მთავარი » 2013 » აპრილი » 23 » NewS ♥
4:04 PM
NewS ♥

NEWS


* Reese Witherspoon-ი დააკავეს

* Justin Bieber-ი და Selena Gomez-ი შერიგდნენ?!

* Baby Boom 2013

Red Bull BC One 2013

* - ჯენიფერ ლოურენსი 2013 GLAAD Media Awards-ზე -

* ჯესიკა ალბა ოფისის შენობისკენ მიმავალი, ლოს ანჟელესში.

http://25.media.tumblr.com/62250d5ce5eef718577d72f09bea3800/tumblr_mllt3yfubU1qf5hjqo7_250.jpg http://25.media.tumblr.com/b7ec414487455795a8bc163601b1465e/tumblr_mllt3yfubU1qf5hjqo8_250.jpg http://24.media.tumblr.com/327cc132b6f777b526eb4cf6868c1fd6/tumblr_mllt3yfubU1qf5hjqo9_250.jpg


* Reese Witherspoon-ი დააკავეს



ქერათმიანი ადვოკატი, ოსკაროსანი Reese Witherspoon-ი ხულიგნობაში დაადანაშაულეს და პოლიციის განყოფილებაში მიაბრძანეს. 37 წლის მსახიობმა ვირჯინიის შტატში, ტრასაზე მოძრაობისას ნამდვილი ისტერიკა მოაწყო. თანაც სამართალდამცავებთან.   საქმე კი იმაშია, რომ Reese-ს მეუღლე, Jim Toth-ი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. სწორედ ამ დროს პატრულის მანქანა გამოჩნდა. მათ მძღოლის სიფხიზლეში მომენტალურად შეიტანეს ეჭვი - ვარსკვლავური წყვილი, ასე ვთქვათ, რვიანებს ხაზავდა.


http://24.media.tumblr.com/8d4772136062243234744e293176ef3b/tumblr_mhx6artPEr1qmn5ngo1_250.gif http://25.media.tumblr.com/712ad6424e7df145a84d31ce14deebc9/tumblr_mhx6artPEr1qmn5ngo2_250.gif
პოლიციამ მანქანა გააჩერა. როგორც კი გაირკვა, რომ სამართალდამცავები Toth-ის განყოფილებაში გადაყვანას აპირებდნენ, Reese-მა სრული ისტერიკა ატეხა. პატრულს მთელ ქვეყანაში სკადნალის ატეხვით დაემუქრა და გამოლანძღა. მათაც მეტი რა უნდოდათ - არც Witherspoon-ის ოსკარით დაინტერესებულან, არც მისი როლებით, საერთოდაც, მსახიობი სახეზე სულაც ვერ იცნეს.

http://25.media.tumblr.com/19c2e9fc703e9aab424c377d5fd981cd/tumblr_mk6exs12Q21qd1nklo1_500.jpg
”იცით ვინ ვარ? ახლავე გაიგებთ! თქვენი სახელი სულ მალე ქვეყნის ყველა საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდება” - კიოდა Reese-ი. ბოლოს კი საქმე ისე შემობრუნდა, რომ საინფორმაციო გამოშვებებში პოლიციელი კი არა თავად ვარსკვლავი აღმოჩნდა, თანაც მსჯავრდებულის სტატუსით. მან ღამე განყოფილებაში გაატარა. მეორე დღეს კი საჯარო ბოდიშის მოხდაც მოუწია.

