მთავარი » 2014 » თებერვალი » 10 » რჩევები
12:46 PM
რჩევები
რჩევები
ეს რჩევები ბევრს გამოგადგებათ








ეს რჩევები დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს გამოგადგებათ :*


რჩევები და საინტერესო ამბები მოსწავლეებს და სტუდენტებს.

საინტერესო რჩევები მათთვის ვისაც სწავლა უნდა

რჩევები მოსწავლეებს
ფსიქოლოგის რჩევა – მათ, ვისაც უნდა სწავლა
რჩევა პირველი:
 მეცადინეობა, რა თქმა უნდა თუ გსურს, უმჯობესია დაიწყო დილიდან. თუ გაკვეთილები სკოლაში გეწყება დილა ადრიანად, სკოლის შემდეგ უნდა ისადილო, ოდნავ დაისვენო, გაისეირნო შემდეგ, სასურველია ერთ და იგივე დროს დაჯდე სამეცადინოთ.
რჩევა მეორე:
 ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განაწყო საშინაო დავალებების შესრულებაზე. უნდა დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ საშინაო დავალების შესრულება გესაჭიროება პირადად შენ და არა მასწავლებლებს ან მშობლებს.
რჩევა მესამე:
 დავალებების შესრულებაში დღეს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ერთ-ერთი ამოცანის შესრულებაში შეგექმნა გართულება: ან ვერ გებულობ ან უყურადღებობის გამო არ გამოგდის. ნუ გაიფუჭებ განწყობას. გადადევი ცოტა ხნით. მოახმარე დრო სხვა საკითხებს მერე კვლავ დაუბრუნდი რთულს.
რჩევა მეოთხე:
 არ დაგავიწყდეს დაუწერელი წესი: თუ ჩაუჯექი მეცადინეობს – არ გადაერთო სხვა საქმიანობაზე. წინასწარ მოაწესრიგე ყველაფერი მაგიდაზე, იმისთვის, რომ არაფერმა არ დაფანტოს შენი ყურადღება, შენ წინ დაიწყე ყველა საჭირო სახელმძღვანელო და რვეული. განათება მაგიდაზე უნდა ხვდებოდეს მარცხენა მხრიდან.
რჩევა მეხუთე:
 თუ მეცადინეობის დაწყების პირველ ეტაპზე შეატყობ, რომ ყველაფერი იოლად არ გამოგდის, გულს ნუ აიცრუებ. იცოდე, რომ უმეტეს ადამიანს შენსავით უჭირს დასაწყისში, ხოლო ნახევარი საათის შემდეგ ყველაფერი ნორმალურად იქნება.
რჩევა მეექვსე:
 ყოველ ერთ საათში გააკეთე ათ წუთიანი შესვენება.დაასვენე თავი. ამ შესვენების დროს შეგიძლია გააკეთო მარტივი ფიზიკური ვარჯიშები ან რომელიმე საოჯახო საქმე, ანუ დაისვენე და შემდგომ გააგრძელე მეცადინეობა.
მოსწავლის მცნებები
შენი სკოლა ყველაზე უკეთესია, მხოლოდ იმიტომ, რომ ის შენია. თუ აქამდე ეს გიგრძნია – ცხოვრება და სწავლა სკოლაში, რომელიც არ გიყვარს – ნამდვილი ტანჯვაა, უნდა შეიყვარო შენი სკოლა
გახსოვდეს, რომ ჩვენ ყველანი,განსხვავებულები ვართ, ეცადე მოიქცე ისე, რომ შენ გარშემო მყოფი ადამიანები კარგად გრძნობდნენ თავს. მოექეცი მათ ისე, როგორც გსურს, რომ გექცეოდნენ შენ.
სასკოლო ცხოვრება რთული და მრავალფეროვანია, მასში ბევრი რამ არის სასიხარულო, მაგრამ ზოგი რამ შეიძლება სამწუხაროც იყოს. ისწავლე უსიამოვნებებთან გამკლავება და მათი ატანა. პირადი წარუმატებლობის გამო ჯავრს ნუ იყრი თანაკლასელებზე. ამ შემთხვევაში ცუდი, რაც შენ შეგემთხვა სწრაფად ჩაივლის.

