მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 6 » Regresa A Mi ♡
2:21 PM
Regresa A Mi ♡
Regresa A Mi
=2= 



სიყვარული სნეულებას გავს,ნელა და შეუმჩნევლად ადნობს ადამიანს,ხოლო როცა აღმოაჩენ და მისგან თავის დაღწევას მოინდომებ,ძალა გღალატობს...მექალთანე ყიფიანსაც სნეულებასავით მიეპარა სიყვარული და ისე,რომ თვითონაც ვერ გაიაზრა ტავდავიწყებით შეუყვარდა ნენე.თითქოს ყველაეფრი კარგად იყო,თითქოს ნენესაც ძალიან უყვარდა და როცა ნიკა უკვე ფინიშის ხაზთან იყო და „პრიზი" უნდა მიეღო,ყველაფერი შეიცვალ,ნენემ ცივი უარით გაისტუმრა,იმ საღამოს ნათქვამი დღემდე ახსოვს,დღემდე არ აძლევს მოსვენების საშუალებას,დღემდე უფორიაქებს სულს და ორჯერ მეტად ტკენს გულს.ნენეს იმ ერთმა წინააღმდეგობამ,თითქოს უბრალო და არაფრის მთქმელმა სიტყვათა რახარუხმა მისი შინაგანი „მე" სამუდამოდ დათრგუნა. „საცოდავო მექალთანე გეგონა ოდესმე ვინმე შეგიყვარდება?მითუმეტეს მე?". თავში ამ სიტყვებმა დაიწყეს ტრიალი,,გაფუჭებული დისკივით ტრიალებდა ეს სიტყვები ცნობიერებაში.ნიკამ სცადა აზრების გაფანტვა თუმცა არაფერი გამოუვიდა,მხოლოდ და მხოლოდ ძლიერად დაარტყა საჭეს ხელი სიბრაზის გამოსახატავად,მანქანა შუა გზაზე გააჩერა და გამოვიდა,მხოლოდ ახლაღა მიხვდა,რომ ქალაქიდან შორს წამოსულა,ირგვლივ სიბნელე სუფევდა,იაფასიანი წყვდიადი,რომელსაც თან დარდი და სასოწარკვეთილება მოსდევს.ნიკამ მობილური მოძებნა და ძმაკაცთან გადარეკა.
-გიო ძმა როგორ ხარ?
- ვა,ვა ეს ვის გავახსენდი,კარგად ძმის გულო შენ?
- მე?
(ნიკა ჩაფიქრდა,უნდოდა იმ გძნობის სახელი მოეფიქრებინა რასაც ახლა გრძნობდა) მგონი კარგად(ჩაიცინა) მიდი რა დავითს და კოსტას დაურეკე ჩემთან გავაჯაზოთ
- ბეზ პრაბლემ ძმა,ერთ საათში შენთან ვართ.
ნიკა,კოსტა,დავითა და გიო,ოთხი განუყრელი მეგობარი,რომლებიც ერთმანეთს ბაღიდან მოყოლებულები იცნობენ.ნიკა მანქანაში დაბრუნდა და ნახევარ საათში უკვე სახლის წინ იყო.მაღაზიაში გაიარა,ლუდი და საჭირო საკვები იყიდა.პროდუქტი იქვე მაგიდაზე დააწყო,თვითონ კი მაშინვე საძინებელში შევარდა,ოფიციალური ტანისამოსი რასაც ქვია შემოიბრდღვნა და მაიკას და ჯინსს დასწვდა..ახლა ნამდვილად ნიკა ყიფიანი იყო.ვერ იტანდა ოფიციალურად ჩაცმას,განსაკუთრებით კი ჰალსტუხის მიმართ ქონდა ზიზღი.ყოველი სამუშაო დღე მისთვის ახალი ტანჯვა იყო.
მალე ბახტრიონის ქუჩა უჩვეულოდ ახმაურდა.ეს იმას ნიშნავდა რომ ძმაკაცები უკვე მეხუთე სართულისკენ მოიკვლევდნენ გზას და სულ მალე ნიკას ბინის კარებიც შემოანგრიეს.გულთვილად გადაეხვივნენ ერთმანეთს და მაგიდას მიუსხდნენ.
-აუ დავით შენ არ დალიო რა(ლუდის ბოთლი ხელიდან გამოსტაცა კოსტამ)
- რატო შეჩემა? (შეუბღვირა და ბოთლი უკან დაიბრუნა)
-არ დალიოთქო,არ მაქ შენი გაჭედვის თავი (ახლა გიომ გამოგლიჯა ბოთლი )
-აუ ტო ესენი თავს მაცემინებენ.რა გინდათ?
-რა რაგვინდა ტო?ბოლოს შენი სიმთვრალე იმით დამთავრდა რომ თავი პოლიციაში ამოყავი
- მე ეგეთი არაფერი მახსოვს
(ბოთლი კვლავ დაიბრუნა და მოიყუდა,შიშით ისევ არ წაერთმიათ ჩქარა ჩაცალა )
-მართლა არ გახსოვს?
-არა ნიკუშ,ხო არ მოვიტყუები.იქნებ მითხრათ რა ჩავიდინე?
- ვირაც გათხოვილ ქალს აეკიდე და ეჩალიჩებოდი,მანამდე არ მოეშვი სანამ პატრულში არ დარეკა
-მართლა?
(გულუბრყვილოდ იკითხა დათომ )
დათო ბიჭებიდან ყველაზე ალალი და გულუბრყვილო იყო,გიო მკაცრი და სერიოზულობის განსახიერება,კოსტა ყველაზე ცანცარა და მექალთანე..ნიკა კი ყველაზე შარიანი იყო,უბრალო მხრის გაკვრაზე შეიძლება ვიღაც მოეკლა.
-ნიკა რა გჭირს?რაღაც ძალიან სერიოზული ხარ,დაჟე გიოს გადაუჯოკრე
-რა ეკითხები კოსტიკ,ვერ ხვდები რომ ნენეს გამოა ეგრე?
-ძმაო დაგღუპავს ეგ გოგო
-ვინ ვის დაღუპავს ეგ კიდე საკიტხავია
(ლუდის ბოთლი მაგიდაზე დაახეთქა)მხოლოდ ერთი წელი და ნახავთ ნენე ჩემზე გაგიჯებით იქნება შეყვარებული,მხოლოდ ერთი წელი მოიცადეთ.
-ამან რაღაც ცუდი ჩაიფიქრა
-შეიძლება თქვენი დახმარება დამჭირდეს
-თუ ეს ძველ ნიკას დაგვიბრუნებს მაშინ მე შენს გვერდიტ მიგულე ძმაო
-ჩვენც შენთან ვართ,ხო გიო?
-არ ვიცი,რაღც ეს აზრი არ მომწონს.

-მე კი ძალიან მომწონს,დროა ყველას თავისი წილი საზღაური გადაიხადოს.

მიხარია, რომ მოგეწონათ ♥ ველოდები კრიტიკას და კომენტარებს ♥
"ტასიკო" მომენატრე და მიყვარხარ ♥
კატეგორია: Book | ნანახია: 993 | დაამატა: Nuchito | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 7

(2013-10-12 12:09 PM)
* 7 Diva♔   [Entry]
Dzalian nichieri xar ♥ Chemi erterti favoriti motxroba saitze ♥