მთავარი » 2012 » დეკემბერი » 31 » ფეხსაცმლის ისტორია
11:35 PM
ფეხსაცმლის ისტორია
ძველ ეგვიპტეში ფეხსაცმელს პაპირუსისგან ქმნიდნენ. მისი ტარების უფლება თავდაპირველად 
მხოლოდ ფარაონს და მასთან დაახლოებიულ პირებს ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ფარაონის 
მეუღლე ამ დაახლოებულ პირებში არ შედიოდა. ამიტომ ის ფეხშიშველი დადიოდა. პეროდოტეს 
გადმოცემით ერთი წყვილი სანდლის შეკერვა ფარაონს ქვეყნის მთელი წლის შემოსავალად უჯდებოდა. 

                     Shoes!

კაცობრიობა ეგვიპტეს სხვა ყველაფერთან ერთად ქუსლიანი ფეხსაცმლის შექმნასაც უნდა უმადლოდეს. წარმოიდგინეთ თანამედროვე მსოფლიო სადაც არ არსებობს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ქუსლიანი ფეხსაცმელი არა ფარაონებისათვის და მათი წრისათვის, არამედ ჩვეულებრივი მოსახლეობისათვის შეიქმნა, რათა მათ ადვილად შეძლებოდათ გადაადგილება უსწორმასწორო .

                      

რომაელები თავდაპირველად ფეხზე ნაჭერს ატარებდნენ (თითებიან წინდებს ) შემდეგ ისინი ბერძენთა სანდლებზე გადავიდნენ. მათ შექმნილ ფეხსაცმელებს აფორმებდნენ სხვადასხვა მეტალის ნივთებით. მოკლედ ბერძენთა პროდუქტი თავიანთ თავზე მოირგეს.
მოგვიანებით შეიქმნა სხვადასხვა სტილი ფეხსაცმელი სხვადასხვა წრისათვის. ფილოსოფოსების, ორატორების, ჩვეულებრივი ადამიანებისათვის. ქალბატონები დახურულ ფეხსაცმელს ატარებდნენ. წარსულში ასე პოპულარული სანდლები კი, მეძავებს ერგოთ. მათ ღია ფეხსაცმელი ეცვათ, რათა ფეხის სილამაზე არ დამალულიყო. ფეხსაცმლის განვითარების ისტორიაში თავიანთი წვლილი ძველბერძენმა კურტიზანებმაც შეიტანეს. ისინი ისე აკერინებდნენ ფეხსაცმელებს, რათა დაეტოვებინათ კვალი წარწერით: გამომყევი...
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ბაროკოს ეპოქის მოდის შემქმნელი ფრანგი ოფიცერი გახლდათ, რომელიც ბოტფორდებს ატარებდა. (ტყავის ჩექმები უხეში მაღალი ქუსლით) . 

                     shoes
1680 წელს მოდაში შემოვიდა ქალის მაღალ და წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი. ქუსლი იმდენად მაღალი იყო, რომ ქალები ამ ფეხსაცმელთან ერთად ჯოხსაც ატარებდნენ და მას ეყრდნობოდნენ.კავალერები არ ჩამორჩნენ სუსტი სქესის წარმომადგენლებს და ახლა უკვე მათშიც გავრცელდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. იმპერატორები იძულებულნი გახდნენ გამოეცათ სპეციალური ბრძანებები, რომლებიც ქუსლის ზომას არეგულირებდა. ამ შემთხვევაში ყველაზე მაღალი ქუსლებ,ი რა თქმა უნდა, უმაღლეს სამეფო წრეებს ეცვათ. ზუსტად ამ დროს შეიქმნა სახელგანთქმული წითელი ქუსლი, რომელიც უმაღლესი წრის წარმოამდგენლებს დანარჩენებისაგან განასხვავებდა.

                      Focused on Shoes... / ფეხსაცმელები... ❤

1789 წლის ფრანგულმა რევოლუციამ, ქალები მაღალქუსლიან ფეხსაცმელს თითქმის 50 წლით. გამოასალმა ნაპოლეონის ეპოქის ქალის ფეხსაცმელი თანამედროვე ბალეტის ფეხსაცმელს წააგავს

                     ♦ მაღალქუსლიანი ♥

ევროპას ჰქონდა მოდის შეცვლის მცდელობა. მას ცხოვრების გაიოლების იდეამ გაუელვა. ფილოსოფოსებმა, ექიმებმა, ინტელექტუალებმა გაილაშქრეს არაკომფორტული ტანსაცმლის წინააღმდეგ. ვიწრო კორსეტები, ვიწრო მაღალქუსლიანი არაკომფორტული ფეხსაცმელი... რაც არ უნდა უცნაური იყოს მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. ქალბატონები ქუჩაში მოკლე ვარცხნილობებით, თხელი ნაჭრებისგან შეკერილი კაბებითა და სანდლებით დადიოდნენ. თუმცა ეს ცოტა ხანს გაგრძელდა, რადგან ნაპოლეონს მიმდინარე მოდა თვალში არ მოუვიდა. ერთადერთი რაც ამო მოთხოოვნიდან დარჩა იყო სანდლები. საქმე იმაშია, რომ იმ დროს კარგად ცეკვა აუცილებელი იყო. ხოლო ყველაზე კომფორტული ცეკვა სწორედ უქუსლო, დაბალძირიან ფეხსაცმელზეა შესაძლებელი.


                    ♦ მაღალქუსლიანი ♥

XX საუკუნე მეწაღეთათვის ნამდვილ ტრიუმფად იქცა. ამ დროს გამოიგონეს იმდენი სტილისა და აგებულების ფეხსაცმელი რამდენიც მთელი თავისი ისტორიის მანძილზე არ შეუქმნიათ წინაპრებს. ნატურალურმა კაუჩუკის ძირმა გაზარდა ფეხსაცმლის ხარისხი. ის წყალგაუმტარი და პრაქტიკული გახადა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფეხსაცმლის წარმოება უფრო გაიზარდა. დღესდღეობით უკვე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერ კულტურას თავისუფლად შეუძლია ფეხსაცმლის ახალი მოდელების შექმნა...

                

_________________________________________________________________________________________________________

                იმედია მოგეწონათ 

           დაამოწმა და გაალამაზა :salo

♦ მაღალქუსლიანი ♥  ♦ მაღალქუსლიანი ♥   


კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 2278 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2013-07-24 6:20 PM)
* 5 LovaTic   [Entry]
axla didad ar miyvars magl ziriani pexsacmelebi ar mexateba didad gulze.ai bolo suratshi rom aris pexsacmeli is kargia. momwons. siaxle arachveulebrivi iyo zalian momewona.