მთავარი » 2013 » თებერვალი » 3 » News on teenlover
10:10 AM
News on teenlover

♣ გიორგი ვარდოსანიძე შეყვარებულს დაშორდა ♣


პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონი მონაწილე გიორგი ვარდოსანიძე შეყვარებულს დაშორდა. მსახიობმა MusicBox-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თავისუფალია და ძველი ურთიერთობა წარსულს ჩააბარა

გიორგი ვარდოსანიძე რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდა მსახიობ თამთა შალამბერიძეს. პროექტში გიორგისა და სალომეს წყვილზე, მათ რომანზე ჭორები აქტიურად ვრცელდებოდა თუმცა ისინი ამას ყოველთვის უარყოფდნენ.

 

 

____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

♣ განიცდის თუ არა სელენა გომესი ჯუსტინთან დაშორებას?! ♣


როგორც ჩანს, Selena Gomez-ი დაღალა Justin Bieber-თან მუდმივმა დაშორება-შერიგების პროცესმა და მკაცრად გადაწყვიტა, რომ ამჯერად ყველაფერი გაცილებით მარტივად, დეპრესიის გარეშე გადაეტანა. ამაზე მისი Twitter-ის ოფიციალური გვერდიც მოწმობის.
საქმე იმაშია, რომ Gomez-მა დატვიტა ფოტოები, სადაც აშკარად არ გავს მიტოვებულსა და დეპრესიაში მყოფს, პირიქით Selena ძალიან მხიარული და ბედნიერი ჩანს.
ფოტოები ხმის ჩამწერ სტუდიაშია გადაღებული და Gomez-იც ეტყობა მუსიკამ დააყენე ასეთ ხასიათზე.
არ ვიცით როგორ გრძნობს თავს Bieber-ი Selena-ს გარეშე, მაგრამ ფაქტია, რომ Gomez-ისთვის Justin-ი ბევრს არაფერს ნიშნავს. ალბათ ეს მათი ურთიერთობის საბოლოოდ დასრულებას 
ნიშნავს



(ფოტო უხარისხოა მაგრამ მეტუ ვერ ვნახეე :დ)

 

 

 

____________________________________________________________________________________________________________________________

♣ რას რისკაავს Rihana?!

სულ ახლახანს Rihanna-მ კიდევ ერთხელ იპოზიორა ჟურნალ "Complex”-ისთვის და აგერ უკვე მეშვიდედ დაამშვენა მისი ყდა, თუმცა რირის ხილვა მხოლოდ "Complex”-ის გარეკანზე როდი შეგიძლიათ, მის ხილვას ამჯერად Rolling stone-ის ყდაზე შევძლებთ.
რირი ჟურნალის გარეკანზე განსხვავებული იმიჯით მოგვევლინა.ბარბადოსელ ლამაზმანს ამჯერად გრძელი ყავისფრად შეღებილი თმა აქვს. უნდა აღნიშნოთ, რომ მომღერალი ძალიან კარგად გამოიყურება და სურათებშიც ძალიან მიმზიდველია.
Rihanna-მ მის პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ ბევრი აკრიტიკებს მის გადაწყვეტილებას, ის ისევ Chris Brown-თან ერთად არის და სულაც არ აინტერესებს სხვების აზრი.
როგორც რირიმ თქვა ეს მისი პირადი ცხოვრებაა და გადაწყვეტილებებიც თვითონ უნდა მიიღოს და თუნდაც შეცდომა დაუშვას ეცოდინება, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო.
მოკლედ, Rihanna დიდ რისკზე მიდის და ახლა ყველაფერი Brown-ზეა დამოკიდებული. იმედი ვიქონიოთ იგი დააფასებს რირის მიერ გაღებულ მსხვერპლს და მის მიმართ ნაკლებად აგრესიული იქნება.

