5:29 PM say that it's true//.. say that you love me | |
ისევ ბინდი მოედო არემარეს, ისევ ბნელმა მოიცვა ყველაფერი. ჩვეულებისამებრ ქროლვა დაიწყო იდუმალებით მოცულმა ქარმა, ვინ იცის რამდენ საიდუმლოს ინახავს იგი. ისევ უმწეოდ არხევს ხის გამხმარ ტოტებს და უიმედოდ დარჩენილ ფოთლებს უხმობს იმ გასეირნებისკენ, რომელიც მიწაზე დაცემმადე უნდა განახორციელონ. რამდენი რამ ხდება მაშინ, როდესაც თბილ ძილში გაბრუებულები, ვოცნებობთ და ნანატრ სიზმრებს ვხედავთ. თითქოს ბნელა, მაგრამ მაშინაც კი ხდება რაღაც განსაკუთრებული, თუმცა ადამიანები ისეთი უმწეონი ვართ არასდროს ვაქცევთ ყურადღებას ჩვენს მიღმა დარჩენილ საიდუმლოებებს, ან იქნებ არ ძალგვიძს, ან იქნებ არ გვსურს გავიგოთ რა იმალება იმ სიბნელის მიღმა. მთვარის შუქი ელავს და მთებზე წამოწოლილ ბინდს მძაფრ შეხედულებას ჰმატებს. სიჩუმე, რომელსაც არღვევს წვიმის სველი წვეთები და გამომშრალ, ცოდვით დამწვარ მიწას ედება. წვიმის წვეთები უღონოდ ეცემიან ხმელეთზე და ოხშივარს გაადენინებენ, მიწას. მაშინ იღვიძებს დემონი, რომელიც ახალი დღისთვის ემზადება, გვიმზადებს ახალ გამოცდებს ცხოვრებისთვის, ვინ იცის, როდის ამოდის მთის წვერზე თბილი მცხუნვარე მზე, ვინ იცის როდის გათავდა მწარე, იდუმალებით მოცული წვიმის წვეთები, ვინ იცის როდის ჩაცხრება აბობოქრებული ქარი, სინამდვილეში ეს ყველაფერი უბრალოდ ილუზიის მიღმა მალავს თავს...ისევ ჩამოწვა ბინდი მაღალი მთის წვერზე, ისევ ზანტად მიიზლაზნება ღრუბელი ცის კამარაზე,ისევ არვინ იცის რა ხდება სიბნელის მიღმა... I'm your one and only, only when you're lonely.(თავი 43) ოთახში ერთი ხანში შესული და ერთიც ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდნენ,რომლებიც ჩემი დასკვნით მამაშვილი უნდა ყოფილიყვნენ. შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, ხანში შესული მამაკაცი უფრო დამაჯერებლად იყურებოდა, ინტერესით აცეცებდა თავის გიშრისფერ თვალებს, ირგვლივ. სიმკაცრე, რომელიც თვალებიდან გამოსჭყიოდა, ერთიანად ჟრუანტელს მგვრიდა, თუმცა მაინც თბილი და ლმობიერი ღიმილი ყველანაირ სიმკაცრეს ანეიტრალებდა. ახლა "მისკენ” დავიწყე თვალების ცეცება. შავი თვალები, როგორც ყოველთვის დიდი სიბრძნით აღევსო, ნაკვთებით მამამისს გავდა, მისნაირი გამოხედვა ჰქონდა თუმც მაინც შემორჩენოდა ბავშვური ღიმილი. დაბნეული იდგა და ხან საით იხედებოდა, ხანაც საით, აი მაშინ კი როცა ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა ნამდვილად უხერხულად ვიგრძენით თავი ორივემ. დათომ ხელებით თამაში დაიწყო და უხერხულად გაშრა ადგილზე. არ ვიცი რა ვუწოდო ამ გრძნობას, რომელიც მაშინ გამოვცადე, ერთიანად გამეყინა სხეული, ასეთ მოულოდნელობებს შეჩვეული ვიყავი თუმცა არც ასეთებს, ნამდვილად არ მეგონა თბილი ასეთი პატარა ქალაქი თუ იყო. მაინც გამეცინა, რაღაც მონაკვეთში, მაგრამ არ ვიცი ამ სიცილს რა ვუწოდო, მასში უამრავი ემოცია გამოიხატებოდა. -გაიცანით ეს ჩემი ბავშვობის მეგობარი გიაა, ეს კი მისი შვილი დათოა -სიჩუმე დაარღვია მამაჩემმა და იმ ხანშიშესულ მამაკაცზე და მის ახალგაზრდა შვილზე მიგვითითა. -გაიცანით ჩემი ცოლი მარია. ეს კი ჩემი შვილები ელენე და ტატო-ჩვენი თავიც წარუდგინა მამაჩემმა მათ. ბატონი გია, ფრთხილად მიიწია დედაჩემისკენ და ხელზე ეამბორა. -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა-წარმოთქვა, მან შემდეგ ტატოს ჩამოართვა ხელი და ბოლოს ჩემთანაც მოვიდა. -და რათქმაუნდა ქალბატონი ელენე, მიხარია თქვენი გაცნობა, ბევრი რამ მსმენია თქვენზე.-თქვა და მრავლის მეტყველი თვალები შემაგება -მეც მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით-რაც შეიძლებოდა თბილად მივუგე. ბატონმა გიამ თავი დამიქნია და თავისი ადგილისკენ დაიძრა, ახლა უკვე დათოს გავხედე, რომელიც დედაჩემს ესალმებოდა. ბოლოს, როგორც იქნა ყველამ ჩვენ- ჩვენი ადგილები დავიკავეთ. მამაჩემი სუფრის ერთ თავში იჯდა ხოლო მეორე თავში კი ბატონი გია. მე და ტატო მარჯვნივ ვისხედით გვერდი-გვერდ, დათო ჩემს წინ იჯდა და უხერხულად იყურებოდა ირგვლივ. საშინლად არ მესიამოვნა მისი აქ გამოჩენა, ნამდვილად არმეგონა, რომ კიდევ ერთხელ მომიწევდა მასთან შეხვედრა. ხშირად ვაპარებდი მისკენ თვალს და როდესაც ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდებოდა ერთიანად ვწითლდებოდი. ის სიცივე, რომნელიუც ჩემს სხეულს დასტრიალებდა, საშინლად მაწუხებდა, თითქოს მოძრაობის საშვალებას არ მაძლევდა. -ძალიან მოხარული, ვარ რომ გვესტუმრეთ.-თქვა მამაჩემმა და სალათი გადაიღო თეფშზე. -ოჰ პირიქით თქვენ დიდი მადლობა, რომ ჩვენთვის დრო გამონახეთ.-თქვა გიამ. -ახლა რას საქმიანობ გია? რამდენი წელია აღარ გვილაპარაკია წესიერად. -ხო რაც ინგლისში წავედი, ხომ გესმის არა რა ძნელია ბიზნესმენობა, ოჯახისთვის ძლივსღა მრჩება დრო. -მართალია სავსებით გეთანხმები.