”როგორც ჩანს ზედმეტი დავლიე. ძალიან შემეშინდა. განსაკუთრებით ჩემი ქმრის გამო. თუმცა, ეს ჩემს საქციელს არანაირად არ ამართლებს. ძალიან მრცხვენია, რომ ოფიცერს შეურაცხყოფა მივაყენე. პოლიციელების მიმართ დიდი პატივისცემით ვარ განმსჭვალული და ძალიან ვწუხვარ” - აცხადებს ჰოლივუდელი ვარსკლავი.

http://25.media.tumblr.com/6a773c32eb0077123e9f0964c62342e9/tumblr_mhxcu012V71r4kaico1_500.jpg
ინციდენტი პარასკევ საღამოს მოხდა. შაბათს წყვილი უკვე სახლში იმყოფებოდა. Toth-ს სავარაუდოდ ჯარიმის გადახდა მოუწევს, Witherspoon-ი კი იმედია ამის შემდეგ მაინც ისწავლის ჭკუას.

http://24.media.tumblr.com/4cc21ade0530f035165f9decfeb447ca/tumblr_mhauwaOwT21s0aqxio1_500.png
ოსკაროსანი ვარსკალვი კვირას ახალი ფილმის ”MUD-ის" პრემიერაზე გამოცხადდა. ქალი პაპარაცების წინ წითელ ხალიჩაზე ამაყად პოზირებდა, თუმცა, რეპორტიორებთან არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

Reese Witherspoon-ი დააკავეს - რის გამო მოაწყო ისტერიკა ტრასაზე ოსკაროსანმა მსახიობმა?! (ვიდეო)

http://25.media.tumblr.com/de482d610f1700f59904a318dd43db9d/tumblr_mip0exYR5b1rt6cz4o1_250.gif


* Justin Bieber-ი და Selena Gomez-ი შერიგდნენ?!

Justin Bieber-ი და Selena Gomez-ი შერიგდნენ?! Justin Bieber-ი რაღაცას, ან ვიღაცას შეუშინდა. თინეიჯერების კუმირი საყოველთაო განხილვის საგანი მას მერე გახდა, რაც რამდენიმე საათის წინ  საკუთარი თვითერის გვერდზე Selena Gomez-თან ერთად გადაღებული სელფშოტი დაპოსტა და რამდენიმე წუთში უგზო-უკვალოდ გააქრო. ექს, თუ ისევ შეყვარებულები (რომლების სტატუსზეც ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდით) ფოტოზე საკმაოდ თბილად ეხუტებიან ერთმანეთს, თუმცა ფოტო ამჯერად სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემებში ფიგურირებს, თუმცა Justin-ის გვერდზე მას ვეღარ გადააწყდებით.


მოკლედ, ორი ვარიანტი განიხილება: ფოტოზე წყვილი არც ისე ფხიზელი ჩანს. დიდი შანსია ბახუსის დროს გულაჩუყებულ სთარს ფოტო დაეპოსტა და გამოფხიზლების მერე ენანა, ან მას მერე, რაც Selena-სთან ერთად გადაღებული სურათი დაპოსტა, ექსებმა ერთმანეთს ისევ წააყარეს.

ფაქტია, რომ Justin-ი ფანების, თუ ყვითელი მედიის ყბიდან ვერ ამოდის და არც თავის სოციალურ ქსელში აქტოვობას უძებნის ახსნას. ან, შესაძლოა, რომ მიზეზი მარტივია. თუ წყვილი ურთიერთობისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას აპირებს, მიხვდნენ, რომ მისი გასაიდუმლოება საქმეს გააადვილებს.


* Baby Boom 2013

Baby Boom 2013 თბილისში ბეიბი ბუმია. მომავალი თვეების განმავლობაში ქართულ შოუბიზ ოჯახებში ცნობილი პატარები გაჩნდებიან. 
ბეიბი ბუმს ნინი ბადურაშვილით დავიწყებთ და გეტყვით, რომ კახიანების ოჯახში დიდი ამბები ახლოვდება.

https://fbcdn-sphotos-g-a.akamaihd.net/hphotos-ak-ash3/13880_429334123823789_1819654309_n.jpg
მომღერალთან ერთად პატარას მისი და - მოდელი ანასტასია თოფურიძეც ელოდება.
http://a3.ec-images.myspacecdn.com/images01/12/b8d89567cb70125453836d6cda8c5ff4/l.jpg
აი ახალი ხმის წამყვანი კი ჯერ კიდევ მაშინ გყავთ ეკრანზე ფეხმძიმედ ნანახი, როდესაც ამ ფაქტის შესახებ თავადაც არაფერი იცოდა. იმედის პროდიუსერის - დათო იმედაშვილის მეუღლე - ანა იმედაშვილი პირველ შვილს ელოდება.

