მთავარი » 2013 » ივლისი » 10 » say that it's true//.. say that you love me
10:33 PM
say that it's true//.. say that you love me
say that it's true//.. say that you love me
chapter 54
უფრო ადრეც დავდებდი ახალ თავს მარა
ვერ შემოვდიოდი სხვებისგან განსხვავებით. 
მადლობას გიხდით, რომ ჯერ კიდევ კითხულობთ
 ჩემს მოთხრობას. აბა ყველანი შემოდით სრულიადში.
sasha grey | Tumblr*by myself*


"When The Sun Goes Down, I Even Can Take Your Hand And Fly With You Everywhere!"
jdb | via Tumblr

ChApTer  54
შემდეგ ყველაფერი გაქრა, დადუმდა სამყარო... როდესაც თვალები გავახილე, მხოლოდ მაშინ დავმშვიდდი რადგან ჩემს ოთახში ამოვყავი თავი. საშინლად ვიყავი გაბრუებული, ვცდილობდი არ გამეხსენებინა გუშინდელი დღე, თუმცა მაინც ამომიტივტივდა თვალწინ ყველა ფრაგმენტი. ბოლოს წამოვდექი ფეხზე, თუმცა გავსწორდი თუ არა ძალიან დიდი სისუსტე ვიგრძენი და მაშინვე საწოლზე წამოვჯექი, თავი დაბლა დავხარე და ხელებით საწოლს დავეყრდენი. 
-ელენე ?!-შეშინებული ხმით ამოიოხრა და ჩემსკენ გამოექანა სემი-რას აკეთებ? დაწექი დასვენება გჭირდება
-ადგომა მინდა, ჯასტინი სად არის?
-დაურეკეს და წავიდა, შენთან კი მე და ფრედო დაგვტოვა, გუშინდელიდან მოყოლებული ძალიან ცუდად გრძნობს თავს, ძლივს დავამშვიდეთ. ძლივს ვაკავებდით, რომ იმ მკვლელს არ მივარდნოდა და არ ეცემა.
-რომელ მკვლელს?
-აი ვინც ის ახალგზარდა გოგონა მოკლა, ვისი გვამიც შენ ნახე.
-აა ხო-უცბად გამახსენდა ის ემოცია, როდესაც გვამი დავინახე და სრულიად წამიხდა ფერი.იმასაც, მივხვდი, რომ ეს სემმაც შეამჩნია და ინანა, რომ გუშინდელზე სიტყვა დაძრა, ვიცოდი, რომ ბოლომდე საუბარს არ დაასრუულებდა და იმის აღიარებასაც არ მოინდომებდა, რომ მკვლელი ჩემს მოკვლასაც გეგმავდა თუმცა რატომ არ ვიცი, ის ხომ გიჟი იყო! გიჟი, რომელზეც ლოს-ანჯელესის პოლიცია წლებია ‘’ნადირობდა’’
-კარგი მე გავალ და შენ მოემზადე-გამიღიმა  და გასასვლელისკენ დაიძრა, ბოლოჯერ შემობრუნდა ჩემსკენ, რადგან დარწმუნებულიყო, რომ ამით ჩვენი საუბარი დამთავრდა, ბოლოს ისე გავიდა ოთახიდან, რომ ვერც კი შევამჩნიე, საბოლოოდ მივატოვე ჩემი ფიქრები და აბაზანისკენ დავიძარი. 
ცხელი შხაპი ნამდვილად მესიამოვნა და საშინელი ემოციებისგან განმკურნა თუმცა ფიქრები, რომელიც გულს მიღრღნიდა მაინც დამრჩა, იმაზე დიდიხანი ვიდრე მეგონა. უბრალოდ ძალაუნებურად ამომიტივტივდა მრავალი კითხვა, მაგალიტად რა მოხდება თუ ჯასტინიარ შემოაღებდა პირველი ქოხის კარს, ალბად მკვლელი მეც იმ ახალგზარდა გოგოსავით მომკლავდა და ყველაფერი იმ დღესვე დასრულდებოდა, თუმცა, როდესაც მახსენდებოდა ჩემი მშობლები, ჩემი ძმა და მეგობრები ამაზე ფიქრს მაშინვე ვწყვეტდი. ამასობაში ტანზე მოვირგე ჩემი საყვარელი მაისური, შორტები, კეტები და დაბლა დავეშვი.
