მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » ROCK In My HearT
12:43 PM
ROCK In My HearT


Rock In My Heart-

Guns N'Roses & NirvaNa

_____________________________________________________________________

Guns N' Roses
Guns N' Roses — ამერიკული ჰარდ როკ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, 1985 წელს. 
ჯგუფს გაყიდული აქვს ალბომების 100 მილიონზე ასლი მსოფლიოს მასშტაბით, აქედან 43.5 მილიონი - შეერთებულ შტატებში.
 ამ ციფრებით ითვლებიან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰარდ როკ ჯგუფად.
 მათი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Appetite for Destruction 25 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა 
მსოფლიოს მასშტაბით და გამოსვლის დღიდანვე დაიმკვიდრა პირველი ადგილი აშშ-ს ჩარტებში. 
ალბომის პირველი სიმღერა Welcome to The Jungle გამოყენებულია კლინტ ისტვუდის 1988 წლის ფილმში „სასიკვდილო სია".


(slipknoT რო აწერია მაიკაზე არ შეიმჩნიოთ)
ჯგუფის მუსიკალურმა სტილმა, სცენაზე ხშირად გამოჩენამ და ცუდი ბიჭების იმიჯმა ხელი შეუწყო 
დაეპყროთ გვიანი 80-იანების და ადრეული 90-იანი წლების ჰარდ როკის სცენა. 
მაშინ როდესაც გლემ მეტალი წამყვან სტილად ითვლებოდა და ლიდერობდა გაყიდულ ჩანაწერებში, 
Guns N' Roses-მა მსმენელს შესთავაზა მუსიკა, რომელმაც ხელი შეუწყო გლემ მეტალის პოპულარიზაციას და უამრავი მსმენელი მიიზიდა.


ჯგუფმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 1987-1993 წლებში, 
მაგრამ წევრებს შორის არსებულმა უთანხმოებებმა გამოიწვია პირველი შემადგენლობის დაშლა. 
დღეს ერთადერთი წევრი თავდაპირველი შემადგენლობიდან ექსლ როუზია,
 რომელიც უკვე 26 წელია, რაც ამ ჯგუფის ვოკალისტად მოღვაწეობს.


ჯგუფის ალბომი Appetite for Destruction გამოვიდა 1987 წლის 21 ივლისს. 
მის პირველ სინგლად იქცა Welcome to the Jungle, რომელსაც თან ახლდა ვიდეო კლიპის გამოსვლაც. 
თავდაპირველად ამ სიმღერას დიდი ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ Geffen Records-ის
 დამაარსებელს დევიდ ჯეფენს სთხოვეს, დაერწმუნებინა MTV-ის წარმომადგენლები, რომ ეთერში გაეშვათ მისი ვიდეო.
 მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ამ არხზე დღის არც თუ ხელსაყრელ დროს გადიოდა, 
მან მაინც მიიქცია როკის მოყვარულთა ყურადღება. სიმღერაზე მასიური მოთხოვნა დაიწყო...


გაერთიანებულ სამეფოში გამოუშვეს სინგლი It Is So Easy. 
ჯგუფმა მალევე მიაღწია წარმატებას, რაც განპირობებული იყო რადიოში მათი სიმღერების ხშირი გაჟღერებისა 
და 1987 წლის 28 ივნისს ლონდონის სახელგანთქმულ კლუბ Marquee Club-ში გამოსვლით. 
გამოშვებული სინგლი It Is So Easy მოიცავდა კლუბში შესრულებულ სიმღერებს, Shadow of Your Love და Move to the City...