შენ მუდმივად იზრდები, ვითარდები და იცვლები. დაეხმარე საკუთარ თავს იმისათვის, რომ გახდე კარგი ადამიანი.
გსურს შენ ეს თუ დიდად არცა გსურს, მაგრამ სწავლა საჭიროა, შენ ხომ არა გინდა, რომ დარჩე უვიცი. უსაქმურობითა და სიზარმაცით ნუ შეურაწყოფ საკუთარ თავს. დაგვიჯერე, რომ ცოდნა, რომელსაც ახლა იძენ მუდმივად დაგჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში,

თუ დაუშვი შეცდომა ან გადადგი მცდარი ნაბიჯი – ნუ გაჯიუტდები, საკუთარი თავის წინაშე მაინც აღიარე ეს, არ დაადგე სიცრუის გზას, არ ეცადო მრუდე ხერხებით ვითარებიდან გამოძრომა. პირმართალი იყავი პირველ რიგში საკუთარ თავთან და მეგობრებთან თუ არ გინდა მათი სამუდამოდ დაკარგვა.

გვერდით დაუდექი სუსტს, დაეხმარე მეგობარს, ნუ დაელოდები სანამ ის ამას გთხოვს. ეცადე იცხოვრო ისე, რომ სარგებლობა მოუტანო არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ შენ გარშემო მყოფ ადამიანებსაც.

გაუფრთხილდი სასკოლო მეგობრობას – ის ხომ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა გამოგყვეს. არ დაივიწყო და ნუ უღალატებ სკოლის მეგობრებს. ისინი შენ ყოველთვის კეთილად უნდა გიხსენებდნენ, ამას კი მხოლოდ სიტყვით, საქმით, შენი ქცევითა და ცხოვრების წესით დაიმსახურებ.

მეტსახელი – სასკოლო ცხოვრების ტრადიცია, თუ …?

