მთავარი » 2012 » დეკემბერი » 29 » ფაქტები
11:47 PM
ფაქტები
1 ) როდესაც ბიჭს ნამდვილად მოწონხარ, ის თავს არიდებს შენთან თვალებით კონტაქტს და შენთან ყოფნისას ოდნავ მორცხვად იქცევა . 
2) ბიჭი ყოველთვის ხვდება მოწონს თუ არა ის გოგოს ..
3.ბიჭს თავიდან ძალიან უჭირს თავის გრძნობებზე საუბარი და მათი გამოხატვა. 
4.როდესაც, გარკვეული დროის შემდეგ ბიჭი თავს იკავებს გოგოსთან ურთიერთობისგან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას აღარ მოწონხარ.. უბრალოდ ის ხვდება რომ შენ მისი არასოდეს იქნები და ცდილობს თავი აარიდოს შენთან ურთიერთობას, რომ შემდეგ ძალიან არ ეტკინოს გული. ..

5) ბიჭს შეუძლია უფრო ძლიერი სიყვარული, ვიდრე გოგოს, გამონაკლისის გარეშე. 
6) ბიჭი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სასურველი გოგოს ყურადღება დაიმხახუროს.
7) სანამ ის არასწორ დასკვნას გააკეთებს, შენთვითონ უთხარი, თუ რას გრძნობ სინამდვილეში. 
8) ბიჭების ფანტაზია ულევია. 

9) ბიჭს შეიძლება სიგიჟემდე მოეწონოს გოგო ერთი დანახვით და ბევრი იფიქროს მასზე იმ დღეს, მაგრამ მეორე დღეს აღარც კი გაახსენდება ის, თავისდაუნებურად. 
10) ისინი ვერ იტანენ, როდესაც მათ თქვენ ყოფილ შეყვარებულზე ელაპარაკებით. 
11) ბიჭები ძალიან ბევრს ფიქრობენ. 
12) ბიჭს ძალიან უნდა, რომ ყველაფერი გითხრათ რასაც ფიქრობს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ის ვერ ახერხებს ამას. ერთადერთი რამ, რაც შეიძლება მათ ამ ნაბიჯის გადადგმაში მოეხმაროს - ალკოჰოლია. 

13) ბიჭი გიჟდება, როდესაც შენ მის ხელს ეხები, თუ რათქმაუნდა მას ნადმვილად მოწონხარ. 
14) როდესაც ბიჭი სერიოზულად იწყებს ლაპარაკს, მაშინ მოუსმინე მას და არ შეაწყვეტინო .. 
15) თქვენი სასურველი ბიჭის საუკეთესო მეგობარმა ყველაფერი იცის მის შესახებს.. ეცადეთ გამოიყენოთ ეს თქვენს სასარგებლოდ. 
16) როდესაც ბიჭი დაჟინებით გაკვირდება , ეს ნიშნავს იმას, რომ იგი ან ძალიან აღფრთოვანებულია შენით, ან გონებაში გაკრიტიკებს. 
17) როდესაც ბიჭი თავისი პრობლემის შესახებ გიყვება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას უნდა ვინმემ მოუსმინოს და გაუგოს. ამ შემთხვევაში ის არ საჭიროებს თვენგან რჩევას. ხშირ შემთვევაში ბიჭებს ძალიან აღიზიანებთ, როდესაც თქვენ მას ”ჭკუას არიგებთ” , თუ მას დახმარება თქვენთვის არ უთხოვია. 

18) იმ შემთვევაშიც, თუ ის თქვენი მეორე ნახევარი აღარ არის, მას ყოველთვის ეტკინება გული, როდესაც სხვა მამაკაცთან დაგინახავთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დროა გასული თქვენი დაშორებიდან
19) ბიჭს არ უყვარს როდესაც გოგონა მას საკუთარი სიმსუქნის შესახებ ეკითხება.
20) ბიჭებს უყვრათ გოგოები, რომლებიც მათ კითხვებზე კონკრეტულ პასუხს აძლევენ და არა ისინი, რომლებიც გაურკვევლად პასუხობენ. 

