ნინა დობრევის ინტერვიუ ELLE-სთვის.
ორი გმირის თამაში ვამპირულ სერიალში ნინა დობრევს ნიშნავს. 22 წლის ვარსკვლავს უწევს ყველაზე მეტი ცვლილება მოახდინოს სერიალში, ვიდრე სხვა მის კოლეგებს, მაგრამ ეს არაა ისეთი სახალისო როგორც ჩანს. "ატარო კორსეტი და გირტყავდეს ქარი უკნიდან, ეს საშინელებაა."-აცხადებს ნინა. ასევე მსახიობი ამატებს "ერთ-ერთ სერიაზე ჩვენ 16 საათი შეუჩერებლად ვმუშაობდით."
ნინა ასევე აცხადებს ჟურნალთან ინტერვიუში, პრივილეგიებზე რომელიც ერთიდაიგივე შოუზე მუშაობას მოაქვს. "მუშაობა ტელევიზიაში, როდესაც მთლიანად ერთ პერსონაჟზე მუშაობ უფრო კარგია, რადგან შეგიძლია გამოიკვლიო გმირი და გაიგო ხალხის აზრი."
არ აქვს მნიშვნელობა ვისთან გინდათ დარჩეს ელენა, მაგრამ თითქმის ფანების უმეტესობას იან სომერჰალდერის და ნინა დობრევის ნახვა, წყვილის ამპულაში სურს. ზუსტად ამ თემაზე ისაუბრა ნინამ ჟურნალთან ინტერვიუში.
"უამრავი მსახიობი, რომლებიც ერთად მუშაობენ საბოლოოდ პაემნით ამთავრებენ ყველაფერს. აქ არაფერია გასაოცარი და უჩვეულო, მაგრამ მე არასდროს გამიკეთებია მსგავსი რამ."
აცხადებს მსახიობი.
ნინამ არაფერი უარყო და არც არაფერი დაადასტურა, შეიძლება ის არის 22 წლის, მაგრამ ნამდვილად პროფესიონალია ინტერვიუებში,
მან ისაუბრა ასევე მის ორმაგ ცხოვრებაზე სერიალ "ვამპირის დღიურებში", როგორც ელენა და კეტრინი:
"როდესას დავდე კონტრაქტი ვამპირის დღიურებში, ვერ წარმომედგინა, რომ ამას შევძლებდი."
აცხადებს ნინა,
"რამდენადაც ეს მაგარია, იმდენად დამღლელია, რადგანაც მე მიწევს ორმაგი მუშაობა. როდესაც მხოლოდ ერთ როლზე გიწევს მუშაობა გულს და სულს მასში დებ, ჩემ შემთხვევაში კი ეს იგივეა რაც ორ ფილმზე ერთად მუშაობა."
ინტერვიუს იან სომერჰალდერიც გამოეხმაურა თავის თვითერზე, სადაც მან ნინა უამრავი კომპლიმენტით დააჯილდოვა.
"ლამაზი და ნიჭიერი ნინა დობრევი Teen Vogue-ის გარეკანზე. დავდოთ ეს თაროზე და ვაჩვენოთ მსოფლიოს რამდენად გასაოცარი პიროვნებაა ის."
|