ვფიქრობთ, დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მოსწავლეებს უყვართ თანაკლასელებისთვის ზედმეტსახელების დარქმევა და ხშირად ეს სახელები თითქმის სალანძღავი ან შეურაცხმყოფელი ელფერისაა. მაგალითად, შესვენების დროს სკოლის დერეფანში შეიძლება გაიგონო: „ ყურშა, სად მიდიხარ?," ან „ცხვირა, მოდი აქ, ბიჭო" გარედან მოსმენილი, ეს რა თქმა უნდა, შეიძლება ვინმეს სასაცილოდ ან აბსოლუტურად მიუღებლადაც მიაჩნდეს, მაგრამ ხშირად მეტსახელს ისე ეჩვევიან და იმდენად ასოცირდება ის კონკრეტულ ადამიანთან, რომ, დროთა განმავლობაში, ამ ადამიანს უკვე არც მიმართავენ ნამდვილი სახელით. მეტსახელების საფთხე გამოიხატება იმაშიც, რომ მისი მეშვეობით ადამიანს თავს ახვევენ რომელიმე სტერეოტიპით ქცევას ან მისთვის არადამახასიათებელ თვისებებს. ამის გამო, სამწუხაროდ, ადამიანის გარშემო მყოფნი მისი ნებისა თუ სურვლის გაუთვალისწინებლად, მისგან ელიან მეტსახელის შესატყვის ცხოვრების წესსაც კი. მაგალითად, ბიჭს თუ შეარქვეს „ბლატნოი," ესე იგი ის მაინც და მაინც უნდა დაადგეს კრიმინალურ მრუდე გზას, მიუხედავად იმისა, რომ ამოძრავებდა მხოლოდ ერთი სურვილი – თავი მოაწონოს საყვარელ გოგონას, გახდეს მისი ერთად აერთი მეგობარი.
მეტსახელი ხშირად იარლიყივით ეწებება ადამიანს და უამრავ უსიამოვნებასა თუ ცუდ განცდას უქმნის მას. ერთი წუთით წარმოიდგინე, რომ საყვარელი გოგონას მამის დასწრებით მოგმართონ შეურაცხმყოფელი მეტსახელით. რამდენად მოსაწონი იქნება ეს მისთვის და მით უფრო შენთვის? ჰა? პირადად მე არ ვისურვებდი ამგვარ ვითარებაში მოხვედრას! როგორ ფიქრობ იმ ადამიანს გაუჩნდება შენი გაცნობის და მითუმეტეს დაახლოვების სურვილი?
მაშ რატომ არქმევენ სკოლაში ერთმანეთს დამცინავ ან შეურაცხმყოფელ მეტსაელებს? ვფიქრობ, რომ მიზეზი რამოდენიმე შეიძლება იყოს. ზოგისთვის ეს თვითდამკვიდრების შესაძლებლობადაც კი იქცა: ნახე ის რა უშნო და უჭკუოა და მე კი რა მოხდენილი და ჭკვიანი ვარ! დაკვირვებიდან და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ზედმეტსახელების დარქმევის ინტრიგებში აქტიური მონაწილეები უმეტეს წილად ხდებიან ისინი, ვისაც პანიკურად ეშინია თვითონ იქცენ დაცინვის ობიექტად. ანუ უმარტივესი ფორმულა ასეთია: უმჯობესია ყურადღება მივაქცევინო სხვის ნაკლზე, ვიდრე დაინახონ ჩემი ნაკლოვანებები. მაგალითად, ხომ სჯობს ყურადღება გადავატანინო იმაზე, რომ გიოს გრძელი (შესაზლოა არც თუ ისე უშნო და თავისებური შარმის შემქმნელიც) ცხვირი აქვს, რომ ყურადღება არ გამახვილდეს ჩემ დაბრეცილ კბილებზე. ან: სანდრო ჩემზე უკეთესად სწავლობს, გონიერია, მაგრამ სათვალეს ატარებს – ამიტომ დავარქვათ – „შუშაბანდა" ან „აჩკარიკა." სხვა მაგალითი: თეა ძალიან სიმპატიური გოგოა, მოხდენილად და იმავდროულად მოდურად იცმევს, ამიტომ მოდი დასამცირებლად შევარქვათ – „ფუფალა." ამ შემთხვევაში სახელის გამომგონლებს ესმით, რომ მათზე უკეთესი ხარ და ცდილობენ შენი უპირატესობების გაუფასურებას. ისინი ბრაზდებიან იმაზე, რომ შენ უფრო ლამაზი, მოხდენილი, ჭკვიანი ხარ და მეტსახელის შერქმევით ცდილობენ დაგამცირონ.
ამ მასლის წაკითხვის შემდეგ, ბუნებრივია დაგებადება კითხვა: რა ვქნა, ან როგორ მოვიქცე, რომ დამამცირებელი თუ შეურაცხმყოფელი მეტსახელი ავიცილო და ის არ „მომეწებოს" სამუდამოდ?
როგორ მოვიქცეთ იმისათვის, რომ დამამცირებელი და ზოგჯერ შეურაცხმყოფელი მეტსახელი არ აგეკიდოს დიდი ხნით ან სამუდამოდ?
უპირველესყოვლისა ნუ აყვები ემოციებს. შენ თუ გაბრაზდები, დაიწყებ წივილ-კივილს, ან უარეს შემთხვევაში – ტირილს, უფრო მეტად წააქეზებ შენს მიმართ არაკეთილმოსურნე ინტრიგის წამომწყებს და თუ ის ამას მიაღწიევს დიდ ხანს არ მოგეშვება.ყველაზე უპრიანი იქნება რომ საერთოდ არ მიაქციო ყურადღება დამამცირებელ სიტყვებს, ვინადან თუ ინტრიგის ავტორი ვერ მიაღწევს დაგეგმილ შედეგს,მის გარშემო დროებით მყოფნი დაკარგავენ ინტერესს და მოგეშვებიან. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება, ვითარებაში, როდესაც დამცინავი მომათვა გესმის ერთი ან ორი დღის განმავლობაში ყველა მხრიდან, არ არის ადვილი, მაგრამ შედეგი დაგარწმუნებს, რომ სწორი გზა აირჩიე.
თუ სრულიად მოულოდნელად რომელიმე თანაკლასელის ან თანასკოლელის მხრიდან შეამჩნიე დამცინავი ან შეურაცხმყოფელი მეტსახელის დარქმევის მცდელობა, აუღელვებლად,მშვიდი ხმით დაელაპარაკე გამომწვევი მიზეზის დასადგენად. შესაძლებელია, რომ ცოტა ხნის წინ უნებლივ – ქცევითა თუ სიტყვით, შენ მას მიაყენე შეურაცხყოფა, ისე რომ ამისთვის არც მიგიქცევია ყურადღება. უმჯობესია ერთობლივად რეალურად გაერკვიოთ მომხდარში და, თუ მტყუანი ხარ, მოიხადო ბოდიშიც. ამით ინციდენტი ამოიწურება.
სხვა ვითარებაში შესაძლებელია განსხვავებული მიდგომაც. მაგალითად, შენგან გამომდინარე ყოველგვარი მიზეზის გარეშე, რომელიმე თანატოლი საკუთარი ყალბი „ავტორიტეტის" შესაქმნელად ცდილობს დაგამციროს მის მიერ მოგონილი მეტსახელით, არ მივარდე ჩხუბითა და მუშტიკრივით, ხომ შესაძლოა, რომ შენი იუმორი უფრო ძლიერ კონტრ ილეთად გამოდგეს და იქვე უპასუხე იმნაირად, რომ მოწინააღმდეგე თვითონ გახდეს დასაწინი. გვერწმუნე, ამის შემდეგ მას, თუ სხვა მის მსგავს აღარ გაუჩდება მცდელობის განმეორების სურვილი, ვინაიდან ასეთ ადამიანებს თვითონ აშინებთ, რომ იქცნენ დაცინვის ობიექტად.
აუცილებლად მივიჩნევთ გაგაფრთხილოთ, რომ სასკოლო ცხოვრებაში არსებობს ერთი მნიშვნელოვანი დაუცერელი წესი: არასოდეს არ გაუკეთო სხვას ისეთი რამ, რასაც არ უსურვებდი საკუთარ თავს. და, თუ ოდესმე შენ დასცინოდი სხვას, ეს არ დაგიცავს იმისგან რომ ხვალ შეიძლება თვითონაც გახდე დაცინვის ობიექტი. განსაკუთრებით შემზარავია კი დაცინვა ან დამცირება ადამიანისა, რომელსაც გააჩნია ფიზიკური ნაკლი. ის ხომ არ არის დამნაშავე იმაში, რომ ვერ გამოთქვამს რომელიმე ბგერას, კოჭლობს ან ელამია. სანამ დასცინებ მას ერთი წუთით წარმოიდგინე საკუთარი თავი მის ადგილას. ანუ, მოდი კვლავ დაუბრუნდეთ სულ ახლახანს, რამოდენიმე სტრიქონით ადრე გამოთქმულ დასკვნას: არასოდეს არ გაუკეთო სხვას ისეთი რამ, რასაც არ უსურვებდი საკუთარ თავს! მაშინ შენც შეგექმნება ნაკლები პრობლემა.

