მთავარი » 2014 » იანვარი » 18 » ფსიქოლოგიური ტესტი
2:41 PM
ფსიქოლოგიური ტესტი
                         


      პირველრიგში მოიმარჯვეთ საწერი კალამი და სუფთა ფურცელი.
      მეორერიგში (:დ) პასუხები წინასწარ არ ნახოთ! (ეს პირველრიგში უნდა ყოფილიყო, მაგრამ არაუშავს  :დ) 

 (64) Tumblr

Önművelés - orshey képe más méretben az Indafotón.

 ვიწყებთ!

ესეიგი წარმოიდგინეთ შვიდი სხვადასხვა ფერის კარები: თეთრი, ცისფერი, ვარდიფერი, შავი, წითელი, მწვანე და ნარინჯისფერი.. ახლა კი ფურცელზე თითოეული კარის შესაბამისად აღწერეთ სურათი რაც თვალწინ ნებისმიერი კარის გაღებისას წარმოგიდგებათ - გააღეთ თეთრი კარი - იქ დაგხვდათ რა? შემდეგ ცისფერი, ვარდისფერი და ა.შ მიყოლებით. დაწერეთ პირველივე ასოციაცია რაც თავში მოგივათ, ნუ იფიქრებთ ბევრს! 



always. | via Facebook

パステル巫女 | via Tumblr

Untitled
 პასუხები!

      

 თეთრი კარი - სიკვდილთან თქვენი დამოკიდებულებაა. თუ მის მიღმა სიმსუბუქეს, ირეალურ სამყაროს ხედავთ ე.ი გარდაცვალების როგორც ფაქტის არ გეშინიათ. ხოლო თუ ამ კარს მიღმა სამყარო გაურკვეველი ბურუსითაა მოსული პანიკურად გეშინიათ ყველაფრის რაც ამ თემას უკავშირდება. 

ცისფერი კარი - ბავშვობაა.. თუკი თქვენ მის მიღმა სამოთხე, ანგელოზები და ზღაპრული სამყარო დაინახეთ ე.ი უღრუბლო ბავშვობა გქონიათ. თუკი ამ კარს მიღმა რატომღაც საავადმყოფოს ვესტიბული წარმოგიდგათ თვალწინ შესაძლოა თქვენი ბავშვობის წლები ბევრ სირთულეს, ავადმყოფობას და სევდას უკავშირდებოდა.

ვარდისფერი კარი - რელიგიისა და მისტიკის მიმართ თქვენი დამოკიდებულებაა. თუ ამ კარის მიღმა კომფორტულად მოწყობილი ოთახი დაინახეთ, ე.ი მარტო იმის გჯერავთ რასაც საკუთარი თვალით დაინახავთ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვარდისფერი კარი ასეთივე ვარდისფერ სამყაროში გადის რომელიც ლუის კეროლის ალისას მოგზაურობას წააგავს თქვენ ჭეშმარიტი მეოცნებე, მისტიკისა და ეზოთერიკის მოყვარული და ზოგადად, მაღალი სულიერების დონით გამორჩეული ინდივიდი ბრძანდებით. 


შავი კარი - სექსის და ზოგადად პარტნიორული ურთიერთობებისადმი თქვენს დამოკიდებულებას და შეხედულებებს ასახავს. კარგად გაიხსენეთ, იქნებ საერთოდაც შეგეშინდათ ამ კარის გაღება ან მის მიღმა ისეთი რამეები დაინახეთ რაც სახალხოდ არ ითქმის.

წითელი კარი - თქვენში არსებული ფანტაზიის ნიჭი და შემოქმედებითი პოტენციალია. თუკი ამ კარის უკან ვრცელი დარბაზი ან სასახლე აღმოაჩინეთ ხატვის, წერის, სამსახიობო ან მუსიკალური ნიჭი გადაამოწმეთ საკუთარ თავში.. ვინ იცის, იქნებ დღეს რასაც ჰობიდ მიიჩნევთ, ხვალ თქვენი პოპულარობის საფუძველიც გახდეს საზოგადოებაში. 

მწვანე კარი - სიყვარულის ნიჭი და ზოგადად, გარშემომყოფებთან ურთიერთობის უნარია. თუკი მწვანე კარის მიღმა ორანჟერეა ან სულაც დიდი, ფართო ეზო დაგხვდათ თქვენნაირი ადამიანის შეყვარება ძალიან ადვილია, იმიტომ რომ გაგაჩნიათ უნიკალური უნარი სულიერი კომფორტი შეუქმნათ ადამიანებს. 

ნარინჯისფერი კარი - თქვენში არსებული კარიერიზმის დონეს, მიზანსწრაფულობას და საბრძოლო შემართებას ასახავს. თუკი ამ კარის მიღმა დიდი ვესტიბული იწყება, გზა მაღალი თანამდებობისკენ საკმაოდ მძიმე და მომქანცველი გელით. ხოლო თუ ეს კარი მყუდრო, კეთილმოწყობილ ოთახში გადის თქვენთვის საყვარელი საქმე გექნებათ, რომელიც საშუალო მაგრამ სტაბილურ შემოსავალს მოგიტანთ ცხოვრებაში. 

 

minimalist | Tumblr

Afternoon tea


კატეგორია: ტესტები <3 | ნანახია: 1898 | დაამატა: MarRi | რეიტინგი: 4.4/5
სულ კომენტარები: 4

(2014-01-20 7:11 PM)
stafilosferi karis migma stafiloebis mdelo ro warmovidgine ra vqna:DD