მთავარი » 2013 » ივნისი » 1 » Rooney Mara
3:08 PM
Rooney Mara


Rooney Mara
ყველაფერი რუნის შესახებ ♥
სრულიადში ასევე იხილავთ რუნის
სურათებს გიფებს აიკონებს ინტერვიუს და
 გამონათქვამებს
"ხალხს ყოველთვის უკვირდა, როგორ შემეძლო ყველაფერზე მშვიდად უგრძნობლად ყოფნა"

 

ბიოგრაფია

28 წლის მსახიობმა კარიერა 2005 წელს დაიწყო და დღემდე აქტუალურია ჰოლივუდში 
მის ფილმოგრაფია მოცავს 18 ფილმსა და უამრავ ჯილდოებს. მისი დებიუტი ეპიზოდური როლით დაიწყო 
ფილმ Bloody Mary...მსახიობი ამჟამად 3 ფილმზე მუშაობს და უახლოეს მომავალში 
მაყურებელს კიდევ ერთხელ ასიამოვნებს მაყურებელს. ის ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე,მაგრამ მთელ კვირას სკოლასა და უნივერსიტეტში ატარებდა,დასვენების დღეებს კი ეკლესიასა და საფეხბურთო სტადიონებზე.გადასაღებ მოედნმადე ძლივს მიღწეულმა 5 წლის განმავლობაში ბევრი იმედგაცრუება ნახა,მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მიიღო როლი ”სოციალური ქსელი”-ში. შემოგთავაზებთ მცირე ინფორმაციას მის შესახებ

რუნი მარა

სახელი-პატრიცია მარა

თარიღი - 1985 წლის 17 აპრილი 

დაბადების ადგილი - კარმერა ნიუ-იორკი

რუნი მარა რუნი მარა

წარმოშობით ირლანდიურ-იტალიურ-ამერიკული ოჯახი, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიებს ფლობდა დაუნის საგრაფოში. რუნის დიდი ბაბუები გახლდნენ არტ რუნი-უმცროსი – საფეხბურთო კლუბ „პიტსბურგ სტილერსის” დამაარსებელი; ტიმ მარა – გუნდის „ნიუ-იორკ ჯაიანთსის” დამაარსებელი, სტადიონის დირექტორი და სარბოლო ტრასის, „იანკერს რეისვეის” მეპატრონე. დედის მხრიდან ნათესავი – დენიელ რუნი იყო ირლანდიის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში და საზოგადო მოღვაწე. მამა – ტიმოტი კრისტოფერ მარა, სპორტული გუნდის „ნიუ-იორკ ჯაიანტსის” ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. რუნის ორი ძმა ჰყავს – დენიელი და კონორი და – ქეითი, რომელიც ასევე მსახიობია. 

რუნი მარა

„ჩვენ იმდენად განსხვავებულები ვართ, ეჭვი მეპარება, ერთ რომელიმე როლზე ერთდროულად გამოგვეთქვა პრეტენზია. ქეითი 12 წლიდან ჩართულია კინოგადაღებებში. ის მხიარული ადამიანი და ნიჭიერი მსახიობია, ყველას მოსწონს. მე კი წლების განმავლობაში, ქასთინგებზე უარს მეუბნებოდნენ, ამბობდნენ, რომ „უცნაური” ვარ. და დამეხმარა ლოს-ანჯელესთან ადაპტირებაში და თავდაპირველად, მასთან ვცხოვრობდი. ჰოლივუდი ხისტი სამყაროა, სადაც აუცილებელია, ახლობელი გყავდეს, რომელსაც ენდობი. ქეითის გარეშე გამიჭირდებოდა აქ გაჩერება”.-საუბრობს დის შესახებ

რუნი მარა რუნი მარა

ფაქტები

<<თვალის ფერი -მწვანე ,თმის ფერი -ყავისფერი>>

<<განათლება მიიღო FOX -ის საშუალო სკოლა, შემდგომ სწავლა განაგრძნო Gallantის უნივერსიტეტში.>>

რუნი მარა რუნი მარა

<< დაიბადა 4:2 წუთზე >>

<<ოჯახში არის ყველაზე უმცროსი >>

რუნი მარა

<<ჰოლივუდისადმი დამოკიდებულების და მასში საკუთარი მომავლის შეცვლა დევიდ ფინჩერმა და ”სოციალური ქსელი”-ს სცენარმა აიძულა.მხოლოდ სამ სცენაში გადაღების შემდეგ რუნიმ ხმამაღლა გააცნო ყველას თავი.>>

