მთავარი » 2013 » თებერვალი » 12 » say that it's true//.. say that you love me
9:54 PM
say that it's true//.. say that you love me
Say That It's true//.. Say That You Love Me
Tumblr_lr3t85orig1qd5v9ho1_500_large
If I could reach up and hold a star for every time you made me smile, 
I would have the whole night sky in the palm of my hand.

Happy 1 Year!!!
(part 45)
საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა და ეს დღეც შესანიშნავად დასრულდა. ბაბი და ლიზი იმ რამეს ჩემთან დარჩნენ. გადასარევად გავერთეთ ამდენი კარგახანი არ მიცინია. ალბად ერტი თვალის შევლებით უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. მყავდა მეგობრები მშობლები, ერთი სიტყვით ყველაფერი რაც საკმარისია, პატარა გოგონას გულის გასახარებლად, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა ასე, სინადვილეში კი ათასი კილომეტრის მიღმა იმალებოდა ადამიანი, რომელიც ჩემი სევდისა თუ ცრემლის მიზეზი იყო. არ გეგონოთ , რომ ვადანასაულებ, ყველაზე გასამტყუნებელი ამ შემთხვევაში მე ვარ, ალბად ზოგს ვძულვარ კიდევაც, რადგან ჯასტინს ცუდად მოვექეცი, მაგრამ ცხოვრება ჩვენთვის სასარგებლო ნოტებზე არ არის აწყობილი და მე ამას უკვე შევეგუე…

-დათო ან მეტყვი სად მიგყავარ ან არ ვიცი რას ვიზავ.
-კარგი დაწყნარდი, ვიფიქრე დასვენება გჭირდებოდა და…
-და რაა? არ მითხრა, რომ საქართველოდან მიგყავარ.
-ვერ მოესწრები-გაეცინა.
-აბა?
-უბრალოდ შეხვედრა მაქვს ბათუმში. მამაჩემი ვერ ახერხებს წასვლას და მე გამაგზავნა, მარტო წასვლა კიდევ არ მინდოდა, უეცრად შენ გამახსენდი და…
-ანუ ჩემს აზრსს არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს?
- კი რატომაც არა, მაგრამ უკვე გვიანია-გაეცინა.
-ადრე რომ გეთქვა არ იქნებოდა.-ენა გამოვუყავი.
-ხო კარგი, აი ნახავ მადლობას მეტყვი.-გაიცინა. 
ღმერთო ჩემო, დათოსთან ერთად ბათუმში? უფ გადასარევია რა შეიძლება ინატროს უკეთესი ადამიანმა. რათქმაუნდა ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ კაცი მას ნაკლებად ენდობა, მაგრამ ეს ხომ პირველი შეხვედრა არ არის.  ნუუ რავიცი რავიცი  მე დათისტან ტავს უკვე უსაფრთხოდ ვგრძნობ, რადგან მართლა მომხიბლა ამ ადამიანმა. ნელ-ნელა ვვხვდები, რომ სულ სხვანაირი ადამიანია შინაგანად. 

საღამოს უკვე ბათუმში ვიყავით.  არაჩვეულებრივი ამინდი, არაჩვეულებრივი გარემო, ერთი სიტყვით შესანიშნავი იყო იქაურობა. ზღვის ტალღების სიახლოვეს უკვე ვგრძნობდი. დიდიხანია ზღვა აღარ მინახავს თვალით და ძალიან მომენატრა. სამწუხაროდ ლოს-ანჯელესი გამახსენდა, მაგრამ ესეც არაფერი წამით დარდი ისევ დათოს ვითომდა უხეშობამ გამიქრო.
-ბარგს მე მიტოვებ?
-ეეეე.
-მორჩი წუწუნოს და წამოიღე. მძღოლი უნდა დაგვხვედროდა სად არის ამდენ ხანს?
