მთავარი » 2013 » იანვარი » 26 » რაღაც...
8:40 PM
რაღაც...
-თქვი!
-რა ვთქვა?
-"მე გადავცურავ ზღვას"
-რატომ?
-უბრალოდ თქვი!
-კარგი მე გადავცურავ ზღვას, კმაყოფილი ხარ?
-არა ასეე არა!
-აბა როგორ?
-კარგი დაივიწყე...
-წახვედი?
-კი...
-სად?
-შორს...
-დაბრუნდები?
-ალბად...
-კარგი კარგად
-კარგად!-თქვა და ნელი ნაბიჯით გაბრუნდა უკან.
Tumblr_m5y52igjec1r3bteso1_r2_500_large
***
-დაბრუნდი?
-კი...
-სად იყავი?
-შორს...
-შორს სად?
-ყველასგან შორს...
-მერე კაი იყო?
-ძალიან!
-სად არის ასეთი ადგილი?
-აქ ეგეთ ადგილს ვერ იპოვი...
-აბა სად?
-იქ სადღაც შორს...
-და იქ საშიშია?
-არა, იქ თბილა, იქ ყველაფერი ფერადია, იქ ყველაფერი ღიმილითაა აღსავსე.
-მეც მინდა მანდ წასვლა...
-ჯერ ადრეა!
-რატომ?
-იქ ყოფნა უნდა დაიმსახურო...
-და ეს ადვილია?
-თუ შეეცდები არაფერია რთული.
-მართალი ხარ., და შენ მალე წახვალ იიქ?
-არ ვიცი...
-უჩემოდ ხომ არ წახვალ?
-არც ეგ ვიცი.
-კარგი მაშინ რა იცი?
-ჯერ არც ისე ბევრი რამ.
-კარგი...
-წავალ აღარ შეგაწუხებ.
-კარგი არ დაგაკავებ...
-კარგად...
Tumblr_lvog1yvfkh1r7dvdbo1_400_large
***
-თქვი... გთხოვ თქვიი! მითხარი რამე... რატომ არ იღებ ხმას? მითხარი... მითხარი გთხოვ... რატომ წახვედი? რატომ მიმატოვე? ნუთუ უჩემოდ წახვედი იქ? და მე მიმატოვე? რატომ მომექეცი ასე.-თვალებში ჩამდგარი ცრემლი სისხლისფრად უელავდა. ტიროდა ცხარე ცრემლებით და ვერ ჩერდებოდა...-ხმა გამეცი... ვიცი, ჯერ კიდევ აქ ხარ ვიცი ასე ადვილად არ მიმატოვებ...-თქვი გთხოვ თქვი რაც გინდა ის მითხარი... ოღონდ დამელაპარაკე. რატომ მიდიხარ? სად მიდიხარ?
-შორს...
-რატომ?
-არ ვიცი .
-დარჩი გთხოვ...
-რა აზრი აქვს... ბოლო მაინც ეს იქნება...
- ჩემთვის დიდი აზრი აქვს...
-დაიმახსოვრება.. უბრალოდ გჯეროდეს... უბრალოდ გწამდეს შენი თავის და იბრძოლე იმისთვის, რომ შენი ნატვრა აისრულო, იზრუნე შენს სულზე და არა შენს სხეულზე... იცხოვრე ისე თითქოს ეს შენი უკანასკნელი დღეა... ეცადე სულ იღიმოდე, რადგან ცხოვრება ისედაც მოკლეა და ისიც არ უნდა იყოს ცრემლით აღსავსე.-თქვა და თვალები მინაბა.
-რა?... რატომ? რატომ აღარ მცემ ხმას? გთხოვ მითხარი კდიევ რამე... შენ არ მიმატოვებ ვიცი არ წახვალ... მითხარი რამე...!
-მე... მე ... მე გადავცურავ ზღვას...-თქვა და სამუდამო დახუჭა დამჭკნარი თვალები...
Tumblr_mh3vbq0c0i1s0mdaoo1_500_large

ვაიმე სულ გავგიჟდი :დდდ ეს რა დავწერე არ მცემოთ ვიცი რაღაც უაზრობაა ვიცი სრული დებილობაა, მაგრამ მჭირდებოდა ამის დაწერა უბრალოდ რაღაც რომ არ დამეწერა გავგიჟდებოდი თუ გინდათ გაატარეთ და ნუ მიაქცევთ ყურადღებას...
კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 1087 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 10

(2013-03-05 9:21 PM)
* 10 Diva♔   [Entry]
უბრალოდ გწამდეს შენი თავის და იბრძოლე იმისთვის, რომ შენი ნატვრა აისრულო, იზრუნე შენს სულზე და არა შენს სხეულზე... იცხოვრე ისე თითქოს ეს შენი უკანასკნელი დღეა... ეცადე სულ იღიმოდე, რადგან ცხოვრება ისედაც მოკლეა და ისიც არ უნდა იყოს ცრემლით აღსავსე.
Vaimee ♥((