როდესაც სასტუმრო ოთახში შევედი ფრედო და სემი რაღაცაზე ბჭობდნენ, მაგრამ ჩემი შესვლისთანავე ჯერ მე შემდეგ კი ერთმანეთს შეხედეს გაყინული სახეებით, თითქოს რაღაც ანიშნეს ერთმანეთს, შემდეგ ისევ მე გამომხედეს, უკვე დამშვიდებული სახეებით.
-როგორ ხარ პრინცესა?
-უკეთ-ჩავიბუზღუნე და ფრედოს გვერდით ჩამოვჯექი.
-არ გშია? პიცერიაში ვგეგმავთ წასვლას-უნდოდა გვერდი აევლო იმ უხერხულობისთვის, რომელიც გარშემო ტრიალებდა. მე კი სულ სხვა რამის კიტხვა მინდოდა, მაგრამ კითხვაზე თავის დაქნევა მაინც მოვახერხე.
-კარგი მაშინ წავიდეთ-თაში შემოკრა სემმა და ყველანი ფეხზე წამოვხტით. 
-საჭესთან მე ვჯდები-თქვა ფრედომ
-არავინ დგაასწროს-ჩაიცინა სემმა. მალე ავტომობილმა პიცერიის წინ დაიკავა ადგილი, ჩვენკი შიგნით შევედით და ადგილები დავიკავეთ. მოგვიტანეს თუ არა ჩვენი შეკვეთილი პიცა მაშინვე ვტაცეთ ხელი. 
-ახლა მივხვდი, რომ ძალიან მშიოდა-თქვა ფრედო გამოტენილი პირით. უეცრად სიჩუმე მისმა მობილურის ხმამ დაარღვი
-პიცერიაში... ხო... კაი გელოდებით...
-რა ხდება?-ვკითხე ინტერესით, თუმცა ჯერ კითხვა არ მქონდა დასრულებული, რომ უკნიდან ვიღაცის მოახლოება ვიგრძენი, მაშინვე მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო პასუხი ჩემს კითხვაზე და მისკენ შევბრუნდი.
-Hey Bro!-ხელი გაჰკრა ალფრედოს და ჩემს გვერდით მოკალათდა
-კარგად ხარ?-გამიღიმა 
-კი-თავი დავუქნიე და ასევე ღიმილით მივუგე
-მაშინ მაჭამე პიცა-სახე დაისაწყლა
-შეგიძლია შეკვეთა მისცე-სერიოზულად ვუპასუხე თუმცა მაინც გამეცინა
-მე შენი მინდა-არ თმობდა თავის საწყლურ ტონს
-ხო კაი იდიოტი ხარ-ვუთხარი და პიცის ნაჭერი გავუწოდე
-სხვათაშორის შენს საქმეებზე ვიყავი წასული-არაფერი მიპასუხია, უბრალოდ სახის მიმიკით ვანიშნე, რომ საუბარი გაეგრძელებინა-პოლიციაში გიბარებდნენ დაკითხვაზე, ვიცი, რომ იქ სიარული არ გიყვარს ამიტომ, ყველაფერი მოვაგვარე და მათთან არანაირი თანამშრომლობა აღარ მოგიწევს.-მომგებიანად გამომხედა და პიცა ჩაკბიჩა
-მადლობა-ჩავიცინე-მარა მაინც იდიოტი ხარ

იმ დღემაც ასე უაზროდ ჩაიარა, სახლში დავბრუნდით, თუ არა მე ოთახში ჩავიკეტე და სიმღერების მოსმენა დავიწყე ტან ჩემთვის რაღაცას ვჩხაპნიდი. უკვე საღამო იყო როდესაც ჯასტინმა ჩემი ოტახის კარები შემოაღო
-არ გშია? მტელი დღე არაფერი გიჭამია
-არა საერთოდ არ მშია-თბილად მივუგე რათა იდილია არ დამერღვია და ისევ ფურცელში ჩავრგე თავი რათა ჩემთვის რაღაცის ხატვა გამეგრძელებინა.
-კარგად ხატავ ადრე რატომ არ ვიცოდი?