-კიდევ მე ვწუწუნებ ხო?-გამეცინა, თუმცა მას არაფერი აღარ უთქვამს. როგორც იქნა მძღოლიც მოვიდა. ბარგი მანქანის საბარგულში ჩავტენეთ და სასტუმროსკენ დავიძარით. ყველაზე მეტად რამაც გამახარა ეს ის იყო ის , რომ  ის სასტუმრო, რომელშიც დავბინავდით, პირდაპირ ზღვის პირას იდგად, ზღვასთან სიახლოვე, კი ყოველთვის მამშვიდებდა, როგორც იქნა ავიღეთ ყველაზე პრესტიჟული ნომერი და კარგად დავბინავდით. ნომერში დიდი სასტუმრო ოთახი, სამზარეულო, აბაზანა და ორი ოთახი იყო.  მთელი საღამო ბარგის ამოლაგებას მოვანდომე, დათოს წყალობით (-_-) თვითონ ჩამილაგა ბარგი, არ იცოდა რა წამოეღო და ყველაფერი ჩაუყრია. (:დ ) 
-მზად ხარ?-ჩემს ოთახში თავი შემოყო დათომ.
-კი.-გავუღიმე. თვითონაც მომხიბვლელად გამიღიმა და ნომრიდან გავედით. ერთ-ერტ რესტორანში ვივახშმეთ, სხცადასხვა უცნაურ თემებზე ვილაპარაკეთ და მალევე წამოვედით.

 
-სანაპიროზე არ წამოხვალ?-ხასიათი გამიფუჭდა.
-რა გინდა ამ შუაღამისას სანაპიროზე?-ჩაიცინა და ტახტზე წამოკოტრიალდა.
-მინდაა.
-არ გეშინია ?-გაეცინა.
-არა შენ თუ ჩემს გვერდით იქნები არ შემეშინდება.
-არა!.
-გთხოოვვ.
-არაა!-მკაცრად გამიმეორა და თვალები დახუჭა, ეგონა ტავს დავანებებდი, მაგრამ მივედი და ბალიში გავუქანე სიფათში (:დ)
-ანუ კი ხო?-მომგებიანი სახით გავხედე.
-კაი ჯანდაბას წამოდი-უკმაყოფილო სახით წამოდგა და წინ გამიძღვა. მეც გახარებულმა მოვიცვი ჟაკეტი და გარეთ გავვარდი.
-ღირსი არა ხარ ეხლა იმ ზღვაში, რომ დაგახრჩო?
-არა ცოდო ვარ.-გამეცინა.
-უფრო უნამუსო.
-ხო ეგეც-გამეცინა. მთელი ღამე სანაპიროზე დავსეირნობდით. ყველაზე მეტად მიყვარს ღამე ზღვის ნაპირას სეირნობა.  მესმოდა ტალღების, ბობოქრობა. მესმოდა თითოეული ტალღის, რომლებიც უცნაურ ბგერებს გამოსცემდნენ. დინჯად ეხეთქებოდნენ ზღვის ნაპირს. ქარი საოცრად სისინებდა. მირხევდა თმებს, რაც ძალზედ მსიამოვნებდა. თითქოს დავფრინდავდი, თითქოს სადღაც უჩვეულო სამყაროში გადავეშვი. ტალღების ხმა. ქარის შრიალი… ყველაფერი ეს საოცრად იდუმალად ერწყმოდა ერთმანეთს. გვერდით დათო მიმიყვებოდა, ხმის ამოუღებლად. გახშიებული სუნთქვა სავსებით ფარავდა ტალღების ხმას. უეცრად მოვეგე გონს და მივხვდი, რომ სულ მაჟრიალებდა. ამასობაში ვიგრძენი,რაღაც თბილის შეხება.  დათომ თავისი ხელი წელზე შემომხვია.. ახლა უფრო გახშირდა ჩემი სუნთქვა. მისი სურნელი მძაფრად მეძგერა, ახლა გაბრუებული ვუსმენდი ზღვის ტალღების შრიალს . 
-მგონი აცივდა, დავბრუნდეთ უკან.
-კარგი.-ვუთხარი და სასტუმროსკენ წამოვედით.  ამ დღემაც მშვენივრად ჩაიარა. ღამე დედაჩემს და მამაჩემს დავურკეე და ვამცნობე სადაც ვიყავი.არაფერი არ უთქვამს პირიქით, მითხრეს კარგი ქენი, რომ წახვედი დასვენება გჭირდებაო/ ისე წამოვედით თბილისიდან, რომ მათთვის ვერაფრის ახსნა ვერ მოვასწარი., მაგრამ არც ეს ყოფილა პრობლემა. 
