მთავარი » 2013 » მაისი » 1 » რაც გინდათ დაარქვით..:)))))
7:25 PM
რაც გინდათ დაარქვით..:)))))
NEW STORY
ახალი მოთხრობა არ გეგონოთ უბრალოდ ჩანახატია xD
სრულად ნახვაში თქვენ იხილავთ ჩემს ახალ ჩანახატს " არასდროს მითქვამს ეს ".
უბრალოდ იმედებს ვიტოვებ რომ მოგეწონებათ.!




Large
უნაკლო.
   მინდა ვწერო და ვეღარ ვწერ. გავბანალურდი.                                                                                       
    მე და შენ, აქვე თბილად..სახლში. მე გრძელი იასამნისფერი "ჟაკეტი” მაცვია. თითები,რომ მეფარება ისეთი. შენ თბილი, ლურჯი მოსასხამი. მე ყავას ვსვავ შენ ჩაის იკეთებ.. 2 კოვზ შაქარს იყრი და ჩემთან, აივნისკენ გამოდიხარ. გვერდით მიჯდები და თითებს ჩემს ფინჯანს ახვევ.. მე კოვზს ჭიქას ვურახუნებ და ასე ცივდება ყავა. ისევ ცდილობ თვალებიდან სახვევი მომხსნა,მაგრამ თვალებზე დაწებებულ უსასრულობას ვერ მგლეჯ. ძალა არ გაქვს. იღებ შენს გრძელ ფურცელს და მხატავ.
Large
 თვალებს მიხატავ და მიღიმი. მობეზრებული მზერით ოთახში შედიხარ და დაბალ, ძალიან დაბალ ხმაზე რთავ მელოდიას..მე ვერ გხედავ და სიგიჟით ვტრიალებ შენს ხელებთან და ფეხებთან ერთად. არ ვაჩერებთ დროს… მერე ვჯდებით და ერთმანეთს ვუყურებთ. ღიმილში ვიფლობით. შენ სიგარეტს უკიდებ და ფეხს ფეხზე იდებ. მე ჩემს ნიკაპს ხელზე ვაყრდნობ და გისმენ. მეუბნები,რომ გეშინია სიცივის და ჰე..მე და შენ.
Large
  ჩემს თითებზე გადაჭედილი ბეჭდებით ხელს გიხახუნებ და გეხები. ვეხები შენს გადალურჯებულ კანს და ყვითელი მე შემოვდივარ შენში. ვარსკვლავების რაოდენობას ვუმზერ და გრძნობებს გრძნობებზე ვახვევ. ხამ ლამპიონებით გადაჭდილ ქუჩას ჩვენს ნაკვალევს ვამჩნევ. ყველა მისმენს,მაგრამ არავის ესმის. გამოვდივარ შენს სხეულიდან და რეალობას ვუბრუნდები. სიგარეტით გადაჭედილ საფერფლეს ახალი საფერფლით გიცვლი და ისევ აგრძელებ ჩხუბს. გამაწამე. მე ისევ ნიკაპდაყრდნობილი გიყურებ და გისმენ.  შენთან თბილა,მაინც თბილა.. თუმცა მიშვებ. ხოდა მივდივარ.
Large

კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 786 | დაამატა: NinnieIsOnly | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4

(2013-05-01 10:23 PM)
* 4 SoPii))   [Entry]
dzalian nichieri xar da yochaghhh <3