რუნი მარა რუნი მარა

<<პირველი მსახიობური გამცოდილება მარამ სკოლაში,შექსპირის დადგმაში,მიიღო,როდესაც ჯულიეტას როლის შეასრულა.თუმცა იდეა მას არ ეკუთვნოდა,არამედ მის ერთ-ერთ მეგობარს რომელმაც რუნის მაგივრად შეავსო განაცხადი.პირველი როლი,რომელშიც გადაუხადეს,"კანონი და წესრიგი:განსაკუთრებული გამოძიების განყოფილებაში,რამოდენიმე ეპიზოდში შეასრულა.>>

რუნი მარა

<<საყვრელი მახიობი ჯინა როულენდსი – „ეკრანზე, რომ ვხედავ თითქოს ჰიპნოზს მიკეთებს და აღმაფრთოვანებს. მისი ფილმების ნახვა არ მბეზრდება”.>>

რუნი მარა რუნი მარა

<<მარამ საერთაშორისო სოციალური სამართალი და ფსიქოლოგია შეისწავლა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ კი მალევე მოხვდა ჰოლივუდში.>>

რუნი მარა

<<რუნის პირველი შესამჩნევი როლი იყო ტელესერიალ „კანონი და წესრიგის" ერთ-ერთ ეპიზოდში, ხოლო დიდ კინოში 2009 წელს შედგა მისი დებიუტი ფილმში „გამოწვევა”. 2010 წლიდან რუნი მარამ რამდენიმე ბლოკბასტერში ითამაშა, მათ შორის „თელას ქუჩის კოშმარის” რიმეიქში, სადაც თვით ფრედი კრიუგერს დაუპირისპირდა. ასევე, იყო გახმაურებული „სოციალური ქსელი”, სადაც მარკ ცუკერბერგის „გერლფრენდის" როლი შეასრულა.>>

რუნი მარა რუნი მარა

<<მსახიობობის გარდა მარა საქველმოქმედო ფონდის მმართველია, რომელიც საკვებით, ტანისამოსითა და წამლებით უზრუნველყოფს კენიის დედაქალაქ ნაირობის გარეუბნების მცხოვრებთ.>>

რუნი მარა

<<მარა იქ ჯერ კიდევ 2006 წელს იყო, რათა ობლებს დახმარებოდა. ამბობს, რომ ამ ადამიანებს მისი დახმარება სჭირდებათ და აქტიურად არის დაკავებული ფონდის მუშაობით.>>

რუნი მარა რუნი მარა

<< რუნი ფინანსურ დახმარებას უწევს კენიის დედაქალაქ ნაირობის გარეუბნებში მცხოვრებ ბავშვებს.>>

რუნი მარა რუნი მარა

<<რუნი რეჟისორ ჩარლზ მაკდაუელს ხვდება, რომელიც ცნობილი ბრიტანელი მსახიობის, მალკოლმ მაკდაუელის შვილია. წყვილი 2010 წლიდან ერთადაა. ისინი ჰოლივუდის გორაკებზე ნაქირავებ სახლში ცხოვრობენ.>>

რუნი მარა რუნი მარა

<< უფასოდ მუშაობისა რუნის მსხვერპლად თავისი სხეულის გაღებაც მოუწია. რამდენიმე ახალი ნახვრეტი და ტატუები. ფილმისთვის მსახიობი იმდენად გარდაისახა გარეგნულად, რომ მისი ძველი ფოტოები რომ ნახოთ ნამდვილად გაგიჭირდებათ მისი გამოცნობა. სამაგიეროდ დევიდ ფინჩერი მის გვერდით იყო პირსინგების გაკეთების დროს და ცდილობდა თანაგრძნობით შეემსუბუქებინა ტკივილები მისი ახალი აღმოჩენისათვის.>>

