მთავარი » 2013 » ივლისი » 5 » say that it's true//.. say that you love me
7:40 PM
say that it's true//.. say that you love me
say that it's true//.. say that you love me
chapter 53
ვიცი, რომ ძალიან დიდიხანი არ დამიდვია
ჯერ გამოცდები მერე ათასი საქმე, მოკლედ 
ძლივს მოვიცალე ახალი თავის დასადებად და
იმედია კიდევ დაგაინტერესებთ და წაიკითხავთ.
Tumblr_lz5nrxfkrg1qd4q01o1_500_largeLarge


"When The Sun Goes Down, I Even Can Take Your Hand And Fly With You Everywhere!"
Tumblr_mhgj1apsqb1s2tglco1_500_large

ChApTer  53
1 თვე გავიდა, მას შემდეგ რაც სიურპრიზებით აღსავსე ლოს-ანჯელესს ვეწვიე და უკვე მერამდენე დღეა რაც ვერ გამირკვევია რისთვის ვარ აქ. ჩემთვის წლების წინ ნაცნობი ჯასტინი ახლა ჩემთვის სრულიად უცხო გამხდარიყო. ყველაზე მეტად მის ცინიკურ გამოხტომებზე მეშლებოდა, ნერვები თუმცა ვცდილობდი არაფერი არ შემემჩნია და ისევე ცინიკურად მეპასუხა მისთვის, თუმცა გულის სიღმერში ყოველი მისი სიტყვა დიდ ჭრილობას მიღვივებდა. რათქმაუნდა არ ვაღიარებდი იმას, რომ მისდამი რაღაც გრძნობა კიდევ გამაჩნდა და ამ გრძნობას ისევ სადღაც ჩემთვის ჩუმად ვინახავდი. 
ხშირად მიიფიქრია ჯასტინთან დაახლოება, მაგრამ ვერ შევძელი, ის ტკივილი არანაირად არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ მისთვის თვალი ისევ ისე, თამამად გამესწორებინა. ამიტომ ვცდილობდი თავი ამერიდებინა, მისთვის და როგორმე გამეყვანა ის დრო, რომელიც აქ უნდა გამეტარებინა.

-ელენე ერთ წამს მოდი აქ
-რა მოხდა სემ?-ყურსასმენები მოვიხსენი და სემს მივუახლოვდი, რომელიც დიდ ფურგონთან იდგა.
-ეს ყუთები სახლში შემატანინე გთხოვ-მითხრა და ხელში მომაჩეჩა დიდი ყუთი, რომელიც სხვადასხვა ნივთებით იყო სავსე
-რისთვის არის ესენი?-ყუთი დაბლა დავდე და იქედან საშიში ნიღაბი ამოვიღე.
-ჰელოუვინისთვის-შემზარავი ხმით მიპასუხა და ისევ ყუთისკენ მიმითითა-დღეს სახლი უნდა მოვრთოთ, ხო  დაგვეხმარები?
-კი რა თქმა უნდა-ვთქვი და ყუთს დავავლე ხელი 
ეზოში უამრავი ადამიანი ტრიალებდა, სემი ისევ ყუთებს ზიდავდა და თან ჯერემი და ფრედო გვეხმარებოდნენ. ყუთების ამბავი, რომ მოვამთავრეთ ახლა სახლის მორთვა დავიწყეთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯასტინი თავის ოთახში იჯდა და ერთხელაც არ ჩამოსულა დაბლა.
-ბიბერი სად არი?-იკითხა ფრედომ
-თავის ოთახში-ვუპასუხე და ისევ საშიშ ნიღბებს მივუბრუნდი.
-ელენე, ხომ არ იცი ფერადი მორთულობებს სად ინახავს ჯასტინი?
-არა სადღაც იქნება აქ.
-არ არის და იმიტომ გეკითხები, შეგიძლია ახვიდე და კითხო?
-მე რატო?
-ნუ გეშინია არ გიკბენს-მითხრა ფრედომ და გადაიხარხარა, რაშიც ჯერემიც აყვა.
