მთავარი » 2013 » ივნისი » 16 » News On Teenlover
0:12 AM
News On Teenlover
^^ News On Teenlove^^
'ჰარი პოტერის' ვარსკვლავი დეტექტიურ სერიალში ითამაშებს
14 წლის გოგო ბრიტანეთში ყველაზე ძლიერია
ავრილ ლავინი და ჩედ კრიუგერი ქორწილისთვის ემზადებიან
კეიტ მოსი ჟურნალ Playboy-ს გარეკანს დაამშვენებს
პაპარაცი ნაომი კემპბელს თავდასხმისთვის სასამართლოში უჩივის
მირანდა კერს ქარმა მკერდი გაუშიშვლა
  

'ჰარი პოტერის' ვარსკვლავი დეტექტიურ სერიალში ითამაშებს

თომ ფელტონი, რომელიც ცნობილია დრაკო მალფოის როლის შესრულებით ჰარი პოტერის სერიულ ფილმებში, ფილმ 'პირველი ხარისხის მკლელობის' სამსახიობო გუნდს შეუერთდა. ფელტონი შეასრულებს ვუნდერკინდის როლს, რომელიც მსხვილი ტექნოლოგიური ფირმის დირექტორია და მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი. გამოძიებას უხელმძღვანელებს ორი დეტექტივი, სან-ფრანცისკოს პოლიციის განყოფილებიდან - ტერი სიგრეივი (რომლის როლსაც ასრულებს ტეი დიგზი) და ჰილდი მალაგანი (კეტლინ რობერტსონი). ახალი საქმე, რომლის გამოძიებასაც ისინი იწყებენ, ერთმანეთთან აკავშირებს, რომლებსაც თავიდან თითქოს საერთო არაფერი ქონდათ. ფილმის აღმასრულებელ პროდუსერებად დანიშნულნი არიან ჯერჯერობით ნაკლებად ცნობილი ერიკ ლოდალი და სტივენ ბოკო. ამ უკანასკნელის ანგარიშზეა სერიალები: 'საადვოკატო პრაქტიკა', 'იქ' და სხვა.
allmovies.ge


14 წლის გოგო ბრიტანეთში ყველაზე ძლიერია

14 წლის შაჰარ ჰედი ბრიტანეთის ყველაზე ძლიერ მოსწავლედ აღიარეს. უკვე 2 წელია, რაც გოგონა პაუერლიფტინგითაა (სიმძიმეების აწევა) დაკავებული. შაჰარი რეკორდებს ერთიმეორის მიყოლებით ამყარებს და თავის წონით კატეგორიაში უკვე ევროპის ჩემპიონიცაა. 

თავდაპირველად გოგონამ სპორტულ წრეზე სიარული ჯანმრთელობის გასამყარებლად გადაწყვიტა, რადგან ძალიან სუსტი იყო – დღენაკლული დაიბადა (ვადაზე 3 თვით ადრე), მაგრამ გადარჩა. ახლა კი შაჰარ ჰედი თავდაუზოგავად ვარჯიშობს და 2016 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. 


14 წლის გოგო ბრიტანეთში ყველაზე ძლიერია

ავრილ ლავინი და ჩედ კრიუგერი ქორწილისთვის ემზადებიან

28 წლის ავრილ ლავინმა აღიარა, რომ საქორწილო სამზადისშია ჩაფლული. მისი მომავალი მეუღლე ჯგუფ „Nickelback"-ის სოლისტი ჩედ კრიუგერია. „იცით, მე ჩემს ახალ ალბომზეც ვმუშაობ, თუმცა, ვცდილობ საქმეებისგან სიამოვნება მივიღო", — განაცხადა საპატარძლომ. მიუხედავად ყველაფრისა, ლავინი დაძაბული გრაფიკისთვის ფეხის აწყობას ძნელად ახერხებს. მისი მეხუთე ალბომი გაზაფხულზე უნდა გამოსულიყო, თუმცა, მომღერლის თაყვანისმცემელს ახალი სიმღერების მოსმენა მხოლოდ სექტემბრისთვის შეეძლება. როგორც ჩანს, ქორწილი მუსიკოსისთვის პირველ ადგილზეა: „ცერემონიასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გამაჩნია და მიხარია, რომ ჩემი და ჩედის გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა. ასე, რომ წვეულების დეტალებთან დაკავშირებით არ ვკამათობთ". ავრილისთვის ეს მეორე ქორწინებაა. 2009 წელს ის „Sum 41"-ის ვოკალისტს, დერიკ უიბილს სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.

