მთავარი » 2013 » ნოემბერი » 28 » News On Teenlover
6:18 PM
News On Teenlover

როდის შედგება Justin Bieber-ის ახალი კლიპის პრემიერა?! 

მალე Justin Bieber-ის ფანებს, მომღერლის ახალი ვიდეოთი ტკბობის საშუალება მიეცემათ. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში "All That Matters"-ის კლიპის მოკლე ნაწყვეტი განთავსდა, 2 დეკემბრიდან კი სრული ვიდეოს ნახვის საშუალებაც გვექნება.

"All That Matters" "Music Mondays"-ის სერიის ფარგლებში 14 ოქტომბერს გამოვიდა. საერთო ჯამში "Music Mondays"-ის ფარგლებში მომღერალი 10 სინგლის გამოშვებას გეგმავს. აქედან 8 სიმღერამ უკვე იხილა დღის სინათლე.



*მოკლემეტრაჟიანი ფილმი მირანდა კერის მონაწილეობით*
Miranda Kerr-ი იმ იშვიათ გამონაკლისთა რიცხვში შედის, ვისაც მოსიყვარულე მეუღლესთან განშორება მოუხდა - რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქმართან გაყრის შემდეგ Kerr-ი ბევრად ხშირად ჩნება გლამურულ წვეულებებზე, ბევრად ბედნიერად გამოიყურება და იმასაც კი გვაფიქრებს, რომ სჯობდა ეს გადაწყვეტილება ცოტა ადრე მიეღო.

სწორედ მისი მონაწილეობითაა შექმნილი ინტერენტის ახალი ჰიტი, ID Magazine-ის მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც მოდის სფეროს სხვადასხვა წარმოამდგენელთან ერთად Miranda მონაწილეობს - გოგონას გამაოგმნებელი, მინი ბიუსჰალტერი აცვია - ეს ერთობ სექსუალური ქმნილება შანელის ნაწარმი გახლავთ. გოგონას თავზე ქუდი ახურავს და რამდენიმე წამიან კადრში ასე გულახდილად პოზირებს.

"A-Z of Wink!" ასე ჰქვია კლიპს, რომელშიც სამოდელო ბიზნესის 26 წარმომადგენელია ჩართული -თითოეული მათგანი ლათინური ანბანის თითო ასოს წარადგენს - ამ წარმდგენთა შორის არიან ნატალია ვოდიანოვა, Georgia May Jagger-ი და Lara Stone. თუმცა, 30 წლის სუპერმოდელის ფონზე თითოეული მათგანი დაჩრდილულია.

ასე რომ, იმის ნაცვლდ სახლში ჩამჯდარიყო, შვილზე ზრუნვას გადაჰყოლოდა და მონაზვნური ცხოვრების წესი დაებრალებინა - როგორც ბევრი მისი კოლეგა იქცევა-ხოლმე - Kerr-მა კარიერული წინსვლა ახალი ძალებით განაგრძო - სხვათა შორის, იმასაც ამტკიცებს რომ ექსქმართან, Orlando Bloom-თან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ახალი სიყვარულის პოვნასაც ხელგაშლილი და გულღია ელის.





 *მაილი საირუსის კიდევ ერთი ახალი კლიპი*

მას შემდეგ რაც Miley Cyrus-ის სახელი არაერთ სკანდალს დაუკავშირდა და მომღერლის პოპულარობა გაასმაგდა, ყველა ვისაც არ ეზარება სწორედ "We Can't Stop"-ის შემსრულებელთან იწყებს თანამშრომლობას.

Mike Will-ის, Future-ს, Mr Hudson-ის, Big Sean-ისა და სხვა არაერთი ვარსკვლავის შემდეგ Cyrus-თან დუეტი Will.i.am-მაც შემოგვთავაზა.

"Feelin' Myself” - ასეთი გახლავთ სიმღერის სახელწოდება, რომლის ჩაწერაშიც ასევე French Montana და Wiz Khalifa იღებდნენ მონაწილეობას. ის პირველი სინგლია The Black Eyed Peas-ის წევრის მეოთხე სტუდიური ალბომის "#willpower", ხელმეორე რელიზის ვერსიიდან.

აღნიშნულ ნამუშევარზე კლიპის პრემიერა 26 ნოემბერს შედგა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსმენელში.



კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 997 | დაამატა: Alice♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8

(2013-11-29 4:14 PM)
KARGI IYO ♥