-მოკეტე! ფრედოს შევუბღვირე
-Ok Baby It Was Only Joke!-მხხრები აიჩეჩა. მეც აღარ დავაყოვნე, მაღლა ავირბინე და ჯასტინის ოთახთან შევჩერდი. დიდხანს ვფიქრობდი შევსულიყავი თუ არა შიგნით და ბოლოს, როგორც იქნა კარებზე დავაკაკუნე. 
-შემოდი
-მაპატიე, რომ მოგწყვიტე შენს საქმეს, მაგრამ მოსართავები გვჭირდება და ხომ არ იცი სად არის? -ამოვისუნთქე და ნოუთბუქით ხელში, წელზემოთ შიშველ, საწოლზე წამოწოლილ ჯასტინს დავაკვირდი, რომელმაც ჯერ ყურადღება, არ მომაქცია შემდეგ კი ისე გამცა პასუხი, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს
-აქ არ არის.
-გადაყარე?
-არა სხვა სახლშია, თუ გინდა იმის მისამართს დაგიწერ.
-კაი მითხარი, წავალ და მოვიტან.-ჯასტინს მისამართი გამოვართვი და დაბლა დავეშვი. შემდეგ, პირდაპირ ფრედოს ავტომობილში ჩავჯექი და მითითებულ მისამართს მივაშურე. ავტომობილის ძრავი გამოვრთე და გარეთ გადმოვედი, ჩემს წინ პატარა ორსართულიანი სახლი იდგა, წინ ულამაზესი ბაღით და წამით თითქოს მეცნო კიდევაც, თუმცა ჩემს ძველ მოგონებებს აღარ მივეცი გასაქანი და პირდაპირ შიგნით შევედი. 
მხოლოდ ახლა, მივხვდი საიდან მეცნობოდა ეს სახლი, როდესაც შესასვლელიდან პირდაპირ სასტუმრო ოთახში ამოვყავი თავი. ძველი ხის თაროები, დიდი კომფორტული ტახტი, ტელევიზორი, და ფანჯრები, რომელიც სახლს დიდი სინათლეს ჰმატებდა. უეცრად თავში ძალიან ცივად რაღაც მოგონებაბ გამირბინა და მაშინვე ჩემს თვალწინ გადაიშალა. ეს ის სახლი იყო სადაც ჯასტინმა ჩემს დაბადებისდღეზე მომიყვანა და სწორედ იმ მოსართავებით იყო სახლი მორთული. ყველაფერი იგივენაირად იყო, თუმცა არა, ის შინაგანი სამყარო იყო დანგრეული და ახლა ამ სახლში, ვიჯექი მარტო და ვტიროდი, როცა წარსულში ვიცინოდი და თავს ყველაზე ბედნეირ ადამიანად ვთვლიდი. გამახსენდა ის მხიარული ფერები, რომელიც ამ სახლში ტრიალებდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ სახლს მორთულობა კი არა ის სიყვარული ჰმატებდა, იმ მშვენიერების ნაპერწკალს, რომელიც "ჩვენს" გულში იყო. ახლა კი... ყველაფერი მოკვდა!
თითოეული მოგონება თვალწინ გადამეშალა და კდიევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რა უსუსური ადამიანი ვყოფილვარ, არა მე არ ვარ ადამიანი! უბრაოდ არ ვიმსახურებდი იმ ცხოვრებას, რომელიც გამაჩნდა, ყველა ის ბედნიერება, ხომ ჩემით მოვკალი. გონებაში, მხოლოდ ორი სიტყვა მიტრიალებდა "მკვლელი ვარ!". თუმცა გულის სიღმერში, ყველაზე გიან მაინც იმედს ვკარგავდი და ახლა, მხოლოდ ერთი მინდოდა, რომ ჯასტინს ეს ყველაფერი ჩემთვის ეპატიებინა, თუმცა ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. აღარ მინდოდა აქ დარჩენა ამიტომ დავავლე მოსართავებს ხელი და კარებისკენ დავიძარი. 

თან და თან ყველაფერი მოვრთეთ და სახლიც უკვე საშინელებათა "ბუდეს" დაემsგავსა ახლა ჰელოუინის წვეულებისთვის სხვადასხვა ფორმების მომზადება იყო საჭირო და დაღლილებმა ამაზე ბჭობა დავიწყეთ.
-მე რო შრეკი ვიყო?-წამოიძახა უცბად ფრედომ
-სემი ჩემს მაგივრად გაიცინე რა გთხოვ მეზარება!
