მთავარი » 2013 » ნოემბერი » 20 » Oscar Ladies
2:45 PM
Oscar Ladies
 Oscar Ladies 
თვალი გადავავლოთ ძველ ჰოლივუდს
 და გავიხსენოთ ოსკაროსანი ქალბატონები
 და მათ მიერ შესრულებული კინო როლები 


ამერიკის კინოაკადემიის ისტორიაში ჯანეტ გეინორი პირველი ოსკაროსანი ქალბატონია. 
მსახიობს კინოხელოვნებაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო 1927 წელს გადაეცა ფილმისთვის ,,მეშვიდე სამოთხე" (7th Heaven). 
რომანტიკული სურათი მოგვითხრობს პარიზში მცხოვრები კანალიზაციის თანამშრომლის და საწყალი გოგონას 
სიყვარულის ისტორიას. ,,მეშვიდე სამოთხე" ამ დრომდე ყველაზე შემოსავლიან უხმო ფილმად ითვლება.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1] 
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]

1930 წელს ოსკარის ლაურეატია მერი პიკფორდი ფილმისთვის « Coquette ».
 სურათი ტრაგიკული ისტორიაა ახალგაზრდა გოგონას შესახებ - მას შეუყვარდა ადამიანი, 
რომელმაც ქორწინებისთვის გაწეული წინააღმდეგობის გამო საკუთარი მამა სასიკვდილოდ გაიმეტა.

მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]

მესამე ოსკაროსანი მსახიობი ქალი გახდა ნორმა შირერი ფილმისთვის ,,გაყრა". 
მსახიობმა უიღბლო ცოლის როლი მოირგო, რომელსაც მეუღლე ღალატობდა.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1] მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]

1930 წელს, ფილმისთვის ,,მინი და ბილი", ოსკაროსანი ქალბატონია მერი დრესლერი. 
მსახიობმა სასტუმროს მფლობელის როლი შეასრულა,
 რომელსაც აყვანილი შვილის პატიოსნებისთვის უხდებოდა ბრძოლა.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
ფილმმა ,,ნაადრევი დიდება" (Morning Glory) კეტრინ ჰეპბერნს პირველი ოსკარი მოუტანა.
 სურათი ახალგაზრდა ქალბატონის ცხოვრებას ასახავს, რომელიც პატარა ქალაქიდან 
ნიუ-იორკში გადავიდა, რათა ცნობილი მსახიობი გამხდარიყო.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]

1935 წელს ბეტი დევისმა განასახიერა წარმატებული მსახიობი ქალი ფილმში ,,საშიში" (Dangerous), 
რისთვისაც მას აკადემიამ საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული მიანიჭა.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]

1937 წელს ლუიზ რეინერმა თავისი პირველი ოსკარი მიიღო ფილმისთვის ,,დიდებული ზიგფელდი" 
(The Great Ziegfeld). კინოსურათი ბროდვეის თეატრალურ ცხოვრებას ასახავს.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]

მომდევნო წელს ლუიზ რეინერი მეორედ გახდა ოსკარის ლაურეატი როლისთვის ფილმში 
« The Good Earth » სადაც განთავისუფლებული მონა ქალის როლი მოირგო.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]

ბეტი დევისმა მეორედ მიიღო პრესტიჟული ჯილდო ეგოისტი ლამაზმანის 
საუკეთესოდ შესრულებისთვის ფილმში ,,იეზებელ" (Jezebel) 
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]

1940 წელს ამერიკის კინოაკადემიის რჩეული საუკეთესო მსახიობი ქალბატონია 
ვივიენ ლი, სკარლეტ ოჰარას როლისთვის ფილმიდან ,,ქარწაღებულნი".
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]

1941 წელს კინოხელოვნებაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ჯინჯერ როჯერსმა 
მიიღო ფილმისთვის ,,კიტი ფოილი" (Kitty Foyle). კინოსურათი კომპანიის
 დირექტორსა და მის ხელქვეითს შორის უთანასწორო ურთიერთობებს ასახავს.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]

ჰიჩკოკის ფსიქოლოგიურმა ტრილერმა ,,ეჭვი" (Suspicion) ჯოან ფონტეინს 
მოუტანა ოსკარი ლინას როლისთვის, რომელიც შეშფოთებულია ქმრის არაადეკვაური ქცევის გამო.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]

