მთავარი » 2013 » იანვარი » 13 » Pretty Little Liars - პატარა საყვარელი მატყუარები
8:00 PM
Pretty Little Liars - პატარა საყვარელი მატყუარები



პატარა, საყვარელი მატყუარები ABC-Family-ს სერიალია, რომელმაც მთელს მსოფლიოში დიდ წარმატებას მიაღწია და დღესდღეობით ყველაზე პოპულარულ სერიალებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს.
ოთხი მეგობარი გარდაცვლილი მეგობრის ელისონის სახელით ანონიმურ მესიჯებს იღებენ. არია, სპენსერი, ჰანა და ემილი ბევრ უსიამოვნებებში ეხვევიან ვინმე A-ს წყალობით. ამჟამად გამოსულია 3 სეზონი. ახალი სერია 13 ოქტომბერს გამოვა ეკრანებზე.
სერიალის მთავარი გმირები: ეშლი ბენსონი, ლუსი ჰეილი, შეი მიტჩელი და ტროიან ბელესარიო, საკმაო პოპულარობით სარგებლობენ თინეიჯერებში. 
მოდით გავეცნოთ მათ შესახებ 5 უცნობ ფაქტს და + ძალიან საინტერესო თეორიას
–ს ვინაობასთან დაკავშირებით.





5 რამ, რაც არ ვიცოდით ეშლი ბენსონზე.


1. მისი მთლიანი სახელია ეშლი ვიქტორია ბენსონი.

2. ის დაიბა შვიდთვიანი და სულ რაღაც 2 კილოგრამს იწონიდა.

3. მისი პირველი სერიოზული როლი იყო "Days of Our Lives"–ში ები დევერის პერსონაჟი, რომელსაც ის ასრულებდა 2004–2007 წლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი კარიერის განვითარებაში ტელესივრცეში.

4. ეშლი ცეკვავს 2 წლიდან და უამრავი პრიზი აქვს აღებული ცეკვებში. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ის აიყვანეს ფილმში Bring It On: In It to Win It. 

5. მან პირველად გადასაღებ მოედანზე აკოცა ბიჭს. ეს მოხდა "Days of Our Lives" –ის გადაღებებზე.





5 რამ, რაც არ ვიცოდით ლუსი ჰეილის შესახებ.


1. ლუსი არ არის მისი სახელი. ლუსის მთლიანი სახელია Karen Lucille Hale.

2. ლუსი იყო ძალიან პირდაპირი მოსწავლე. და იცით, მას ეზიზღებოდა სკოლა. შეიძლება ითქვას, რომ ლუსი საშუალო განათლება სახლშ მიიღო კერძო პედაგოგების საშუალებით.

3. მას არასოდეს ჰქონია "ნორმალური" სამსახური. ის ისეთი წარმატებული აღმოჩნდა შოუბიზნესში ძალიან პატარა ასაკიდან, რომ სხვა სამსახურში არასოდეს უმუშავია.

4. მან ორჯერ სცადა "ბინდის" კასტის წევრი გამხდარიყო. პირველად ელისის როლისთვის გაიარა გასაუბრება, ხოლო შემდეგ ჯეინის, თუმცა ვერცერთი როლი ვერ მოიპოვა.

5. ლუსი ვერ იტანს ფრენას. მისთვის ძალიან რთულია ტურნეებში ჩაბმა, რადგან ვერ იტანს ფრენას.





5 რამ, რაც არ ვიცოდით ტროიან ბელესარიოზე


1.ტროიანი იმედოვნებს, რომ სპენსერია -- A. არ ვიცით ვინმეს ეს რატომ უნდა სურდეს , მაგრამ ფაქტია, საინტერესო იქნებოდა! ის ერთადერთია ვისაც ფანები ეუბნებიან, რომ სწორედ ის არის -- A. (წიგნში რაღაც დროით სპენსი მართლაც არის --A).

2.ტროი ხვდება PLL-ს სტუმარ ვარსკვლავს! ეს არის მსახიობი და ფოტოგრაფი Patrick J. Adams, რომელმაც სერიალში შეასრულა ეზრას მეგობრის ართის როლი მე5 ეპიზოდში. მართლა შესანიშნავი წყვილია!

3.მიუხედავად იმისა, რომ ტროიანი გარშემორტყმული იყო ბევრი ბიჭით სერიალში(იანი, ვრენი, ალექსი და ახლა ტობი) ის მაინც ისურვებდა, რომ დაბრუნებულიყო ვრენი .. და როგორც ნახეთ ასეც მოხდა (ვრენი დაბრუნდა მე2 სეზონის რამდენიმე სერიაში, მას სურდა სპენსერთან ურთიერთობის აღდგენა მაგრამ სპენმა უთხრა, რომ თავისუფალი არაა).

4.კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ტროი ძალიან იღბლიანი ბავშვი იყო! ბავშვობაში ,ლოს ანჯელესში ის მარი-ქეით და ეშლი ოლსენების სახლის პირდაპირ ცხოვრობდა, მათი საუკეთესო მეგობარი იყო და ერთ-ერთ ფილმში billboard dad შეასრულა მათი კარგი ამხანაგის როლი. მის გმირს ერქვა კრისტენი. საინტერესოა, ის ისევ მეგობრობს თუ არა ტყპებთან ან ისინი თუ უყურებენ ტროის სერიალში. 

5.მას მოსწონს ოდრი ჰეპბერნის კლასიკური და მშვენიერი სტილი. ტროიანმა ერთ-ერთი ჯურნალისთვის მოირგო ოდრის სტილი. ისინი ტყუპებივით გამოიყურებიან!





თეორია ელისონის ტყუპის შესახებ:
მოკლული იყო არა ელისონი არამედ მისი ტყუპი და, კორტნი, რომელიც მკურნალობდა ფსიქიატრიულში. მათ ელისონის ნების საწინააღმდეგოდ გაცვალეს ადგილები. ელისონი არასდროს მეგობრობდა გოგონებთან. მთელი ეს დრო გოგონებთან მეგობრობდა კორტნი.
ელისონს უნდოდა ფსიქიატრიულიდან გამოღწევა, მაგრამ მშობლებს არ სჯეროდათ იმის რასაც მათი შვილი ამბობა. (მათ ხომ კორტნი ელისონი ეგონათ, ელისონი კი კორტნი.) რის შემდეგაც ის კლინიკიდან გაიქცევა.

დაელოდეთ ახალ სერიას. :))






კატეგორია: ფილმები/სერიალები | ნანახია: 1766 | დაამატა: -LiiZ=]] | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2

(2013-01-13 10:06 PM)
მართლა კარგი ჩანს