ალბომის ყდის პირველი გაფორმება, რომელიც ეკუთვნოდა რობერტ უილიამსს, 
შეიცვალა.Sweet Child O' Mine არის ალბომის მეორე სინგლი. იგი დაწერილია ექსლ როუზის მიერ. 
მან ეს სიმღერა თავის მეგობარ გოგონას და მომავალ ცოლს, ერინ ევერლის მიუძღვნა.
 სიმღერამ უდიდეს წარმატებას მიაღწია და 1988 წლის ზაფხულის უდიდეს ჰიტად იქცა. 
იგი ჟღერდა როგორც რადიოში, ასევე MTV-ზე. Paradise City-ს ვიდეო კლიპით დაპყრობილმა ტელესივრცემ
 და ჯგუფის ტურნეს უდიდესმა წარმატებამ ალბომს ჩარტებში პირველი ადგილი დაუმკვიდრა. 
Welcome to the Jungle, Sweet Child O' Mine და Paradise City ამერიკის მუსიკალური ათეულების 
განუყოფელ ნაწილად იქცნენ. ალბომი Appetite for Destruction დღეისათვის მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 28 მილიონიანი ტირაჟით. და ამერიკაში სერთიფიცირებულია როგორც 18 გზის პლატინის მქონე.


1994 წელს გილბი კლარკმა დატოვა ჯგუფი, რადგან ექსლი გრძნობდა, რომ მისი გამოცდილება სიმღერების წერისა 
არ იყო საკმარისი ჯგუფის მომავალი პროექტისთვის. ამავე წელს ჯგუფმა ჩაწერა როლინგ სტოუნზის 
სიმღერის Sympathy for the Devil ქავერ ვერსია ფილმისთვის ინტერვიუ ვამპირთან. გილბი კლარკის 
ნაცვლად ექსლის მეგობარ პოლ ტობიასის მიერ ჩაწერილი ნაწილი სიმღერაში სათანადოდ არ ჯდებოდა. 
როდესაც სლეშმა მოისმინა საბოლოო ჩანაწერი, აღმოჩნდა რომ მისი გიტარის სოლოს 
ნაცვლად პოლ ტობიასის გიტარის სოლო იყო ჩაწერილი.


1995 წლის დასაწყისში ოზი ოსბორნის გიტარისტმა ზაკ უაილდმა განაცხადა,
 რომ ექსლის პირადი თხოვნით იგი შეურთდა ჯგუფს ერთკვირიანი რეპეტიციისთვის.
სლეშმა შექმნა თავისი სოლო პროექტი Slash's Snakepit. 1996 წლის აგვისტოში ჯგუფის 
წევრები კვლავ შეიკრიბნენ. ორი კვირის განმავლობაში ალბომზე ერთად მუშაობის შემდეგ, 
დაფი და მეტ სორუმი გაემგზავრნენ თავიანთი პროექტის Neurotic Outsiders ტურნეში და
 უკან დაბრუნდნენ სექტემბრის დასაწყისში, სულ ერთი კვირით. ამის შემდეგ სლეშს და
 ექსლს მარტო უხდებოდათ მუშაობის გაგრძელება. ოქტომბერში სლეშმა განაცხადა, 
რომ იგი ჯგუფში მხოლოდ სამი კვირით იყო დაბრუნებული და რომ მისი და ექსლის 
ურთიერთობა წინ ვეღარ მიიწევდა. რამდენიმე კვირის შემდეგ ექსლმა განაცხადა, რომ სლეში ჯგუფში აღარ იყო.


მუსიკოსები:
ექსლ როუზი – ვოკალი, ფორტეპიანო (1985–დღემდე)

დიზი რიდი – კლავიშებიანი ინსტრუმენტები, ფორტეპიანო, სინთეზატორი (1990–დღემდე)

ტომი სტინსონი – ბას გიტარა, დამატებითი ვოკალი (1998–დღემდე)

კრის პიტმენი – კლავიშებიანი ინსტრუმენტები, პროგრამირება, დამატებითი ვოკალი (1998–დღემდე)

რიჩარდ ფორტუსი – რითმული და წამყვანი გიტარები, დამატებითი ვოკალი (2002–დღემდე)

ფრენკ ფერერი – დასარტყამი ინსტრუმენტები, პერკუსია (2006–დღემდე)

რონ თალი – წამყვანი და რითმული გიტარები (2006–დღემდე)

დიჯეი ეშბა – წამყვანი და რითმული გიტარები (2009–დღემდე)





___________________________________________________________________________________________________
NirvaNa 
ნირვანა — ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა აბერდინში, ვაშინგტონი. 
1991 წელს, სინგლის „Smells Like Teen Spirit"-ის წყალობით, ალბომიდან Nevermind, 
ჯგუფმა მეინსტრიმში შეაღწია და ყველაფერთან ერთად, პოპულარული გახადა 
ალტერნატიული როკის ერთ-ერთი ქვეჟანრი — გრანჟი. პარალელურად, სიეტლში დაარსებულმა გრანჟ ჯგუფებმა, 
როგორიცაა Alice In Chains, Pearl Jam და Soundgarden ასევე მოიპოვეს პოპულარობა და შედეგად,
 1990-იანი წლების აშშ-ს რადიოსადგურებსა და მუსიკალურ ტელევიზიებში ალტერნატიული როკი დომინანტ ჟანრად იქცა.


