მთავარი » 2013 » მაისი » 11 » say that it's true//.. say that you love me
11:09 PM
say that it's true//.. say that you love me
say that it's true//.. say that you love me
chapter 52
ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის 
და დიდი მალდობა კომენტარებისთვის 
იმედია ეს თავიც მოგეწონებათ. და აბა ყველა
 ჩემი მოთხრობის მკითხველი სრულიადში, შემოდით!
LargeLarge


"Please Hug Me! It's Better Than Eny Words, Wich Can't Say What I Want"

Tumblr_lxgarrjozo1qcat8ho1_500_large

chapter 52
დილით, საკმაოდ გვიან, სიმღერის ხმამ გამომაღვიძა, მთელი საწოლი ამოვატრიალე, ბოლოს ძლივს მივაგენი მობილურს და ღილაკზე თითის დაჭერით ვუპასუხე დედაჩემს. რათქმაუნდა არ მოგიყვებით უაზრო, საათნახევრიან საუბარს, რომელიც მხოლოდ სიტყვა "უკვე მენატრებით" შემოიფარგლებოდა. საუბრის შემდეგ ცხელი შხაპი მივიღე და თმის გაშრობის დროს, ისევ მობილურის ზარის ხმა შემომესმა, სწრაფად დავავლე ხელი და ვუპასუხე,
-როგორ ხარ? ვაიმე აღარ მინდა უშენოდ ყოფნა, უკვე საშინლად მენატრები!
-კარგად ვარ შენ რას შვები? მეც ძალიან მენატრები!-ვცადე თვალებში ჩამდგარი ცრემლი უკან გამებრუნებინა თუმცა, მაინც უშედეგოდ.
-როგორ ვიქნები უშენოდ?-მოწყენილმა ჩაიბუზღუნა-კარგი არ გვინდა ეხლა ტრაგედია, მომიყევი რას შვები? როგორ იმგზავრე? ჯასტინი ნახე? რამე გითხრა? ვაიმე მომიყევი ყველაფერი!
-კაი, კაი დაწყნარდი!-ჩავიცინე. მთელი დილა ყველაფრის დაწვრილებით მოყოლას მოვუნდი და ლაპარაკით საკმაოდ დავიღალე, საათს, რომ დავხედე უკვე 12 სრულდებოდა, ბაბის სწრაფად დავემშვიდობე, მოსასხამი გადავიცვი და დაბლა ჩავედი. პეტის, როგორც ყოველთვის თავისი საფირმო ბლინები გაემზადებინა და სუფრასთან, მხოლოდ ჩემს მისვლასღა ელოდნენ. 
-დილამშვიდობისა-მითხრეს ერთხმად 
-დილამშვიდობის-ვთქვი, ცოტა უხერხულად დავიკავე ადგილი და გემრიელად შევექეცი საჭმელს. საუზმის შემდეგ ყველა სადღაც წავიდა და სახლში, მხოლოდ მე და ჯასტინი დავრჩით, რომლიც ტელევიზორთან იყო მოკალათებული და "ვითომ" რაღაც კინოს უყურებდა, ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი რადგან არ ვიცოდი რა მეკეთებინა, ძალიან მინდოდა ახლა ტირილი, მაგრამ ამის დრო და ძალა ნამდვილად არ მქონდა. 
-შეიძლება შენი ლეპტოპით ვისარგებლო? ჩემი თბილისში დავტოვე-ოდნავ სევდიანი ხმით შევხედე ჯერ მაგიდაზე დადებულ ლეპტოპს შემდეგ კი ჯასტინს.
-კი რა თქმა უნდა-სრულიად უემოციოდ მომიგო და ლეპტოპი გამომიწოდა.
-მადლობა-ვუთხარი და მის წინ მდგომ ტახტში მოვკალათდი, ის კი ისევ ტელევიზროს მიუბრუნდა. ლეპტოპი გავხსენი და სკაიპში შევედი, უეცრად იქ ტატოს მონაწერი დამხვდა.
-რომ ნახავ ამ მესიჯს დედას დაურეკე ძალიან ნერვიულობს, უკვე მენატრები!(ტატო)
-ჩამოვედი უკვე და დედასაც ველაპარაკე დილით. (მე)
-ძალიან მენატრები! (ტატო)
-მეც ძალიან! მალე ჩამოვალ ნუ ღელავ. (მე) 
სკაიპი გამოვრთე და ახლა ცარელა ეკრანს შევავლე თვალი, ერთ-ერთი პაპკა გავხსენი და რაღაცეების თვალიერება დავიწყე, როდესაც ჯასტინის და ერთი გოგოს სურათს გადავაწყდი. უკვე ცივლმა ოფლმა დამასხვა, სახიდან ფერი წამეშალა, თუმცა რა იყო აქ ისეთი გასაკვირი, ჯასტინის ცხოვრება, რომელშიც მე დიდი ხნის წინ ამოვიშალე საკუთარი თავი თუ ის, რომ ახლა ჩემი ადგილი სხვას ეკუთვნოდა, წარსული, რომელიც აწმყოში არასოდეს გრძელდება, ღიმილი, რომელიც უკვე შენ აღარ გეკუთვნის, ყველაფერი უეცრად თვალწინ დამიდგა, ნამდვილად ცოტარა მაკლდა ატირებამდე, ამიტომ ლეპტოპი მთელი ძალით დავხურე და მაგიდაზე გადავდე, ცოტაც და ნამდვილად ცრემლებს გადმოვყრიდი კარზე ზარის ხმა, რომ არ გამეგონა. ჯასტინი სწრაფად წამოდგა და ცოტახანში რაღაც ჩურჩულის ხმა მომესმა:
-აქ არის?
-კი შემოდით.- მეც ფრთხილად წამოვდექი და შემოსასვლელში გავშეშდი.
-ელენეეეე!-მთელი ძალით გამოექანენ ჩემსკენ სემი, ალფრედო და ჯერემი.
-ვაიმე არ არსებობსს!-ბოლო ხმაზე წამოვიყვირე და სამივეს მოვეხვიე, წუთისწინ ჩამდგარი ცრემლები კი უბრალოდ თვალებიდან გავაქრე. ასეთი ბედნირე ალბად დიდი ხანია რ ვყოფილვარ, სწორედ ისენი მჭირდნებოდნენ ახლა, რომ გემრიელად გამეცინა და ცოტახნით მაინც დამევიწყებინა ყველაფერი. 
-სად დაგვეკარგე პრინცესა? ასე უნდა დავიწყება ხო?-სასტუმრო ოთახში შევედით ყველანი.
-კარგი რა ნუ წუწუნებ-უთხრა სემიმ.-მოგვიყევი როგორ ხარ? მართლა სად დაიკარგე? ესე უნდა ხო მეგობრების დავიწყება?-ჩაიცინა.