______________________________________________________________
-არ გძინავს?
-არა-თავი წამოვყავი საწოლიდან.
-არც მე-ჩაიცინა.
-ისე არც ისეთი იდიოტი ყოფილხარ, როგორიც მეგონე.
-ხო არა?
-კი კი მართლა-გამეცინა.-უბრალოდ ცდილობ, რო მასეთი უხეში იყო.
-არაფერიც.
-კი აღიარეეე!-გამეცინა.
-კარგი კარგი, დაიძინე.-მითხრა და ოთახიდან გავიდა. მეც თავი ბალიშში ჩავრგე და მთლიანად ტალღების ხმას გავყევი.ახლა დინების საწინააღმდეგოდ აღარ ვცურავდი, ახლა მთლიანად დინებას გავყევი და სწორად ჩემთვის არნახულ ფიქრებში წავედი ღრმა ძილში, რომლიდანაც კარგახანს ვეღარ დავიხსენი თავი.
  დილით რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს 2 საათზე გამომეღვიძა. საათსს დავხედე თუ არა ეგრევე საწოლიდან წამოვხტი. დათო ნომერში არ დამხვდა, ცოტა გამიკვირდა, მაგრამ მერე ვიფიქრე რამე საქმეზე იქნებოდა გასული. აბაზანაში შევედი და ტანზე გადავივლე. თეთრ ხალათში გამოწყობილი და თავზე პირსახოც შემოხვეული, გამოვედი აბაზანიდან და დათოს შევეჩეხე.
-სად იყავი?
-რაღაც წერილი იყო ჩემს სახელზე მოსული და იმის სანახავად. დღეს ინვესტორებს უნდა შევხვდე.
-აჰამ მეც უნდა წამოვიდე ?
-კი ერთად ვივახშმებთ. დაჯექი ჭამე, საჭმელი მოვატანინე, ოღონდ არ ვიცი რა გიყვარს და რაც მე მიყვარს ის შევუკვეთე.-გაეცინა.
-რა მზრუნველი ხარ-გამეცინა და მაგიდას მივუჯექი.-ჭამა გიყვარს?-მე თვითონაც გამეცინა ჩემს შეკითხვაზე.
-რაა?
-არაფერი-მორცხვად ჩავკბიჩე მარწყვის პეროგი. დაათო წინ ჩამომიჯდა რაღაც ფურცლით ხელში, რომელსაც გატაცებით კითხულობდა.
-ეგ რა არის?
-ამ არაფერი -მითრხა ისე, რომ ჩემთვის არც გამოუხედავს, როგორც იქნა მოისროლა ის ფურცელიც და ჭამას შეუდგა. 

-ჩაიცვი მივდივართ.
-სად?
-კაბა არ გჭირდება საღამოსთვის?
-უიი 
-მიდი გაემზადე და დაბლა გელოდები-მითხრა და ოთახიდან გავიდა. მეც უცბად გავემზადე, რაც პირველი მომხვდა ხელში ის ჩავიცვი, თმები მაღლა ავიკარი და დაბლა ჩავედი. დათო ქვევით მელოდებოდა. მანქანის კარი გამიღო. შიგნით ჩავჯექი , ისიც გვერდით მომიჯდა. მძღოლს რაღაც მისამართი უთხრა და ჩვენც იმ მისამართზე წავედით. არ ვიცი რამდენი საათი დასჭირდა ჩვენს შოპინგს. ჯერ მთელი მარაზიები ჩემი კაბის გამო მოვიარეთ, შემდეგ ტუფლებზე და ასე გავიდა მთელი დღე. საქმე იმაშია, როპმ რა კაბაც მე მომწონდა ის დათოს არ მოსწონდა და რაც მე მომწონდა ის იმას არ მსოწონდა.
-ეს თუ ეს?-მკითხა და ორი კაბა დამანახა.
-აუუუ არ ვიცი.
-ელენე დროზე მოიფიქრეე დავიღალე.
-აუ არ ვიცი ვერ ამირჩევია.