ნოვოსელიჩმა და კობეინმა ერთმანეთი გაიცნეს 1985 წელს. ორივე ჯგუფის The Melvins მოყვარული იყო.
 ამან გარკვეული გავლენა იქონია მათ მუსიკაზე. თავდაპირველად, ჯგუფის შექმნის მცდელობას წარუმატებლობა მოჰყვა, 
შემდეგ კი მათ შეუერთდა აარონ ბერკჰარდი (დასარტყამები). სწორედ ეს იყო მომავალი 
ნირვანას პირველი ვერსია. მოგვიანებით კობეინმა ახსენა, რომ ჯგუფი იმყოფებოდა სხვა კოლექტივების, 
კერძოდ Gang of Four და Scratch Acid გავლენის ქვეშ.[1] 
რამდენიმე თვის შემდეგ ბერკჰარდმა დატოვა ჯგუფი. ის დროებით დეილ კროვერმა შეცვალა. 
( The Melvins ) ამ შემადგენლობით ჯგუფმა რამდენიმე დემო 
ჩანაწერი გააკეთა და კვლავ შეიცვალა დრამერი. 
ახალ დრამერს დეივ ფოსტერი ერქვა. 1988 წლამდე ნირვანამ ბევრი სახელი გამოიცვალა ჯგუფი შემდეგ სახელებს ატარებდა: 
Skid Row», Pen Cap Chew, Bliss Throad Oyster, Windowpane, და Ed Ted Fred.88 წელს კ
ურტი და კრისტი ნირვანაზე შეჩერდნენ და ამ(ა) წლის მარტში პირველად გამოვიდნენ სცენაზე 
ახალი სახელით. მალე ნირვანას მუდმივი დრამერი ჩად ჩენინგი შეუერთდა. 
ჯგუფი უკვე მზად იყო პირველი სიმღერების ჩასაწერად.


მას შემდეგ რაც ნირვნაა "საბ პოპს" ჩამოშორდა და ჯგუფის მიმართ ინტერესი 
გამოიჩინა ჩამწერმა სტუდიამ სახელად "სმარტ სტუდიოზ," 
ბენდის წევრებმა დაიწყეს მსხვილი ჩამწერი ლეიბლის ძიება. გადაწყვეტილებას 
ხელს უწყობდა ისიც, რომ ამ დროისთვის ჯგუფი კონტრაქტით ვალდებული არ იყო
 რომელიმე დამოუკიდებელი (ინდი) ლეიბლის დახმარებით ჩაეწერა ალბომი. 
კიმ გორდონის (ჯგუფი "Sonic Youth") რჩევით 1990 წელს ნირვანა გაწევრიანდა 
"დი ჯი სი რეკორდზსში." მალე დაიწყო ახალი ალბომის ჩაწერა, რომელსაც " Nevermind " 
უნდა დარქმეოდა. ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელსაც მსხვილი ლეიბლი გამოუშვებდა.
 მომავალი ალბომის ჩასაწერად აბერდინელ ახალგაზრდებს რამდენიმე პროდიუსერი შესთავაზეს. 
საბოლოოდ არჩევანი ბაჩ ვიგზე შეჩერდა. თავდაპირველად ფიქრობდნენ ალბომი ბაჩ ვიგის 
"მედისონ სტუდიაში" ჩაეწერათ, მაგრამ საბოლოოდ ალბომის ჩაწერა "საუნდ სიტი სტუდიოში," 
ლოს ანჯელესში გადაწყდა. ჩაწერის პროცესში ბენდი სხვადასხვაგვარ სიმღერებზე მუშაობდა.
 ზოგი მათგანი, მაგალითად In Bloom," ან "Breed," წლების განმავლობაში შედიოდა ბენდის რეპერტუარში. 
სხვები, ისეთები, როგორებიცაა "On a Plain" და "Stay Away," ჩაწერის დროს დაიწერა.
 მას შემდეგ, რაც ჩაწერა დამთავრდა, ვიგმა და ნირვანას წევრებმა დაიწყეს მუშაობა სიმღერების გაფორმებაზე.
 ალბომის გამოშვების დრო ახლოვდებოდა, მაგრამ სიმღერების გაფორმება 
ჯერ კიდევ არ იყო დამაკმაყოფილებელი. მალე "სლეიერის" გამმიქსველი ენდი უოლასი მოიწვიეს 
ალბომის გასამიქსად. ალბომის გამოშვების შემდეგ ბენდი უკმაყოფილო 
დარჩა იმ მსუბუქი ჟღერადობით, რაც "Nevermind" - ს გამიქსვამ მიანიჭა.