-აუ მოიცა რა-მაინც ჩაიცინა.
ასე საღამომდე ვისხედით და ფორმებზე ვფიქრობდით, შემდეგ ფილმის ყურებაც გადავწყვიტეთ,თუმცა ბოლოს წასვლა დააპირეს და აი მეც დავრჩი მარტო. 
ისევ ტახტზე წამოვჯექი და ვცდილობდი ჩემს ფიქრებთან მარტო არ დავრჩენილიყავი, ამიტომ ტელევიზორი ჩავრთე, და ერთი ფილმის ყურება დავიწყე,თუმცა ფიქრებით მაინც სულ სხვაგან ვიყავი. ფილმის "ყურებაში" 2 საათამდე დავყავი, უბრალოდ ამ ბოლო დროს ჩემი ფიქრები ისე გამრავლდნენ, შემეძლო თავისუფლად დამეთმო მათთვის ერთი წელი და მაინც არ დაილეოდნენ. სახლი მთლიანად ჩაბნელებული იყო, ჯასტინის მშობლები კანადაში იყვნენ წასულები, მარტო ვიჯექი და ვიცოდი, რომ არავინ შემაწუხებდა, არავინ დაინტერესდებოდა ჩემით ამ შუაღამისას, შემეძლო თავისუფლად მეფიქრა, უეცრად ტელევიზორი გამოვრთე, თუმცა შემეშინდა წყვდიადის და ცოტახანში ისევ ჩავრთე. ასე დიდხანს გავაგრძელებდი ტელევიზორის"წვალებას", რომ არა ის ხმა, რომელმაც თავიდან ძალიან შემაშინა, შემდეგ კი ვიცანი ჯასტინის სიმღერის ხმა და დაუყოვნებლივ შევყევი სამზარეულოში.
-უი შენ ხარ? არ მეგონა აქ თუ იყავი-მითხრა და ყურსასმენები მოიძრო, შემდგე სენდვიჩი გადმოიღო და ჭამა დააპირა.
-ხომ არ გშია?
-არა გმადლობ-რატომღაც გამეცინა
უბრალოდ ერთი რამე მაინტერესებს
-ბრძანე-პირგამოტენილმა გამომხედა
-იმ სახლში შეგნებულად გამაგზავნე?
-შენ ხომ მოსართავები ითხოვე? 
-თუ ჩემთვის წარსულის დახმარებით ტკივილის მოყენება გინდა შეგიძლია პიდაპირ მითხრა.
-რომელი წარსულის?
-წარსული ერთია-ცინიკურად გავუღიმე
-ა იმ წარსულზე ამბობ? მაშინ თუ გაინტერესებს გეტყვი, რომ ყველაფერი გაპატიე, კმაყოფილი ხარ? იმედია სინდისი აღარ შეგაწუხებს საერთოდ თუ გაგაჩნია და აწი ბედნიერად იცხოვრებ
-ბედნიერ ცხოვრებას რას ეძახი? 
-ვიცი, რომ ჩემგან მხოლოდ პატიება გჭირდებოდა, რომ თავი მშვიდად იგრძნო.
-შენ არც კი იცი, რამხელა ტკივილს ვგრძნობ. საერთოდ რისთვის ჩამომიყვანე აქ? 
-მთელი დარჩენილი ძალით შევეცადე, ომ თვალებში ჩამდგარი ცრემლი უკან გამებრუნებინა, თუმცა ის მაინც ჩამოგორდა ჩემს სახეზე ამიტომ დაბლა დავიხარე და მხოლოდ მაშინ გავუსწორე ჯასტინს თვალი, როცა ცრემლმა ჩემი სახე დატოვა
-შენი თავის შეცოდების მოსასმენად ნამდვილად არა.
-აბა რისთვის?
-უბრალოდ, მინდოდა შენთვის ტვირთი შემმსუბუქებინა, მაგრამ, როგორც ყოველთვის ჯიუტი ხარ და ყოველთვის იმას ხედავ რაც შენ გინდა.
-მაგრამ იცოდი, რომ ამით უფრო დიდ ტკივილს მომაყენებდი, ჰმ ალბად სწორედ ეს გინდოდა.ცინიკურად ჩავიცინე და ჯასტინს გავხედე, რომელიც დაბლა, დამნაშავე ბავშვივით იცქირებოდა.
