მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 8 » Regresa A Mi
10:08 PM
Regresa A Mi
Regresa A Mi
=4= 


ნენე კაბინეტში შევიდა და მაშინვე სავარძელში ჩაესვენა, გული ისე ჰქონდა აჩქარებული თითქოს 10 კილომეტრი შეუსვენებლივ ერბინოს, ყოველთვის ასეთი სისწრაფით უცემდა გული როცა ნიკას ხედავდა. აჩქარებული გული, მუცელში პეპლები, კაპილარებში ჩაღვრილი თბილი სისხლი, მონატრება მაშინაც კი როცა შენს გვერდითა, ეს იმ გრძნობათა მცირეოდები ჩამონათვალია, რომელსაც ორივე განიცდიდა ერთმანეთან სიახლოვის დროს. ოთახში მზის სხივები შემოიჭრა, მინის მაგიდამ აირეკლა და კედელზე ცისატყელამ დაიწყო თამაში. ნენემ მობილურს დახედა, 11 ოქტომბერი, სახე სასიმოვნო ღიმილმა გაუპო, თუმცა ამ ღიმილში რაღაც სევდინიც....11 ოქტომბერი ყიფიანის დაბადებიდღე და პირველი შეხვედრის დღე. ახლაც იმ უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა, როგორც მაშინ 2 წლის წინ, როგორ კარგად ახსოვდა მეხსირებას ყოველი განცდილი წუთი, შეხება, გაღიმე...ასეთივე გრძნობა დაუფლბოდა ნიკას, რომელიც ნენეს კაბინეტის პირდაპირ, დერეფნის ბოლოში მდებარე ოთახში ბოლთას სცემდა