-დავიღალე. წავედი მე სასტუმროში და შენც მალე მოხვალ იმედია. თუ არადა არც ეგაა პრობლემა. გაბრაზებულმა დატოვა მაღაზია. საშინლად მეწყინა მისი გაცხარებული სიტყვები გულზე მომხვდა. რატო მეთვითონაც არ ვიცი, რა აზრი ჰქონდა ჩემთვის მის სიტყვებს ვერ გამეგო, თუმცა მართლა გული მეტკინა. დიდიხანი აღარ დამიყოვნებია შავი მოკლე,ვახშმისთვის შესაფერისი კაბა ვიყიდე და მალევე დავბრუნდი სასტუმროში.
-მე მეგონა ერთი წელი მომიწევდა ლოდინი-კვლავ  მომღიმარე სახით შემეგება.
-ჰაჰა -ცინიკურად გავუღიმე და პირდაპირ ჩემს ოთახში შევვარდი. ლამაზად გამოვეწყვე მაკიაჟი გავიკეთე, კაბა მოვირგე და ზუსტ დროს უკვე სრულყოფილების სუნიც ვიგემე. ოთახიდან, რომ გავედი დათო იქ არ დამხვდა, უეცრად ტელეფონზე ესემესი მომივიდა. "ქვევით გელოდები” დათო იყო. რა გაეწყობა, დავავლე ხელი ჩანთას ღრმად ჩავისუნთქე და გარეთ გავედი. დავლა, რომ ჩავედი დათო ჩემგან ზურგით იდგა, უეცრად შემობრუნდა და სახეზე ერთიანად აღტაცცება გამოეხატა. მეც გახარებული ავეტუზე წინ. ბაბნიკურად შემათვალიერაა და ისევ თვალებში ჩამაშტერდა.
-გვაგვიანდება.-მითხრა და მანქანის კარები გაამიღო.
-იდიოტიი ხააარ-დავუყვირე და მანქანაში ჩავჯექი, მას კი უბრალოდ გაეცინა და ისიც გვერდით მომიჯდა. მძღოლმა, როგორც იქნა დანიშნულების ადგილამდე მიგვიყვანა. ერთ-ერთ უზარმაზარ და პრესტიჟულ რესტორანში შევედით. ინვესტორები უკვე მაგიდასტან ისხდნენ. ორი ხანშიშესული, საქმიანი გამომეტყველების მქონდე მამაკაცი ეგრევე წამოდგა, როდესაც ჩვენ დაგვინახეს და მაგიდასთან მიგვიხმეს. ჩვენც ჩამოვჯექით. ისევ მომაბეზრებელი საღამო და საქმიანი ლაპარაკი დაიწყო, როგორც ყოველთვის სიდაღლილობისგან მთქნარება დავიწყე,მაგრამ როდესაც უკმაყოფილება დამეტყობოდა სახეზე, მაშინვე დათო ფეხს მკრავდა ან ათასგვარ მიმიკას ჩამირტყავდა, რომ გამოვეფხიზლებინე. თან ამაას დამატებული ეშინოდა, რამე სისულლელე არ ჩამედინა, ატომ მეც წყნარად და მშვიდად ვიჯექი ,როგორც დამჯერი გოგონა. შინაგანად კი ათას რამეზე ვფიქრობდი, ათას სისულელეზე. სწორედ ამ ფიქრების ფონზე დასრულდა ეს შეხვედრაც.
-აქ ხარ?-ხელი გამიქნია თვალებთან დათომ.
-უი კი კი უკვე წავიდნენ ინვესტორები/
-კი მარტო მე და შენ დავრჩით.-ეშმაკურად ჩაიცინა. 
-რაღაც შეიძლება გკითხო?
-არა!
-მაინც გკითხავ. ასეთი უხეში რატომ ხარ?
-რა ვქნათ ასეთი ვარ.
-აარაფერიც უბრალოდ ნიღაბს  ხარ ამოფარებული, რომლსი გარეშეც არაფერს წარმოადგენ, არა უფროსწორად შენ გგონია ასე .
-კარგი ჩემი გაშიფვრა შემდეგისთვის გადავდოთ ახლა კი გვიანია და  ჯობია სასტუმროში დავბრუნდეთ. 
