6:50 PM ფაქტები იტალიაზე | |
1. იტალია მისი ფართობით დაახლოებით 116 400 კვ.მ. იკავებს, სიცილიისა და სარდინიის ჩათვლით. ოფიციალური სახელია იტალიის რესპუბლიკა. იტალიის ერთ კვადრატულ მილზე უფრო მეტი ხელოვნების ნიმუშია შექმნილი, ვიდრე მოფლიოს სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. 2. იტალია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქვეყნად ევროპაში. 2009 წ. ივლისში მოსახლეობამ მიაღწია 58,126,212 მილიონ ადამიანს. 3. იტალიის დედაქალაქი Rome (რომი) ასევე ცნობილი როგორც "მარადიული ქალაქი” თითქმის 3000 წლისაა. რომი დედაქალაქად აღიარეს 1871 წელს. აგერთვე ის არის წმინდა პეტრეს გუმბათის, კოლიზეუმის, ტრევის ფანტანის და სიქსტის კაპელას სახლი. 4. ყველი პარმეზანი წარმოიშვა პარმაში.იტალიელებს აგრეთვე ეკუთვნის სხვა მრავალი ყველის სახეობა: მაცარელა, პროვილონე, გორგონზილა და სხვა. 5. რომის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი სასწავლებელია, ის 1303 წელს დაარსდა, სახელწოდებით La Sapienza (ცოდნა). 6. ვატიკანი ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ჩაკეტოს თავისი კარები ღამით. მას აქვს საკუთარი სატელეფონო, რადიო და სატელევიზიო კომპანია, აგრეთვე ფულის ერთეული და ჯარი "შვეიცარიული გვარდია”. 7. იტალია მიწისძვრების აქტიურ წერტილად ითვლება. 1693 წელს სიცილიაში მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 100 000 ადამიანი დაიღუპა, მეორე არანაკლებ სახიფათო მიწისძვრა მოხდა ნეაპოლში 1980 წელს, სადაც 3000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. 8. 1861 წლიდან 1985 წლის ჩათვლით 26 მილიონზე მეტმა იტალიელმა დატოვა სამშობლო უფრო უკეთესი ცხოვრების მოსაძებნად. შემდეგში მხოლოდ ოთხიდან ერთი ახერხებდა უკან დაბრუნებას. 9. იტალიაში არის ალპების უმაღლესი მწვერვალი Monte Banco (თეთრი მთა) რომელიც 15, 771 ფუტია სიმაღლეში. 10. იტალიური ენა წარმოიშვა ლათინურის ვულგარული დიალექტიდან. იტალიურში უფრო მეტი ლათინური სიტყვებია, ვიდრე სხვა რომაულ ენებში, აგრეთვე ლათინური ვატიკანის ოფიციალური ენაა. 11. 30-ან და 40-ან წლებში ბენიტო მუსოლინი ცდილობდა აღმოეფხვრა იტალიური ენიდან უცხო სიტყვები და ამისათვის მან სიტყვებისთვის იტალიური სახელწოდების მიცემა დაიწყო. ფეხბურთში "მიზანს” მან უწოდა "meta", უოლტ დისნეის მურტფილმის გმირ დონალდ დაკს დაარქვა "paperino", მან მიკიმაუსსაც შეუცვალა სახელი და უწოდა "topolino". 12. Dante Alighieri (დანტე ალიგიერი 1265-1321) ; Francesco Pertrarca (ფრანჩესკო პარტრარცა 1304-1374) ; Giovanni Boccaccio (ჯოვანი ბოკაჩო 1313-1375) მთელი მსოფლიოს და ყველა დროის ცნობის მოაზროვნებად და მწერლებად ითვლებიან, ამ სამეულს იტალიელებმა "tre fantane” (სამი ფანტანი) შეარქვეს. 13. 1560 წელს "კომოდო დე ელ მედიჩის” მიერ ფლორენციაში აშენებული "Uffizi” (უფიცი) მსოფლიოში ყველაზე ძველი მუზეუმია, აქ გამოფენილია ისეთი ცნობილი ხალხის ნამუშევრები, როგორებიც იყვნენ: მიქელანჯელო, ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი და სხვა. 14. 1800-ან წლებში ბრიტანელებმა იტალიაში ფეხბურთი გაავრცელეს, მაგრამ სპორტმა მხოლოდ 30-ანი წლების შემდეგ მოიხვეჭა ქვეყანაში პოპულარობა. ფეხბურთის ფანებს აქ "Tefosi” უწოდებენ. 15. იტალიის ცნობილი სტადიონი "San Siro” 85 ათას გულშემატკივარზე მეტს იტევს. იტალია მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გზის ჩემპიონია 1934,1938,1982 და 2006 წლებში. 16. შობადობით იტალია მე-2 ადგილს იკავებს დასავლეთის ქვეყნებს შორის. პოლიტიკოსებმა და საეკლესიო ლიდერებმა ჯილდო დააწესეს იმ წყვილზე, ვისაც ერთ შვილზე მეტი გაუჩნდება ოჯახში. 17. იტალია მსოფლიო მოდის ლიდერების სამშობლოა. 1950 წელს იტალიელი დიზაინერები Nino Cerruti და Valentino მსოფლიო მოდის ლიდერებად აღიარეს, აგრეთვე აქ ჩამოყალიბდა სახალხოდ მსოფლიოში ცნობილი ბრენდები: Armani, Versace, Gucci და Prada.იტალიაში იწარმოება სპორტული ავტომობილების ისეთI ბრენდები როგორებიცაა: Ferrari, Lamborghini, mazeratti. 18. პირველი ვიოლინო შეიქმნა 1500 წლებში სავარაუდოდ კრემონეში, Andrea Amati (ანდრეა ამატი 1505-1578) სახელოსნოში, შემდეგში მან ადგილი ჰპოვა Antonio Stradivari (ანტონიო სტრადვივარი 1644-1737) სახლში. 19. მსოფლიოს პირველი ოპერა შეიქმნა იტალიაში მე16 საუკუნის მიწურულს, მაგრამ პოპულარული მხოლოდ მე-19 საუკუნეში გახდა, როდესაც სახელი გათქვეს კომპოზიტორებმა: Gioacchino Rossini (ჯიოაკინო როსინი 1792-1868) ; Giacomo Puccini (ჯაკომო პუჩინი 1858-1924) ; Giuseppe Verdi (ჯუზეპე ვერდი 1813-1901). მსოფლიო ტენორი Luciano Pavarotti (ლუჩიანო პავაროტი 1935-2007) იტალიელთა ერტის სახელგანთქმული მომღერალია, ხოლო Claudio Monteverdi (კლაუდიო მონტევერდი 1567-1643) არღიარებული იქნა როგორც თანამედროვე ოპერის მამა. 20. Pisa (პიზის კოშკი) ააშენეს 1173 წელს, ფუნდამენტის არასწორად ჩასხმის შედეგად მან დაქანება დაიწყო, მაგრამ 2008 წლეს მან რეკონსტრუქცია განიცადა და ინჟინრებმა განაცხადეს რომ კოშკი კიდევ 200 წლის განმავლობაში სტაბილური იქნება. P.S ეს იყო ის მცირედი ინფორმაცია რაც მინდოდა გცოდნოდათ იტალიის შესახებ. დაამოწმა: MissSalvatore♥ | |
|
სულ კომენტარები: 3 | |
|