10:56 PM " რა არის სიყვარული? " | |
დაახლოებით 75 წლის ქალთან, რომელიც პარკში მარტო სეირნობდა ჟურნალისტი მივიდა და კითხა? -ორი სიტყვით შეგიძლიათ მითხრათ რა არის სიყვარული? -ორი სიტყვით? (ძალაინ გაუკვირდა მოხუცს) -დიახ -ეს შეუძლებელია, შეუძლებელი კი არა წარმოუდგენელი -რატომ? - ადამიანი რომელიც გეტყვის თუ რა არის სიყვარული ორი სიტყვით, მე გეტყვით რომ ამ ადამიანს არასოდეს ყვარებია! -მაშინ ვრცალდ მითხარით რა არის სიყვარული? -ეს არის... ეს არის... მოხუცი საშინელმა კანკალმა აიტანა, ჟურნალისტმა უმალვე ჩაკიდა ხელი მოხუცს და იქვე მდგომ გრძელ სკამზე დასვა. -კარგად ხართ? -კი -შეგიძლიათ საუბარი განაგრძოთ? -ახლა არა, მართლა ძალაინ მეჩქარება, ხვალ რომ იყოს? -კარგით ხვალ 3 საათზე ამ პარკში მობრძანდით -არ შემიძლია მე ყოველ დღე 3 დან 5 საათამდე დაკავებული ვარ. -კარგით მაშინ 1 ზე რომ იყოს? -შევთანხმდით, ხვალ აქ 1 საათზე -ნახვამდის -ნახვამდის -გამარჯობა -გამარჯობა -ძალიან მაინტერესებს, თქვენი აზრი, სიყვარულის შესახებ, ალბათ გამოცდილი გაქვთ საკუთარ თავზე? -ეჰ, თან როგორ? -გისმენთ გულდასმით -ერთი ადამიანის ერთმა სიტყვამ ამირია მთელი ჩემი მშვიდი, წყნარი ცხოვრება, მაშინ პატარა გოგო ვიყავი, ის პატარა ბიჭი. ჩემთან მოვიდა, ხელი მხარზე დამადო ალბათ სიძლიერის ნიშნად და მითხრა: - ძალიან საყვარელი გოგო ხარ! ადამაინმა, რომელსაც ალბათ ცხოვრებაში არასდროს არ მივაქცევდი ყურადღებას, დიდი ადგილი დაიკავა ჩემს პატარა გულში. გავიდა 5 წელი, მე დიდი გოგო ვიყავი, ის დიდი ბიჭი. ის ამ ამბავს ხუმრობით იხსენებდა, მე არა. მისთვის აღარ ვიყავი საყვარელი გოგო, მაგრამ აი ჩემთვის იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩემი თვალები სიხარულით უმზერდნენ. ეს 5 წელი ჩემთვის იყო სამოთხე და ჯოჯოხეთი. ეს როგორ? ჩემი ყოველი დღე რომელიც სკოლაში გავატარე, როდესაც მასთან ვსაუბრობდი და მას ვეხებოდი სამოთხე იყო, ხოლო დღეები, საათები, წუთები, წამები, როდესაც ვერ ვხედავდი მის მეტყველ თვალებს, მართლაც რომ ჯოჯოხეთი იყო. მას მხოლოდ ერთი რამ შეეძლო მოეცა კარგი მეგობრობა, რომელიც მე სრულებით არ მაკმაყოფილებდა, მაგრამ დავჯერდი იმას, რაც მქონდა და ჩვენ ვიყავით მეგობრები, ოღონდ ცოტა უცნაური. გავიდა დრო ჩვენი გზები ორად გაიყო. მან ჩემს შესახებ ისევე არ იცოდა როგორც მე მის შესახებ. მე ის დავივიწყე, ამოვშალე ჩემი გონებიდან, მაგრამ გულიდან ვერ წავშალე, ეტყობა სამუდამოდ დაედო ბინა ჩემს გაუბედურებულ გულში. მე ძალიან ბევრი გავაკეთე, იმისთვის, რომ ჩემი მიზნები ბოლომდე განმეხორციელებინა, არასოდეს არ დავნებებულვარ არცერთ საქმეში მიუხედავად მისი სირთულისა, მაგრამ ეს სხვა იყო, მე არ შემეძლო არაფრის გაკეთება და თავი დავანებე. ბევრი ვისწავლე და სტუდენტობის პერიოდში საზღვარგარეთ წავედი სასწავლებლად, ბერლინში 3 წელი დავყავი. ამ ხნის განმალობაში