  დღე მიილია. ისევ ვარსკვლავებით მოიჭედა ცა. ისევ ბობოქრობენ ტალღები. ვზივარ ფანჯრის რაფაზე და ვჯღაპნი რაღაც უაზრობებს, თავში კი არაფერი მიტრიალებს, არა უფროსწორად არაფერი მიტრიალებს დათოს გარდა. რატომღაც… ესეც ერთგვარი უჩვეულო ფიქრებით აღსავსე სამყარო. აი მგონი წვიმს. ახლა ისეთი გრუხუნი იყო ჰაერში შევხტი, მაგრამ ეს მხოლოდ გრუხუნია, რომლისაც ბავშვობიდან მეშინია. რატომ? მეც არ ვიცი. მაქვს რაღაც რისი ახსნაც ხშირად არ შემიძლია. ამ ჯერად ბევრ რამეზე არ მაქვს პასუხი, მაგრამ მხოლოდ იმ კითხვებს გამოვარჩევ ამნ წამს, რომელიც დათოს უკავშირდება და ვაპირებ უეახლოეს მომავალში რაც შეიძლება მეტი პასუხი ვიპოვო.
______________________________________________________________
გავიდა კიდევ 2 დღე. 2 დღე რომელმაც ჩემ იწარმოდგენები დათოს მიმართ სულ უფრო და უფრო შეცვალა, რა თქმაუნდა უკეთესობისკენ. ყველაფერზე მეტად კი ის მიკვირს, რომ კიდევ ბევრი რამ არ მესმის. უხეში, უკარება დათო, რომელიც სულაც არ ყოფილა ასეთი, ან შეიძლება არის, მაგრამ საკმაოდ მოიპოვა უკვე ჩემი ნდობა და სიყვარული ამ ადამიანმა, დღი თი დღე მაოცებს მისი თითოეული მიმიკა და საშინლად დავუახლოვდი. უკვე მის გარეშეც კი მიჭირს დარჩენა. ახლაც ხელებ გადაჯვარედინებული ვზივარ და ველოდები, როდის შემოაბიჯებს ოთახში  და აი ისიც მოვიდა რათქმაუნდა ჩემმა გულმა ისევ ორმაგად უფრო ჩქარა დაიწყო ცემა.
-მზად ხარ?
-კი წავედიით?
-კი.-მითრხა და წინ გამიძღვა. რათქმაუნდა ამჯერადაც არ ვიცი სად მივყავარ, მაგრამ სავსებით ვენდობი, მთავარია ჩემთვის, რო მის იქნება ჩემს გვერდით და არა სხვა ვინმე.
-როდისმე არ გიოცნებია, რომ ქვეყნისთვის ქვემოდან ამოგეხედა?
-არა.-გამეცინა.
-მე ხშირად, და ეგრეც ვიქცევი.
-ვაიმეე ორმოში უნდა ჩამსვა?
-არაა რა გიჟური აზრები გაწუხებს-გაეცინა.
-ხო ვცდილობ-გავუცინე. რაღაც მინდორზე  გამიყვანა, რომელიც მწვანე ბაალახით იყოდაფარული. იქვე ჩამოჯდა და შემდეგ თავიც მიწაზე დადო. 
-მოდი შენც.
-გიჟი ხარ-ვუთხარი და მეც გვერდით მივუწექი. ვუყურებდი ცას, ათასი ვარსკვლავით მოჭედილს.
 -ყველა ვარსკვლავი როგორი ერთფეროვანია, ჩვენი ცხოვრებასავით, ყველა ანათებს, მაგრამ იცი-გამომხედა და შემდეგ ისევ ცას ახედა.-ახლაც კი ყველა განსხვავებულია, იცი რატომ? ყველა სხვანაირად ანათებს, ყველა სხვა შეგრძნებას გიტოვებს, ყველა სხვადასხვა ისტორიას ფლობს. ცხოვრებაში მთავარი ის კი არ არის რამდენად მრავალფეროვანი ცხოვრება გაქვს არამედ ის, რომ ანათებს თუ არა შენი ცხოვრება. შეიძლება შენ არ იყო ბედნიერი, მაგრამ სხვა უნდა იყოს ბედნიერი, როცა შენს ცხოვრებას გადაავლებს თვალს.-მისი სიტყვები გულში მთელი ძალით ჩამესო და კინაღამ ცრემლები წამომივიდა, არ ვიცი რა მემართება, უბრალოდ ეს ადამიანი ჩემში რაღაც განცდას იწვევდა, რაღაც ამოუცნობს, რაც ყველა სხვა განცდას აბათილებდა. დიდიხანი ვწექით ასე.
