მთავარი » 2013 » ივნისი » 8 » News On TeenLover
4:39 PM
News On TeenLover
^^News On TeenLover^^ 
მაილი საირუსმა და ლიამ ჰემსვორტმა ნიშნობა ჩაშალეს
ჯენიფერ ლავ ჰიუვიტი ორსულად არის
ლინდა ევანგელისტა მილიონერ საქმროს დაშორდა
მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა თვითმკვლელობა სცადა
კიმ კარდაშიანი საკუთარი პლაცენტის შეჭმას აპირებს
ადამ ლევაინს ახალი შეყვარებული ჰყავს

  


მაილი საირუსმა და ლიამ ჰემსვორტმა ნიშნობა ჩაშალეს

ლიამ ჰემსვორტისა და მაილი საირუსის დაშორების შესახებ გავრცელებული ხმები მართალი აღმოჩნდა. „Us Weekly"-ის კორესპონდენტი წყვილთან დაახლოებულ პირს ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ ქორწილი აღარ შედგება. მისი თქმით, ურთიერთობის შეწყვეტის ინიციატორი ლიამი გახლდათ. პრესის ინფორმაციით, ჰემსვორტს ძმები, კრისი და ლიუკი ურჩევდნენ, რომ მაილიზე არ ექორწინა. საირუსი და მისი შეყვარებული სამწლიანი რომანის შემდეგ, 2012 წელს დაინიშნენ. ისინი ხშირად შორდებოდნენ, თუმცა, ყოველთვის რიგდებოდნენ. ამჯერად, კი ყველაფერი უფრო სერიოზულად არის. ჯერ კიდევ ზამთარში გავრცელდა ხმები, რომ ლიამი და მაილი ერთად აღარ არიან. თავად ვარსკვლავები ამ თემასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.


მაილი საირუსმა და ლიამ ჰემსვორტმა ნიშნობა ჩაშალეს


მაილი საირუსმა და ლიამ ჰემსვორტმა ნიშნობა ჩაშალეს


მაილი საირუსმა და ლიამ ჰემსვორტმა ნიშნობა ჩაშალეს


ჯენიფერ ლავ ჰიუვიტი ორსულად არის


ჯენიფერ ლავ ჰიუვიტმა და მისმა შეყვარებულმა ბრაიან ჰოლისეიმ განაცხადეს, რომ ბავშვს ელოდებიან. მსახიობი ორსულობის მესამე თვეშია. წყვილი წელიწადზე მეტია ხვდება. მათი რომანი ტელესერიალ „The Client List"-ის გადაღებების დროს დაიწყო, სადაც ერთად თამაშობენ. მსახიობები სხვა პროექტიდან „Love Bites"-დან იცნობდნენ ერთმანეთს. ჯენიფერიც და ბრაიანიც მშობლის ამპლუაში პირველად მოგვევლინებიან. ჯერჯერობით, ქორწილზე საუბარი არ არის, თუმცა, თუკი, წყვილი ამ ნაბიჯს გადადგამს, მაშინ ეს ჯენიფერისთვის პირველი ქორწინება იქნება. ადრე ლავ ჰიუვიტი დანიშნული გახლდათ შოტლანდიელ მსახიობ როს მაკკოლომზე, მაგრამ ისინი 2008 წელს დაშორდნენ. ვარსკვლავის მორიგი შეყვარებულიც მისი კოლეგა იყო. ჯენიფერისა და ჯეიმი კენედის ურთიერთობა 2009 წლიდან 2010 წლამდე გაგრძელდა.