-ეს გინდოდა არა?უკვე ვეღარ შევძელი ცრემლების შეკავება და იმ სისველემ, რომელმაც ჩემი სახე დაფარა,უფრო ამიწვა გული.
-გვიანია, ჯობია დავასრულოთ
-არა მე მაინტერესებს სიმართლე!-მტკიცედ ვუთხარი და ჩამოვჯექი
-მითხარი რა გაინტერესებს
-უბრალოდ მინდა, რომ ჩემი ვარაუდები დამიდასტურო შეძლებ?
-არ მინდა ამ საუბრის გაგრძელება
-რატომ?! მე მინდა! უბრალოდ ერთ რამეზე მიპასუხე ,  აქ იმისთვის ჩამომიყვანე, რომ იგივე ტკივილი განმეცადა რაც შენ, გინდოდა სამაგალითოდ დაგესაჯე და შენი სახელი აღგედგინა ხომ ასეა?
- არ არის ასე!
-დარწმუნებული ხარ? მიპასუხე ბიბერ-ჯერ კიდევ ჩამდგარი ცრემლი მოძრაობდა ჩემს, გაწითლებულ თვალების წიაღში.
-ნაწილობრივ... მე უბრალოდ მინდოდა შენთვის ის შემთხვევა დამევიწყებინა და როგორმე გამემეხნევებინე, მაგრამ ვთვლი, რომ არასწორად მოვიქეცი, მეგონა შეიცვალე, მაგრამ სულ ტყუილა. 
-არასწორად მოიქეცი ოღონდ სხვა მხრივ.
-მაინც რაში მდებ ბრალს? მე არ წავსულვარ არ სად, არ მიმიტოვებიხარ არასდროს, როგორ შეგიძლია ასე თავისუფლად ისაუბრო ტკივილზე? შენ ხომ არ მიუგდიხარ საყვარელ ადამიანს  და არ მიუტოვებიხარ ასე, უბრალოდ. შენ იცი, რომ ჩემთვის ის 2 წელი ჯოჯოხეთად იქცა, შენ არც კი იცი რა ხდებოდა ჩემში, როცა წახვედი და ფეხებზე დამიკიდე, უბრალოდ სიტყვები ზედმეტია რადგან შენ ამას ვერასდროს ვერ მიხვდები!-გამწარებული ურტყავდა მუშტებს ხან კედელს ხან კი მაგიდას, თუმცა ბოლოს დამშვიდდა და სკამზე ჩამოჯდა, მაგრამ ის ადგილზე თრთოდა, მესმოდა მისი გახშირებული გულის ცემა, ასეთი ზიზღი მისი თვალებიდან ჯერ არასდროს დამინახავს, მძულდა ჩემი თავი და მძულად ის ქარსული, რომელიც ჯასტინს დავუკავშირე, ახლა უკვე,ამდენი ხნის შემდეგ კიდევ ერთხელ ვინატრე, რომ  ჯასტინი არასდროს არ გამეცნო. როდესაც გონს მოვეგე, მივხვდი, რომ მთელ ისახე ცრემლებით მქონდა აღსავსე,თუმცა დაუყოვნებლივ მოვიწმინდე ისინი და გაგიჟებულ ჯასტინს მოვშორდი, თუმცა გზა და გზა ცრემლებმა იმატეს და მათთან ერთად უკვე საწოლზე ამოვყავი თავი.

-საერთოდ არ ვარ გართობის ხასიათზე-მოკლედ მოვუჭერი სემის
-რა გჭირს? ეს ორი დღეა სულ ოთახში ხარ გამოკეტილი, თუ მოგაბეზრეთ თავი პირდაპირ თქვი-სახე გაუმკაცრდა
-არა რა სისულელეა. უბრალოდ...
-გიჭირს
-ნამდვილად... ვერც კი წარმოიდგენ რამხელა ტკივილს მაყენებს მისი თითოეული სიტყვა, გამოხედვა, უბრალოდ მონია, რომ ერთხელა რაიმე სისულელეს ჩავიდენ, არ ვიცი კიდევ რამდნეიხანი გავუძლებ ამ ყველაფერს.