ავრილ ლავინი და ჩედ კრიუგერი ქორწილისთვის ემზადებიან

კეიტ მოსი ჟურნალ Playboy-ს გარეკანს დაამშვენებს

კეიტ მოსის ფოტო თითქმის ყველა პრიალა ჟურნალის გარეკანს ამშვენებდა და ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ „Playboy" გახლდათ. მოდელისა და აღნიშნული გამოცემის თანამშრომლობაზე ჭორები დადიოდა, რაც ცოტა ხნის წინ დადასტურდა კიდეც. ოფიციალური განცხადება კეიტის სტილისტმა ორიბემ გააკეთა. მისი თქმით, გადაღებები უკვე დასრულებულია და მოსის ფოტოები ჟურნალის სამოცი წლის იუბილეს მიეძღვნება. სხვათაშორის, თავად კეიტმა ცოტა ხნის წინ სამოდელო კარიერის 25 წლის იუბილე იზეიმა. ამ წლების მანძილზე სუპერმოდელს სხვადასხვა ჟურნალისა თუ სარეკლამო კამპანიისთვის გახდა არა ერთხელ მოუწია.

კეიტ მოსი ჟურნალ Playboy-ს გარეკანს დაამშვენებს
პაპარაცი ნაომი კემპბელს თავდასხმისთვის სასამართლოში უჩივის

ნაომი კემპბელი, რომელიც თავის ხელქვეითებთან ცუდი მოპყრობით გახლავთ ცნობილი, არც პაპარაცებსა და ჟურნალისტებს ინდობს. რამდენიმე წლის წინ „შავი პანტერა" იტალიელ ფოტოგრაფს თავს დაესხა. შემთხვევა 2009 წელს მოხდა, რის შედეგადაც გაეტანო დიჯოვანი დაკაწრული სახით საავადმყოფოში მოხვდა. თუმცა, პაპარაცი ნაომისა და მის ყოფილ საყვარელს, ვლადისლავ დორონინს მთელი ეს დრო მაინც არ ასვენებდა. ახლა კი, სამი წლის შემდეგ მან გადაწყვიტა მოდელზე შური იძიოს და ლამაზმანს სასამართლოში უჩივის. თავად კემპბელი დანაშაულს არ აღიარებს. პირველი მოსმენა 4 დეკემბერს არის დანიშნული. საინტერესოა, გამოცხადდება, თუ არა ვლადისლავ დორონინი მოწმის სტატუსით სასამართლოს დარბაზში.

პაპარაცი ნაომი კემპბელს თავდასხმისთვის სასამართლოში უჩივის

მირანდა კერს ქარმა მკერდი გაუშიშვლა

ავსტრალიელი მოდელი მირანდა კერი, რომელიც დედიშობილა ხშირად პოზირებს, ფოტოგრაფების ობიექტივის წინ წელს ზევით შიშველი აღმოჩნდა, თუმცა, ამჯერად ყველაფერი შემთხვევით მოხდა, რაშიც დამნაშავე ქარი გახლავთ. მაიამიში გამართული ფოტოსესიის დროს მონაბერი სიოს წყალობით, 30 წლის ლამაზმანს მსუბუქი მაისური მხრებიდან გადაუცურდა და მკერდი გაუშიშვლდა. მოდელის ასისტენტი შარფით ხელში საშველად გამოენთო, მაგრამ ფოტოგრაფებმა საჭირო მომენტის დაფიქსირება მაინც მოასწრეს. სავარაუდოდ, მირანდას მეუღლე, ორლანდო ბლუმი ამ ფაქტის გამო უკმაყოფილო დარჩება, რადგან ცნობილია, რომ მსახიობი ცოლის საჯარო სიშიშვლეს კრიტიკულად უდგება და ურჩევს მას, რომ ისე მოიქცეს, როგორც დედას შეეფერება.

მირანდა კერს ქარმა მკერდი გაუშიშვლა

მირანდა კერს ქარმა მკერდი გაუშიშვლა

I Hope You Like It :)) 
კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 801 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 4

(2013-06-16 2:04 PM)
* 4 SoPii))   [Entry]
saintereso iyoooo :)))