 

 

 

___________________________________________________________________________________________________________________________________________

♣ რატომ ეფერებოდა ჯასტინი ფანს მკერდზე?! ♣

Justin Bieber-ის სახელი ბოლო დროს ხშირად ასოცირდება სკანდალთან. პრესაში გავრცელებული შიშველი მომღერლის ფოტოები, პაპარაცის სიკვდილი, ინსტაგრამით გადაღებული საკმაოდ თამამი ფოტო და მათ რიცხვს კიდევ ერთი შეემატა.
18 წლის შემსრულებელი ამჯერად თავის ფანთან ერთად გამოიჭირეს, მაშინ როდესაც Bieber-ი მას მკერდზე ეფერებოდა და ვნებიანად კოცნიდა. ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება მოყვა მედიის მხრიდან, რაზეც საკმაოდ არაადეკვატური გასცეს მომღერლის წარმომადგენლებმა.
Bieber-ის რა გითხრათ, მაგრამ მის ფანს საქმე ნამდვილად კარგად აქვს. სულ რაღაც ერთი ფოტოს გამო, მასზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. ფოტოს ნახვისას კი მის სიამოვნებისგან განაბულ გამომეტყველებასაც შეამჩნევთ.

 


________________________________________________________________________________________________________________________________


♣ Miley Curus-ის თამამი ფოტოსესია ♣

როგორც ჩანს Miley Cyrus-მა გადაწყვიტა საბოლოოდ მოიშოროს პატარა, საყვარელი გოგოს იარლიყი, რომელიც მას Hannah Montana-ს როლმა მოუტანა და ხალხს დაანახოს, რომ სულაც აღარ არის პატარა. ალბათ სწორედ ამას უნდა მივაწერთ ის, რომ მომღერალმა ასე რადიკალურად შეიცვალა სტილი.

შეგახსენეთ, რომ Cyrus-ს მწვავე დეპრესია აწუხებდა იმის გამო, რომ საყვარელი ცხოველი დაეღუპა, თუმცა მომღერალმა საყვარელი მამაკაცის Liam Hemsworth-ის წყალობით დააღწია დეპრესიას თავი. ვინც არ იცით გეტყვით, რომ Miley-მ Liam-ი ფილმ "The last song”-ის გადაღებებზე გაიცნო და სწორედ აქ დაიწყო მათი სასიყვარულო ურთიერთობაც.

ამჯერად Cyrus-მა Cosmopolitan-ისთვის იპოზიორა და საკმაოდ თამამადაც. Miley თეთრ სამოსშია გამოწყობილი. კოსტუმი კი, რომლის შიგნითაც არაფერი აცვია გახსნილი აქვს. მომღერლის ფოტო Cosmopolitan-ის ყდას მარტის ნომერში დაამშვენებს.

 

_________________________________________________________________________________________________________________________________________


♣ Ketty Perry-ს ახალი ორეული ყავს... ♣

ლას ვეგასში Madame Tussauds-ის ცვილის ფიგურების მუზეუმს Katy Perry-ს ორეული შეემატა. მომღერალი 26 იანვარს თავადაც ესტუმრა ”ცოდვების ქალაქს” და ” California Gurls”-ის იმიჯ მორგებულ თოჯინასთან ფოტოებიც გადაიღო.
Katy-ს ორეულს ვერცხლისფერი მინი და ამავე ფერის ტოპი აცვია. რაც შეეხება თმას, რა თქმა უნდა ლურჯი, როგორც ” California Dreams tour”-ის დროს, 2011 წელს.
რამდენიმე დღის წინ შემსრულებელი ” The Ellen Degeneres Show”-საც ესტუმრა სამოცდაათიანი წლების სტილში გამოწყობილი.

 

კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 914 | დაამატა: Sophiie | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

(2013-02-07 4:15 PM)
* 3 queen♥M   [Entry]
momewona niusi <3
giorgize guli damwyda ( imedia ishovis ufro lamaz gogos :d