მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 27 » PsyChoPath✖
9:38 PM
PsyChoPath✖
PsyChoPath
.ფსიქოპატური ნიუსი.


✖ Psychopath ✖

✖ Psychopath ✖

✖ Psychopath ✖


- შენ რას ფიქრობ სიყვარულზე ?
- მე... მე მარტოს მიჭირს ამის შეგრძნება.
- შენ მარტო არ ხარ.
- ადამიანი ყოველთვის მარტოა

სუნთქვა
ჰაერს
სიყვარულს
გამოწოვს

არ შეიძლება ადამიანებს მთელი გულით მიეჯაჭვო. ეს ცვალებადი და საეჭვო ბედნიერებაა. უარესია - გული მთლიანად სხვა-ერთადერთ ადამიანს მისცე. აბა, რა დაგრჩება მაშინ, როცა ის წავა?! ის კი ყოველთვის მიდის.


✖ Psychopath ✖

✖ Psychopath ✖

✖ Psychopath ✖


ახლა გარეთ რომ გახვიდე,რომ იყოს ყველაზე ცივი და სველი წვიმა,შენ კი არ შეგცივდება ან დასველდები,ამინდი გა-შენ-ნაირდება.

ჩავაქროთ გარეთ ანთებული ყველა თვალისმომჭრელი შუქი და თეთრი სიბრმავით ბოლო მოვუღოთ სხვის მოგონილ ნორმებს.

ზედმეტია,სხვა მნიშვნელობა გამოვუგონოთ უერთმანეთობას.


✖ Psychopath ✖

✖ Psychopath ✖

✖ Psychopath ✖


ადამიანებმა გვაიძულეს შეგვეყვარებინა ტკივილი,თავიანთი თავის მაგივრად ...

ცხელ ჩაიში გაჭრილ მზეს ვწურავ და ხელისგულებს ფინჯანზე შეხებით ვითბობ.
(ყოველთვის დაულეველი მრჩება.)

დღეს ვფიქრობდი
და ვერ გავიხსენე,
ბოლოს როდის გადავხედე ფანჯრიდან ქუჩას,
ღია ფანჯრიდან - მთელ ქუჩას.

ორი ჟაკეტი საკიდზე,
ორი სილუეტი სარკეში...
მაგრამ ეს არ არის
ალკოჰოლისგან მიღებული გაორება -
შენი სიყვარული არ მავიწყდება.

ჩავიკეტე საკუთარ თავში.
დავკარგე დროის შეგრძნება.
...

ალბათ მთელი საუკუნე გავიდა მას შემდეგ,
რაც
ვეღარც ქუჩაში გვხედავენ ხელჩაკიდებულებს,
აღარც ფანჯარაში ვჩანვართ ორნი.


✖ Psychopath ✖

✖ Psychopath ✖

✖ Psychopath ✖


კიდევ ერთი
წელი გავიდა – სამყარო
ისევ ისეთია.

მე არავინ მყავს შენზე უფრო აღმოსავლეთით.

შემოდგომის მშვიდი საღამო
და ეს სულელები
ჩხუბობენ.


✖ Psychopath ✖

✖ Psychopath ✖

✖ Psychopath ✖


ეს სულერთია
– დასავლეთი თუ აღმოსავლეთი,
ყველგან თანაბარი ცივი ქარია.

ქუჩა, რომლითაც შენ წახვედი
ჩემს თვალებში განიბანა და
სველია დღემდე.

მზის ჩასვლისას ვიჩხუბეთ...
"აღარ შეგეხებიო"_ და ერთი საათი
ჩემს ჩრდილზე იდგა გაუნძრევლად...


✖ Psychopath ✖

✖ Psychopath ✖

✖ Psychopath ✖

კატეგორია: ფოტო Art <3 | ნანახია: 1140 | დაამატა: Alice♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8

(2013-10-30 9:39 PM)
* 8 salo   [Entry]
:X
kargi siaxlea.