როგორ მივაღწიოთ რწმენას საკუთარ თავში

ნაბიჯი პირველი
იყავი თვითკრიტიკული საკუთარი პიროვნების მიმართ იმისათვის რომ ”ზუსტად აიღო კოორდინატები დროში და სივრცეში”, მაგრამ ნუ შეაფასებ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს ძალიან დაბალ დონეზე. ხშირად გაიხსენე საკუთარი წარმატებები.

ნაბიჯი მეორე
არასდროს არ ილაპარაკოთ საკუთარ თავზე ცუდად. განსაკუთრებით მოერიდეთ პიროვნული თვისებების უარყოფით შეფასებას, როგორიც არის ”უჭკუო”, ”უნიჭო”, ”უიღბლო”.

ნაბიჯი მესამე
ზოგჯერ თავს მიეცი განტვირთვის უფლება, განმარტოვდი და ყური დაუგდეთ საკუთარ თავს,პირად აზრებს, დასაქმდი სასიამოვნო საქმიანობით და უკეთ გაუგებთ საკუთარ თავს.

ნაბიჯი მეოთხე
შენი ქმედება შეიძლება იმსახურებდეს ნებისმიერ შეფასებას. თუ საქმე გექნება კონსტრუქტიულ კრიტიკასთან, გამოიყენე ის შენ სასარგებლოთ, მაგრამ ნუ მისცემ ყველას შენს მიმართ პიროვნული კრიტიკის უფლებას.

ნაბიჯი მეხუთე
გახსოვდეს, რომ ზოგი მარცხი – წარმატებაზე არანაკლებ ღირებულია, ვინაიდან ის მოგცემს შესაძლებლობას მიუხვდე იმას, რომ შენ ისახავდი და მისდევდი ყალბ მიზნებს, რომლებიც არ იმსახურებენ ძალისხმევას და შესაძლოა გადაურჩი უფრო სერიოზულ უსიამოვნებას

რჩევები სტუდენტებს

როგორ დავგეგმოთ ჩვენი საქმიანობასტადია პირველი
-ნებისმიერი საქმიანობის დაწყებამდე გაიაზრეთ და მკაფიოთ ჩამოაყალიბეთ მომავალი საქმის მიზნები და ამოცანები



-კარგად დაუფიქრდით და გაათვითცნობიერეთ: რატომ აპირებთ ამ საქმის კეთებას, რა გიბიძგებთ, რისთვის გჭირდება.