-კარგი რა სად მიმათრევთ?
-ნახავ!-მითხრა ალფრედომ-ღვედი შეიკარი-საჩვენებელი თითი გამიქნია. ყველანი მოვკალათდით ავტომობილში და ჩემთვის გაუკრვეველი ადგილისკენ გავწიეთ. გზაში ყველანი ვდუმდით, მხოლოდ ფრედოსა და მის გვერდით მჯდომი ჯასტინის ჩურჩულის ხმა ისმოდა. მე ისევ შორ ჰორიზონტს გავყურებდი, რომელსაც შიგა და შიგ მარადმწვანე ხეების ფიგურები მიფარავდა, როგორც იქნა მივედით დანიშნულების ადგილამდე. 
-აი აქ კაი ადგილია, ტან ხედიც შესაფერისია-თქვა ფრედომ და ავტომობილიდან გადავიდა, შემდეგ ჩვენც მივყევით. მაღალი მთის წვერზე ვიყავით საიდანაც მთელი ქალაქი ხელისგულივით მოჩანდა. ისევ ის ცივი, სუსხიანი ამინდი იყო, თუმცა არ ციოდა, ისეთ სასიამოვნო გარემოში, რომელშიც ახლა მე ვიყავი. იქვე ჩამოვჯექი, სანამ ავტომობილის საბრგულიდან პიკნიკისთვის საჭირო ნივთებს ამოალაგებდნენ. 
-ელენე მოდი ჩვენტან!-მითხრა სემიმ, მეც მათკენ წავედი და ფრედოს გვერდით ჩამოვჯექი. 
-და რას ავღნიშნავთ?-ჩავიცინე.
-მეგობრობას-მომგებიანად გამომხედა და თმა ყურებს უკან გადამიწია.