-ასე წოლა გიყვარს?-გამეცინა.
-კიიი რა არის ამაში ცუდი?  კაია, როცა ხვდები, რამხელაა ეს სამყარო და ხვდები, რომ შენც ისეთივე პატარა ხარ და ყველაფერს ქვევიდან უყურებ, როგორც სხვა დანარჩენები. ასე მიილია დღე, სამწუხაროდ წვიმა წამოვიდა, თორემ კიდევ დიდი ხანი დავრჩებოდით აქ. მალევე გავწიეთ სასტუმროსკენ. ოთახში, რომ შევედი იმხელაზე იგრუხუნა ეგრევე საწოლში შევხტი. დიდიხანი ვიყავი ასე ჩამნალული სანამ დათო არ შემოვიდა.
-გძინავს?
-არა.
-დაიღალე ხო?-საწოლზე ჩამოჯდა. მე კი ბალიშიდან თავს არ ვყოფდი.
-კი.
-ხვალ მივდივართ თბილისში.
-აჰამ
-კარგი წავალ მე დაიძინე.
-არა მოიცა გთხოოვ.-როგორც იქნა თავი წამოვყავი.
-რა გჭირს?-ჩემს დანახვაზე გაეცინა.
-მეშინია.
-რისი?-უფრო მაგრად გაიცინა.
-ამმ ჭექა-ქუხილის.-პატარა ბავშვივით წავიწუწუნე.
-გიჟი ხარ-გაეცინა მივხვდი რა დებილივით გამომდიოდა ამიტომ ისევ ბალიშში ჩავრგე ტავი და მაგრად ჩავიფუთნე. უეცრად ვიღაცის თბილი ხელების შეხება და გახშირებული სუნთქვა ვიგრძენი, ეს დათო იყო, რომელიც ჩემს გვერდით გადათხლაშული ეგდო საწოლზე და ხელი ჩემზე გადაეხვია.
-აქ რა გინდა?
-კიდე გეშინია?
-არა-გამეცინა.
-მაშიინ დაიძინე.
-ხო კარგი-კმაყოფილად ავათამაშე თვალები და გადავბრუნდი.
-დათოო.
-რა მოხდა?-უკვე ნამძინარევი ხმა ჰქონდა.
-საქართველოდან მალე უნდა წახვიდე?
-არ ვიცი.-ისევ სიჩუმე ცამოვარდა.
-დათოო?
-რა?!-ოდნავ გაბრაზებული ხმით მიპასუხა.
-ხვალ რომელ საათზე მივფრინავთ?
-10-ზე ამიტო მდაიძინე.
-აუუ არ მეძინება.
-ელენე გავალ ეხლა!.
-ხო კაი კაი.-ვუთხარი და ეგრევე გადავბრუნდი. მის სუნთქვას ისევ ისე ვგრძნობდი, ისევ ყურში ჩამესმოდა მისი გულის ცემა. ის სითბო გამუდმებით სხეულში მივლიდა, რომელსაც გადმომცემდა თავისი სიახლოვით. მასსზე ფიქრებში, როგორც იქნა ჩამეძინა…

Tumblr_m8st39ncs91qlk231o1_500_large
1 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ამ მოთხრობის წერა მომივიდა თავში აზრათ და ზუსტად ერთი წლის წინ ამავე დროს დაიდო ჩემი მოთხრობის პირველი თავი საიტზე :)) თქვენ იარ ვიცი მაგრამ მე ძალიაან მიხარია, რომ აქამდე მოვედი და ეს ყველაფერი თქვენი წყალობით. ძალიან მიყვარხართ და მადლობა მადლობა ჩემს ყველა ერთგულ მკითხველს, რომ სულ მხარში მიდგახართ და გეფიცებით თქვენი დამსახურებაა ჩემი მოთხრობა, რომ აქამდე მოვიდა. ხოდა ბოლოს რაც შეეხება ჯასტინს :)) ცოტაც მოითმინეთ სულ ცოტაც. მიყვარხართ

კატეგორია: Book | ნანახია: 1184 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8

(2013-02-25 4:22 PM)
* 8 anastasia   [Entry]
აუ დადეთ რა კიდე :დდდდდდდდდდდდდ