12:35 PM Quotes | |
♡ჯენიფერ გარნერი: არასოდეს არ იქორწინოთ იმ კაცზე,რომელსაც ფიქრობთ, რომ -შეცვლით ♡ვილ სმიტი: კაცს რამდენი ქალიც არ უნდა მოსწონდეს, მას მაინც ეყოლება ის ერთი, რომელთანაც შეუძლია უზომოდ ბევრი იცინოს და არ შერცხვეს, რომ საკუთარი თავი 100%-ით გამოამჟღავნოს. ეს ის ერთადერთია, რომელიც მის ცხოვრებას ისე შეცვლის, როგორც არავინ! ♡ბიონსე: ჩემი აზრით ჯერ საკუთარი თავი უნდა გაიცნო და გაერკვიო რა მოგწონს რეალურად, შემდეგ უნდა გაუზიარო ეს ყველაფერი სხვას ♡ჯენიფერ ენისტონი: სასიყვარულო ურთიერთობა თანამშრომლობას გავს ♡ბრედ პიტი: იცით რა არის ნამდვილი სიყვარული? როცა შენი მეორე ნახევრის ინტერესები ჯობნის შენსას ♡ანჯელინა ჯოლი: არ მიყვარს, როცა წყვილი დაშორების შემდეგ უარყოფითად ლაპარაკობს ერთმანეთზე. ♡ქეით ჰადსონი: ჩემმა მეგობარმა ერთხელ მითხრა, რომ როცა სამუშაოს იწყებ უკვე ზრდასრული უნდა იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ შეგიძლია იყო ბავშვური. ურთიერთობებშიც ასეა, ყოველთვის დგება დრო როცა მასზე უნდა იმუშაო ♡ეშტონ კაჩერი(რჩევა ქალებს): ბიჭებს არ უყვართ, როცა მოიხსენიებენ, როგორც ლამაზს, საყვარელს, ნაზს. ამიტომ ჯობია ისინი შეადაროთ ჯეიმს ბონდს ან ტონი მონტანას. ან თუნდაც უთხარით, რომ ამ მაისურში მაგარ ფეხბურთელს გავს. ამის შემდეგ ის ამ მაისურის გამხდელი აღარაა. ♡ლეიდი გაგა: ზოგი ქალი დასდევს კაცებს, ზოგი კი თავის ოცნებებს. ერთ-ერთი უნდა აირჩიო.. იფიქრე იმაზე, რომ შენი კარიერა არ დაგიცდის ♡ჩენინგ ტატუმი: ბიჭებო, აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ თქვენ მეორე ნახევარს. მე სულ ვიცი ნახა თუ არა ჯენამ ცუდი სიზმარი. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, ალბათ იმიტომ, რომ დიდ დროს ვატარებ მასთან ერთად. თუ ნამდვილად გიყვართ, გააკეთეთ ყველაფერი რაც მას აბედნიერებს. ♡ჯულია რობერტსი: სიყვარული ნამდვილი მაშინაა, როცა შენ მზად ხარ ყველაფერი გააკეთო იმისათვის, რომ შენი მეორე ნახევარი ბედნიერი იყოს, თუნდაც შენ არ იყო მისი ბედნიერების ნაწილი ♡მადონა: შენ ძალიან ძლიერი ხარ, როცა უანგაროდ გიყვარს. ეს დიდი სიმამაცეა.. არავის არ უნდა, რომ დაეცეს და გული ეტკინოს. ♡მადონა: არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, საიდან ხარ და რას წარმოადგენ. შენ ყოველთვის შეგიძლია, რომ შეიცვალო და საკუთარი თავი უკეთესად გამოამჟღავნო ♡ნიკოლ კიდმანი:მე არ ვიცი მომავალში რა მოხდება. მე ის ვიცი, რომ პოზიტიური უნდა ვიყო და არ უნდა გავიღვიძო სასოწარკვეთილმა. მამაჩემი მეუბნებოდა "ნიკ, ეს ესეა.. არ იფიქრო იმაზე, თუ როგორ უნდა ყოფილიყო. უბრალოდ ეს ესეა ♡აშერი: დაშორება ბუნებრივი მოვლენაა, არ არის საპანიკო. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ შენ ჯერ კიდევ არ გიპოვია ის რასაც ეძებ. ეს ნიშნავს, რომ ხარ ინდივიდუალური და არ დადიხარ სულ ერთი და იმავე მიმართულებით ♡ეშლი გრინი: თუ რაღაც არ მოგწონს ურთიერთობაში, ჯობია მაშინვე თქვა, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ♡ჰოლი ბერი: სექსუალურობა ნიშნავს გიყვარდეს საკუთარი თავი მაშინაც, როცა საერთოდ არაა შესაყვარებელი ♡კეშა: დაშორების შემდეგ მასზე დაწერე სიმღერა, მოასმენინე და აატაცებინე მთელ მსოფლიოს. შემდეგ კი შეხვდი სხვა ბიჭს ♡ჯენიფერ ლოპეზი: მე არ ვეთანხმები პირველივე პაემანზე კოცნას! პირველი პაემანი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება. ხშირად ჯობია კოცნისაგან თავი შევიკავოთ, თუნდაც დიდი ხნით. მე ვფიქრობ, რომ კოცნა ძალიან ინტიმურია ♡ლინდსი ლოჰანი: ცხოვრება რისკებითაა სავსე და რატომ არ ვრისკავთ? ♡ემა უოსტონი: კარგად მოექეცით ხალხს. თუ არ შეგიძლიათ, რომ რაიმე კარგი თქვათ ადამიანზე, მაშინ საერთოდ არაფერი არ თქვათ წყარო:angel.ge | |
|
სულ კომენტარები: 7 | |
|