საღამოს, სიცილისგან მუცლებ ატკივებულები სახლში დავბრუნდით. დაღლილები მაშინვე სასტუმრო ოთახში შევედით და ტახტში მოვკალათდით. 
-აბა ნუ ზარმაცობთ-ტაში შემოკრა ჯეიმსმა-პოპკორნი მოამზადეთ და ჩვენ კინოს ავარჩევთ-მოგვმართა მე და სემს.
-აუ მეზარება
-მიდი გოგო ნუ ზარ ზარმაცი-მითხრა და ძალით წამომაყენა. ცოტახანში ყველაფერი მოვამზადეთ კინოს საყურებლად. გრძელ დივანში ჩავეშვი მუხლებზე ბალიში და პოპკორნით სავსე თეფში დავიდე. 
-რას ვუყურებთ?-ჩემს გევრდით მჯდომ ფრედოს გავხედე.
-კომედიური ჟანრის კინოა.
-აუ კიდე უდნა ვიცინოთ?-ჩავიცინე
Tumblr_mf4og3op0v1rzq67c_large
-ხო აბა არ გვაქვს საქმე სასაცილოდ თუ..?
-იდიოტი ხარ-ვუთხარი და პოპკორნი ვესროლე.
-შენ კიდე ჩემი პრინცესა-მიტხრა და შუბლზე მაკოცა. 
ახლა ისევ სიჩუმე ჩამოვარდა და ყველა დიდ ეკრანს მივაშტერდით, რომელზეც წარწერები ფერადმა კადრებმა, ჩემი ფიქრების ფონზე ჩაანაცვლა. სიჩუმე, რომელსაც მთელი დღის მანძილზე გავურბოდი და მის დარღვევას ვცდილობდი, თუმცა ახლა სათქმელი არაფერი მქონდა. მეშინოდა ეკრანისთვის თვალები მომეწყვიტა და ვინმეს შეენიშნა, რომ ეს კინო ახლა სულაც არ მაინტერესებდა, რამდენიმეჯერ ვცადე შინაარს ჩავწვდომოდი თუმცა უშედეგოდ, თავში ყველაფერი არეული მქონდა. რაზე აღარ ვფიქრობდი, წარსულზე, აწმყოზე თუმცა ყველაზე უფრო მომავალზე. მეშინოდა, რომ ჯასტინთან ერთად ცხოვრება მომიწევდა, მეშინოდა ჩემი ცხოვრებისგან შორს ყოფნა და ყველაზე მეტად იმ ადამიანზე ფიქრები მიღრღნიდა გულს, რომელზე საუბარსაც ჩემთან ყველა ერიდებოდა, მე კი ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა ის, რომ მარი ჩემს გვერდით ყოფილიყო, ახლა მასთან ერთად მეყურებინა ეს კომედიური ჟანრის ფილმი. უეცრად მომაგონდა, მარის საყვარელი "ჩარლი-ჩაპლინი" მისი ყურებით დღეებს ვათენებდით ხოლმე, ნეტა იცოდეს ვინმემ, როგორ მინდა ახლა ტირილი. 
238409373995564050_d7aietgd_c_large
მექანიკურად ჩამოვდე თავი ფრედოს მხარზე მანაც თმაზე ხელი გადამისვა  და შუბლზე მაკოცა, როგორღაც მოვწყვიტე ტელევიზორს თვალი და ახლა ჯასტინს გავხედე, რომელიც პოპკორნს ჭამდა და სახეზე ღიმილ შეპარული მიშტერებოდა ფილმს, მის დანახვაზე ძალაუნებურად გამეღიმა, თუმცა იყო კი ეს ღიმილი ნამდვილი?  