- გაიანალიზე და შეაფასე დასახული მიზნების მიღწევის გზები და საშუალებები, ეცადე განიხილო და გაითვალისწინო ყველა შესაძლო ვარიანტი.

- ანალიზის შედეგად, ყველა პირობის აწონ-დაწონით, ამ ვარიანტებიდან აირჩიეთ საუკეთესო. გვერწმუნეთ, რომ პირველი ხედვით ყველაზე აშკარა ვარიანტი ყოველთვის არ არის საუკეთესო.

სტადია მეორე

ზუსტად განსაზღვრეთ საქმის/საქმიანობის განხორციელების შუალედური ეტაპები,აბსოლუტური სიზუსტით თუ არა მიახლოებით მაინც დაადგინეთ თვითოეული ეტაპის დაწყების, დასრულების და შესრულებისთვის საჭირო დრო.

სტადია მესამე

დასახული გეგმის რეალიზაციის პროცესში მუდმივად აკონტროლეთ საკუთარი თავი და ქმედებები. მიღებული შედეგების გათვალისწინებით საჭიროების მიხედვით მუდმივად მოახდინეთ მუშაობის კორექტირება.

სტადია მეოთხე

საქმის დასრულების შემდეგ გააანალიზეთ მისი შედეგები, შეაფასეთ თუ რამდენად ემთხვევა დასახულ მიზანს. გაითვალისწინეთ შეცდომები და უზუსტობები, რათა თავიდან აიცდინოთ მათი განმეორება მომავალში.

შესაძლოა, რომ ეს რჩევა გამოადგეს არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ უროსი ასაკის და ცხოვრებისეული გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანებსაც.

ახალგაზრდები და კოსმეტიკა

ახალგაზრდის განვითარების პროცესში ეს პერიოდი ცნობილია, როგორც გარდამავალი ასაკი, რომლის დროს მიმდინარეობს ორგანიზმის გარდაქმნა, სქესობრივი მომწიფება. იწყება სწრაფი ზრდა, სხეულის მასის მომატება, სისტემებისა და ორგანოების ფუნქციების გააქტიურება.ზოგ შემთხვევაში ორგანიზმში მომხდარი ფიზიოლოგიური და ანატომიური ცვლილებები ასახვას პოულობენ კანის მდგომარეობაშიც. სწრაფად იზრდება ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქცია. კანი ხდება ზედმეტად ცხიმიანი, პრიალა. განსაკუთრებით ეს შეინიშნება ცხვირის,შუბლის,ნიკაპისა და ყურების ირგვლივ, აგრეთვე მკერდის და ზურგის ზედა ნაწილებში. ამის შედეგად კანს შესაძლოა შეეტყოს ოდნავი გაყვითლების ელფერი, ის ვითომდა უხეშდება, ჭუჭყიანდება და წითლდება. ფორები ამ დროს ფართოვდებიან და კანის ცხიმებმა შეიძლება ამოავსონ ისინი, რაც წარმოშობს ანთებითი პროცესების დაწყების პირობებს. ყველაზე ცხიმოვან ადგილებში ჩნდება შავი წერტილები შეწითლებული და მტკივნეული კვანძები, ჩირქოვანი გამონაყარები. მათ სიყმაწვილის თანმხლებ ნიშნებად მიიჩნევენ. მოზარდები ყველა ხერხით ცდილობენ მოიცილონ ისინი – ჩამოიფხიკონ, გამოიდინონ, დაფარონ კრემითა თუ პუდრით. ამის გაკეთება დაუშვებელია ის მხოლოდ აზიანებს კანს და ართულებს პროცესებს.

რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად არ გადის ამ ასაკობრივ პერიოდს და არ უწევს ამგვარი მოვლენისა და მის გამო განცდის გადატანა. მაგრამ თუ მოხდა ასეთი ხასიათის მოვლენა და სახის კანი გაღიზიანდა, ნუ შექმნით ამის გამო ტრაგედიას. ეს დროებითი უსიამოვნებაა და შესაბამისი მოთმინებისა და სათანადო ჰიგიენური რჩევის გათვალისწინების შემთხვევაში სწრაფადაც კი შესაძლებელია მათი თავიდან მოცილება. პირველი და ყველაზე ქმედითი რჩევაა – ზედმიწევნით დაიცავით სისუფთავე.
კანის გაღიზიანების შემთხვევაში დილით და საღამოს კარგი ხარისხის საპონითა და თბილი წყლით მოიბანეთ პირი. ამის შემდეგ მოიწმინდეთ სპეციალურად ცხიმიანი კანისთვის გამოშვებული გამწმენდი ლოსიონით. იმ შემთხვევაში თუ კანი ზედმეტად მშრალი გაქვთ პირი დაიბანეთ უსაპნოთ და მხოლოდ გრილი წყლით, შემდეგ გამოიყენეთ შესაბამისი ლოსიონი. თუ გაგიჩნდათ შავი წერტილები ან მოწითალო კვანძები სასარგებლოა ორ კვირაში ერთხელ გაიწმინდოთ სახის კანი. ამისთვის უნდა დაასველო ბამბის ტამპონი თბილი წყლით,დასაპნო და ჩააწო საკვები სოდისა და მარილის ნაზავში, წრიული მოძრაობით კარგად მოიწმინდო შუბლი, ცხვირი ნესტოების მიდამოში, ნიკაპი,ლოყები და შემდეგ მოიბანო სახე თბილი წყლით. იმ შემთხვევაში თუ ”შინაური” საშუალებები არ იძლევიან სასურველ შედეგს აუცილებლად მიმართეთ ექიმს – კოსმეტოლოგს ან დერმატოლოგს.
ორიოდე სიტყვით თმისა და მისი მოვლის შესახებ. სუფთა და აკურატულად დავარცხნილი თმა ახალგაზრდის სახეს, მის გარეგნობას მატებენ მიმზიდველობასა და სილამაზეს. ცხიმიანი თმის დაბანა უმჯობესია სპეციალური შამპუნით ცხიმიანი თმისათვის 5 – 7 დღეში ერთხელ. თუ კი დაბანის შემდეგ 2 – 3 დღეში თმა ისევ ხდება ცხიმიანი, კვირაში 2 – 3 ჯერ დავარცხნის მიხედვით გადაუსვით მას ბორის მჟავის ახლად დამზადებული ხსნარი ( 1 ჩაის კოვზი ფხვნილი გააზავეთ ნახევარ ჭიქა ცხელ წყალში ) დაასველეთ ხსნარით ტამპონი და გადაუსვით თმას ძირიდან დაბოლოებამდე.
მშრალი თმა უკეთესია, რომ დაიბანოთ 10 – 12 დღეში ერთხელ. უმჯობესია იხმაროთ სპეციალური შამპუნი მშრალი თმებისთვის. საპნით, და მით უმეტეს სარეცხი საპნით, თავის დაბანა არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ის ძალიან აშრობს კანს.
ხშირია შემთხვევები, როდესაც 13-16 წლის ასაკიდან გოგონები ცდილობენ შეიღებონ თმა, (თმას და წარბს არა მაგრამ ტუჩებს ვიღებავ ) წარბი,ტუჩები, ისარგებლონ არა შესატყვისი კოსმეტიკით. გვერწმუნეთ – არ ღირს ამის დროზე ადრე გაკეთება, მოესწრებით და მოგბეზრდებათ კიდევაც. ახალგაზრდული სინაზე და სიფაქიზე მშვენიერია თავისთავად, მას არ ესაჭიროება ხელოვნური შელამაზება. თქვენ დაგამშვენებს სისუფთავე, სიკოხტავე და აკურატულობა. საღებავები კი არ ამშვენიერებენ, არამედ აბერებენ ახალგაზრდის სახეს.
ყმაწვილის სიკოხტავის ნიშანია – მოვლილი ხელები. არ დაივიწყოთ ფრჩხილების დროულად და აკურატულად მოჭრა. ხელის დაბანის შემდეგ ხელსახოცით ყოველთვის კარგად გაიმშრალეთ ხელის კანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაიწყებს ქერცვლას და კანზე გაგიჩნდებათ ბზარები.
თუ სერიოზულად ფიქრობთ საკუთარი თავის მოვლაზე დაიმახსოვრეთ კიდე ერთი რჩევა. დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენ კვებასა და რაციონს. ეცადეთ მიირთვათ მეტი ბოსტნეული და ხილი. შეზღუდეთ შოკოლადის, ყავის, ძალიან ცხიმიანი, შებოლილი, ცხარე საკვების მიღება. ) (ამან ძალიან დამაინტერესა)

ბოლოს კი აბიტურიენტების საყურადგებოდროგორ მივაღწიოთ რწმენას საკუთარ თავში
ნაბიჯი პირველი
იყავი თვით კრიტიკული საკუთარი პიროვნების მიმართ იმისათვის რომ ”ზუსტად აიღო კოორდინატები დროში და სივრცეში”, მაგრამ ნუ შეაფასებ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს ძალიან დაბალ დონეზე. ხშირად გაიხსენე საკუთარი წარმატებები.