***
ჯავახიშვილის 2 კორპუსი, დარეკილი ზარი და ბედნიერი მესამე-მეოთხე კურსელები. ბავშვები გიჟებივით გამოცვივდნენ აუდიტო
ებიდან და მიჩუმებული დერეფანი წამში სიცილის ხმამ გააბრუა. ნენე ყველაზე ბოლოს გამოვიდა აუდიტორიიდან, ბავშვების ბრრბოს შეერია, როდესაც შემთხევით ნიკას შეეჯახა და ცხელი ყავა მაისურზე გადაასხა. გაცოფებული ყიფიანი მზად იყო "დამნაშავე" მოეკლა, ჯერ დასვრილ მაისურს უყურებდა, შემდეგ ზემოტ ამოიხედა და გაოცდა , მის წინ იდგა ახლაგაზრდა ლამაზი გოგონა, რომელიც ბავშური თვალებით შეცქეროდნენ. იმ მომენტში ყიფიანმა ნენეს უკვე უწოდა "ანგელოზი და მისი", მაშინ ნიკასთვის დედამიწამ ბრუნვ შეწყვიტა, დრო გაიყინა, ხმაური გაუჩინარდა, გარშემომყოფნი გაქრნენ, თვითონაც იმ ერთ ადგილს მიეყინა...ისე მოწყდა ამ ქვეყანას რომ ნენეს ბოდიში არც კი გაუგონია, უბრალოდ იდგა და მისით ტკბებოდა.
-კარგად ხართ ? (ნენე მხარზე ნელა შეეხო)
ნენეს შეხება საკმარისი აღმოჩნდა, იმისთვის რომ ყიფიანის სამყარო თავდაყირა დამდგარიყო, მასში ელვის სისწრაფით შეიჭრა მისთვის ამოუცნობი გრძნობა, გაარღვია "მეს" მიერ აშენებული გალავანი, გული და გონება დაიმორჩილა
-კი კარგად ვარ (ამოილუღლუღა ნიკამ)
-მართლა შემთხვევით დაგეჯახე (ნენე)
-მჯერა, მჯერა (ნიკა)
-შემიძლია რამით გამოვისყიდო დანაშაული ? (ნენე)
-მხოლოდ ერთი რამით, უფლება უნდა მომცე სახლამდე მიგაცილო (ნიკა)
-ამ, არ არის საჭირო (დაბნეულობა აღიბეჭდა ნენეს სახეზე)
-ნუ გეშინია სერიული მკვლელი არ ვარ (აფხუკუნდა ყიფიანი)
-იქნებ ხარ, მე ხომ არ გიცნობ (ბავშური ხმით შეუბრუნა კითხა ნენემ)
ყიფიანმა ვეღარ შეძლო სიცილის შეკავება და გულიანად გადაიხარხარა ნენეს, მართლაც რომ ბავშურ შეკითხვაზე, მერე თბილად გაუღიმა, ჩანთა გამოართვა და ანიშნა წინ წასულიყო. ნენეც აღარ შეწინააღმდეგებია მას, ვერ ხდებოდა რატომ, მაგრამ ნიკასთან უნდოდა ყოფნა, თითქოს მაგნიტ
იყო და იზიდავდა, არ აძლევდა წასვლის საშვალებას, უნივერსიტეტის კიბეები სიცილით ჩაირბინეს და ჭავჭავაძის ქუჩას გაუყვნენ.
-ხო ისე მე ნენე დადიანი ვარ
-სასიამოვნოა თავადის ასულო (სიცილით უთხრა) ნიკა ყიფიანი
-კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში
-მართალია ჩემი საყვარელი მაისური გააფუჭე (არ დაამთავრებინა ნენემ)
-ვაიმ
მართლა ? არ მინდოდა, ხვალ მაღაზიებში გავივლი და ზუსტად ეგეთს გიყიდი
ნიკას ეცინებოდა ნენეს ბოდიშებზე და "დანაშაულის" გამოსყიდვის მცდელობაზე, ამავდროულად აოცე
და მისი ბავშურობა, უცნობისადმი ნდობა, ის მართლაც განსხვავებული იყო, თითქოს მართლაც ზეციდან გამოგზავნილი ანგელოზი იყო რომელიც ყველგან სიკეთეს თესავს და სხვებისგანაც სიკეთეს მოელის. ნენე ბავშობიდანვე ასეთი იყო, ნაზი, ბავშური და მიმდობი, ის იდეალისტების კატეგორიას განეკუთვნებოდა, თვლიდა რომ ყველა ადამიანი კეთილი, შეუძლებელია ისეთ "სამოთხეში" როგორიც დედამიწაა ბოროტება არსებობდეს. მისი ბავშურობა, სინაზე, ბუნებრივობა და ამას დამატებული სილამაზე, ყოველთვის ხიბლავდა ბიჭებს და მასზე აჯაჭვებდა. ყიფიანსაც ასე დემართა, თუმცა ეს მიჯაჭულობაზე მეტი იყო.ნენე იყო იდეალისტი იქამდე სანამ იმ საბედისწერო დღემ რადიკლურად არ შეცვალა. 
-ნენე, ნენე გეხუმრე (შეაწყვეტინა ნიკამ)
-კიდევ კარგი, თორე მართლა მომიწევდა თბილისის მაღაზიების შემოვლა (ღიმილით უპასუხა) აი მოვედით, მადლობა (ჩანთა გამოართვა და სადარბაზოსკენ წავიდა)
-ნენე ერთი ნახვით შეყვარების გჯერა ? (გაუბედავად კითხა ნიკამ)
-კი ნიკა მჯერა (უპასუხა და სადარბაზოში გაუჩინარდ)
ამ დღის მერე შეიცვალა ყველაფერი, მექალთანე ყიფიანისთვის მოკვდა ყველა ქალი ნენეს გარდა, მისთვის არსებობდა, მისთვის იღიმოდა, ყველაფერი ნენეთი იწყებოდა და მთავრდებოდა...მერე იყო მეგობრების გაცნობა, სიყვარულის ახსნა, ბედნიერებით გაბრწყინებული თვალები, პირველი კოცნა, მომავლის გეგმები, უნივერსიტეტის დამთავრება, კომპანიაში სამუშაოს დაწყება, ნიშნობის დღე და დაშორება, საშინელი სიტყვები, განცდილი ტკივილი, ცრემლები, ხელახლა ურთიერთობის დაწყების მცდელობა, უარით გასტუმრებული გრძნობა, გულში გამოკეტილი გრძნობები და ახალი ცხოვრება. ყველა დღე ერთმანეთს დაემსგავსა, დაშორების შემდეგ ორივე უბრალოდ ცხოვრობდა,მოვალეობის გამო ცხოვრობდნენ, ჭამდნენ იმიტომ რომ საჭირო იყო, იღიმოდნენ იმიტომ რომ ზედმეტი კითხვები აეცილებინათ თავიდან, ყველაფერი რაღაცის გამო...ეს არ იყო ცხოვრება ეს უბრალოდ არსებობა იყო...
თუმცა ორივემ იცოდა, რომ ეს გრძნობა გაანადგურებდათ მაინც არ ცვლიდნენ არაფერს, ძნელია ისეთი სიყვარულის დაიწყება რომელიც მათ აკავშირებდათ, ეს იყო სიყვარული, რომელიც პიროვნულ "მე"-ზე მაღლა იდგა, ეს გრძობა ორივეს ერთიანს ხდიდა, თითქოს ორივე ერთ არსებაში ცხოვრობდა...ეს იყო  1+1=1
ნენემ თვალზე ჩამოგორებული წყლის ბურთულა მოიწმინდა და ფეხზე წამ
დგა, ახლა გულის კარნახს მიყვებობა, კაბინეტის კარი გამოაღო და ოთახის ზღურბლზე გაჩერდა, ასეთივე მდგომარეობში იყო ყიფიანი, ისიც ზღურბლზე იდგა, უყურებდნენ ერთმანეთს. ნატანჯი სახეები, ცრემლიანი მომავალი, ღიმილიანი წარსული... ნიკა ნელი ნაბიჯით წამოვიდა ნენესკენ, ახალი მცდელობა ერთად ყოფნის, ისევ ნიკას მიერ გადდგმული პირვლი ნაბიჯი და ისევ ცივი უარი...ნენემ უკან დაიხია, კაბინეტის კარი მიხურა, გადაკეტა და იქვე ჩაიმუხლა, ცრემლებმა უკითხავად იპოვნეს გზა, ხელებში ჩარგულ თავი და მეხსიერების მუდმიბოდა, რომელიც არ აძლევდა საშვალებას ნენეს ისე ედნიერი ყოფლიყო...ის გრძნობდა ნიკას გახშირებულ სუნთქვას მეორე მხრიდან, ნიკა ორივე ხელით კარბს დაყრდნობოდა, აუტანელი ტკივილი, რომელიც შიგნიდან ანადგურებდა, ნაწილებად შლიდა ყიფიანს
-როდემდე ნენე ? მიპასუხე  როდემდე ? 
ნატანჯი ხმით წარმოთქმული სიტყვები და სამუდამო გამქრალი ბედნიერებ.

იმედი მაქვს მოგეწონებათ, ველოდები კრიტიკას და კომენტარებს♥
Regresa A Mi-ანუ "დამიბრუნდი"
პ.ს ვინც ვერ გაიგებთ 1+1=1 რას ნიშნავს მომწერეთ და გეტყვით ♥
კატეგორია: Book | ნანახია: 1047 | დაამატა: Nuchito | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9

(2013-10-12 12:16 PM)
* 9 Diva♔   [Entry]
dzalian magari xar !♥