https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/hphotos-ak-ash4/307428_491713634198206_1930455791_n.jpg
ანასთან ერთად ერთ ჯგუფში ნანკა კალატოზიშვილსაც შევხვდით, თუმცა მსახიობი კამერებს დაემალა. მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად გამოიყურება, კამერებთან ურთიერთობას მიჩვეული ყოველდღიურ ფორმაში არ დაგვენახა. ნანკა ორსულადაა. მსახიობი პირველ შვილს კალათბურთელი - ირაკლი კედიასგან ელოდება. წყვილი წლებია ერთად ცხოვრობს, ჰოდა სულ მალე მათი ერთობლივი ცხოვრებაც შეიცვლება.

https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/hphotos-ak-ash3/529577_579691412055269_1616750444_n.jpg
მომავალი დედიკოების რიგში სოფო ხალვაშიც დგას. ქართველი მომღერალი მეორე შვილს ელოდება. სოფოს პირველ ქალიშვილს - ქეთოს მალე დაიკო ეყოლება. როგორც მომღერალი ამბობს ქეთოს დისთვის სახელი მარიამიც კი აქვს შერჩეული.

https://fbcdn-sphotos-d-a.akamaihd.net/hphotos-ak-snc6/165443_511944418842478_1861499651_n.jpg
ბეიბი ბუმში მოხვდა ცნობილი კალათბურთელი - ნიკა ცქიტიშვილიც. სპორტსმენს და მის მეუღლეს - სოფო გოგებაშვილს უკვე მეორე შვილი შეეძინათ. პატარას ელენი დაარქვეს და ბედნიერი ოჯახური ფოტო სოციალურ ქსელშიც დადეს. წყვილის პირველი ქალიშვილი - ლიზი ჰყავთ.

ნიკა ცქიტიშვილს მეორე ქალიშვილი შეეძინა

http://esport.ge/uploads/posts/2010-09/1284994482_74d35746fca1.jpg

Red Bull BC One 2013 1970-იან წლებში აფრო და ლათინოამერიკული მოსახლეობის დიდი ნაწილს ნამდვილი სენი შეეყარა - ამ სენს ბრეიქ დანსი ჰქვია. მისი ბუმი ათწლეულების განმავლობაში ბევრჯერ ჩაცხრა,  თუმცა, 90-იანების ბოლოდან ისევ წინ წამოვიდა, განვითარდა... შემდეგ Red Bull-ი გამოჩნდა - 2004 წლიდან კი BC One დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით არსებული 16 საუკეთესო B-Boy ყოველწლიურად BC One-ისათვის განსაკუთრებილად ემზადება.

http://cdn.tss.uproxx.com/TSS/wp-content/uploads/2011/11/red-bull-bc-one.jpg
აგერ უკვე მესამედ თბილისი ამიერკავკასიის შესარჩევ ტურს მასპინძლობს. ტელევიზიის მესამე პავილიონში 5 ქართველი, 5 სომეხი და 6 აზერბაიჯანელი მონაწილე ერთმანეთს შეერკინა.

It’s On! The Red Bull BC One 2012 World Championship Battles in Rio – Live Stream
კავკასიის შესარჩევ ტურს Red Bull BC One-ის გამარჯვებული ფრანგი მუნირი, Red Bull BC One - All Stars-ის წევრი რონი და ბულგარელი სლავი, 2012 წლის აღმოსავლეთ ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული მსაჯობდნენ.
http://24.media.tumblr.com/tumblr_lliudaH7HG1qdfyrso1_500.jpg
კავკასიელ ბი ბოითა შორის გამარჯვებული ზემოხსენებულმა ტიტულოვანმა მსაჯებმა გამოავლინეს. უკვე მესამე ცდის შემდეგ, შარშან ფინალში წაგებული ბეთლისა და მოტეხილი ხელის შემდეგ ქართველი ბი ბოი პიონერი კავკასიის სახელით 2013 წლის რიგით მეათე საიუბილეო შეჯიბრებაზე კორეაში, სეულში წარდგება, პიონერისა და აზერბაიჯანელი ბუკასის ბეთლი ქართველი ბი ბოის სასარგებლოდ დასრულდა.