-დაუდასტურა მამაჩემმა და მომგებიანი სახით გახედა. -რამოდენიმე დღის წინ დავბრუნდი საქართველოში, როგორც ავღნიშნე ინგლისში ვიყავი წასული დაახლოებით 2 წელი, შიგადაშიგ ჩამოვდიოდი კიდევაც, მაგრამ ძირითად დროს სულ იქ ვატარებდი. ბიზნესით ვიყავი დაკავებული, ინგლისსში მანქანების უზარმაზარი ცენტრი მაქვს, რომელიც დიდ სახელს ფლობს, ხშირად ჩამოდიან უცხოეთიდან, კონკრეტულად ჩემს ცენტრში მანქანის ან რაიმე ნაწილების შესაძენად. ერთი სიტყვით ძალიან სახალისო ბიზნესია, თუმცა მთელ დროს მას ვუთმობ და აი უკვე ოჯახისთვის დრო საერთოდ აღარ მრჩება. ახლა, რომ წამოვედი იქ ჩემი შემცვლელი დავტოვე, რომ ცოტახნით დამესვენა და ჩემი შვილისთვის მიმეხედა. მართლა ძალზედ დამღლელია ყველაფერი ეს.-დაასრულა ლაპარაკი და ვისკი მოსვა.-შენზეც მომიყევი რამე, რამდენი ხანი აღარ გვისაუბრია, ვხედავ მშვენიერი ოჯახი გყოლია-მე და ტატოს გამოგვხედა და გაეღიმა. -შენი არ იყოს მეც ძალზედ გადატვირთუილი ვარ, ხმის ჩამწერი სტუდიები მაქვს საზღვარგარეთ და მათ შორის აქაც, ყველგან ჩემი თანაშემწე მყაავს დანიშბული და შედარებით დასვენებული ვარ, მართლა საიმედო ხალხის ხელში ვარ და ისინი ყველაფერში მეხმარებიან. -კარგია,როდესაც ისეთი ადამიანი გყავს გვერდით,რომელსაც სავსებით ენდობი, მე კი ჩემს დათოს, რომელსაც უკვე დიდი გამოცდილება აქვს ამ საკითხში ერთ-ერთი მანქანების ცენტრი გადავაბარე და კმაყოფილი ვარ მისი მუშაობით. ჭკვიანი ბიჭია.-ჩაიცინა და ვისკი მოსვა. მე დათოსკენ გავიხედე, რომელიც ისევ უხერხულად იჯდა და სალათს შეექცეოდა. ეს ვახშამი იმაზე დიდხანს გაგრძელდა ვიდრე მე მეგონა, მინდა ვთქვა არც ისეთი ცუდი საღამო გამოვიდა. დათოზე კიდევ უფრო ბევრი რამ გავიგე, მინდოდა კიდევ გაგრძელებულიყო ეს საღამო თუმცა სტუმრები მალეევე დაიღალნენ და სახლში დაბრუნება გადაწყვიტეს. -ვიდრე წახვიდოდე გია, მინდა რამოდნეიმე ჩემი ნამუშევარი განახო, თუ არ შეწუხდებით კაბინეტში გამომყევით. -ოხ დიდი სიამოვნებით-თქვა ბატონმა გიამ. როგორც იქნა ორივენი წამოდგნენ და კაბინეტში გავიდნენ. დათო ისევ გაუნძრევლად იჯდა თავის ადგილას და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. ნამდვილად დაძაბულობა ეტყობოდა, მაგრამ ღიმილი, მაინც შერძჩენოდა. -ავალ მეც მაღლა-თქვა დედაჩემმა და წამოდგა, ახლა უფრო ცოტანი დავრჩით და ძალაუნებურად დავიძაბე. -დათო სხვა რას საქმიანობ? მოგვიყევი რამე შენ თავზეც-ინტერესით ჰკითხა ჩემმა ძმამ.