მთავარი » 2012 » დეკემბერი » 29 » "პაწაწა ცრემლი"
5:22 PM
"პაწაწა ცრემლი"
"ა ი"
♥ ჩანახატი რომელიც ვიმედოვნებ მოგეწონებათ ♥
  



ერთხელ , ერთ სევდისფერ დღეს ,ერთი თვალის ,ერთ კუთხეში ქვეყანას მოევლინა პაწაწა ცრემლი:
,,_რა საყვარელი ვარ ?!...გაიფიქრა ცრემლმა _მაგრამ ამ ადამიანში სამწუხაროდ სევდის გამო დავიბადე .ნეტავი ხომ არაფერი ვატკინე?... ვაიიი ?! რა ლამაზია !...რამდენი ფერია !... ნეტავი მეც მქონდეს ფერი !!! ალბათ ფერი რომ მქონდეს ადამიანსაც გავახარებდი . ნეტავი ხელით შეხება შემეძლოს ამ სილამაზისთვის _რა იქნება ძირში რომ ჩავიდე ?..არა ,არა !! უფრო იტირებს ,ეტყობა აქ

უნდა ვიყო ,იქნებ ვჭირდები ?...იქნებ არა !!!...მე კი ძალიან მარტო ვარ .იქნებ ისიც მარტოა და იმიტომ ტირის ?...მაგრამ მე ხომ ვარ აქ ?!მასთან , მისთვის დავიბადე .მოკლედ ვერაფერს გაუგებ ადამიანებს .
- რა უნდათ ,ეჰ !!_უცებ ძალიან მოუნდა ტირილი .

-მაგრამ როგორ ,მე ხომ თვითონ ცრემლი ვარ ? მოდი ,მეორე კუთხეში გადავინაცვლებ .იქნებ იქ უკეთესია...ვაიიი ! რა ლამაზია !!აქაც ყოფილა ფერი ,_მწვანე ფერი .საიდან ?ნეტავ რა არის ?
ჰმ !აქ დავიბადე და არ ვიცი რა არის...არაუშავს .გავიგებ . ეს ხომ თვალია?!
მოდი მოვეხვევი ,მოვეფერები ,იქნებ სევდაც გავუქრო ... მე მგონი მეტის მეტი მომივიდა ?!_უცებ რაღაც სიმსუბუქე იგრძნო .ადიდდა და მეორე კუთხეში გადასრიალდა ... _ნეტავი რატომ გავიზრდე ?ნუთუ სევდაც გაიზარდა ?ვაი ,რა ხდება ?სადღაც მივექანები...???...მე მგონი მივსრიალებ...ვაშააა?!ოოოპლაა!...ვაი!!!
- რა მოხდა ,რაგორ მეტკინა ?!

-რაღაც ცივს დავეცი ...ძალიან მტკივა !


მე ლამაზ ფერებს ველოდი , ეს კი მხოლოდ შავი ფერისაა ...ეს ალბათ მიწაა...ხო ,მივხვდი ,მიწას დავენარცხე . მე მგონი ,ისიც ამიტომ ტირის !ალბათ ისიც მიწას დაანარცხეს ... ვაიმე ,მე მგონი ვქრები...სადღაც მივდივარ ,თითქოს რაღაც მისრუტავს... ალბათ ამ რაღაცას უფრო ვჭირდები ...ვაიმე ,რა ლამაზია ?!ნეტავი რა არის ასეთი ,ლურჯი ,რამხელა სივრცეა !ნეტავი აქ დავცემულიყავი მაინც. რა ცუდია ადამიანი ,ეტყობა მისთვის არაფერს წარმოვადგენ ,მე ხომ მისთვის დავიბადე .მან კი ,მომისროლა და მხოლოდ მიწისთვის გამიმეტა...
-რა ,იქნებოდა ,იქ ,სილურჯეში ,მაინც დავეხეთქე ._ნეტავი ,იქაც ,ასე ცივა ?

_უცებ ,ადამიანს ,გახედა გამჭირვალე თვალებით , --საწყალი ძალიან სევდიანია და მარტოა ,ისევე ,როგორც მე ...მაგრამ ,არა ,იქ ,ჩემს ადგილზე ვიღაც არის ...იქ ,მეორე წვეთია ... ეჰ ,ალბათ ის უფრო სჭირდება ...მე კი მარტო ვარ ,სრულიად მარტო ... მასთან კი ახლა სხვა ცრემლია ...
__ძლიერი სიცივე იგრძნო , გამჭირვალე ძვლებში.ვერ მიმხვდარიყო_ბედნიერი იყო თუ უბედური _ამ ქვეყნად საერთოდ რომ მოვიდა და ასე გაურკვევლად ,ბინდისფრად ქრებოდა .
თვალის კუთხეში კი დაიბადა ახალი ცრემლი ,ახალი სევდით...
კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 773 | დაამატა: -Marie♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1

(2013-01-29 3:26 PM)
ძალიან მომეწონა ♥