მთავარი » 2013 » მაისი » 25 » Poem [2]
12:11 PM
Poem [2]
ლექსები  ♥
რომელიც გულგრილს არცერთ თქვენთაგანს არ დატოვებს ^^
ყველანი სრულიადში ძალიან გთხოვთ :*





***
მე ყოველივე მწამს ზეციური,
უფალო ასე რატო მაწამებ ?! 
გთხოვ მომანიჭე  ძალა ღვთიური
ეს სიყვარული რომ გამოვხატო
ნუთუ ვერ ხედავ, რომ ცრემლებს ვმალავ
და ვეღარ ვუძებ ამ გულის ფეთქვას,
გემუდარები მომეცი ძალა 
სულის სიღრმინდან რომ ამოფეთქავს,
აქ არ არსებობს ძილი და დაღლა 
აქ უძლურია ყოველი სიტყვა,
მხოლოდ შენ იცი თუ რას ვგრძნობ ახლა,
მხოლოდ შენ იცი თუ როგორ მიყვარს 
და როცა სულმაც ვერა იგონა 
მხოლოდ და მხოლოდ ვსულდგმულობ შენით,
გრძნობა რომელმაც მე დამიმონა
არ გამოითქმის მოკვდავთა ენით,
თუ მაინც ასე დამტოვებ ეულს
ჩემთვის მზე აღარ ამობრწყინდება ,
მე შევაჩვენებ სამყაროს წყეულს 
ჰა ჩემი სული აღარ მჭირდება...



***
მე გავიცანი გოგო თავნება ცოტათი ანცი ლამაზ თვალება
ისეთი ქონდა მას სილამაზე ვერ გავუ
ელი და შევთავაზე,
მოდი მოვაწყოთ რამე ტიპური
თუნდაც საამო რომანტიკული,
შამპანიური ბაგრატიონი
სანთლის შუქი და გალაკტიონი,
წყნარი მუსიკა სასმელი ბევრი და საერთოდაც ავკრძალოთ ცრემლი
სულ ერთად ვიყოთ დავტკბეთ ცხოვრებით
ხვალ მაინც არავის ვემახსოვრებით,
შევეჯიბრებით ერთურთს ტრფობაში
სიკვდილიც ტეხავს მარტოობაში
თუ მოგბეზრდება ჩემი ხელები
მერე ლექსებით მოგეფერები,
მე შენ მოგიძღვნი ყველა დროებას და სიყვარულის უსაზღვროებას,
მე შენს ხატებას გულში ჩავიდებ
 სიგიჯეებსაც შენთვის ჩავიდენ
რომ წმინდა გრძნობით გული ავივსოთ
მე მეყვარები სამარადისოთ. 
გოგონა დუმდა არას მეტყოდა ...
მე მხოლოდ მისი სუნთქვა მესმოდა
 ბევრი იფიკრა რაღაც გათვალა 
მერე პასუხის ღირსად ჩამთვალა,
მითხრა: ჯერ მოდი ვნახოთ ზმანები ჰუგო ბოსები და არმანები 
ბოლო მოდელი მერსედესები
მერე გრძნობები მერე ლექსები....





XoXo Your ChuPa
ჰააა :)
დანაპირები შეგისრულეთ :D 
ჩემი მეგობრის ნიკას დაწერილი ლექსები ისევ დაიდეთ :)
ძალაინ გამიხარდა როცა წინა სიახლის კომენტარები ვნახე და ასეთი დადებითი შეფასება მოყვა ნიკას წინა ლექსებს....
თუ მოგეწონათ აუცილებლად დააკომნტარეთ და აუცილებლად დავდებ დარჩენილ 3 ლექსსაც რომელიც ნიკამ დაწერა :))))



კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1157 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2013-05-25 3:05 PM)
ძაან მაგარი მეგობარი გყავს...
ისე სიმართლე გითხრა იშვიათად ხდება რომ რამემ გული ამიჩუქყოოს და ამ ლექსმა ჩემი "ეგოისტი" და "უგრძნობი" გული შემიტოკა ბოლო დონეზე...