-სწავლობ სადმე? -არა სწავლა უკვე დავასრულე, განათლება საზღვარგარეთ მაქვს მიღებული. -მეც გერმანიაში ვსწავლობდი რამდენიმე წელი. -საინტერესოა-გაიღიმა და რაღაცნაირად გამომხედა. რატომღაც მის გამოხედვაზე გამეცინა. ვიჯექი და ინტერესით ვაკვირდებოდი მის თითოეულ მიმიკას, რაღაც უცნობი გრძნობა მეუფლებოდა ყოველ წამს. ტატოს და დათოს საუბარი არც ისე დიდხანს გაგრძელდა, რათქმაუნდა კიდევ დავრცებოდი აქ მაგრამ ძალიან მომწყინდა და ზევით ასვლა გადავწყვიტე. -მოიცადე ელენე-წამომეწია ჩემი ძმა -რა მოხდა? -ჩემმა მეგობარმა მომწერა და უნდა გავიდე, დათოსთან დარჩი უხერხულია. -რა ? მე რატო? უკვე დაძინებას ვაპირებდი. -გთხოვ ელენე -ხო კარგი, ყველაზე საზიზღარი ხარ-ჩავიბუზღუნე. -მეც მიყვარხარ-ჩაიცინა და დინჯად გავარდა კარისკენ, თან სწრაფად, რომ არ გადამფიქრებინა. სხვა რა გზა მრჩებოდა, ისევ სასტუმრო ოთახში დავბრუნდი, დათო დებილივით იჯდა მაგიდასთან და იღიმებოდა, როცა ოთახში შევედი თვალები გაუბრწყინდა. მაინც მეუხერხულებოდა მასთან პირისპირ დარჩენა, მარა რა გაეწყობა. -მინდა გითხრა გამაკვირვა შენმა აქ გამოჩენამ-ვუთხარი და მის წინ ჩამოვჯექი. -და გაგახარა კიდევაც-ჩაიცინა. -არა, ვერ მოესწრები-ენა გამოვუყავი. -ჰმმ, კარგი ოჯახი გყავს. -შენც გადასარევი მამა გყავს, ცუდია, რომ მას არ გავხარ -ცინიკურად გავუღიმე, მას კი უბრალოდ გაეცინა. -სერიოზზულად არ იცოდი, რომ მამაჩემთან მოგიწევდა ვახშმობა?-ინტერესით ვკითხე. -სიმართლე გითხრა არა-გაეცინა-რომ მცოდნოდა არ წამოვიდოდი. -შენთვის მითქვამს, რომ იდიოტი ხარ?-ვუთხარი და ჭიქაში დარჩენილი კოკაკოლა გამოვცალე. -კი და არასდროს მომბეზრდება მაგის მოსმენა-გაეცინა. -მე კი ამის გამეორება/. -ცდები-საჩვენებელი თითი გამიქნია. -ვითომ რატო? -დამიჯერე შენ ჩემზე ადრე მოგბეზრდება მაგის გამეორება, ვიდრე მე მაგის მოსმენა. -არამგონია. -შევამოწმოთ? -სიამოოვნებით-ცინიკურად გავუღიმე.ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. დათო, როგორც ყოველთვის მე მომჩერებოდა თავისი მწველი მზერით, რითაც ნერვებს მიშლიდა. -აქ რამდენხანს აპირებ დარჩენას?-შევეცადე საუბარი წამომეწყო და სიტუაცია განმემუხტა. -სიმართლე გითხრა ზუსტად არ ვიცი, გააჩნია, როდის მომბეზრდება აქაურობა. -ჰმმ… არ მესმის რატომ არ გიყვარს აქაურობა. -როგორ არ მიყვარს. ანა შეიძლება არ მიყვარდეს ის ადგილი სადაც დავიბადე და გავიზარდე? უბრალოდ ყველაფერი ეს ძალიან მომაბეზრებელია, არ ვარ მიჩვეული დიდხანს ერთ ადგილას ყოფნას, როდესაც მამაჩემი საზღვარგარეთ წავიდა მაშინ პატარა ვიყავი. შემდეგ სკოლა დავამთავრე, მალე მამაჩემიც ჩამოვიდა და სწავლის გაგრძელება ლონდონში შემომტავაზა, მეც მას გავყევი. ზაფხულში სულ სხვადასხვა ადგილებში დავყავდი და როცა სწავლა დავამთავრე ისევ აქ ჩამოვედით.