არ ვამახვილებ ყურადღებას თუმცა ფაქტია, რომ მასთან სიახლოვე საშინლად მტკენდა გულს, იმ ტვალების ყურება, რომელიც ჩემს გამო, ახლა უკვე ტანჯვით იყო აღსავსე და იმ სითბოს ფარავდა, რომელიც ყველაზე მეტად მჭირდებოდა ახლა. ვცდილობდი მასზე არ მეფიქრა თუმცა ჩემს ფიქრებში ძალაუნებურად შემოჭრილ მოგონებებს უკან ვერ ვაგდებდი. ახლა წესიც გვერდი-გვერდ უნდა ვიჯდეთ და ამ ფილმის ფონზე ერთმანეთს ჩვენს ტკივილს და სიხარულს ვუზიარებდეთ, შემდეგ მთელი გულით მანამდე გვეცინა სანამ არ მოგვბეზრდებოდა, გვეყუებინა სხვადასხვა კინოები და ყველანაირი მაიმუნობა ჩაგვედინა რც ჩვენს გულს გაუხარდებოდა. ვერაფერი ვერ მოვუხერხე თვალებში ჩამდგარ ცრემლებს, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, როდესაც ჩემი ცრემლებისგან გაჩენილი სისველე ფრედომაც იგრძნო.
-უკაცრავად-ვთქვი და დაუყოვნებლივ დავტოვე ოთახი. მეორე სართულზე ავედი და დიდი კარის სახელური ჩამოვწიე, რის შემდეგაც აივანზე აღმოვჩნდი, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა.ცივმა ჰაერმა, ცრემლებით აღსავსე სახე უფრო ამიწვა, მოაჯირს დავეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი და ისევ ჰორიზონტს დავაცქერდი, სიბნელეში ვცდილობდი სხვადასხვა ფიგურების გარჩევას, თუმცა თეთრად გაფერადებული არემარის გარდა არაფერი მოჩანდა. 
-კარგად ხარ?-უკნიდან ვიგრძენი მისი მოახლოება.
-კი, უბრალოდ...
-კაი დამშვიდდი და შეეცადე მალე დაბრუნდე, კარგი?-ჩემი თავი ხელებშუა მოიქცია.
-კარგი, წავიდეთ.-ვუთხარი და გავუღიმე,ფრედომ შუბლზე მაკოცა
Tumblr_m94z82xhdq1r541xfo1_500_large
 და გზა გამიკვალა სასტუმრო ოთახისკენ.
-კარგად ხარ?-მკითხა სემმა
-კი უბრალოდ გადავიღალე-ვუთხარი და ისევ ფრედოს გვერდით მოვკალათდი. შემდეგ ისევ ჯასტინს გავხედე, რომელსაც ადგილი არ შეეცვალა და ახლა უფრო ანერვიულებური, თვალებით მიყურებდა. 
ფილმი მალევე დასრულდა, ფრედო, ჯერემი და სემიც წავიდნენ და სახლში ისევ მე და ჯასტინი დავრჩით. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ამიტომ სასტუმრო ოთახში შევბრუნდი და იქაურობის დალაგება დავიწყე.
-შეეშვი მე მივხედავ-ჩემსკენ წამოვიდა ჯასტინი და პოპკორნით სავსე თეფსშ, რომელიც სამზარეულოსკენ მიმქონდა ხელი ჩაავლო, მეორე მხრიდან და თავისკენ გაწია.
-არა იყოს მეც მშვენივრად მივალაგებ-ცინიკურად ვუპასუხე და თეფში ჩემსკენ გამოვწიე.
-ნუ ხარ ჯიუტი-მეორე ხელის საჩვენებელი თითი გამიქნია. ბოლოს ამ გამოწევა გაწევით მთელი პოპკორნი ჯასტინს შეეყარა სახეზე, ხელი პირზე მივიფარე და ჩუმად ჩავიცინე.
