მთავარი » 2013 » იანვარი » 22 » როგორ შევცვლიდი ჩემს ცხოვრებას .. ♡
5:30 PM
როგორ შევცვლიდი ჩემს ცხოვრებას .. ♡
როგორ შევცვლიდი ჩემს ცხოვრებას ..
♡ მარიამს დიდი მადლობა, რომ დამიცადა ♡
♡ გუშინ ვდებდი, მაგრამ შუქი გამეთიშა და ♡
♡ თითქმის დასრულებული ნამუშევარი გამომერთო ♡
♡ ასე რომ, შემოდით და დააკომენტარეთ ♡
♡ გთხოვთ ♡

პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩემი თემა არის ორ ნაწილიანი .. ჯერ პირველ ნაწილს შემოგთავაზებთ, სადაც აღწერილია ობოლი ბავშვის ოცნებები (ჩემი ჩანახატია) მანამ გთხოვთ, ჩართოთ ეს: Yiruma - Kiss the Rain

დე, როგორ ხარ? მა, შენ? როგორ მომენატრეთ, ვერც კი წარმოიდგენთ.. იმ უბედური შემთხვევის შემდეგ 3 ძალიან ძალიან დიდი ოცნება მაქვს ... პირველი , მინდა დროის უკან დაბრუნება შემეძლოს, რადგან ჩემი ბრალია რაც შეგემთხვათ .. მეორე , პატარა ძამიკო მინდა, რომელიც თქვენს თავს გამახსენებს ხოლმე .. მესამე , მინდა ჩემს ძამიკოს ჩემთან ერთად მოუაროთ .. ; ( ძალიან, ძალიან მინდა .. აი აი ახლაც კი ვერ ვიკავებ ცრემლებს .. ობოლი ვარ .. თქვენს გარეშე მკერდმოჭრილი ამორძალი ვარ, ამორძალი, რომელიც ხშირად კვიცი იყო, დედის წინ მორბენალი, მამის წინ მორბენალი .. ახლა უკვე ცხენი ვარ , პატარა, მაგრამ მაინც ცხენი ვარ ... დიდი გულის პატრონი , დიდი ოცნების მატარებელი, დიდი სიყვარულის მატარებელი ..
და იცით რა? მინდა, მინდა, რომ თქვენთან ვიყო, ვიყო უფალთან ერთად, მინდა, ბედნიერად ვიცხოვროთ! თავი მოვიკლა? არა! ამას ვერ დავუშვებ, მე თქვენ საფლავებს უნდა მოვუარო ! და თუ მოვკვდები, თქვენთან მოვკვდები !
ახლა კი უნდა წავიდე .. მიყვარხარ დე, მიყვარხარ მა .. და მენატრებით <3

ახლა კი მეორე ნაწილის დროა, ის სიმღერა არ გათიშოთ ოღონ:

ჩემი ნება რომ იყოს , მთელ დედამიწას ერთ დიდ ქვეყანად ვაქცევდი, სადაც ყველა ერთმანეთის მეგობარია, სადაც არ არსებობს მტრობა, არ არსებობს სიძულვილი .. არ იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, არ იქნება ღარიბი ხალხი, რადგან არ იყოს გასაჭირი, მაგრამ არ იქნება არც მდიდარი და შეძლებული ხალხი, მინდა, რომ ყველა ერთმანეთის სწორი და ტოლი იყოს, არ მინდა, ვინმე დაიჩაგროს, რადგან ის არ არის მდიდარი ...

ჩემი ძალიან დიდი ხნის ოცნებაა, გავხდე ცნობილი ადამიანი, მყავდეს ბევრი ფანი, რადგან ვხედავ, რომ "სტარების" რაღაც ნაწილს (ქართველს) აწუხებს ხოლმე ფანები, მინდა გავცე ავტოგრაფები, გადავიღო ფოტოები თაყვანისმცემლებთან, ვიარო ქუჩაში და გავეცნო ხალხს ...

ასევე რატომღაც მსურს წიგნის გამოშვება სახელწოდებით "ცამეტი გამოძიება" ..
ამათ გარდა კიდევ უამრავი რამის შეცვლა მინდა ჩემს ცხოვრებაში მაგალითად
1. მინდა მქონდეს საკმარისი თანხა, რომ გაჭირვებულებს დავეხმარო ..
2. როცა დიდი გავიზრდები მინდა ვიშვილო უამრავი ობოლი ბავშვი
3. მინდა ადამიანებს შევაგნებინო, რომ სიძულვილი კარგ არაფერს მოუტანთ მათ ..

მოკლედ, ჩემი ცხოვრება ოცნებებით აღსავსეა .. და რაც მთავარია, კეთილი ოცნებებით .. რომლებიც იმედია ამიხდება ..

იმედია, თემა მოგეწონათ
ძაან დიდი მადლობა მარიამს, რომ დამელოდა <33
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 955 | დაამატა: -Ani♡Del♡Rey | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

(2013-01-25 10:13 AM)
dzalian momewonaaa <3333 favoriti xar ertaderti ♥