მთავარი » 2013 » აპრილი » 5 » say that it's true//.. say that you love me
10:51 PM
say that it's true//.. say that you love me
say that it's true//.. say that you love me
(part  48)
ძააან დავაგვიანე ვიცი, უბრალოდ 
ვერ ვიყავი ხასიათზე და ვერ ვწერდი. 
იმედია მოგეწონებათ, რავი ვეცადე, რომ ისეთი 
გამოსულიყო, როგორც სხვა დანარჩენი თავები.


72621_10200313262147885_1930952514_n_large
სანამ დაიწყებდეთ მინდა ვთქვა, რომ ეს თავი ძალიან მიყვარს, რადგან მთლიანად მოუხდა  დღევანდელ ჩემს ხასიათსს  და მოკლედ, თქვენით შეაფასეთ.
[48]
"OMG... ! only yesterday was the time of our love "
``21 იანვარი``
დილით ისე უჩვულო შეგრძნებამ გამაღვიძა, რომელიც ცხოვრებაში არცერთხელ არ დამუფლებია. 9-მდე შემეძლო დამეძინა, რათა შემდეგ კარგად მოგვეწყო ყველაფერი მარის ჩამოსვლამდე. მიუხედავად იმისა, რომ ძილის გაგრძელებას აზღი აღარ ჰქონდა, დიდხანს ვიწრიალე აქეთ-იქით რათა, როგორმე ჩამძინებოდა თუმცა უშედეგოდ. ბოლოს მაღვიძარამაც დარეკა ამიტომ ძლივ-ძლივობით წამოვდექი საწოლიდან და აბაზანაში შევედი. გადავივლე, მოხერხებული ტანსაცმელი შევარჩიე და ბაბის დავურეკე/
-გოგო რას შვები? მოდიხარ?
-კი, გოგო გზაში ვარ და მალე მოვალ.
-კარგი, გელოდები-ვუთხარი და გავუთიშე. მობილური საწოლზე მოვისროლე  დაბლა, სამზარეულოში ჩავედი და პიცის ჭამა დავიწყე. მალე ზარმა შემაწყვეტინა ეს დდიდი "ნეტარება" და უკვე 5 წუთშუ პიცის ნაჭერი ბაბიმ ხელიდან გამომგლიჯა.
-უსინდისოო ხარ, მშიაა!-წავიბუზღუნე და კარტოფილი ფრის ჭამა დავიწყე.
-აუ ელლ, ცოტა მაჭამე რა!-საცოდავი თვალებით გამომხედა, თუმცა მე ტავი გავიქნია.
-ხო კაი ჯანდაბას.-დაბღვერილმა გავუწოდე, თეფში მან კი მომგებიან სახით ცანცარი დაიწყო.  საუზმე დავამთავრეთ თუ არა მარის ჩამოსასვლელად მომზადება დავიწყეთ და ამ დროს ჩემი ტელეფონი აწკრიალდა
-როგორ ხარ გოგო?!-მარი იყო
-კარგად! სად ხარ? როდის ჩამოდიხარ? ძალიან მოგვენატრე!!-ერთხმად კივილი დავიწყეთ მე და ბაბიმ/
-ეხლა ვარ აეროპორტში და მალე ჩამოვალ, აუ მეც ძალიან მომენატრეთ, ხოდა ელ პირდაპირ შენი სახლისკენ წამოვალ რა.
-კაი, ანუ აეროპორტში აღარ დაგხვდეთ?
-არა, გოგო არ შეწუხდეთ-გადაიკისკისა
-კარგი.-მომე ტელეფონი-მითხრა ბაბიმ და ხელიდან გამომტაცა ტელეფონი-გოგო!!
-ბაბიი როგორ ხარ? მომენატრეე!
-მეც ძააან-ჩაიიცინა-საჩუქრები არ დაგავიწყდეს-ამაზე სამივეს გაგვეცინა.
-კაი კაი წაქვედი ეხლა მე და მალე მანდ ვარ.-თქვა და ტელეფონი გათიშა. სამზადისი დიდხანს გაგრძელდა, ძალიან ბევრი რამე ვიყიდეთ. კომედიური ჟანრის ფილმები, ყველანაირი სასუსნავი. უკანა ეზოში, ფანთანთან გავშალეთ ლეიბები, დიდი მონიტორი დავამაგრე, პოპკორნი ჩავყარე ლამაზ თეფშებში, ფილმიც დიდი გულისყურიძთ შევარჩიეთ, მოკლედ მთელი რამე გადასარევად გავერთობოდით, ერთი სული მქონდა, როდის ვიხილავდი მარის, მოუთმენლად ვიჯექი ერთ ადგილას, ბაბი კი მთელი დღე წინ და უკან დადიოდა.