მე მასზე ვფიქრობდი ყოველ ღამე , როცა ჩემი გრძნობები ერთად იყრიდნენ თავს და ცრემლები ბალიშს ასველებდნენ, შემდეგ ყოველივე საქმისგან დაღლილს ჩამედძინებოდა მასში ფიქრში. დავბრუნდი საქართველოში სრულებით შეცვილი, როგორც პიზიკურად ისე სულიერად. აეროპორტში ჩემი მეგობრები დამხვდნენ, რომლებიც ჩემი არსებობის ყველზე რთულ მომენტებში ჩემს გვერდით იდგნენ, სალაპარაკო ბევრი გვქონდა ადგროვილი, ამიტომაც მშვიდი ადგილი ავარჩიეთ და რუსთაველზე კაფეში გადავწყვიტეთ წასვლა. ვილაპარაკეთ ყველა თემაზე, ყველაზე გარდა ერთისა, იმ ერთისა, რომელიც ამდენი ხანი ნემსივით მესობოდა გულში. უცებ ჩვენი სიცილი, ჩემი მეგობრების გაოცებულმა სახეებმა შეცვალეს, რომელიც აშკარად ერთი ადამიანისკენ იყო მიმართული, გავიხედე და გავქვავდი, ნამდვილად არ ვიცი იმ დროს რას ვგრძნობდი, უზომო ბედნიერებას თუ უზომო შიშს, მაგრამ რაღაც მაინც სასიამოვნო იყო. იგი შავებში ჩაცმული პატარა გოგონათი ხელში იდგა ჩემს წინ და მე... მე გოგოს... მე უკვე ქალს მიჭირდა გადაწყვეტილების მიღება... პირველი ნაბიჯი მან გადმოდგა ჩემსკენ, მოვიდა და გადამკოცნა. ჩემთვის ეს იყო წამები რომელიც ისეთი გრძნობის მომტანი იყო, რომ მთლიანად შემეცვალა ხასიათი და უცებ მხიარული, მეგობრებთან მოსაუბრე გოგო დინჯ, სერიოზულ, საქმიან ქალად გადავიქეცი. გაისმა ხმა, რომელიც დროის მიუხედავად მაინც არ იყო შეცვლილი. იგი დაჯდა მაგიდასთან, გოგონა კალთაში ჩაისვა და წარმოგვიდგინა: -ეს ჩემი შვილია 4 წლის ანასტასია, ეს კი ჩემი მეგობრები არიან მამი_ თქვა მან ბავშური ხმით. ყველა ძალიან გაოცდა, ყველას გაუკვირდა შემდეგ მან თქვა: -იუმორში მაინც მაგარი ვარ რა, ეს ჩემი პატარა დისშვილია_ ყველამ გულიანად ვიცინეთ ხოლო გამომშვიდობების დროს მე მის დისშვილს ის სიტყვები ვუთხარი რომელიც ოდესღაც მან მე მითხრა: - ძალიან საყვარელი გოგო ხარ ამის შემდეგ ჩვენ ინტენსიურად ვხვდებოდით ერთმანეთს 3 წელი. ჩვენ უკვე 24 წლისანი ვიყავით. ერთ დღესაც , როდესაც მას თავისი მანქანით სახლში მივყავდი, მან სკოლასთან გააჩერა, რომთანაც უამრავი მოგონება გვაქვს. მან მე მითხრა: -მიყვარხარ! სიტყვას, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მინდოდა მომესმინა ადამიანისგან რომელიც ჩემს წინ იყო. სრული დუმილი... ხანგრძლივი პაუზა... თვალების დახუჭვა... გახელა... წინ გამოწვდილი ხელი... ბეჭედი... ჩვენ... მე და ის ეს რაღაც დაუჯერებელი იყო. ჩვენი ცხოვრების მანძილძე ერთმანეთი განებივრებული გვყავდა სიტყვით მიყვარხარ, რომელიც მართლაც რომ გულიდან მოდიოდა. ჩვენ ვცხოვრობდით აქტიური ცხოვრების წესით, და... ნუ ძალაინ გამიგრძელდა. -რომელი საათია? იკითხა მოხუცმა -3 აკლია 5 - მეჩქარება სასწრაფოდ უნდა წავიდე -კი მაგრამ სად? ან ეს ყვავილები სად მიგაქვთ? -სასაფლაოზე, ჩემი ცხოვრების მთავარ მიღწეულ მიზანთან.:) ❤ | |
|
სულ კომენტარები: 6 | |
|