მთავარი » 2013 » თებერვალი » 11 » როგორი სათვალე უნდა ვატაროთ 2013 წელს?
8:36 PM
როგორი სათვალე უნდა ვატაროთ 2013 წელს?

image

გამომდინარე იქედან, რომ სათვალეების მოდა ჩემი სუსტი წერტილია გამუდმებით ვცდილობ თვალი ვადევნო უახლეს მოდურ ტენდენციებს რომელიც ამ კუთხით ხდება და წამყვან დიზაინერთა რჩევებიც მაქსიმალურად გავითვალისწინო. ჩემი აზრით კარგი სათვალე, ქალის აქსესუარებში ბევრი არასოდეს არის, ამიტომ ყოველი ახალი შენაძენი სამოსის და აქსეუარების შეხამების ახლებურ იდეებს ბადებს ჩემში, მარტივად რომ ვთქვათ ვცდილობ ჩემი სტილი ახალი სათვალის ვიზუალურ იმიჯს შევუხამო, თუმცა იმ შემთხვევაში როცა ფინანსური საშუალება არ გვიწყობს ხელს ბევრი ლამაზი სათვალის ყიდვით გავანებივროთ თავი, ჩემი რჩევა იქნება არ დახარჯოთ ფული იაფფასიან მოდელებზე. იყიდეთ ერთი, თუნდაც ძვირადღირებული მაგრამ ხარისხიანი და ნეიტრალური ფერის (ყავისფერი, შავი, ნაცრისფერი) მოდელი. იმიტომ რომ კარგად შერჩეული სათვალე, სილამაზესთან და მოდურობასთან ერთად, თქვენი თვალების ჯანმრთელობის გარანტიაა.. ახლა კი მოდით თვალი გადავავლოთ წლევანდელი წლის ყველაზე აქტუალურ მოდელებს და ტრენდებს, რომელსაც ე.წ "სათვალეების მოდური ინდუსტრია" გვთავაზობს..

image
image
image
image

image

image

კატეგორია: Fashion ♥ | ნანახია: 765 | დაამატა: -LovelySophi♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1

(2013-02-12 3:36 PM)
kargia yochag