(Mari's Book)
ფეხი, რომ დავდგი მიწაზე, თითქოს რაღაც ნანატრი ძალა შევიგრძენი, 1 თვე საკმარისი იყო იმისთვის, რომ საკმაოდ მომნატრებოდა სამშობლო და ჩემი ცრემლების მმიზეზიც მისი მონატრება გამხდარიყო. თვითმფრინავიდან ჩასვლისთანავე, სასიამოვნო ნიავი მეცა სახეზე და თმების რხევა დაიწყო.  ბარგი გავატარე და ავტოსადგომისკენ წავედი, ბიძჩემის დავალებით ჩემი მანქანა თავის ადგილას მიეყვანათ, მეც ჩავჯექი ჩემს მერსედესში დიდი აღფრთოვანებით, ნანატრი "რადიო" ჩავრთე და ჩემი საყვარელი დისკის მოსმენა დავიწყე. საოცრად მომნატრებოდა ყველაფერი, გული ორჯერ უფრო სწრაფად მიცემდა. მანქანა დავძარი ადგილისან და ელეენეს სახლისკენ გავემართე. გზა არც ისე დიდი იყო, თუმცა მაინც ვჩქარობდი, მინდოდა მალე მენახა ისინი. მზე თითქმის ჩასულიყო, თუმცა ცა მაინც ცისფრად იყო შეფერადებული, ხეები სავი ლაქებივით გამიელვებდა თვალწინ. მინა ჩავწიე და თბილი ჰაერში შევიგრძენი, ცალი ხელი გარეთ გავყავი და ბედდნიერების ღიმილი მომეფინა.  უეცრად ტელეფონი აწკრიალდა, მობილური ხმამაღალზე ჩავრთე და დედაჩემთან ლაპარაკი გავაბი. გავაფრთხილე, რომ დღეს ელენესთან დავღცებოდი და მას მხოლოდ ხვალე თუ ვნახავდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უნდოდა დღეს ჩემი ნახვა, მაინც შევძელი მისი დატანხმება. უკვე ახლოს ვიყავი ელენეს სახლთან. მხოლოდ ახლაღავ შევამჩნიე, რომ გულის სიღრმეში რაღაც დარდი მჭამდა და გასაქანს არ მაძლევდა. მთელ სხეულს რაღაც უჩვეულო განცდა დაჰკრავდა.  შესახვევში, რომ ძშევუხვიე, მხოლოდ დიდი სატვირთო მანქანისსგან წამოსული მკვეთრი შუქი მეცა თვალებში, ამის შემდეგ კი სრული წყვდიადი... წყვდიადი, რომლის იქეთ სიცოცხლე შეწყდა...
(Elene's Book)
-რა ხდება? გთხოვთ შემიშვით მასთან! მე მას ვჭირდები!-გაცხარებული ვყვიროდი , თუმცა ჩემი არავის ესმოდა, ყველა მე მაკავებდა, თუმცა მე მაინც არ ვნებდებოდი, ვხვდებოდი, რომ მიდი ნახვა ახლა ჩემთვის ყველაფერი იყო, ძალიან მინდოდა ამსთან ყოფნა, არ ვიცოდი რა მოხდა, თუმცა ვხვდებოდი, რომ მდგომარეობა ცუდად იყო. ცრემლები ერთი მეორეს ერწყმოდა, დიდი ბურთი მქონდა ყელში გაჩხერილი, მინდოდა მეყვირა, ბოლო ხმაზე მეყვირა და ყვლაფერი დამელეწა თუმცა არ შემეძლო, სახე ერთიანად ამწითლდებოდა ერთიანად მეწვოდა ყველაფერი. სულ ვკანკალებდი ფეხზე ძლივს ვიდექი, გულში რაღაც გრძელი ზღვარი გამჩენოდა, რომელიც მისკენ არ მიშვებდა, რაღაც არარსებული ძალა მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ფეხზე წამოვმდგარიყავი.