-რა გაცინებს?-დაბღვერილი სიფათით შემომხედა რაზეც უფრო გამეცინა და მანამ არ გავჩერდი სანამ ჯასტინმა კოკა-კოლა თავზე არ გადამასხა
-გგიჟდი??-ბოლო ხმაზე დავუყვირე, ისე რომ მეც შემეშინდა.
-არაუშავს გაგრილდები-მითხრა 
და დასალაგებლად მიბრუნდა
Tumblr_mbvz9hymyk1rn6hp7o1_r2_500_large
-მხოლოდ შენტან ერთად-ჩუმად ჩავილაპარაკე, მეც კოკა-კოლა გადავასხი თავზე და ახლა უფრო ხმამაღლა გავიცინე თუმცა ჯასტინი მომეპარა და ხელში ამიტაცა
-იდიოტოოოოოოოოო!~ დამსვიი! არ შეგარჩეენ! მეზიზღებიი!-ბოლო ხმაზე ვყვიროდი, თუმცა ის მაინც ბასეინისკენ მიმათრევდა.
-აბა ეხლა რას ისურვებ სანამ საბოლოოდ გაგრილდები ამ გაყინულ წყალში?
-შენს სიკვდილს!
-ვერ მოესწრები-ჩაიცინა, ხელი გამიშვა და სულ რამდენიმე წამში გაყინულ ბასეინში აღმოვჩნდი.
-ბიბერ! მეზიზღებიი!-აკანკალებული ხმით შევუბღვირე, მან კი ბოლოჯერ ჩაიცინა და იქედან გავიდა. არ ვიცი რა დამემართა, არ ვიცოდი რა მექნა გამეცინა თუ მეტირა, თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა რადგან მთელი სახე ცრემლებით მქონდა ავსებული, როგორღაც ამოვედი იქედან და ჩემი ოთახისკენ გავიქეცი. კარები მთელი ძალით მივხურე და აბაზანაში შევვარდი და ცხელი წყლით ვიჯერე გული, როგორც  იქნა საბოლოოდ მივეცი ხსნა ჩემს ცრემლებს და ცხელ წყალს გავატანე. ხალათი გადავიცვი და ოთახში შევედი. ტანზე მოვირგე საღამური და თბილ საწოლში  ჩავწექი. არ მინდოდა არაფერზე ფიქრი, ამიტომ თვალები ძალით მოვხუჭე და შევეცადე, როგორმე ტკბილ სიზმრებში წავსლიყავი რომელშიც  ჩემი ცრემლები მიმიკვალავდნენ გზას...
Large

Thank You For Reading!

დიდი მადლობა, ჩემს ერთგულ მკითხველებს
და აღიარეთ, რომ საყვარელი თავი იყო:3

აი თან და თან ვუახლოვდები დასასრულს და ყოველი თავი უფრო და უფრო მიგვითითებს ფინალისკენ, იაქტიურეთ და მოვითხოვ თქვენგან კომენტარებს არ გამაბრაზოთ იცოდეთ! ;დ 
ეს ტავი მინდა ვაჩუქო  sofiii))-ს დიდი მადლობა,რომ კითხულობ ჩემს მოთხრობას
ხოდა კიდევ LovaTic ის საბაზე კაი გამახსენე არა მე სულ მახსოვდა მარა ეხლა უფრო კაი იდეა ჩამივარდა თავში ესეც ერთგვარი ინტრიგა, დავასრულოთ ლაი ლაი 
Large
წავიდა კომენტარები!



კატეგორია: Book | ნანახია: 1145 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 10

(2013-05-15 6:48 PM)
* 10 Miss_Jonas   [Entry]
dzaan magariaa maleeeeeeeeeeeeee