მთავარი » 2014 » მარტი » 9 » PLΔCEBO
11:01 AM
PLΔCEBO

PLACEBO- ბრიტანული როკ-ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 1994 წელს ბრაიან მოლკოს და სტეფან ოსლდელის მიერ, ლონდონში. 
მათ გაყიდული აქვთ მილიონზე მეტი ალბომი დიდ ბრიტანეთში და 10 მილიონზე მეტი მთელ მსოფლიოში.1996 წელს ჯგუფის წევრი 
რობერტ შულცბერგი ბრაიანის ძველმა ნაცნობმა, სტივ ჰიუიტმა, ჩაანაცვლა.2007 წლის 1 ოქტომბერს სტივმა ჯგუფი დატოვა. 2008 წლის ზაფხულში კი, კოლექტივს ახალი წევრი - სტივ ფორრესტი შეემატა. 1995 წელს, ლონდონის საკონცერტო დარბაზში „ Rock Garden " ჯგუფი პირველად წარსდგა პუბლიკის წინაშე. სადებიუტო მინი-დიკი „Bruise Pristine" იმავე წელს გამოვიდა. წლის ბოლოს კი, კოლექტივმა მეორე სინგლი „Come Home" ჩაწერა. პირველი ფირფიტა 1996 წლის გაზაფხულზე, დუბლინში ჩაწერეს. 1997 წლის იანვარში, სინგლი „Nancy Boy" გამოდის, რომელიც ბრიტანულ პოპ-ჩარტში მე-4-ე პოზიციაზე მოხვდა. ჯგუფი ამერიკაში, დევიდ ბოუის საიუბილეო 50 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე, სპეციალური სტუმრის სტატუსით გაემგზავრა. 











კატეგორია: სურათები/ანიმაციები | ნანახია: 1018 | დაამატა: sassybitch♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

(2014-03-11 7:12 PM)
* 2 Chu♡Pa   [Entry]
dzalian kargii siaxlea ))))
didad ar vigjdebi magram momwoons ♥