-მესმის შენი, ვხვდები რა მდგომარეობაშიც ხარ, მაგრამ ასე იზოლირება არ შეიძლება, უბრალოდ, ცოტა მაინც იზრუნე შენს თავზე.
-ვცდილობ, მაგრამ გარეთ გავალ თუ არა მაშინვე ჯასტინს შევეფეთები და მისი ცინიკური გამოხტომების, ნატანჯი თვალების და სიბრაზის ატანა მომიწევს.
-უფლება არ მისცე ხასიათი გაგიფუჭოს! უბრალოდ ცოტა სიმტკიცე გაკლია-დარწმუნებული სახით გამომხედა.-ახლა კი სასწრაფოდ წამოდექი ფეხზე და შეეშვი ამ სასიყვარულო დრამების ყურებას,  მენატრება ჩემი გიჟი დაქალი, ჩემზე მაინც იფიქრე, ბოლოს და ბოლოს 2 დღეში ჰელოუინია და ფორმები ჯერ არ შეგვირჩევია წამოდი მაღაზიებში გავიაროთ და რამე მოვნახოთ-მომგებიანი თვალებით გამომხედა
-ხო კაი იდიოტი ხარ-ჩავიცინე და წამოვხტი.
3 საათისთვის ლოს-ანჯელესის, უკვე თითქმის  ყველა მაღაზია გვქონდა მოვლილი. ბოლოს დაღლილები იქვე კაფეში ჩამოვსხედით, ჩვენი "კოსტიუმები" კი ავტომობილში დავტოვეთ. თითო ნამცხვარი და ყავა შევუკვეთეთ თან რაღაც უაზრო თემებზე გავაბით საუბარი, თუმცა მე უბრალოდ ყველაფერზე თავს ვუქნევდი სემის, ხოლო სიღრმეში კი სულ სხვა რაღაცეებზე ვფიქრობდი. მიკვირდა, რომ აქ ვიყავი, ამდენი ხნის შემდეგ, ისევ მიწევდა თვალი გამესწორებინა იმ მწარე მოგონებებისთვის, რომელიც ლოს-ანჯელესში დიდი ხნის წინ დავტოვე (ყოველშემთხვევაში მე ასე მეგონა) ეტყობა ჯერ კიდევ არ აპირებდა ტანჯვა ჩემთვის თავის დანებებას. კაფე შებინდებისას დავტოვეთ. სემიმ სახლთან დამტოვა და თვითონ წავიდა. კარები, გავაღე თუ არა მაშინვე კიბეებს ავუყევი და გზა ჩემი ოთახისკენ გავიკვლიე, რადგან არ მინდოდა კიდევ ერთხელ შევყროდი ჯასტინს და მისთვის თვალი გამესწორებინა. 

 2-მა დღემ საკმაოდ სწრაფად ჩაიარა, ისე რომ თითქმის გეგმის ნახევარი შეუსრულებელი დაგვრჩა, თუმცა საღამოს 8 საათამდე ყველაფრის მოგვარება მოვახერხეთ. ყველაზე გასაკვირი კი ის იყო, რომ ამ დროის მანძილზე არცერტხელ არ მომიწია ჯასტინის ნახვა, რაც მახარებდა თუმცა ამავე დროს საშინლად მტკენდა გულს, რისი აღიარება, წამითაც არ მინდოდა. 
დღის მანძილზე უკვე მთელი ქუჩები მორთული იყო საშიში, მოსართავებით, სახლებიც შიშის მომგვრელად იყო შენიღბული. ირგვლივ, მხოლოდ ბავშვების ხმა ისმოდა, რომლებიც, თავიანთ კოსტიუმებში გამოწყობილები, დადიოდნენ სახლ და სახლს და მასპინძლებს კამფეტებს სთხოვდნენ. იმ დღეს არამარტო ლოს-ანჯელესი არამედ მზეც შეინიღბა, ღრუბლების წიაღში უფრო შემზარავად ამშვენებდა ამ დღესასწაულს. ცივი ქარი ქროდა და სადღაც შორს სახლის წინ, გოგრებში დატებულ სანთლებს აღმოსავლეთისკენ ხრიდა. სწორად იმ დროს, როდესაც ბავშვებისიხარულით აკაკუნებდნენ მეზობელი სახლის კარებზე და კამფეტებს თხოულობდნენ, მე ვიჯექი სარკის წინ და ვიწვოდი ჩემი მწერით. შემდეგ დავხედე საათს და მივხვდი, რომ უკვე უნდა მოვმზადებულიყავი. ჯერ გადავივლე შემდეგ კი სასწრაფოდ მოვირგე ჩემი "კოსტიუმი" გავიკეთე შესაფერი მაკიაჟი და როდესაც შევხედე ჩემს, შავი ფანქრით მოხატულ, სახეს თვითკმაყოფილებამ მძლია და ჩავიღიმე. თან ღრმად ცავისუნთქე და იმაზე ფიქრით, რომ დღეს ჯასტინს ვნახავდი მსუბუქად ჩავუყევი კიბეს, შემდეგ გასასვლელი კარების სახელური ჩამოვწიე და თავი გარეთ ამოვყავი. 
