მთავარი » 2013 » აპრილი » 22 » Quotes For You !
8:58 PM
Quotes For You !
1. "ფული არ არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მთავარი სიყვარულია. საბედნიეროდ, მე ფული მიყვარს” – ჯეკი მეისონი (აი ამას მაინცდამაინც ვერ ჩავწვდი )

2. "იქ, სადაც ცოდნა მთავრდება, იწყება რელიგია” – ბენჟამინ დისრაელი

3. "ადამიანი ყველაზე მართალი მაშინ არის, როდესაც აღიარებს, რომ მატყუარაა” – მარკ ტვენი




4. "სიგარეტი – ეს არის ძაფი, რომლის ერთ ბოლოზე ცეცხლია, მეორეზე კი სულელი” – ბერნარდ შოუ

5. "ვინც ერთ ადამიანს მოკლავს, მკვლელი ხდება, ვინც ათასებს – გმირი” – ჩარლი ჩაპლინი

6. "სიგარეტისათვის თავის დანებება ძალიან ადვილია… დამიჯერეთ, მე ეს ათასჯერ მაინც გამიკეთებია” – მარკ ტვენი

7. "ვინც იცის – აკეთებს, ვინც არა – ასწავლის” – ბერნარდ შოუ

8. "სამყარო კი არ გახდა უარესი, უბრალოდ მოვლენათა გაშუქება გაუმჯობესდა” – გილბერტ ჩესტერტონი



9. "მე ისეთი ჭკვიანი ვარ, რომ ხანდახან ერთი სიტყვაც კი არ მესმის იქიდან, რასაც ვლაპარაკობ” – ოსკარ უაილდი

10. "კარგ დიპლომატს ყოველთვის ახსოვს ის, რაც მან უნდა დაივიწყოს” – ჰაროლდ მაკმილანი

11. "არასოდეს ტყუიან ისე, როგორც ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევნების წინ” – ოტო ფონ ბისმარკი

12. "სინდისი და პატიოსნება ტანსაცმელს ჰგავს: რაც უფრო მეტად არის შელახული, მით უფრო დაუდევრად ეპყრობი” – აპულეიუსი




13. "ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა. მე კი დავასკვენი, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველთან” – რონალდ რეიგანი

14. "კლასიკური ნაწარმოები ის წიგნია, რომელსაც ხალხი აქებს, მაგრამ არასოდეს კითხულობს” – ერნესტ ჰემინგუეი

15. "თუ გსურთ ოდესმე თამაშით გამდიდრდეთ, მაშინ იყიდეთ კაზინო" – უცნობი ავტორი

16. "ომი – დიპლომატიის არდადეგებია” – კარლ იუნგი


17. "ილაპარაკე ყოველთვის სიმართლე და არაფრის დამახსოვრება აღარ დაგჭირდება” – მარკ ტვენი

18. "ჩვენ სამნი მივდიოდით გზაზე: მე, ის და დუმილი… დუმილი ვერ ხვდებოდა, რომ ზედმეტი იყო” – ვახუშტი კოტეტიშვილი

19. "არსებობს სიცრუის სამი სახეობა: "ტყუილი, დიდი ტყუილი და სტატისტიკა” – მარკ ტვენი

20. "ოპტიმისტი აცხადებს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საუკეთესო მსოფლიოში, იმ შესაძლო მსოფლიოთა შორის, რაც კი შეიძლება არსებულიყო. პესიმისტს ეშინია, რომ ეს მართალია” – ჯეიმს კაბელი

21. "მეგობრობა დაფუძნებული ბიზნესზე უკეთესია, ვიდრე ბიზნესი – დაფუძნებული მეგობრობაზე” – ჯონ როკფელერი.



+ ფოტოკრებული !






























კატეგორია: სტატუსები <3 | ნანახია: 1144 | დაამატა: Holly❤Shit | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2013-04-23 3:20 PM)
"ვინც იცის – აკეთებს, ვინც არა – ასწავლის”