მთავარი » 2013 » იანვარი » 17 » ყველა ცოცხლობს,ყველა კვდება..
3:18 PM
ყველა ცოცხლობს,ყველა კვდება..
  

პარკში სიმშვიდე სუფევდა,მზემ ნელ-ნელა ამოყო თავი და ქალაქი გაანათა თბილი მზის სხივებით,აი გამოჩნდა პარის კუთხეში პატარა გოგონა,სუსტი,ლამაზი.ტანთ თეთი მოკლე სარაფანი ეცვა,თეთრი წითელი კოპლებით,გოგონას დალალები მოშიშვლებულ ზურგზე ჰქონდა დაყრილი,ლამაზი კულულები რომელიც თმას ბოლოებში დაჰყვებოდა სიარულისას გოგონას ზურგზე ეცემოდა და სილამაზის ელფერს ანიჭებდა ისედაც ანგელოზის მგვან გოგონას,თეთრი,თეთრი სათუთი კანი,წითელი პატარა ტუჩები,დიდი ლურჯი თვალები,აპრეხილი წამწამები ერთმანეთს ისე ეწყობოდნენ თითქოს გოგონა ამ ქვეყანას არ ეკუთვნოდა,ღვთიური სილამაზის პატრონს პატარა და გრძელი თითები ჰქონდა. გახარებული ჩანდა თითქოს ვიღაცას უნდა შეხვედროდა,მთლიანად ანათებდა,მზეს პარტნიოობას უწევდა და აჭარბებდა კიდეც მის სინათლეს.ერთიანად ასხივებდა სითბოს,და გარშემომყოფებსაც უწილადებდა მის სიხარულს,მის სილამაზეს,ქალაქში მყოფნი შესცქეროდნენ გაკვირვებით ამ ღვთიურ არსებას და გული სიხარულით ევსებოდათ,რადგან ის ასეთი კარგი იყო.გოგონას გული უხვად გასცემდა სითბოს და მაგიერადაც იგივეს იღებდა.

       აი გამოჩნდა მეორე გადასასვლელიც,გამოჩნდა ბიჭი,ახოვანი ნამდვილი ქართველის შესახედაობით,მაღალი საკმაოდ ვაჟკაცური,შავგრემანი დიდი შავი თვალებით,გოგონას დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა,ხელები აუკანკალდა,სიყვარულისა და სიხარულის ელფერმა ერთიანად გადაირბინეს მის სახეზე.გოგონამაც თავისი სატრფოს დანახვაზე გული გაიხარა და დაუფიქრებლად გადაჭრა გზა.
 ბიჭის ყვირილმა შესძრა მთელი ქალაქი,ყველა გარბოდა,ყველას თვალები სიბრალულს გამოთქვამდნენ,ყველას თვალები ცრემლებით იყო აღსავსე,ყველა შეჰნატროდა გოგონას რომელიც ერთიანად სისხლში იყო ამოსვრილი,მისი ლამაზი თვალები აღარ ანათებდნენ,თეთრი ხელები ჭკნებოდნენ,თმას ელფერი დაჰკარგვოდა,პატარა წიტელი ტუჩები გალურჯებულიყვნენ,ახლა მზეც ატირდა,თავი დახარა და გლოვა გამოაცხადა,თიტქოს ტიროდა პარტნიორის დაკარგვას.მელი ქალაქი ტიროდა პატარა გოგონას სიკვდილს.


  აი ასეა ქვეყნა ყველა ცოცხლობს ყველა კვდება,არავინ დარჩება დაუსჯელი,სიკვდილი ყველასთან მივა,თანაც მაშინ როცა ამაზე საერთოდ არ ვფიქრობთ,ცხოვრება ყველას ხმრობს და როცა სახე ნაოჭებს აქვს დაფარული,როცა უკვე ყველა ტკივილი მუქდება,როცა აღარავის ვჭირდებით,მაშინ როდესაც უკვე აზრი აქვს დაკარგული სიცოცხლეს,სიკვდილი შვების მომგვრელია,თუმცა ის სწორედ ამ დროს როდი მოდის?მოდის მაშინ როცა საჭიროდ ჩათვლის.სიკვდილი სასიხარულო არასოდესაა,ის ყოველთვის სიკვდილთან ასოცირდება,თუმცა განა რაა არის სიკვდილი მაშინ როცა ტკივილი ყვავივით კორტნის გულს,როცა დაბეჩავებულ გულს ერთიათად შეუძლია უარის თქმა სიცოცხლეზე.

     ასეა სიცოცხლე წინადადებაა რომელსაც ჩვენ ვწერთ და წერტილს უფალი უსვამს...მისი ბოლო კი ერთადერთია  DIE...DIE...DIE...
კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 1013 | დაამატა: qetuu_lollipop | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4

(2013-03-05 9:31 PM)
* 4 Diva♔   [Entry]
Kargiaa ((♥