პარტნიორობას Kevin Costner-ი გაუწევს.
ჰოდა,
სანამ Garner-ი მომავალ როლზე მუშაობს, შვილების საცვლები, გასერნება და
კვების რეჟიმი მთლიანად Ben Affleck-ის კომპეტენციაში შედის. შეგახსენებთ,
რომ მსახიობმა წლევანდელი კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონიალზე ოსკარი
ნამუშევრისთვის ” Argo” მიიღო ჰოდა ეტყობა დამსახურებული შვებულებაც
მოიწყო და საქსოვი ჩხირებით სახლში ბავშვებთან ჩაჯდა.
|