უბრალოდ წამები იმდენად უაზროდ გადიოდა, შეუძლებელი იყო მათ დაწეოდი, შეუძლებელი იყო გულის ცემა განმეახლებინა, როდესაც გული სდუმდა. არასდროს განმიცდია ის შეგრძნება, რომელსაც საყვარელი ადამიანის დაკარგვა უდევს საფუძვლად, არ მესმ ის როგორ შემიძლია ეს ვიფიქრო, თუმცა ახლა არაფერი აღარ მესმის, უბრალოდ ვხვდები, რომ მე მას ვჭირდები. არცერთი ექიმი არაფერს ამბობდა, მხოლოდ მომაბეზრებელი სიტყვები და გაუთავებელი მიმიკები. თეთრი კედლები, შენობა, რომელიც საგიჟეთს გავს, აქ თავის დაღწევა შეუძლებელია, ყველაზე საშინელება ისაა, როდესაც აქ ყველაძე ძვირფასი ადამიანის გამო მოდიხარ, შენ კი უძლური ხარ, გაუთავებელი ცრემლები, არანაირი ხმაური, ყველაფერი სდუმს, მხოლოდ რაღაც დამარხული გულის სიღრმეში იჩენს თავს და გაიძულებს ინერვიულო, იტანჯო, აქ ხომ ცრემლებიც კი თავისით მოგდი. ახლა ვინმეს,მ რომ სემოეხედა ჩემთვის ნამდვილად გიჟი ვეგონებოდი, აქ კი უამრავი ადამაინი ტრიალებდა ემს გარშემო, თუმცა მე თითოეული მათგანი ფეხებზე მეკიდა. ახლა ჩემთვის მთავარი მარი იყო. რამოდენიმე საათი კედელზე ვიყავი მიმკვრალი და უბრალოდ ვლოცულობდი, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო, ვიცოდი ცხოვრება ასე არ გამწირავდა.რამოდენიმე წუთის შემდეგ დედაჩემმა მამცნობა მარის მდგომარეობა.
-რაა სჭირს დედა მარიის?!-დარჩენილი ძალით მაინც შევძელი ბგერების წარმოთქმა.
-მომისმინეთ ბაბი და ელენე! -მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ ბაბის ცივი სხეული მთლიანად ჩემსას ეკვროდა, ისიც გაუთავებლად ტიროდა, მის თვალებს, რომ სევხედე გადავირიე, ერთიანად ჩაწითლებოდა.
-მარის მდგომარეობა სულ ფურო და უფრო უარესდება, თუმცა ექიმები ცდილობენ, რომ ყველაფერი მოაგვარონ, როდესაც ჩვენი სახლისკენ მოდიოდა ის ფურგონს შეასკდა, რომელმაც თავის ქალის ნაწილი და მარცხენა ფილტვი დაუზიანი. ჭრილობა ღრმა არ არის, თუმცა ძალიან სერიოზულია. მინდა, რომ ისეთივე ძლიერები იყოთ და მარი აქ რომ იყოს უდაოდ ვიცოდი, რომ იგივეს გირჩევდათ. ვიცი, როგორ გიჭირთ, მაგრამ ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეთილი, გადარჩენის შანსი არსებობს თუმცა...-სიტყვა გაუწყდა, რადგან ექიმმა სალაპრაკოდ გაიყვანა. ბაბის უფრო ძლიერად მივეკარი, თმაზე ვეფერებოდი და ვცდილობდი, რომ რამენაირად დამეწყნარებინა. 
-მარი ხომ კარგად იქნება-ჩამწყდარი ხმით მომმართა.
-კი ! ჩვენ უნდა გვქონდეს მისი იმედი და მხოლოდ ღიმილით აღსავსე მარი უნდა გვახსოვდეს. რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ ის ძალიან ძალიან გვიყვარს და სულ გვეყავრება!
-გახსოვს ბავშვობაში ზღვაზე რომ ერთად წავედით სამივე? მაშინ პირველი კოლექტიური დასვენება გვქონდა და ყველაზე მაგარი არდადეგებია დღემდე, ჩემთვის!
-ჩემთვისაც-გავუღიმე-არასდროს დამავიწყდება მარისთან გატარებული არცერთი წუთი, ნამდვილად ყველაზე მეტად მიყვარს.
-ჩვენი ერთგული თანამგზავრი, რომელიც მეორე დიდ ტანამგზავრს შეეჯახა და ნელ-ნელა ქვრება-ისევ უმატა ტირილს და ახლა უფრო ძლიერად მომეხვია, მე კი ისევ მის თმაზე დავიწყე ფერება, ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა, ნიკაპი მის თავზე ჩამოვდე და გულთან მივიხუტე. 
