მთავარი » 2012 » დეკემბერი » 29 » რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები...
10:14 PM
რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები...
საზოგადოების დიდი ნაწილია ზედმეტად დაკავებულია და გადავირთული რეჟიმით ცხოვრობს. შესაბამისას ისინი ვერ პოულობონ დროს ისეთი სასიამოვნო და სასარგებლო საქმიანობისთვის, როგორიცაა წიგნის კითხვა. ამას ისინი ტელევიზორის ყურებას და კომპიუტერთან ჯდომას ამჯობინებენ. ამ სტატიაში თქვენ გაიგებთ, თუ რა სარგებლობა მოაქვს წიგნების კითხვას ადამიანის ორგანიზმისთვის.
                   

                            რატომ არის წიგნების კითხვა სასარგებლო?

                                                             ანვითარებს აზროვნებას

წიგნის კითხვის ერთ-ერთი დადებითი ეფექტი ისაა, რომ ის ანვითარებს აზროვნებას. წიგნის კითხვისას ჩვენ ვფიქრობთ, ვაზროვნებთ და ვმსჯელობთ წიგნში წამოჭრილ საკითხზე.
                        რატომ არის წიგნების კითხვა სასარგებლო?


                                               ანტისტრესულია

თანამედროვე ცხოვრებაში სტრესისგან განთავისუფლება ადამიანების მთავარი საზრუნავია. ამაში დაგეხმარებათ წიგნის კითხვა. წიგნის ენის რითმულობა და სიმდიდრე ფსიქიკას ამშვიდებს და დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. სასურველია ძილისწინ ფანტასტიკური ჟანრის წიგნის კითხვა.

                           რატომ არის წიგნების კითხვა სასარგებლო?



                                ამდიდრებს სასაუბრო ლექსიკას

როდესაც კითხულობთ განსხვავებული ჟანრის წიგნებს, ხშირად აღმოაჩენთ ისეთ სიტყვას, რომელსაც ყოფით საუბარში არ იყენებთ. უცხო სიტყვის ლექსიკონში ძებნა აუცილებელი არ არის, მის მნიშვნელობას კონტექსტის მიხედვით შეიძლება მიხვდეთ. გარდა ლექსიკის გამდიდრებისა, თქვენ გრამატიკასაც უკეთესად დაეუფლებით.

                           რატომ არის წიგნების კითხვა სასარგებლო?

                            გიცავთ ალცგეიმერის დაავადებისგან


ალცგეიმერის დაავადება - ტვინის ფატალური დაზინება, დაავადებულ ადამიანებს ტვინში ინსულინს ნაკლებობა აღენიშნებათ, ამ დაავადებით მსოფლიოში 26 მილიონი ადამიანი იტანჯება. თქვენ ამ დაავადებისგან დაზღვეული იქნებით, თუ რეგულარულად წაიკითხავთ წიგნებს. კითხვის პროცესში, ტვინი
ს მოქმედება იზრდება, რაც დადებითად მოქმედებს მასზე.

     
                             რატომ არის წიგნების კითხვა სასარგებლო?

                                   გმატებთ თავდაჯერებულობას


საუბრისას ჩვენ თუ წარმოვაჩენთ ღრმა ცოდნას ამა თუ იმ საკითთან დაკავშირებით (რაც წიგნების კითხვის დამსახურებაა) ეს გარშემომყოფებზე აისახება იმ შედეგით, რომ თქვენს მიმაღთ უფრო მეტ პატივისცემას გამოიჩინენენ. ნაკითხი და განათლებული ადამიანის იმიჯი კი დადებიტად აისახება თვითშეფასებაზე.


                              რატომ არის წიგნების კითხვა სასარგებლო?

                                                გვხდის უფრო შემოქმედებითს

კრეატიულ ადამინებს უამრავი შესანიშნავი იდეის გადმოფრქევა და გარშემომყოფთათვის განაწიელება შეუძლიათ. წიგნის კითხვისას დიდი რაოდენობით ცოდნას დააგროვებთ, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ ცხოვრებაში.

                       რატომ არის წიგნების კითხვა სასარგებლო?



                                                                 აუმჯობესებს ძილს

თუკი თქვენ სისტემატიურად წაკითხავთ წიგნს ძილისწინ, ორგანიზმის შეეჩვევა ამას და დაარეგულირებს დროს დასაძინებლად. ამრიგად თქვენ არამარტო ძილს გაამჯობესებთ, არამედ დილით უფრო კარგად იგრძნობთ თავს. 


                           რატომ არის წიგნების კითხვა სასარგებლო?



                                                       აუმჯობესებს კონცენტრაციას


კითხვის პროცესში აუცილებელია კონცენტრაცია ერთ თემაზე, ჩვენ არ უნდა გაგვეფანტოს ყურადღება ყოფით საგნებზე. კონცეტრაცია კი უმნიშვნელოვასია ნებისმიერი საქმიანობისას.

                      რატომ არის წიგნების კითხვა სასარგებლო?

                                                                    

                                                                      წყარო:gogona.ge

კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 1430 | დაამატა: salo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2

(2012-12-29 11:54 PM)
* 2 BitchyBekah   [Entry]
მიყვარს წიგნები და სულ ვკითხულობ როცა დრო მაქვს და ზოგჯერ ამიტომ ვერ დავძვრები ამ საიტზე ესე ხშირად biggrin