   ___          

მთვარის შუქს ირგვლის ყველაფერი თეთრად სეემოსა და ამით არემარეს უფრო დიდ სიმძაფრეს ჰმატებდა. აღარც მიფიქრია ისე ავუყევი აღმართს და შემდეგ გზა ფრთხილად და უხმაუროდ, განვაგრძე რათა არ მინდოდა დამეღრვია ეს იდუმალი არაფრის მომცემი სიჩუმე. თითქოპს წინასწარ რაღაც წინათგრძნობა, სულ უფრო და უფრო მიშლიდა წინ წაწევად და ნაბიჯებზე ლოდებივით მეცემოდა. ჯერ კიდევ მიკვირდა, თუ რატომ ვიმყოფებოდი აქ, ან როგორ შემეძლო კიდევ ერთხელ ამდენი ტკივილის ატანა. თან და თან ამ ფიქრებში ჰგართული მივუახლოვდი დიდ შენობას. სიმღერის ხმა უფრო ცოცხლად შემოიჭრა ჩემს ყურში და თითქოს ხალისიც დამიბრუნა, თუმცა მაინც ძალით გაღიმებულმა შევაბიჟე შიგნით.
harry potter gif | Tumblr
ათასი სტუმარი და მათ შორის ყველა რაღაც უცხო , შემზარავ კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილნი. მორთულობაც ისეთი მძაფრი იყო ერთი შეხედვით შიშს მიღძრვდა გულში და იმ წინათგრძნობას უფრო მიღვივებდა, თუმცა დროებით ყველაფერზე თვალი დავხუჭე და ვცადე ჩემთვის ნაცნობი სახეები მეპოვა და აი მალე ისინიც გამოჩდნენ. 
-ელენე, გამიხარდა, რომ მოხვედი-შემეგებნენ სემი და ფრედო.
-ფრედო მაგას ისევ შრეკის ფორმა ჯობდა-ჩავიცინე და მისი დრაკულას კოსტიუმს დავხედე
-რას უწუნებ ჩემს კოსტიუმს?-დამიბღვირა თუმცა შემდეგ თვითონაც გაეცინა.
-ფრედო ერთი წუთით რაღაც უნდა გთხოვო-უთხრა სემიმ ფრედოს
-კაი ელ მოვალთ ჩვენ, აბა შენ იცი გაერთე-მითხრა,  გასამხნევებლად ხელი მხარში ჩამავლო და შემაჯანჯღარა რითიც მანიშნა, რომ ცოტა გამოვფხიზლებულიყავი
-იდიოტი ხარ-ვუთხარი და მხარი გავკარი შემდეგ ჩავიცინე და "ბრბოში" გავერიე. ხალხი კედლებს აწყდებოდა, ცეკვავდნენ, მუსიკა საკმაოდ მაღალ ხმაზე იყოჩართული, ყველა ცდილობდა თავიანთი პრობლემები გვერდით გადაედოთ და გამხიარულებულიყვნენ, მეც არ ცამოვრჩი მათ და ადგილზე ცეკვა დავიწყე. თან და თან ავყევი მუსიკას და სრული განტვირთვა დავიწყე. 