ყველაზე რთულია, როდესაც ცხოვრებაში ასეთი მომენტები დგება, როდესაც საყვარელ ადამიანთან შენც სიკვდილის პირას ხარ მიტანებული, როდესაც ცხოვრება უსაშველოდ დაგცინის და ყველას გართქმევს, უბრალოდ უჭირავს საშლელი, რომლითაც ყველა ადამიანს შლის შენი გვერდიდან, თუმცა მოგონებას ის ვერასდროს წაშლის და იმ სიყვარულს, რომელიც იმ ადამიანთან გაკავშირებს. რა ძნელია, როდესაც ყველაფერს დიდი შავი წერტილი ესმევა ლაქის სახით და იმის იქით მხოლოდ დამჭკნარი ფურცელია, რომელზეც ყველა მოგონება ხელახლა მეორდება და აღარ სრულდება, ის აღრა გრძელდება, უბრალოდ ერთ ადგილას წყდება და იწყება თავიდან, ეს ყველაფერი კი ისეთ რამეს გავს, რომლის გახსენებაც არასდორს მოგბეზრდება. ყველაზე რთულია, როდესაც ცხოვრება არ უცდის, არ უცდის იმ დროს როდესაც ამისთვის მზად იქნები, თუმცა დარწმუნებული ვარ ასეთი დარტყმისთვის არცერთი ადამიანი არ იქნებოდა მზად. მორიგი დარტყმა, მორიგი დაცემა და წამოდგომა, რომელსაც დიდი ლოდი უშლის ხელს. გული, რომელიც უსაშველოდ გტკივა და ზღვარი, რომელიც არ არსებობს. ცხოვრება, რომელსაც გამუდმებით ებრძვი და ცრემლი, რომელსაც ხმელეთზე ტოვებ, როგორც ჩავ ლაქად. ცხპვრება, რომელშიც მხოლოდ ცუდი მეორდება კარგი კი უბრალოდ ქარს მიაქვს და ცხოვრების ბოლომდე გულში იბუდებს. ბედნიერება თბილ ჰაერს გავს, ის ისეთივე მსუბუქია და მუდამ მაღლა დასტრიაალებს ადამიანს, მის დასაჭერად მხოლოდ წამოდგომაა საჭირო, თუმცა ეს წამოდგომე ზოგჯერ ისეთი ძნელია, ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ, როგორ ვამბობთ უარს ერთ ბედნიერებაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ წმაოდგომისას უარესი ტკივილის განცდის გვეშინია. რაოდენ არ უნდა გინდოდეს, მისი დაკარგვის, რაოდენ არ უნდა გტკიოდეს გული დრო მაინც დგება, დგება დრო წასვლის, შორს წასვლის და მიტოვების...
-მაპატიე ელენე! ვწუხვარ ქალბატონო ჩვენ მართლა ვეცადეთ........
გაჩერდა გულის ცემა, მოკვდა კიდევ ერთი გული. ცხოვრება, რომელიც ყოველთვის სრულდება და დიდ ტკივილს გვაყენებს, უბრალოდ გრძნობა, რომელიც იმ წამს ჩემს გულს ბოლომდე ჭამდა ენით აღუწერელია, სიტყვები არ მომეძებნება იმ გრძნობის აღსაწერად, რომელიც თოთეულ ცრემლს თან ზდევდა.  არავინ არ მაინტერესებდა, მხოლოდ დაკარგულ გულის  ვეძებდი, რომელიც ჯერ კიდევ ზდუმდა.  ცხოვრება ისე დაცარიელდა, ყოველი ადგილი, მთელი დედამიწა იმ ერთ წამში მოკვდა, ახლა მხოლოდ სიკვდილი მინდოდა და მეტი არაფერი, ძნელია, როდესაც ცხოვრება  ვიღაცას გართმევს ვინც შენთვის ყველაფერს წარმოადგენს, ვინც შენთვის ყველაფერია და მისი ნახვა შენთვის ცხოვრების 10 წელს გმატებს. მასთან გატარებული ყოველი წუთი თვალწინ ამომიტივტივდა, ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ვენდობოდი, ადამიანი, რომელმაც ჩემს წინ შეწყვიტა ცხოვრება, ადამიანი, რომელიც მუდამ ჩემში იყო აღარ არის. ვერ ვიჯერებდი, უბრალოდ ცრემლები ისე სწრაფად მცვიოდა ვერაფერს ვერ ვხვდებოდი. ბაბი გამუდმებით მე მეხუტებოდა, მისი ცივი და ამავედროს ტირილისგან გახურებული სახე მთელი ძალით ჩემსკენ იყო მომართული, ყველაზე მეტად გვესმოდა ახლა ერთმანეთის რა რთულია ცხოვრება, უბრალოდ წამით დაფიქრდით რა რთულია, როდესაც შენს საუკეთესო მეგობარს კარგავ, ის ვინც თქვენთვის ყველაფერს წარმოადგენს, ის ვის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენლად მიგაჩნიათ, ფაქტი ერთია იმ ღამეს არამარტო მარი არამედ ჩემი გულიც მოკვდა....