ნაბიჯი მეორე
არასდროს არ ილაპარაკოთ საკუთარ თავზე ცუდად. განსაკუთრებით მოერიდეთ პიროვნული თვისებების უარყოფით შეფასებას, როგორიც არის ”უჭკუო”, ”უნიჭო”, ”უიღბლო”.

ნაბიჯი მესამე
ზოგჯერ თავს მიეცით განტვირთვის უფლება, განმარტოვდით და ყური დაუგდეთ საკუთარ თავს,პირად აზრებს, დასაქმდით სასიამოვნო საქმიანობით და თქვენ უკეთ გაუგებთ საკუთარ თავს.

ნაბიჯი მეოთხე
თქვენი ქმედება შეიძლება იმსახურებდეს ნებისმიერ შეფასებას. თუ საქმე გექნებათ კონსტრუქტიულ კრიტიკასთან, გამოიყენეთ ის თქვენ სასარგებლოთ, მაგრამ ნუ მისცემთ ყველას თქვენს მიმართ პიროვნული კრიტიკის უფლებას.

ნაბიჯი მეხუთე
გახსოვდეთ, რომ ზოგი მარცხი – წარმატებაზე არანაკლებ ღირებულია, ვინაიდან ის მოგცემთ შესაძლებლობას მიუხვდეთ იმას, რომ თქვენ ისახავდით და მისდევდით ყალბ მიზნებს, რომლებიც არ იმსახურებენ ძალისხმევას და შესაძლოა გადაურჩით უფრო სერიოზულ უსიამოვნებას

რა გააკეთოს აბიტურიენტმა გამოცდის წარმატებულად ჩაბარებისათვის
გამოცდებისათვის მომზადების პროცესში აბიტურიენტს უწევს ერთი საქმიდან მეორეზე გადართვა. ხშირად რომელიმე ავიწყდება, ხოლო სხვა საქმის დასრულებას ვერ ასწრებს. სწორედ ამგვარი ჩავარდნიდან თავის დასაღწევად საჭიროა მაქსიმალური მობილიზება და თვითორგანიზება. ამისათვის შემოგთავაზებთ დროს ეფექტური მართვის წესებსა და ტექნიკას, ანუ თავისებურ time-მენეჯმენტს. პირველ რიგში გახსოვდეთ, რომ საქმე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და ნაკლებმნიშვნელოვანი და ორთავე შესაძლებელია, რომ იყოს სასწრაფო და არა სასწრაფო. მნიშვნელოვან სასწრაფო საქმეებს მიეკუთვნება ის კატეგორია, რომელიც ითხოვს გადაუდებელ შესრულებას. მნიშვნელოვანი არა სასწრაფო საქმეები – ეს იმ საქმეთა ნუსხაა, რომელთა შესრულების დრო ითმენს, მაგრამ თუ მათ არ მიაქცევთ სათანადო ყურადღებას, ისინი რაღაც მომენტში უცბად გადაინაცვლებენ პირველ კატეგორიაში. არა მნიშვნელოვან სასწრაფო საქმეებს ახასიათებს ის, რომ მათი შესრულება შესაძლებელია მეორე რიგში, მაგალითად, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია უმაღლესში ჩაბარება, ეს ნიშნავს, რომ ამჯერად ფეხბურთს უთქვენოდ ითამაშებენ. არა მნიშვნელოვანი და არა სასწრაფო საქმეებისათვის დრო შეგიძლიათ გამოყოთ ნარჩენი პრინციპით. ყოველთვის გახსოვდეთ ძირითადი საქმეები, ხოლო თუ დაგრჩებათ დრო, მაშინ შეგიძლიათ მიუჯდეთ კომპიუტერს და ჩაერთოთ მეგობრების დისკუსიაში რომელიმე ფორუმზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ იგივე ფორუმზე არა უმაღლესში წარმატებული ჩაბარების თაობაზე ”ტრაბახი”, არამედ გამოცდაზე მარცხის შესახებ მოყოლა.

მიდგომა პირველი: ყოველთვის დაისახეთ რეალური მიზნები., ამოცანებიდან გამომდინარე, განსხვავებული ფერის ფლომასტერებით ქაღალდზე მოინიშნეთ გასაკეთებელი საქმეები ან ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაც მოგიწევთ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ არ გამოგრჩეთ არც ერთი განსახორციელებელი საქმე და ის შეასრულოთ დადგენილ ვადებში.