-ადრე არ ვხატავდი-ჩავიცინე-და საერთოდ სულ არ ვხატავ კარგად ჩემთვის ვჩხაპნი-ვთქვი და ჩემს წინ მდგომ ჯასტინს გავხედე, რომელსაც ხელები ჯიბეებში ჩაეცურებიდნა და ჩემს ნახატს მისჩერებოდა
-შენთან ერთი სათხოვარი მაქვს-უცბად წამოიძახა და გვერდით ჩამომიჯდა, თავიდან შევშინდი შემდეგ კი წამოვჯექი და გაფართოებული თვალები მივაპყრე-რამოდენიმე დღეში შეხვედრა მაქვს, ამ ბოლო დროს რაღაც პრობლემები შემექმნა, უამრავი ჭორი დადის პაპარაცებიც ჩემს წინააღმდეგ ამხედრდნენ, მოკლედ ამ ყველაფერს ისიც დამეატა, რომ ის ადამაინი დავკარგე, ვინც ჩემს კონცერტებს ორგანიზაციას უწყობდა და სცენას ალამაზებდა,.
-მერე მე რა შუაში ვარ?-გამიკვირდა
-უბრალოდ ხვალ შეხვედრა მაქვს და მინდა, რომ შენ წამოხვიდე და ისე გაეცნო ყველას, როგორც ჩემი ახალი თანაშემწე,ანუ სცენის ორგანიზატორი
-გაგიჟდი?! ასეთ რამეს როგორ მავალებ იცი რა რთულია? დავიჯერო სხვას ვერავის ვერ იპოვი?
-ძალიან მცირე დრო მაქვს, მე უბრალოდ მინდა ისე წარსდგე, როგორც სცენის ორგანიზატორი და შემდეგ დრო მექნება ახალი ორგანიზატორის მოსაძებნად, მე მეტს არაფერს გთხოვ, არ მითქვამს ჩემს სცენას ორგანიზაცია გაუწიეთქო-ჩაიცინა
-თორე დაგთანხმდებოდი რა-მეც სიცილით მივუგე-ხო კაი თანახმა ვარ-ჩავიცინე
-მაშინ ხვალ 7 საათისთვის იქ უნდა ვიყოთ და მოემზადე-გამიღიმა და უბრალოდ ოთახი დატოვა
ამის შემდეგ არარ დამიყოვნებია. პირდაპირ წამოვხტი და აბაზანისკენ გავეშურე, ცხელი შხაპი მივიღე, შემდეგ პირსახოცი მოვიხვიე და ისევ ოთახში გავედი, ტანზე საღამური მოვირგე, თმა მაღლა ავიკარი და თბილს საწოლში შევწექი. თან რა თქმა უნდა ნაუშნიკებით მუსიკების მოსმენაც გავაგრძელე, რის პარალელურადაც მალევე ჩამეძინა. დაახლოებით 3 საათი იქნებოდა წვიმის ხმამ, რომ გამომაღვიძა, პატარა შუქი ავანთე და საწოლს დავხედე, ჩემი მპ3 ძირს ეგდო, ნაუშნიკებიდან ისევ ისმოდა სიმღერის ხმა, ფეხები ძირს ჩამოვდგი, ზემოდან მოსასახამი გადავიცვი და დაბლა ჩავუყევი კიბეებს, საიდანაც ნაბიჯების ხმა მემსოდა, ცოტა არ იყოს მეშინოდა, თან სხეულში გზა და გზა კანკალი იმატებდა. ფრთხილად ჩამოვწიე კარის სახელური და შუა დერეფანში ამოვყავი თავი, ირგვლივ მხოლოდ სიბნელე იყო და ამ სიბნელეში სადღაც შორს გზას მბჟუტავი ნათურა ანათებდა, ისიც დაბლა, პირველ სართულზე. ნაბიჯების ხმა ისევ მკვეთრად ისმოდა, არც წვიმის ხმა წყდებოდა, რაც ამ ყველაფერს უფრო ამძაფრებდა, საბოლოოდ მძლია ცნობისმოყვარეობამ,  ღრმად ცავისუნთქე და კიბეებს ჩავუყევი აუჩქარებლად გზაში კი ვფიქრობდი იმაზე თუ რას ან ვის შეიძლება შევყროდი, ამ ფიქრებში გართული მივუახლოვდი უკანა გასასვლელს, რომელცი რატომღაც ღია დამხვდა, მაშინვე შიშმა ამიტანა, ვაითუ სახლში ვირაც იყო სემოპარული, მაშინვე კარისკენ დავიძარი და მისი ჩაკეტვა ვცადე,თუმცა უეცრად მეორე მხრიდან ვიღაცის საშინელი ზეწოლა ვიგრძენი, ახლა კანკალმა უფრო იმატა სხეულში,თუმცა უკანასკნელი ძალების მოკრეფვა