მთავარი » 2013 » მაისი » 25 » ფსიქოზი 4.48
2:47 PM
ფსიქოზი 4.48
წლის მთავარი მოვლენა მუსკომედიის თეატრში! 
ერთერთი ყველაზე სკანდალური პიესის ქართული ანალოგი.
"ფსიქოზი 4.48"
"ვაი თუ მთვარე დედამიწა აღმოჩნდეს უცებ, რევოლუცია მაშინ ნახეთ"



"ფსიქოზი 4.48" სარა კეინის ერთერთი ყველაზე სკანდალური და უკანასკნელი პიესაა. თანამედროვე ახალგაზრდა დრამატურგმა 28 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი დეპრესიის მთავარი მიზეზი ,,გაორება" იყო. ამ პიესაში ის ესაუბრება საკუთარ თავს, გამოგონილ სატრფოს და ღმერთს ესაუბრება, რომელმაც ,,ზურგი აქცია." ტექსტში მოყვანილია სარას პიესებზე დაწერილი რეცენზიების ფრაგმენტებიც.

ჰაროლდ პინტერი : "ყოველ საღამოს, მსოფლიო ახალი ამბები ათასგვარ საშინელებას გვაუწყებს. მერე ამ ყველაფერს ჩვენი გონების კუთხეში მივაგდებთ და ისე ვაგრძელებთ ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა. სარა კეინი იყო ადამიანი, რომელსაც ეს არ შეეძლო. ეკრანზე ნანახი გამუდმებით თან სდევდა და სხვა ადამიანებისა და მწერლებისგან განსხვავებით, ამ საშინელების განცდით აგრძელებდა ცხოვრებას"

9 თებერვალს, თბილისის, ვასო აბაშიძის სახელობის, მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში, კი სპექტაკლის ქართული ანალოგის პრემიერა შედგა! მთელი სპეკტაკლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ შეურიგებელ ბრძოლას ორ სხვადასხვა პერსონას შორის.

რეჟისორი - "ქალი წარსულიდან, რეჟისორი აწმყოდან", მაკა ნაცვლიშვილი!

მსახიობები - რუსკა მაყაშვილი და მარიშა კიტია.


”სულაც არ მინდა მე სიკვდილი, ჯერ არასდროს მომიკლავს თავი აქამდე...”, ”მიყვარხართ...”, ”გთხოვთ დააფასოთ, დაინახოთ და შეიყვაროთ...”


"ვაი თუ მთვარე დედამიწა აღმოჩნდეს უცებ, რევოლუცია მაშინ ნახეთ"

"დეპრესია ბოღმაა.იბოღმები იმაზე, რაც ჩაიდინე , ვისი თანდასწრებითაც და ვისი მიზეზითაც ჩაიდინე ."

"ვფიქრობ , რომ ახლა იმას ფიქრობ , რაც მე ყოველთვის მეფიქრებოდა- რომ გეფიქრა შენ ჩემზე. ალბათ."

"როგორ გგონია შესაძლებელია ადამიანი არასწორ სხეულში დაიბადოს ?
●და როგორ გგონია შესაძლებელია ადამიანი არასწორ ეპოქაში დაიბადოს ?"

"შავთეთრი კინო ამ ცხოვრების ჰო და არაზე, ჰო და არაზე, ჰო და არაზე, ჰო და არაზე, ჰო და არაზე, ჰო და არაზე, ჰო... და არაზე"

"შენ გენდობოდი შენ მიყვარდი და ახლა შენი დაკარგვა კი არ მაღელვებს , ის მაღელვებს, რომ მაგ შენ შეუნიღბავ სიყალბეს სამედიცინო ნიღაბი ააფარე"

"ეს უიმედო იმედობა რა იმედია"

"ქვეყნად არ არსებობს წამალი , რომელსაც შეუძლია ცხოვრებას აზრი შესძინოს"

"სამწუხაროა,რომ საკუთარ თავს სულ ვერ შევხვდი. სახეს,რომელიც მიმეწება ტვინის სხვა მხარეს"

"...და ვერ მომაკეტინებს ერთი ფსიქიატრიულად მშვიდი და რაციონალური ხმა, რომელიც მარწმუნებს, რომ არსებობს ობიექური სინამდვილე, რომელშიც ჩემი სხეული და სული ჯერ კიდევ განუყრელია, მაგრამ მე-აქ-არავარმეთქი!!!! ....... და არც არასოდეს ვყოფილვარ."

"თუმცა სათქმელი არაფერია, იმ მთავარი სათქმელის გარდა, რომ აზრი არა აქვს არაფრის თქმას..."

"ოთახი სავსეა უსახური სახეებით..."
შეიძლება არც დაგაინტერესოთ, მაგრამ მაინც, მართლა გირჩევთ უყუროთ. ძალიან მოქმედებს...



                                        
  

                                         src="http://www.youtube.com/embed/noJdb8pr3Os" frameborder="0" allowfullscreen="">

                                       

                                     

                                      
კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 862 | დაამატა: Egoist | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 3

(2013-05-25 10:08 PM)
* 3 Dona♡   [Entry]
სიახლე კარგია:დ
მაგრამ მეც მეზარება