.............................................................................................................
წვიმდა, თითქოს ამინდიც იზიარებდა იმ დიდ მწუხარებას, რომელიც იმ წამს ტრიალებდა. ახლა ფოთლებიც კი გლოვობდნენ და ერთიანად თითქოს მთელი ბუნება შავებში იყო შემოსილი. თითქოს მთელს ჩემს სხეულსაც მიწას აყრიდნენ. თვალები საშინლად ჩამწითლებოდა. ბაბი ისევ ჩემს გვერდით იდგა და ხელს მაგრად მიჭრდა. მაინც ვერ შევძელი ცრემლების შეკავება და იმისთვის, რომ ეს არავის შეემჩნია თავი დაბლა დავხარე.შეიძლება მონატრება არ გტკენდეს იმდენად გულს,რამდენადაც მოგონებებს შეუძლიათ ეს. მოგონებებს ქარს ვერ გაატან!.. ვერასდროს. და ახლაც კი, როდესაც ჩემი მეორე "მე" უგონოდ, ოდესღაც ცოცხალს ახლაც ღიმილი დაჰკრავდა სახეზე. მინდოდა გავქცეულიყავი და მეყვირა, მინდოდა ძველი დრო დამებრუნება, ცხოვრება იმ წუთიდან დამეწყო, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, იმ წუთიდან, როდესაც ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როდესაც სულ ვმაიმუნობდი და არაფერი არ მიშლიდა ხელს ღიმილსა და სიცილში.  მისი უგონო სხეული ისევ მიწას მიეკრო, და წავიდა იქ საიდანც მოვიდა... გაქრა სამუდამოდ დაგვტოვა და მასთან ერთად ჩემი გულიც დახარიელდა. თითქოს დაიმარხა, ერთიანად დამაყარეს მიწა და წამაღტვე სიცოცხლე და მაინც არაფერია იმაზე მტკივნეული, როდესაც კარგავ საყვარელ ადამიანს და უკვე არაფრის შეცვლა არ შეგიძლია, ის უბრალოდ მიდის... მიდის და არ ბრუნდება.

სახლში, რომ მივედით არაფერი აღარ მინდოდა, ცხოვრების ხალისს გადალეული პირდაპირ ოთახში ავვარდი, მთელი დღის მანძილზე შეკავებული ცრემლები, მიხვდნენ, რომ საიმედოდ იყვნენ და თავისით დაიწყეს დენა.
