მთავარი » 2013 » ივლისი » 11 » say that it's true//.. say that you love me
11:16 PM
say that it's true//.. say that you love me
say that it's true//.. say that you love me
chapter 55
დღეს მაინც ისეთი გადატვირთული არ 
ვარ ამიტომ ჯობია დავდო ახლავე, მოკლედ
კიდევ დიდი მადლობა ყველას, რომ კითხულობთ
 ჩემს მოთხრობას. აბა ყველანი შემოდით სრულიადში.
▲ Fuck it, I'm AWESOME ▲ | via TumblrHe's Perfect. ✌♥ | via Tumblr 

The Dark Side Of The Moon...
photographs and memories
Chapter 55
დილით ვიღვიძებ და საწოლში ცივა. თვალებს არ ვახელ ისე ვავლებ ხელს ძირს დაგდებულ საბანს და შემდეგ მასში გახვეული ისევ ვერევი ძილ-ბურანში. 
უბრალოდ მინდა ამ უაზრო დღეებს გადავახტე და მათი აღწერა, მხოლოდ ორიოდე სიტყვით მოვახერხო. დღევანდელმა დღემ გადასარევად ჩაიარა, მე და ჯასტინი შევხვდით მის სპონსორებს და მათ წინაშე ისე წარვსდექი, როგორც სცენის ორგანიზატორი. ვახშამიც ყოველგვარი უსიამოვნების გარეშე გადავაგორეთ და დაღლილები სახლში დავბრუნდით. 
დღითიდღე კლებულობდა კონფლიქტები ჩემსა და ჯასტინს შორის, მაგრამ ამის ახსნა ალბად ჩვენი დაშორება იყო, საქმე იმაშია, რომ დადგა თუ არა შემოდგომა ჯასტინს ტურნეები დაეწყო და ხშირად მოგზაურობდა, მე კი დიდ დროს სახლში ვატარებდი, აღარც გარეთ ვსეირნობდი და მთელი დღე ჩემს ოთახში ვიყავი ჩაკეტილი, ვუსმენდი სიმღერებს, რომლის პარალელურად ჩემს გულში რაღაც გრძნობები იღვიძებდა. კვირაობით და თვეობით ჩვენი განშორება რაღაც ძველ გრძნობას მიღვივებდა, დიდი სიხარულით ვიღვიძებდი იმ დღეს, როდესაც აეროპორტში მიწევდა წასვლა მასთან შესახვედრად დანარჩენ დღეებში კი უბრალოდ "მკვდარი" ვიყავი. ამასობაში კი დღითიდღე ცოტა დრო რჩებოდა ჩემი ლოს-ანჯელესიდან წასვლამდე, ამაზე ფიქრი კი საშინელ ლოდად აწვებოდა მთელ ჩემს გულს. არ ვიცოდი რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი ჩემს თავს, რატომ მენატრებოდა ჯასტინი და რატომ მიფანცქალებდა გული მისი დანახვისას, ყველაზე მეტად კ იის მაშინბდა, რომ ჯასტინი სულაც არ განიცდიდა იგივეს, ამიტომაც გავურბოდი ყველანაირ გრძნობას და ვცდილობდი, როგორმე მისგან თავი შორს დამეჭირა, რაც ძალიან რთული იყო...

შემოდგომის ერთ-ერთი ჩვეულებრივი წვიმიანი დღე იყო თუმცა არა ჩემთვის... ხელებ გადაჯვარედინებული ვიჯექი ფანჯარასთან და ცხელ ყავას დავყურებდი.დღეს 3 საათისთვის აეროპორტში უნდა წავსულიყავი რათა ჯასტინს დავხვედროდით მე მისი ოჯახი და მეგობრბეი, თუმცა ალბად ამ შეხვედრას გამოვტოვებ. ძალიან მიჭირდა თუმცა რაიმე უნდა მომეხერხებინა სანამ ყველაფერი უარესობისკენ არ შეცვლილა. 