გრირ გარსონმა, რომელიც შვიდჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე,
 პრიზის მოპოვება მხოლოდ ერთხელ შეძლო. 1944 წელს ის საუკეთესო მსახიობი გახდა 
ფილმისთვის ,,მისის მინივერი" (Mrs. Miniver). მან სოფლელი ქალბატონი განასახიერა, 
რომელიც სახლში გერმანელ სამხედრო პილოტს მალავდა.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]

1944 წელს საუკეთესო მსახიობი ქალია ჯენიფერ ჯონსი. 
,,ბერნადეტის სიმღერა" (The Song of Bernadette) მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები 
ფრანგი თინეიჯერი გოგონას ბიოგრაფიული სურათია, რომელსაც ღვთისმშობელი ეცხადებოდა.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ,,კასაბლანკაში" შესრულებული
 მთავარი როლისთვის იმსახურებდა ტიტულს, ამერიკის კინოაკადემიამ 
ინგრიდ ბერგმანი პირველად , 1945 წელს, ფსიქოლოგიური 
ტრილერისთვის « Gaslight » დააჯილდოვა.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
 
მომდევნო წელს ოსკარის ლაურეატია ჯოან კროუფორდი ფილმისთვის « Mildred Pierce »
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]

კინოაკადემიამ ოლივია დე ჰავილენდი ,,ქარწაღებულნში" შესრულებული
 საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის პრიზის გარეშე დატოვა.
1947 წელს კი მან დაამტკიცა, რომ საუკეთესო მთავარი როლის 
შემსრულებელი ქალბატონია ფილმში « To Each His Own ».
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]

ლორეტა იანგმა, 1948 წელს, მიიღო ოსკარი ,,ფერმერის ქალიშვილში" 
შესრულებული მთავარი როლისთვის.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]

სულელი ქერათმიანი ქალების თამაშის შემდეგ ჯეინ უაიმანმა დაამტკიცა, რომ კარგი
 დრამატული მსახიობიცაა. მან ყრუ - მუნჯის როლი მოირგო ფილმში 
,,ჯონი მელინდა" და ოსკარიც დაიმსახურა.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]

ოდრი ჰეპბერნმა, რომელიც თავისი კარიერის მანძილზე ხუთჯერ იყო
 ნომინირებული ოსკარზე, პრიზის აღება მხოლოდ ერთხელ შეძლო.
 მსახიობმა ,,რომაულ არდადაგებში" (Roman Holiday) პრინცესას როლი შეასრულა, 
რომელიც სამეფო ცხოვრებას გაექცა და თავი უბრალო ადამიანებს შეაფარა, 
სადაც ნამდვილი სიყვარული იპოვნა.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი 2]

ვივიენ ლი მეორედ გახდა აკადემიის ლაურეატი ფილმისთვის 
,,ტრამვაი სახელად სურვილი" (A Streetcar Named Desire). მსახიობმა 
მარლონ ბრანდოსთან ერთად ითამაშა კინოსურათში, რომელიც მოგვითხრობს 
შუახნის მასწავლებლის ისტორიას, ის ახალგაზრდობაში გადატანილმა ტრაგიკულმა 
შემთხვევამ, უხეში, გაუნათლებელი სიძის ძალადობამ და მუდმივმა 
შეურაცხყოფამ ფსიქიკურ აშლილობამდე მიიყვანა.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი 2]

1955 წელს ოსკაროსანი ქალბატონია გრეის კელი ფილმისთვის ,,სოფლელი გოგონა" (The Country Girl).
 მან ითამაშა ცნობილი მსახიობის ნაზი და საყვარელი მეუღლე, 
რომელიც შემოქმედებით კრიზისს განიცდიდა.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი 2]
1958 წლის პრიზიორია ჯოან ვუდვორდი ფილმისთვის ,,ევას სამი სახე" (The Three Faces of Eve).
 მსახიობმა არაჩვეულებრივად მოირგო ფსიქიკურად დაავადებული ქალბატონის როლი, 
რომელსაც თავისი ქცევების გაკონტროლება უჭირდა.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი 2]

angel.ge

კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 1359 | დაამატა: Кате♡рина | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 9

(2013-11-21 10:28 PM)
* 9 YoungGal❤   [Entry]
audrey<333
dslianmomewona