მიდგომა მეორე: ისწავლეთ ყურადღების გააზრებულად კონცენტრირება და მისი გადართვა. დაგეგმილი საქმეები დაიყავით შემადგენელ ქვენაწილებად და მათი თანმიმდევრობა ააგეთ იმნაირად, რომ წერითი სამუშაო ენაცვლებოდეს ურთიერთობებს, გონებრივი დატვირთვა – ფიზიკურს და ა.შ.. მაგალითად, თუ ”გაიჭედეთ” მათემატიკური ამოცანის ამოხსნაში, გადაერთეთ თქვენს მიერ გაწერილი გეგმის განსხვავებული ხასიათის პუნქტზე, რომელიც არ ითხოვს ძლიერ ინტელექტუალურ დაძაბვას. ან, სხვა მაგალითი, სამი საათი თუ მოახმარეთ მათემატიკას, მაშინ ერთი საათი დახარჯეთ ბიბლიოთეკაში მისვლას, თუ ორი საათი – კურსებზე დასწრებას, მაშინ ერთი საათი – მოანდომეთ გასეირნებას.

მიდგომა მესამე: ნუ დააგროვებთ მცირე საქმეებს. ეცადეთ გააერთიანოთ ისინი ერთ თემატურ ბლოკში – თუ თქვენ სხვა და სხვა სახელმძღვანელოდან უნდა გააკეთოთ რამდენიმე პარაგრაფის კონსპექტი და იმავე დროს უნდა დარეკოთ სამ მეგობართან, უმჯობესია თვითოეულ ამ საქმეს ცალკე გამოუყოთ დრო, იმის ნაცვლად, რომ სპონტანურად უბრუნდებოდეთ თვითოეულს. გვერწმუნეთ, ასეთი მიდგომით თქვენ დროულად დაასრულებთ ყველა საქმეს.

მიდგომა მეოთხე: როგორც წესია, ყველა აბიტურიენტს რომელიმე გამოცდის ”ჩაგდება” ეშინია და ეს შიში მას ხელს უშლის. იმისათვის რომ დაძლიოთ შიში წარმოიდგინეთ ყველაზე ცუდი შედეგი, რომ თქვენ ვერ ჩააბარეთ პირველივე გამოცდა, არ ჩაერიცხეთ უმაღლესში, საერთოდ ”ჩააგდეთ” ეს წელიწადი. ჩახედეთ შიშს თვალებში, გაამძაფრეთ ამგვარი შეგრძნება და შეეგუეთ იმას, რომ ასეც შეიძლება მოხდეს. ამის შემდეგ თქვენ თუ დაძლევთ ამგვარ შიშს, არ დახარჯავთ დროს და ენერგიას ასეთ განცდაზე, საღად გააანალიზებთ მოვლენის განვითარების შესაძლო ვარიანტებს და იფიქრებთ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მიაღწიოთ უკეთეს შედეგს ძალიან მოინდომეთ და თქვენ მიაღწევთ წარმატებას.









ძალიან ბევრ რამეში დაგეხმარებათ უბრალო ცარცი :

1 გამოყავს ცხიმის ლაქები,წაუსვით უბრალოდ თეთრი ცარცი იქ სადაც ლაქაა,დატოვეთ 10-15 წთ-ი,ცარცი შეიწოვს ცხიმს,გაწმინდეთ ჯერ სველი ნაჭრით და შემგედ გარეცხეთ

2 პერანგის საყელომ თუ შეიცვალა ფერი,როგორც ხდება ხოლმე იმოქმედეთ როგორც ზევით მოგახსენეთ,ოRონდ ამ ჯერად რაც შეიდძლება ბევრი ცარცი წაუსვით

3 ზამშის ფეხსაცმელს წაუსვით ცარცი,დატოვეთ 24 სთ-ის განმავლობაში და შემდეგ კარგად გაწმინდეთ მშრალი ტილოთი

4 თუ სადმე შეამჩნიეთ სინესტე და სუნი დადეთ პარკით ( ისე რომ არ შეკრათ ) იმ ადგილზე და ნახავთ ნესტიც და ცუდი სუნიც გაქრება

5 და ბოლოს თუ გაწუხებთ ჭიანჭველების სტუმრობა,დაყარეთ დაფხვნილი ცარცი

პ.ს. იმედია გამოგადებათ

კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 1398 | დაამატა: marriami | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6

(2014-02-24 9:26 PM)
* 6 marriami   [Entry]
clap