-თქვა და მქრთალად ჩაიცინა-შენზეც მომიყევი რამე. -შენტან შედარებით ძალიან უინტერესო ცხოვრება მაქვს. -ცხოვრება საერთოდ უინტერესოა, გააჩნია, რა კუთხით შეხედავ. -ანუ?-წარბი შევხარე -ანუ ის, რომ ყველაფერი შენს საკეთილდღეოდ უნდა შემოაბრუნო.-მომგებიანი სახით გამომხედა. -რატომღაც მართალი ხარ-გამეცინა. -მე სულ მართალი ვარ.-ცინიკურად ჩაიცინა. კიდევ მინდოდა მასთან საუბრის გაგრზელება, თუმცა ბატონი გია და მამაჩემი დაბრუნდნენ და ჩვენმა სტუმრებმაც მალევე დაგვტოვეს. -ნახვამდის ელენე სასიამოვნო იყო შენი ნახვა-მითხრა დათომ და კარები გამოაღო. -ჩემთვისაც -ვუთხარი და გავუღიმე. ოდნავ გული დამწყდა, რომ მალე დასრულდა ეს საღამო, თუმცა რას ვიზავთ. უკვე საკმაოდ გვიანი იყო, სახლში ყოფნას ნამდვილად მერჩივნა სადმე გამესეირნა, ამიტომ ბაბისთან წავედი და იმ დღეს მასთან დავრჩი. -მოყევი ეხლა რა ხდებოდა.-ინტერესით მომახტა. -დათო იყო ჩვენტან მოსული მამამისთან ერთად-სწრაფად მივახალე და ბაბის საწოლზე წამოვწექი, იქვე რარაც ჟურნალი მოვნახე და მისი ფურცვლა დავიწყე. -ოპააც, მერე? მოყევი რა მოხდა? რაზე ისაუბრეთ?-კიტხვას კიტხვაზე მაყრიდა. -კაი გოგო რამდენ კიტხვას მაყრი არ გადაგცდეს -გამეცინა-ისეთი არაფეირ მომხდარა ვისაუბრეთ და მალევე წავიდა, თან იქ იყვნენ დედაჩემიც და მამაჩემიც ასე, რომ პირისპირ სალაპარაკო დრო ნამდვილად არ გვქონია. -ხო კაია, მარა მაინც უცნაურია. მან არ იცოდა, რომ მამაშენტან მოუწევდა ვახშმობა? -რავი კი მითხრა არაო, მაგრამ სიმართლე გითხრა არ მაინტერესებს. -გამეცინა. -ხო აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი, მოიცადე ლეპტოპს მოვიტან და რამე კინოს ვუყუროთ-თქვა და წამოდგა. მთელი ღამე რაღაც სასაცილო კომედიას ვუყურებდით, სიმართლე ვთქვა ძალიან კარგად კი გავერთე, სადღაც 3 საათზე უკვე ორივე გათიშულები ვეყარეთ საწოლზე და სიზმრებისგან გაბრუებულებს არც კი შეგვინიშნავს, როგორ შემოაღწია ოთახში მზის მწველმა სხივებმა… ბავშვებო არ ვიცი რითი დავიწყო, პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადოთ ამდენს, რომ ვაგვიანებ და კიდევ ამდენ ბოდიშს რომ გიხდით, მაგრამ რა ვქნა ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს და ძლივს ვასწრებ ახალი თავის დადებას. არ ვიცი რამდენად გამიგებთ. კიდევ ბოდიში თუ ეს ტავი პატარა მოგეჩვენათ, მაგრამ გპირდებით თუ ბევრი კომენტარი დამხვდა აუცილებლად მალე დავდებ ახალ თავს და ისეთივე საინტერესო, ხალისიანი და დიდი იქნება, როგორსაც იმსახურებთ :)) მიყვარხართ და გილოცავთ ძველით ახალ წელს. | |
|
სულ კომენტარები: 7 | |
|