ნოემბერში 1993 წელს ნირვანა აკუსტიკურ კონცერტზე გამოვიდნენ ე. წ. MTV Unplugged-ზე. 
ჯგუფმა შეასრულა მხოლოდ ორი სინგლი, - «All Apologies» და «Come as You Are». 
გროლმა თქვა:"ჩვენ ვიცოდით, რომ გავაკეთებდით აკუსტიკურ ვერსიას „Teen Spirit"… ეს იქნებოდა სისულელე.".
 მათი სიმღერების შორის არსებობდა მცირედ ცნობილი სიმღერებიც. ერთერთ კონცერტზე, 
კოლლეტმა ნირვანას სთხოვა, ემღერა ბისზე, მაგრამ კურტმა უარი განაცხადა. 1994 წლის დასაწყისში, 
ჯგუფმა გასტროლებზე წავიდა ევროპაში. კონცერტის შემდეგ, 1 მარტს მიუნხენის დარბაზში Terminal Eins, 
კურტს ბრონხების ანთება და მძიმე ლარინგიტი დაემართა. შემდეგი შოუ, რომელიც უნდა 
ყოფილიყო იმავე დარბაზში შემდეგ ღამეს, გადადეს. დილას 4 მარტს, რიმში კორტნი ლავმა
 ნახა კურტ კობეინი უგოგნო მდგომარეობაში, სასტუმროს ოთახში და კურტი წაიყვანეს საავადმყოფოში.
 ექიმმა პრესს-კონფერენციაზე თქვა, რომ კურტმა მიიღო გამოწერილი წამალი რეგიპნოლი 
და მაღალი დოზის ალკოჰოლი. ყველა კონცერტი, რომელიც დანიშნული ჰქონდა ჯგუფ ნირვანას 
დიდ ბრიტანეთშიც გადაიდო. ბოლო კვირეულში, კურტი უფრო გახდა დამოკიდებული ჰეროინზე.
 მას სთხოვეს წასულიყო რეაბილიტაციურ კლინიკაში, და ასეც გააკეთა. რამდენიმე დღის შემდეგ,
 მან გადაკვეთა რეაბილიტაციის საზღვარი და გაფრინდა თვითმფრინავით სიეტლში. 1994 წლის 8 აპრილს, 
პარაკსევს კურტ კობეინი აღმოაჩინეს მკვდარი მის სახლში, სიეტლში: 
ოფიციალურად ითველაბა, რომ მან თავი თოფით მოიკლა. ჯგუფი დაიშალა.





_______________________________________________________________________________________________________
ბავშვებო კიდევ ბევრი ჯგუფია ამათ გარდა მაგრამ ძალიან დავიღალე ამის დადებით ამიტომ სხვა სიახლეს დავდებ მერეე :დ 
იმედია დააკომენტარებთ :დ
YouR SoPii))

Queen♥Katherine
აუ სოფი ტუ არ მოგწონს მითხარი და დაგიბრუნებ ძველს რას გავს ჩემი სესწორებული სულ წავედი ხელიდან :'(
კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 913 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2013-05-01 5:38 PM)
* 5 sofiii))   [Entry]
magariaa ))