მთავარი » 2014 » იანვარი » 23 » SAG
3:53 PM
SAG

Screen Actors Guild Awards

სიახლეში იხილავთ 18 იანვარს გამართული კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების ცერემონიიდან ცოტაოდენ ინფორმაციას.



18 იანვარს ლოს ანჯელესში კინომასახიობთა გილდიის დაჯილდოვების ცერემონილი გაიმართა. Screen Actors Guild Awards-მა სხვადასხვა ნომინაციებში ფილმებსა და სერიელბში გამარჯვებულები საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვა.


  მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო Matthew McConaughey-ს გადაეცა ფილმისთვის "Dallas Buyers Club”.

  ამავე ნომინაციაში ქალის კატეგორიაში ჯილდო Cate Blanchett-ს ერგო - ოსკარის სამგზის ნომინანტ ფილმში, "Blue Jasmine”-ში, შესრულებული მთავარი როლისათვის. 

მეორახარისხოვანი როლისთვის ჯილდო Jared Leto-ს, ფილმისთვის "Dallas Buyers Club” და Lupita Nyong'o-ს, ფილმისთვის "12 Years a Slave" გადაეცა. 

 


 ფილმი "American Hustle" საუკეთესო სამსახიობო გუნდისთვის დააჯიდლოვეს. ამავე ნომინაციაში, დრამის ჟანრის სერიალის კატეგორიაში კი გამარჯვება "Breaking Bad"-ის მსახიობებს ხვდათ წილად.

 

 კომედიურ სერიალებში ფავორიტი "Modern Family" გახდა. 

 დრამასა და კომედიურ სერიალებში საუკეთესოდ შესრულებული როლებისთვის SAG-ის სტატუეტი Bryan Cranston-ს, (Breaking Bad), Maggie Smith-ს (Downton Abbey), Ty Burrell-ს (Modern Family) და Julia Louis-Dreyfus-ს (Veep) გადაეცათ. 

 ნომინაციაში სატელევიზიო ფილმში/მინისერიალში შესრულებული საუკეთესო როლისთვის Michael Douglas-ი (Behind the Candelabra) და Helen Mirren-ი (Phil Spector) დაჯილდოვდნენ. 

 საუკეთესო შემოქმედებითი ჯგუფებისთვის კინომასახიობთა გილდიის ჯილდო სერიალ "Game of Thrones"-ს და მხატვრულ ფილმ "Lone Survivor"-ს გადაეცა. სხვათაშორის ეს უკანასკნელი წელს ოსკარებზე ორ ნომინაციაში იბრძოლებს გამარჯვებისთვის. 

 კინომასახიობთა გილდიის დაჯილდოვების ცერემონილი 1995 წლიდან ყოველწლიურად აჯილდოებს მსახიობებს, მხატვრულ ფილმებსა და სერიალებს. 2014 წლის, საიუბილეო, მეოცე დაჯილდოების ცერემონიის ფავორიტები კი "Dallas Buyers Club”, "Breaking Bad” და "Modern Family” გახდნენ. მათ ორ-ორ ნომინაციაში მოახერხეს გამარჯვება.

კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 912 | დაამატა: Tamo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2014-01-24 10:18 PM)
* 5 SoPii))   [Entry]
kai iyoo namdvilad..