*** და ბოლოს...... აქტუალური პრობლემები ბიჭებთან დაკავშირებით.. 
თუ თქვენ ყოველთვის ძვირფასი ბრენდებით იმოსებით, ისინი ამბობენ, რომ შენ სნობი ხარ.
თუ თქვენ სექსუალურად იცმევთ, ისინი ამბობენ, რომ თქვენ ზედმეტად გამომწვევი ხართ. 
თუ თქვენ მასთან კამათობთ, ის ფიქრობს, რომ შენ ჯიუტი ხარ.
თუ მშვიდად იქნები და არ აყვები, ის იფიქრებს, რომ შენ სულელი ხარ.

თუ თქვენ მას პირველი დაურეკავთ, ის იფიქრებს, რომ თქვენ ადვილად ხელმისაწვდომი ხართ.
თუ ის გირეკავთ პირველი, მაშინ ის ფიქრობს, რომ თვენ ამის მადლიერი უნდა იყოთ.
თუ თქვენ არ არ ამჟღავნებთ თქვენ გრძნობებს და ამბობთ, რომ არ გიყვართ ის, ამ შემთხვევაში მამრობითი სქესის წარმომადგენელი აუცილებლად შეეცდება მოგიგოთ და თავი შეგაყვაროთ ( რაც ხშირ შემთხვევაში გამოსდით ) 
თუ თქვენ აშკარად გამოხატავთ თქვენ გრძნობებს, მას ეს მობეზრდება და წავა თვენგან. 
თუ თქვენ უარს ამბობთ მასთან სექსუალურ კავშირზე, ის გეტვით, რომ დარწმუნდა, რომ თქვენ ის არ გიყვართ. 
თუ მას თქვენ ამ წინადადებაზე უყოყმანოდ თანხმდებით, ის იფიქრებს, რომ ადვილად მიღწევადი ხართ.
თუ თქვენ მას, პრობლემებზე დაუწყებთ საუბარს, ის იფიქრებს, რომ თქვენ ზედმეტად მოსაბეზრებელი ხართ. 
თუ თქვენ არ მოუყვებით მას თქვენს პრობლემებზე, ის იფიქრებს, რომ თქვენ მას არ ენდობით.
თუ თქვენ მას ჭკუის დარიგებას დაუწყებთ, ის იფიქრებს, რომ თქვენ ძალიან გამაღიზიანებელი ხართ.
თუ თქვენ არ ურჩევთ მას რამეს, ის იფიქრებს, რომ შენ ის საერთოდ არ გაინტერესებს. 
თუ თქვენ პირობას დაარღვევთ, ის იფიქრებს, რომ თქვენ არ ხართ სანდო.თუ პირობას ის დაარღვევს, ის ფიქრობს, რომ ასე იყო საჭირო. 
თუ თქვენ უღალატებთ მას, მაშინ ის ფიქრობს, რომ თქვენ მასთან დაშორება გინდათ.
თუ ის გიღალატებთ, მაშინ ის ფიქრობს, რომ თქვენ მას მეორე შანს აუცილებლად მისცემთ..