მაინც შევძელი, რათა ჩასაკეტი გადამეტრიალებინა, როგორც იქნა მოვახერხე და იქვე დამშვიდებული ჩავიკეცე, უცნობი კიდევ უბრახუნებდა კარებზე ხელს,თუმცა შემდეგ წავიდა და ნაბიჯების ხმაც მიწყნარდა. შვებისგან ამოვიოხხრე და ძლივს წამოვდექი რათა ოთახამდე მივსულიყავი. საბოლოოდ ჩემი თავი უკვე საწოლში მახსოვს, ახლა დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფრის აღარ უნდა შემშინებოდა, თუმცა მაინც მაინტერესებდა ვინ ცდილობდა სახლში შემოვარდნას, ჩუმად მივჩერებოდი ღია ფანჯარას და მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ წვიმას გადაეღო, მეც ბალიშში ჩავრგე თავი და სიზმრებში წავედი. თუმცა ნახევარი საათიც არ იყო გასული ვიღაცის ოხვრამ, რომ გამომაღვიძა, დავინახე, რომ ჩემი ოთახის ფანჯრიდან ვიღაც ძვრებოდა, აი ახლა კი ნამდვილად შემეშინდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა უბრალოდ ტუმბოზე შემოდებულ სქელ წიგნს დავავლე ხელი და საბანში გავეხვიე, თან ცივი ოფლი მასხავდა, მინდოდა სუნთქვა შემეკავებინა რათა "მას" ჩემი გულის ცემის ხმა არ გაეგონა, რომელიც დამაყრუებლად ისმოდა. თანდათან ოხვრას ნაბიჯების ხმაც დაემატა რითიც მივხვდი, რომ ის ადამიანი უკვე ჩემს ოთახში იყო, მივხვდი, რომ აღარ უნდა დამეყოვნებინა ამიტომ საწოლიდან წამის მეასედებში წამოვხტი და წიგნის ჩარტყმა დავუპირე, როდესაც ჩემს საწოლზე გაშხლართული ჯასტინი შემრჩა ხელში
-ბიბერ აქ რას აკეთებ?!!!-ბოლო ხმაზე წამოვიყვირე
-საკუთარ სახლში აღარ მიშვებდი და რა მექნა
-მოიცა ის შენ იყავი?
-ხო "გარაჟის" (ქართულად აღარ მახსოვს როგორაა) შესამოწმებლად გავედი და თან რაღაცას ვეძებდი, მაპატიე თუ შეგაშინე, მაგრამ მარტო შენი ოთახის ფანჯარა იყო ღია.
-ვაიმე მაპატიე არ ვიცოდი თუ შენ იყავი-ჩავიცინე
-რა გაცინებს? ნორმალური ხარ შეენ?-ხელები ჩამავლო მხრებში და შემანჯღრია
-ხო კაი კაი ხო მოგიხადე ბოდიში-მაინც ვიცინოდი, ბოლოს იმდენი მოვახერხე, რომ თვითონაც გაეცინა-და "გარაჟში" რას ეძებდი?
-ოთახის კარები ჩამეკეტა, და რაიმეს პოვნა მინდოდა რითიც გაღებას მოვახერხებდი, მაგრამ ვერაფერი ვერ ვნახე ხვალამდე ლოდინი მომიწევს.-სევდიანად ჩაილაპარაკა
-და ძილს სად აპირებ? 
-სასტუმრო ოთახში ტახტზე-ჩაიცინა-არა ვიფიქრე შენს ოთახს დამითმობდი, მარა არაა
-მოინდომააა-შევუბღვირე
-ის მაინც გაიხსენე რამდენი წელია გიტანდი.-ჩაიცინა
-არა!-შევუბღვირე
-რა ჯიუტი ხარ-ჩაიცინა და წამოდგა-დარწმუნებული ხარ? სხვათაშორის ჩემი სახლია!
-ხოდა თუ ძაან გინდა წავალ
-კაი კაი ძილინებისა-მითხრა და ოთახიდან გავიდა...
კატეგორია: Book | ნანახია: 778 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5

(2013-07-11 7:15 PM)
* 5 queen♥M   [Entry]
dzaan magari tavi iyo<3 gamouketda goni amat urtiertoba biggrin dzlivss biggrin :D
male dade ra gtxov<3umagresi tavi iyo<3
kidev ertxerl gfilocav dabadebis dges<333
malemalemale dade<333333333