ჯენიფერ ლავ ჰიუვიტი ორსულად არის


ჯენიფერ ლავ ჰიუვიტი ორსულად არის


ლინდა ევანგელისტა მილიონერ საქმროს დაშორდა


წყვილი საცხოვრებელ ადგილზე ვერ შეთანხმდა


ლინდა ევანგელისტა საყვარელს, ბიზნესმენ, პიტერ მორტონს დაშორდა, რომელიც ცნობილი რესტორნების ქსელის „Hard Rock Cafe"-ს მფლობელია. წყვილის მეგობრებმა ჟურნალისტებს გაუმხილეს, რომ 48 წლის მოდელი და მისი საქმრო ვერაფრით მორიგდნენ, თუ სად უნდა ეცხოვრათ. „პიტერს ძალიან უყვარს მალიბუ და ლოს ანჟელესს აღმერთებს, ხოლო ლინდას კანადაში და მეგობრებთან ერთად ნიუ იორკში ყოფნა ურჩევნია". პრესა წერს, რომ მილიონერის ოჯახი, რომელიც ევანგელისტაზე 19 წლით უფროსია, მათ ურთიერთობას მხარს არ უჭერდა. „პიტერის ზოგიერთი ოჯახის წევრი ლინდათი აღფრთოვანებული არ გახლავთ და ძალიან განაწყენდნენ, როდესაც გასულ წელს პიტერი და ლინდა დაინიშნენ. თუმცა, ქორწილამდე საქმე არ მისულა", — აცხადებს ინფორმირებული პირი. ევანგელისტასა და მორტონის რომანი 2006 წელს დაიწყო. იმ დროისთვის ლინდა ორსულად იყო ყოფილი საყვარლისგან, ფრანსუა ანრი პინოსგან. ამჟამად მათი შვილი, ავგუსტინი 6 წლის არის. დღესდღეობით, პინოს ცოლი სელმა ჰაიეკია.


ლინდა ევანგელისტა მილიონერ საქმროს დაშორდა


მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა თვითმკვლელობა სცადა


პერისი საავადმყოფოში მკურნალობს


გარდაცვლილი პოპ-მეფის მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა, 15 წლის პერის ჯექსონმა თვითმკვლელობა სცადა. პრესის ინფორმაციით, გოგონამ ვენები გადაიჭრა და დიდი დოზით უცნობი მედიკამენტი მიიღო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. „მგრძნობიარე მოზარდის ცხოვრება რთულია, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ. განსაკუთრებით რთულია, როდესაც საყვარელ ადამიანს კარგავ. პერისის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმის ფარგლებშია და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გახლავთ", — განაცხადა ოჯახის ადვოკატმა პერი სანდერსმა. ჯექსონებთან დაახლოებული პირების თქმით, გოგონა მამის სიკვდილთან შეგუებას აქამდე ვერ ახერხებს და ამას გარდა, მას მრავალი მოზარდებისთვის დამახასიათებელი პრობლემა აქვს. „Daily Mail"-ის ინფორმაციით, პერისი ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე ოჯახის წევრებს ეჩხუბა, რადგან მას მერილინ მენსონის კონცერტზე წასვლის უფლება არ მისცეს.


მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა თვითმკვლელობა სცადა


კიმ კარდაშიანი საკუთარი პლაცენტის შეჭმას აპირებს


ჰოლივუდელ მომავალ დედიკოებს ახალი ჩვევა დასჩემდათ. ბევრი ცნობილი ქალბატონი საკუთარ პლაცენტას მიირთმევს. კიმ კარდაშიანი, რომელიც მტკივნეულ და რადიკალურ მეთოდებს სილამაზის შესანარჩუნებლად არ უფრთხის, ერთი თვის შემდეგ გოგონას ელოდება. კარდაშიანიც აპირებს, რომ ეს უცნაური „დელიკატესი" გაახალგაზრდავების მიზნით დააგემოვნოს. მსგავსი ექსპერიმენტი მანამდე ჯენუარი ჯონსმა და ტომ კრუზმაც ჩაატარეს.


კიმ კარდაშიანი საკუთარი პლაცენტის შეჭმას აპირებს


ადამ ლევაინს ახალი შეყვარებული ჰყავს


ლეონარდო დიკაპრიოს გარდა, მოდელების მოყვარული ჯგუფ „Maroon 5"-ის სოლისტი ადამ ლევაინიც გახლავთ. მუსიკოსი გასული წლის გაზაფხულიდან ბეჰატი პრინსლუს ხვდებოდა, თუმცა, მათი რომანი დასრულდა. ბეჰატის ადგილი ვაკანტური დიდხანს არ ყოფილა. ამჯერად ადამმა არჩევანი სუპერმოდელ ნინა აგდალზე შეაჩერა. გოგონა ძირითადად ბიკინისა და საცვლებში გადაღებული ფოტოსესიებით არის ცნობილი. ცოტა ხნის წინ 21 წლის ნინა ლევაინს შოუ „Voice"-ის ამერიკული ვერსიის ჩაწერაზე ახლდა. შეგახსენებთ, რომ 34 წლის მუსიკოსი რუს მოდელ ანა ვიალიცინას ორწლიანი რომანის შემდეგ 2012 წელს დაშორდა.


ადამ ლევაინს ახალი შეყვარებული ჰყავს


ადამ ლევაინს ახალი შეყვარებული ჰყავს


ადამ ლევაინს ახალი შეყვარებული ჰყავს


კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 838 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5

(2013-06-08 10:09 PM)
* 5 SoPii))   [Entry]
dzalian momewonaaa <3
yochaghh ^^