როგორ მივხვდეთ, რომ ბიჭს მოვწონვართ ? 
როდესაც ბიჭებს გოგონები მოსწონთ ისინი ცდილობენ უფრო მეტი ელაპარკონ მას, უკეთესად იქცევიან, როდესაც გოგონა მათ საქციელს ხედავს, ყველაფერზე ეთანხმებიან, ყოველთვის უყურებენ, როდესაც გოგონა იღიმის ან იცინის, ცდილობენ მისი მეგობრების საშუალებით მეტი ინფორმაციის მოძიებას
ყურადღება მიაქციეთ მის მოძრაობებს
თუ ბიჭს მოსწონხარ აუცილებლად შეამჩნევ რომ ის შენკენ იხრება და ცდილობს სულ შენ გვერდით იყოს. სურს გაგაოცოს რაიმეთი და ხშირად გეუბნება ფრაზას : ''შეხედე რას ვაკეთებ''. ყოველთვის ცდილობს შენთან რაც შეიძლება ახლოს იყოს, გვერდით მოგიჯდეს ან დაგიდგეს. თუ შენც მოგწონს ის და მასაც მოსწონხარ მაშინ არცერთი თქვენგანი გადადგმას ნაბიჯს უკან.
ყოველთვის შეეცდება ხელი გადაგხვიო, ისე რომ შენ ამას ვერც შეამჩნევს. გადაგკოცნის ყოველ შეხვედრაზე და ცდილობს მაქსიმალურად ახლოს იყოს შენთან ფიზიკურად.
 
ბიჭების უმრავლესობა ნერვიულობს, როდესაც ის მის საყვარელ გოგს ესაუბრება. სიტყვებს ვერ პოულობს, ხელებს უცნაურად ათამაშებს.თუ შეამჩნევს, რომ მიხვდი, რომ შენ გიყურებდა შესაძლოა მზერა აგარიდოს, ეს იმას ნიშნავს რომ ის ზედმეტად ნერვიულია.
თუ ბიჭს უყვარხარ ის აუცილებლად გაანდობს მეგობრებს ამ გრძნობას. დააკვირდით ხომ არ იჩენენ მისი მეგობრები თქვენს მიმართ დიდ ინტერესს? ხომ არ დაგყვებიან აქეთ-იქით ? ბევრს გესაუბრებიან მასზე ?
ძალიან კარგი იქნება თუ გეყოლებათ საერთო მეგობარი, ისეთი რომელზეც თქვენ რჩეულს არ ეცოდინება რომ თქვენთან დაახლოებული პიროვნებაა. მეგობრის საშუალებით შეგიძლიათ გაიგოთ მოსწონს თუ არა მას ვინმე და როგორი გოგოები იზიდავს. 
ყოველთვის მიეცით საშუალება თქვენთან ურთიერთობის. არასოდეს აარიდოთ თავი და თუ ის
მაქსიმალურად ეცდება მსგავსი შანსების გამოყენებას, ეს კარგის ნიშანი უნდა იყოს. 
დააკვირდი საუბრისას რამდენად ხშირად იყენებს შენს სახელს !
ფსიქოლოგემა დაამტკიცეს, რომ ადამიანი სხვის ყურადღების მიქცევას მისი სახელის წარმოთქმით ცდილობს. თუ ის ყოველ წინადადებას თქვენი სახელით იწყებს ეს იმაზე მიუთითებს რომ ის თქვენზე ბევრს ფიქრობს და თქვენთან საუბარი სიამოვნებს, თანაც ცდილობს თქვენი ყურადღება მიიპყროს. 
როდესაც მას ელაპარაკებით და მას რაიმე კითხვის დასმა სურს, ყოველთვის არის შესაძლებლობა ამის საშუალლება ვერ მიეცეს, რადგან ახლად მოსულმა მოსაუბრემ სხვა თემაზე გადაიტანოს საუბარი. დააკვირდით დაავიწყდება თუ არა მას ეს კითხვა ? თუ მოგვიანებით ისევ მიუბრუნდება მას ? 
დავაკვირდეთ მის თვალებს .თუ მოსწონხარ ბიჭი შეეცდება დაიჭიროს შენი მზერა, არ გაუშვას იგი და დიდხანს გიცქიროს თვალებში. 

იმედი მაქვს, რომ ეს რჩევები გამოგადგებათ ! 

კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 855 | დაამატა: BitchyBekah | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3

(2012-12-30 0:08 AM)
* 3 queen♥M   [Entry]
yochagg <33