უეცრად რაღაც სევდიანი სიმღერა ჩაირთო, ყველმ თავის "კავალერს" ჩაავლო ხელი მე კი მხოლოდ თვალებში ჩამდგარ ცრემლტან დავწყვილდი და ბოლოს "ბრბოდან" გამოსვლა გადავწყვიტე, თუმცა ვიღაცამ თავისი გაყინული ხელი ჩამავლო და თავისკენ, სწრაფი ნაბიჯით შემაბრუნა. გულმა საშინლად სწრაფად დამიწყო ძგერა, როდესსაც თავი მის მსხვილ მკლავებში ამოვყავი და უეცრად ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი. ვცადე მსი ისახის ამოკითხვა თუმცა, ნიღაბი ამის საშუალებას არ მაძლევდა. რატომღაც თავი საიმედო ხელში ჩავთვალე და მეც თავს უფლება მივეცი მეფიქრა იმაზე რაც მთელი დღე გასაქანს არ მაძლევდა. მიკვირდა, რომ "ის" ისევ არ ჩანდა, მინდოდა სადმე დამენახა მისი თაფლისფერი თვალები, შემდეგ მივსულიყავი მოვხვეოდი და ყველაფერი მეთქვა მისთის, ის რასაც ვგრძნობდი და ის რასაც მთელი 2 წლის მანძილზე ჩემს გულში ვმალავდი. თავი ამომეყო იმ ნანატრ მკლავებში და ისევ გავმთბარიყავი იმ სითბოთი, რომელიც მისი მზერიდან მოდიოდა. ამ ფიქრებში გართულმა თავი უღონოდ "უცნობი კავალერის" მხარზე ჩამოვდე. ახლა უფრო მკაფიოდ ვიგრძენი მამაკაცის ადეკოლონის სუნი და "მისი" გახშირებული სუნთქვა, თუმცა დამთავრდა თუ არა სიმრერა "ის" ისე გაქრა, რომ მისი სახის დანახვაც ვერ მოვასწარი. 
-კარგად ხარ?-უკნიდან მომიახლოვდა ფრედო
-კი-დაბნეულმა მივუგე და მას გავხედე. ფრედომ ხელი გამომიწოდა და ჩვენ ისევ განვაგრძეთ ცეკვა. არ ვიცი რამდენიხანი ვცეკვავდით, რადგან მე ეს ყველაფერი 1 საუკუნედ მეჩვენებოდა.
-შენ გიყურებს-ჩამჩურჩულა ფრედომ ყურში, მეც ავწიე თავი მისი მხრიდან და ჩემს წინ მდგომ ჯასტინს გავხედე, ახლა მივხვდი, რომ "ის უცნობი", რომელსაც ვეცეკვებოდი ცოტახნის წინ , ჯასტინი იყო, ამის დასკვნაზე კი ერთიანად კანკალმა მომიცვა. ისევ ზურგი ვაქციე რადგან, ვიცოდი ჩემი სურვილის მიუხედავად მასთან მისვლას ვერაფრით ვერ შევძლებდი...


-რას შვებით?-მაგიდას მივუახლოვდი სადაც სემი ფრედო და ჯესი იჯდნენ
-აუ ელენე შეგიძლია ჭიქები კიდევ გამოიტანო? აღარ გვყოფნის
-კი რა პრობლემაა -ვუთხარი და დარბაზის უკანა გასასვლელში გავედი. შემდეგ გარეთ მდგომ არც თუ ისე პატარა ხის ქოხს მივუახლოვდი, კარები შევაღე და შიგნით შევედი. ქოხში ზალიან ბნელოდა ამიტომ შუქი ავანთე და ჭიქების ძებნა დავიწყე. ვიპოვე თუ არა დავავლე მათ ხელი დაუკან, გასასვლელისკენ გზის გაკვლევა ვცადე, თუმცა როგორც კი კარებს მივაშურე ის ისეთი სისწრაფით დაიხურა, რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. თავიდან ვიღაცის იდიოტური ხუმრობა მეგონა, თუმცა როდესაც კარის გაღება ნამდვილად ვერ შევძელი უკვე შიშმა ამიტანა.