რუნი მარა

<<ფილმის(გოგონა დრაკონის ტატუთი ) მიხედვით, ლისბეთ სალანდერი ნიჭიერი ჰაკერია. კომპიუტერებთან ურთიერთობა თავად რუნის ბავშვობიდან ჰქონდა. თუმცა, არა იმ დონეზე, რომ თუნდაც „ვინდოუსი” გადააყენოს. „შესაძლოა, როცა რომანის მეორე და მესამე წიგნის ეკრანიზაცია გამოვა, მე უკეთესად ავითვისებ კომპიუტერს და ნამდვილი ჰაკერი გავხდები”, – ამბობს რუნი მარა.>>

რუნი მარა რუნი მარა
რუნი მარა რუნი მარა

<<გოგონა დრაკონის ტატუთი”: ფილმის რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა, პირადად დაამტკიცა ლისბეთ სალანდერის როლზე რუნი მარა. თუმცა, მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ როლის შესრულებაზე პრეტენზიას აცხადებდნენ: ნატალი პორტმანი, სკარლეტ იოჰანსონი, კრისტენ სტიუარტი, კერი მალიგანი და სხვები. ფინჩერის თქმით, რუნიმ მას ყველაზე მეტად მოაგონა სპილბერგის „უცხოპლანეტელის” მთავარი გმირი – E.T. უცნაური, ისეთი ტიპაჟი, რომელიც არავის ჰგავს. ფილმისთვის მარამ რადიკალურად შეიცვალა გარეგნობა – გადაიპარსა თავი, გაიკეთა ნამდვილი პირსინგი, მოიპარსა წარბები, მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში. გარდა ამისა სცენარის მიხედვით რუნის გმირს აუპატიურებენ. ამ სცენამ, თავისი რეალურობით, შოკში ჩააგდო მაყურებელი. >>

რუნი მარა რუნი მარა

<<როცა მსახიობს სტიგ ლარსონის ცნობილი რომანი წაუკითხავს, მაშინვე მიმხვდარა, რომ ლისბეტ სალანდერის როლისთვის იყო დაბადებული. მაგრამ დევიდ ფინჩერი სხვაგვარად ფიქრობდა - რეჟისორი ვერ ხედავდა ლისბეტს ამ ნაზ მსახიობში. მსახიობს ატალახებული ჰქონდა ფინჩერის ოფისის კარი, სინჯებზე ითხოვდა ჩაწერას. ხუთჯერ წაიკითხა რეპლიკა და ხუთჯერვე უარით გაისტუმრეს. ბოლოს უკვე ხელის ჩაქნევას რომ აპირებდა, სწორედ მაშინ მიიღო როლი. მარამ როლის შესასრულებლად ვარცხნილობაც შეიცვალა, წარბებიც გაიუფერულა და სახეზე პირსინგიც გაიკეთა.>>

რუნი მარა
გამონათქვამები

„სულ არ ვარ სასაცილო. მიყვარს „შავი იუმორის” კომედიებში თამაში. რომანტიკული ან მელოდრამატული კომედიები საჩემო არაა. ერთხელ დედამ მკითხა, რა კოსტიუმის ჩაცმას ვისურვებდი ჰელოუინზე და მე ინვალიდი კლარას კოსტიუმი ავირჩიე საშინელებათა ჟანრის ფილმიდან „ჰაიდი”.

ყოველთვის მინდოდა, მსახიობი გამოვსულიყავი და ვიცოდი, რომ ამისთვის უნდა მებრძოლა. თუმცა, დღემდე არ მჯერა ამ ყველაფრის, თუ როგორ წავედი ლოს-ანჯელესში და უცებ, გავხდი მსახიობი, დაუჯერებელი ამბავია”.

"ხალხს ყოველთვის უკვირდა, როგორ შემეძლო ყველაფერზე მშვიდად უგრძნობლად ყოფნა"

რუნი მარა

ინტერვიუ რუნისთან

- ვიცი, რომ ბევრი ძალისხმევის გამოჩენა მოგიხდათ, სანამ როლზე დაგამტკიცებდნენ ფილმში "გოგონა დრაკონის ტატუთი"...

- მართლა დიდხანს დამჭირდა ლოდინი. ყოველ კვირას მივდიოდი და რაღაც ახალს ვაკეთებდი, რომ ფილმის შემქმნელები მომეხიბლა და მოვახერხე კიდეც.

რუნი მარა რუნი მარა

- დევიდ ფინჩერი ცნობილი პერფექციონისტია. ამბობენ, როცა მასთან მუშაობდით ფილმში "სოციალური ქსელი", 99 დუბლის გაკეთებამ მოგიწიათ ბარის სცენისთვის. როგორი იყო ისევ მასთან მუშაობა?