http://www.mywebpresenters.com/articles/wp-content/uploads/2013/03/red-bull-online-video-case-study.jpg
საიუბილეო ჩემპიონატზე 6 რეგიონის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ კი იმის იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ წელს 2013 წლის Red Bull BC One-ის გამარჯვებულის სტატუსით მსაჯის რანგში ქართველ მონაწილეს ვიხილავთ.

უფრო დაწვრილებით Red Bull BC One 2013-ის შესახებ სიუჟეტს უყურეთ აქ.

* - ჯენიფერ ლოურენსი 2013 GLAAD Media Awards-ზე -

http://24.media.tumblr.com/02cf7b0d0d9e1c67a92c15682906a32d/tumblr_mll7kiKuAS1qlpkoio1_r1_500.jpg
http://24.media.tumblr.com/ec727da23e6a1861321bbe8f3d499dcd/tumblr_mll7kiKuAS1qlpkoio2_r1_500.jpg


http://25.media.tumblr.com/0818d9cd7a0c60675f9978673314572a/tumblr_mlmcj2mk5d1r9gl25o1_250.gif http://25.media.tumblr.com/7245fff096178b3e9034f751da4649a4/tumblr_mlmcj2mk5d1r9gl25o2_250.gif
http://24.media.tumblr.com/3e76cfb65fca5054386357941983ef60/tumblr_mlmbbjcL361r4yr2zo1_500.gif
http://25.media.tumblr.com/e46bccdbcb031a97f59af1dc962311f2/tumblr_mlmbbjcL361r4yr2zo2_500.gif
http://24.media.tumblr.com/6f2043024d790b429c063a78ee7d45d2/tumblr_mlm6g8dcC11rv6643o2_250.jpg http://25.media.tumblr.com/7226703cbfd02e46f73000994d75307c/tumblr_mlm6g8dcC11rv6643o1_250.jpg
http://25.media.tumblr.com/3454f76babca42f82ec7841ebcd57fc9/tumblr_mlmfukbhSo1rp0pc0o1_250.gif http://25.media.tumblr.com/7b30664fc2e558b58deae6b68cb111ed/tumblr_mlmfukbhSo1rp0pc0o2_r1_250.gif
http://24.media.tumblr.com/8e8aea086c748539c33943702d6dc582/tumblr_mlnxefBMB01qdndm8o1_500.png

http://24.media.tumblr.com/4cd680263a457994ae7ac28b106eb231/tumblr_mlnxefBMB01qdndm8o2_500.png

Large
http://25.media.tumblr.com/841f55649773eed17e11b57f0bba1edd/tumblr_mlm7mhNaa01qerdhoo2_250.pnghttp://24.media.tumblr.com/ec37a4adde7fa2130b03951eb50b3990/tumblr_mlm7mhNaa01qerdhoo1_250.png





* ჯესიკა ალბა ოფისის შენობისკენ მიმავალი, ლოს ანჟელესში.

http://24.media.tumblr.com/a97b11d6bca8f28697a9ad92ad65b99c/tumblr_mlmnb2jdpl1qcpno5o1_1280.jpg





(გასადიდებლად სურაათს დააჭირეთ)
P.S ამ ქალის სტილზე ვაბოდეებ რაა ♥ სულ კარგი ჩაცმულობით გამოირჩევა ♥

წყაროები:Musicbox.ge
SuperiorPics.com


კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 1545 | დაამატა: CrazyGirl | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2013-04-28 2:13 PM)
* 5 queen♥M   [Entry]
yochag namdvbilad dzalian kmayofili var :**