ქოხი არ იყო ძალიან დიდი და არც პატარა, ახლა როგორმე სხვა გასასვლელი უნდა მეპოვა, ამიტომ მაღლა დავიწყე ყურება, თუმცა ამ ქოხს არც ფანჯარა ჰქონდა და არც დამატებითი გასასვლელი. სხვა გზა არ მრჩებოდა, როგორმე კარები უნდა გამენგრია, ვცდილობდი შიშს არ ავყოლოდი და ტავი დამემშვიდებინა, იმაზე ფიქრით, რომ ე სუბრალოდ ვიღაცის იდიოტური ხუმრობა იყო და მეტი არაფერი. "რამე ბასრი მჭირდება" გავიფიქრე ჩემთვის და დანის ან რაიმე მსგავსის ძებნა დავიწყე. უეცრად დაბლიდანნ რაღაც შავი ტყავის ნაჭერი გამოვაცურე, ახლა შიშმა ნამდვილად შეძლო ჩემი დაყოლიება და იმდენად ამიტანა კანკალმა, რომ ცოტაც და ტირილს დავიწყებდი. ტყავის ნაჭწერი გადავხსენი და მაშინვე ყვირილი დავიწყე, ადგილზე გავშრი, როდესაც იქ ვირაც ახალგაზრდა გოგოს გვამი დავინახე. მაშინვე ცრმელები წამსკდა და კარებს მივასკდი, ვყვიროდი გაუჩერებლივ მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ჩემს ხმას ვერავინ გაიგებდა. ახლა მივხვდი, რომ ეს აღარ ჰგავდა იმ ხუმრობას, მივხვდი, რომ აქედან უნდა გავქცეულიყავი თუცმა ერთადერთი კარი არაფრით არ იღებოდა, არც ჩემი ცრემლები აპირებდნენ შეწყვეტას და არც გული მინელდებოდა. არ ვიცოდი რა შეიძლებოდა ამაზე უფორ საშიში ყოფილიყო, თუმცა ამ ყველაფერს ბოლოს ის ფაქტიც დაემატა, რომ შუქი ჩაქვრა და შემდეგ ვიღაცის ნაბიჯების ხმა გავიგე, თავიდან ვიფიქრე საბედნიეროდ, ვიღაცამ ჩემი ხმა გაიგო და სასშველად მოდისთქო, მაგრამ მერე ისევ ცივმა აზრმა გამირბინა ტავში იქნებ ის მკვლელი ახლა ჩემს მოსაკლავად დაბრუნებულიყო. სწრაფად დავავლე ხელი რაღაც ბასრ იარაღს და პატარა მაგიდას ამოვეფარე. ხელები სულ მიკანკალებდა, ცრემლები კი წამით არ ჩერდებოდა.
ადრე სიკვდილზე არასდროს მიფიქრია, არ მეგონა, რომ უბრალოდ ბავშვური, იდიოტური ხუმრობა ასე ძალზედ შემაშინებდა, თუმცა იმ მომენტში შეიძლებოდა თავი დამედო, რომ ეს იმ ხუმრობას არ ჰგავდა. ღრმად ჩავისუნთქე , როდესაც ქოხის კარები შეიღო და მე უკვე მივხვდი, რომ ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. ამიტომ სწრაფად წამოვვარდი და ის რაც ხელში მეჭირა შემოსულ პირს მოვუქნიე თუმცა ხელი ჰაერში გამიშეშდა, როდესაც მისი ნაცნობი თაფლისფერი თვალების გარჩევა მოვახერხე...

ბავშვებო ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, რომ ამდენიხანი 
ვერ მოვახერხე დადება და ისიც ვიცი, რომ ახლა ბევრი ბავშვი დასასვენებლადაა წასული 
და თქვენგან კომენტარებსაც არ მოველი, 

უბრალოდ მინდა სანამ წავალ დავამტავრო ეს მოთხრობა რადგან შესაძლოა 
შემდეგ საქართველოდან წავიდე. ამიტომ მაქსიმალურა ვეცდები ამ და იმ კვირის მანძილზე 
მოთხრობა დასასრულამდე მივიყვანო. 

დიდი მალდობა ყველას ვინც კითხულობთ. კომენტარებს კი მაინც ველი 
თქვენგან და იმედია არ მაწყენინებთ.




კატეგორია: Book | ნანახია: 1043 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5

(2013-07-10 5:28 PM)
dzalian magariaaa <3 wina tavebi mgoni ar maq wakitxuli an ar maxsovs magram dzalian momewona da male gaagrdzele <3