მთავარი » 2013 » ივლისი » 18 » საშიში ისტორიები
2:19 PM
საშიში ისტორიები
ერთ დღეს დეიდა ვერასთან წავედი სტუმრად.მზიანი დღე იყო.დეიდა ტყის პირას ცხოვრობს.ქალაქში დადის სამუშაოდ.მას 3 შვილი ყავს მარია,ნინა და სარა. ისინი შინ მარტო რჩებიან. 
Untitled

ერთ დღეს ვერა დილის ექვს საათზე წავიდა სამსახურში და იმ დღეს მორიგე უნდა ყოფილიყო.ჩვენ მეზობელს ჩაგვაბარა. მეზობელი კლარა მოხუცი ქალია და ცოტა არ იყოს საშიშიც,მაგრამ მას 7 წლის შვილიშვილი ყავდა და კარგად ვერთობოდით,სანამ არ მოსაღამოვდა. 
Silly dreams | via Tumblr
მეზობლის სახლიდან დავინახე თუ როგორ მიდიოდა ვიღაც უცხო კაცი დეიდას სახლში და როგორ ბოროტულად იცინოდა.როგორც ყველა ბავშვმა თავი სათავგადასავლო ფილმში წარმოვიდგინეთ და დავიწყეთ ფიქრი იმაზე თუ რა უნდდოდა იმ კაცს დეიდასთან. ჩვენ მივედით მასთან და ვკითხეთ თუ რა უნდოდა.მისგან კი ასეთი პასუხი მივიღეთ:''გამარჯობა ბავშვებო!მე ვერას თანამშრომელი ვარ და მან დამიბარა რომ თქვენთვის მომეხედა.იგი დღეს ვერ დაბრუნდება .'' რატომ ვერ დაბრუნდება?-ვკითხე მე.''არ ვიცი მე ეს დამაბარა და დანარჩენი მისი საქმეა''. ჩვენ იმ კაცს წინააღმდეგობა გავუწიეთ და ვუთხარით რომ არ წავყვებოდით.მან ხელი ჩაგვჭიდა და თითქოს ძვლები ჩამემტვრათქო ისეთი ძლიერი იყო.ცოტა შემეშინდა.თან როცა ბრაზდებოდა თავს ვერ იკავებდა და რაღაცას ტეხდა.როცა შინ შევედით რაღაც კივილის ხმა მომესმა . ჩავედი სააბაზანოში და რას ვხედავ: ვერა აბაზანაში აგდია სიკვდილის პირას მყოფი. ჩვენ გარეთ გავიქეცით და მეზობელთან შევედით . მან პოლიციაში დარეკა და იმ დღიდან აღარ გამოჩენილა ის კაცი,მაგრამ გასაკვირი ისაა რომ გავიგონე როგორ ამბობდა ჩუმად:"შეიძლება შენ გადარჩი მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ უსაფრთხოდ ხარ''. იმ კაცის გამოჩენიდან რამდენიმე თვის მანძილზე დეიდა მოჩვენებებს ხედავდა და ამბობდა რომ ისინი მოვიდოდნენ. ხოლო შემდეგ კი დეიდამ ვეღარ გაძლო და თავი მოიკლა. 


ვინ იყო ის კაცი? დემონი?ვამპირი?ეშმაკი?მაქცია თუ მოჩვენება? ნეტავ ვიცოდე ამ კითხვაზე პასუხი.
კატეგორია: სხვა | ნანახია: 1302 | დაამატა: mari_2014 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5

(2013-07-23 9:14 PM)
* 5 -Marie♥   [Entry]
Vaimmmee guliii :DDDD
saertod arc araferi migvrdznia shishis naperwkalsac kiar gauvlia biggrin