ერთი კვირა, ისე ვიყავი, რომ ოთახიდან თავი არ გამომიყვია, ჭამასაც გადავეჩვია. თავიდან, მხოლოდ საჭმელად ჩავდიოდი სამზარეულოში შემდეგ ჭამის გუნებაც დავკარგე. იშვიათად გავდიოდი სახლიდა. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ იმის მერე აღარც მახსოვს, ბოლოს როდის გავედი გარეთ. ბაბი ჩემთან მოდიოდა, ხოლმე ვხედავდი, რომ იმან ეს ამბავი უფრო კარგად გადაიტანა და ცდილობდა მეც მოვეყვანე გუნებაზე თუმცა მიხვდა, რომ არაფერს აზრი არ ჰქონდა და უბრალოდ დრო მომცა, რომ ჩემთვის წყნარად ვყოფილიყავი. დილით გვიან ვიღვიძებდი, ჩემთვის ვიჯექი და ვტიროდი, არაფერი მადარდებდა, არავის ვიმჩნევდი, უკვე დედაჩემი და მამაჩემი გიჟებს გავდნენ, თუმცა მათ იცოდნენ, რომ ჩემთან კამათს აზრი არ ჰქონდა. უბრალოდ ვუსმენდი სიმღერებს და ვიხსენებდი წარსულს. ასე გავიდა 1 თვე და დადგა თებერვლის შუა რიცხვები. ალბად ხვდებით, რომ ამდენი ხნის მანძილზე ინსტიტუტში არ წავსულვარ, ამიტომ აკადემიურის აღება გადავწყვიტე თუმცა მშობლებს არ უნდოდათ, რადგან იცოდნენ ამას თუ გავაკეთებდი, შემდეგ საერთოდ სახლში ჩავიკეტებოდი, მაგრამ იძულებული ვიყავი ეს გამეკეთებინა ვიდრე სრულიად გაფანტული დავმჯდარიყავი წიგნების წინ და ისე მეტირა, ანუ აზრი არ ჰქონდა ამასაც. მართლაც ისე მოხდა, როგორც ჩემი მშობლები თვლიდნენ აკადემური რომ ავიღე სულ სახლში ვიჯექი, როგორც ჩვეულებისამებრ. დედაჩემი და მამაჩემი დღითიდღე უარესად იყვნენ, მუდამ მესმოდა მათი კამათი ჩემს თაობაზე, ხშირად ამბობდნენ, რომ მათ ჩემი დაკარგვა არ სურდათ თუმცა იმას ვერ ხვდებოდნენ, რომ მე უკვე მკვდარი ვიყავი...

დილით, რომ გავიღვიძე თვალები ისევ დამძიმებული მქონდა, უპეები ჩაშავებული და თვალები დაწითლებული, როგორც ყოველთვის. ამინდიც შესაფერისი იყო, მოღუშული. წამოვდექი და გადავივლე, რაღაც ჩვეულებისამებრ ლამაზად გამოვეწყვე. ჯინსის შარვალი და ნაცრისფერი, ბრეტელებიანი მაიკა ჩავიცვი. პირველად ვცადე ჩემი ოთახიდან გასვლა, მივხვდი, რომ უკვე საშინლად მტკიოდა კუჭი ამდენი უჭმელობისგან და დაბლა ჩავედი წასახემსებლად. კიბეებზე, რომ ვიდექი ვირაცის ბუნდოვანი ხმა მომესმა, ვიცოდი, რომ მშობლები ახლა სახლში არ იყვნენ. დავინტერესდი თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, თან ცოტა შიშმაც დამიარა. დაბლა ჩავედი და უეცრად გავშეშდი, პირი ძალაუნებურად დავაღე, გული საშინლად ამითამაშდა, ემპეტრი ფლეიერი ხელიდან გამივარდა. მისი თაფლისფერი თვალები, ამდენიხნის შემდეგ ისევ მე მომჩერებოდა, ისევ ის ბავშვური, ნანატრი ღიმილი..
ერთიანად დამიარა სიბრაზემ, გაოცებამ, სევდამ, წყენამ, მოულოდნელობამ, შეშფოთებამ ყველა განცდა ერთმანეტში მერეოდა არ ვიცოდი რა მექნა გაშტერებუი ვიდექი და მის ქერა, აჩეჩილ თმას შევყურებდი.
-შენ აქ რა გინდა?-გაოცებული და შეშინებული ხმით წარმოვთქვი და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე...
--------------------------------------------
Tumblr_mkspeery8o1rjta1eo2_500_large
O MY GOd!  ნეტა ვის უყურებდა ელენე ასეთი გაოცებული სახით?! 
რამ გამოიწვია მისი ასეთი რეაქცია? 
და საერთოდ ვინ იყო ის ადამიანი თქვენი აზრით? 

აი უნდა გაწამოთ და აქ უნდა გავწყვიტო რა დამპალი ვარ, ეე აბა რა გინდოდათ მეტი ისედაც მთელი დღე ვწერ და რაც მე ამაზე ვიტირე. მოკლედ მიყვარხართ, მაგრამ დღეს ვეღარ გავაგრძელებ ასე რომ კომენტარებიდან გამომდინარე გეტყვვით რაოდენ მალე დავდებ შემდეგ ყველაზე საინტერესო და გასაოცარ თავს აჰაჰა. 

ჩემი სიცოცხლეე კომენტარები არ დაგავიწყდეთ!! <3

ლავ იუ ოლლლ ქის იუუ ოლლ ბაი <3


კატეგორია: Book | ნანახია: 986 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6

(2013-04-07 6:37 PM)
* 6 LovaTic   [Entry]
male!vkvdebi ise mainteresebs