- ეს შესანიშნავი იყო. "სოციალური ქსელის" გადაღებებზე ისე კარგად ვერ მოვასწარი მისი გაცნობა, სულ ოთხი დღე ვიმუშავეთ ერთად. უეჭველია, ის დიდი პროფესიონალია. მისი მუშაობის სტილი დიდ პატივისცემასა და აღტაცებას იმსახურებს. დიდი გამოცდილება მივიღე მასთან მუშაობით.

რუნი მარა რუნი მარა 
რუნი მარა რუნი მარა

- რომელი ეპიზოდი იყო თქვენთვის ფილმში ყველაზე რთული?

- ძნელია ასე თქმა, რომ რომელიღაც მომენტი უფრო რთული იყო სხვასთან შედარებით. ეს ფილმი ჩემთვის იყო უდიდესი გამოცდილება ჩემი სამსახიობო კარიერის განმავლობაში. ის მთლიანად იყო რთული.

რუნი მარა

- ამ ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ თქვენ შესახებ მსოფლიო ალაპარაკდა. არ გეშინიათ, რომ შემდგომში ხალხი მხოლოდ ლისბეტად აღგიქვამთ და არა როგორც ნიჭიერ ახალგაზრდა მსახიობს?

- სხვათა შორის, სწორედ ეს მითხრა დევიდმა, როცა როლს მთავაზობდა. თუ სწორად მახსოვს, სანამ მის წინადადებას მივიღებდი, მითხრა: "თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ, ხალხი შენზე ილაპარაკებს. თუ - არა, მაშინ ეს შენი კარიერის ბოლო იქნება და იძულებული გახდები ეს ფაქტი მიიღო". მეც ვფიქრობ, რომ თუ ჩემი სამუშაო კარგად გავაკეთე, ხალხს სამუდამოდ დავამახსოვრდები ლისბეტად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა როლებში არ ვიქნები შესაბამის სიმაღლეზე. ხალხი მათაც მიიღებს. კი, დევიდი მიწინასწარმეტყველებს, რომ ერთი როლის მსახიობად ვიქცევი, მაგრამ ნახავთ, რომ შევძლებ ამ სახიდან გამოძრომას და სხვა, უფრო საინტერესო სახეების შექმნასაც.

რუნი მარა

-რა არის , რაც ყველაზე მეტად გაღიზიანებთ ?

- მეტსახელები. ეს წლების ამბავია ,ალბათ სწორედ ჩემი ზზედმეტი სახელის გამო. მთელი ბავშვობა სკოლაში "კედს" მეძახდნენ , მაგრამ ჩემს გარდა ხომ ბევრს ეცვა კედები. პატარაობის ასაკში ძალიან ფეთქებადი ვიყავი ,ეხლა აღარ. მაშინ შემეძლო პატარა დეტალზეც დიდი ჩხუბი ამეტეხა და სწორედ ამიტომ ყოველდღე მქონდა კამათი სკოლელებთან ,ჩემი ზედმეტი სახელის გამო.
რუნი მარა

-ყველაზე არარეალური ოცნება...

- მე ყოველთვის არარელურზე ვოცნებობდი, ხან მინდოდა მტვარეზე გაფრენა, ანაც უბრალოდ ბალრინობა. ოცნების "ხარისხი" წლებთან ერთად იცვლება.

რუნი მარა

სურათები



























გიფები

Tumblr_mhz86f8loo1s5r5swo1_500_large

Tumblr_mhzxd34hxf1rg4chyo1_500_large

Tumblr_ly0bz6xwrr1r1zaomo1_500_large

Tumblr_ly59iytt3f1r1zaomo1_500_large

Tumblr_ly5dpulhem1qa9yvvo1_500_large

Tumblr_lwuqq76nqq1qd3lh0o1_500_large
















რუნი მარა

აიკონები












XoXo Your ChuPa
2 გზის წამეშალა ეს სიახლეე :D
 დამიფასეთ ეს შრომა  კეთილი ინებეთ და დააკომენტარეთ :D

ნანახია: 1095 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4

(2013-06-01 10:51 PM)
* 4 Dona♡   [Entry]
რამდენი გიწვალია♥
ყოჩაღ♥