მთავარი » 2013 » იანვარი » 20 » როგორ ავირჩიოთ თმის ახალი ფერი?
3:23 PM
როგორ ავირჩიოთ თმის ახალი ფერი?



✿ როგორ ავირჩიოთ თმის ახალი ფერი? ✿ 

ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში ჩნდება ახალი ეტაპი, რომელიც ცვლილებებთან და ნოვაციებთანაა დაკავშირებული. უამრავ ქალს სუვს საკუთარი ცხოვრება გაიფერადოს, უფრო მრავალფეროვანი გახადოს და ყოველდღიური რუტინისგან განთავისუფლდეს, ხშირად ცხოვრებაში სიახლეებს გარეგნობის შეცვლით იწყებენ, მაგალითად ვარცხნილობის ან თმის ფერის შეცვლით. ნიუსში გაეცნობით თმის ფერის სწორად არჩევის წესებს, თუკი გადაწყვეტილი გაქვთ თმის ფერის გახალისება ან პირიქით გამუქება, გადახედეთ ნიუსს და გაითვალისწინეთ რჩევები. 

როგორ ავირჩიოთ თმის ახალი ფერი?


პირველ რიგში აუცილებელია, დავადგინოთ გარეგნობის ტიპი. ის შეიძლება იყოს ცივი და თბილი. როდესაც ამას გაარკვევთ, უკვე ფერის შეცვლაზეც შეიძლება ფიქრი. თუკი თქვენ თმას პირველად იღებავთ, ჯობია აირჩიოთ არამდგარდი საღებავი. ამით თქვენ გაიგებთ, რამდენად გიხდებათ ახალი ფერი. 

Celebrity Hairstyles at the 2012 MTV Movie Awards [PHOTOS]


თუკი თქვენ გაქვთ კანის თბილი ფერი და მუქი ფერის თვალები, მოგიხდებათ ღია ფერი, თუკი ცივი ფერის სახე გაქვთ და მწვანე ფერის თვალები, მაშინ მუქი ფერის თმა დაგამშვენებთ. 

Today's Beauty Secret

თუკი თქვენ გინდათ გახდეთ ქერა ქალბატონი და არ იცით მოგიხდებათ თუ არა ეს ფერი, გადახედეთ რჩევას: თუკი ბავშვობაში თქვენი თმის ფერი დღევანდელ შედარებით ღია იყო და ქერაში გადადიოდა, მაშინ თქვენ ნამდვილად ლამაზი ქერა იქნებით. თუმცა უმჯობესია, ჯერ მელირება გაიკეთოთ და შემდეგ გადაწყვიტოთ შეიღებავთ თუ არა ქერად.

Celebrity Braided Hair Styles

მაგრამ თუ თქვენი ოცნებაა იყო წითური/რიჟა, აუცილებელია სწორად აირჩიოთ თმის ფერი, რათა არ დაემსგავსოთ ცირკის კლოუნს. რიჟა ფერი უხდება ცივი ფერის ან მოვარდისფრო ფერის კანის მქონე ქალბატონებს.

New Headband Trends for Summer

თუკი თმას სახლის პირობებში იღებავთ და თავის ზედაპირის რაიმე ნაწილი დაიზიანეთ, აუცილებელიამიმართოთ სპეციალისტს. შეიძლება თქვენ მგრძობიარე კანი გაქვთ ან არასწორად გაეცანით ინსტრუქციას.

Chanel: Beauty Tribute Chanel: Beauty Tribute

ნუ შეიცვლით გარეგნობას რადიკალურად - სახლის პირობებში. სახლის პირობებში თმის შეღებვა რეკომედებულია მხოლოდ იმათთვის, ვისაც თმის ფერის ოდნავ შეცვლა ან იმავე ფერად შეღებვა სურს. თუკი იმიჯის მთლიანად შეცვლა გაქვთ გადაწყვეტილი, ჯობია მიმართოთ სალონს. 



როგორ ავირჩიოთ თმის ახალი ფერი?

დაამოწმა :-Sophie<3
კატეგორია: Fashion ♥ | ნანახია: 2069 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

(2013-01-21 4:29 PM)
ქერაზე დაემტხვა ^ ^ შეიძლება შევიღებო )) კარგი ნიუსია.