შუადღისას სადილზე, მოვიმიზეზე თითქოს სხვაგან ვაპირებდი წასვლას, შემდეგ კი საღამომდე სახლში არ დავბრუნებულვარ. თავიდან ბაღში ვსეირნობდი, შემდეგ კი ბარში წავედი. წამით არ შემიწყვეტია ჯასტინზე ფიქრი, ძალიან მაინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა, როდესაც უამრავ ხალხში ჩემს სახეს ვერ დაინახავდა. ამასობაში მოვიდა 11 საათიც და როგორც იქნა სახლში დავბრუნდი. შუქი ჯერ კიდევ ენთო ოღონდ შემოსასვლელში, რომელსაც ერთი მბჟუტავი ნათურა ანათებდა, სინათლეს ჩამოვცილდი და ჩემი ოთახისკენ გავიკვლიე გზა. ფრთხილად ჩამოვწიე სახელური და ასანთებს დავუწყე ძებნა, უეცრად ოთახი განათდა და წამით თვალებიც კი ამეწვა, ირგვლივ მიმოვიხედე შევამჩნიე, რომ ყველაფერი თავის ადგილზე იყო. დავავლე ხელი პირსახოცს და შხაპის მისაღებად გავეშურე. ცხელმა წყალმა მთელი დღევანდელი ტვირთი ჩამომხსნა სხეულიდან. ბოლოს, როგორც იქნა მივაღწიე საწოლამდე, სწრაფად გავეხვიე თბილ საბანში და ვცადე თვალები დამეხუჭა თუმცა მე გაუთავებლივ ჭერს მივჩერებოდი, უეცრად იდილია ვიღაცის, ფრთხილი ნაბიჯების, ხმამ დამირღვია, შეშინებულმა გავიხედე შემოსასვლელისკენ, კარის ნაპირში თავი ჯასტინს გამოეყო და მე შემომცქეროდა
-გღვიძავს?-პასუხის ნიშნად უბრალოდ თავი დავუქნიე, ძლივს ვარჩევდი სიბნელეში წელს ზემოთ შიშველ ჯასტინს, რომელსაც თმები აჩეჩილი ჰქონდა და ფეხაკრეფით მოიწევდა ჩემსკენ, შემდეგ საწოლზე ჩამოჯდა და მე გამომხედა, სწრაფად წამოვჯექი და მეც მას დავუწყე ცქერა.
-შემეშინდა დღეს, რომ ვერ გნახე
-მაპატიე ვერ მოვახერხე მოსვლა-ტუჩზე ვიკბინე, კიდევ ერთი მორიგი ტყუილი..
-ისეთი, ხომ არ არის რამე რაც უნდა ვიცოდე?
-არა თუ რამეა აუცილებლად გეტყვი-გავუღიმე
-So Hug You Friend! I Missed You Baby..-ჩუმად ჩაილაპარაკა და ხელები გაშალა
-I Missed You Too...-ვუთხარი და მთელი ძალით მოვეხვიე. მადლობა ღმერთს ბნელოდა, თორემ სახეზე საშინლად გავწითლდი. მალევე მოვშორდი და საწოლზე გავწექი, ჯასტინიც ჩემს გვერდით წამოკოტრიალდა და ორივემ ერთად ჭერს დავუწყეთ ყურება.
-იცი გუშინ ფანებთან მქონდა შეხვედრა და შენზეც მკიტხეს რამოდენიმე რამე, მოკიტხვაც გადმოგცეს-ჩაიცინა
-როგორ უყვარხარ ბავშვებს
-მეც ძალიან მიყვარს-ჩუმად მითხრა. ისევ სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში, რომელიც უკვე დიდხანს გრძელდებოდა და საშინელ დისკომფორტს ქმნიდა, ამიტომ ისევ მე ვარჩიე სიჩუმის დარღვევა.
-მალე თბილისში ვბრუნდები-ვიცოდი, რომ ამით უფრო დიდ უხერხულობას გამოვიწვევდი, თუმცა ძალიან მაინტერესებდა მისი რეაქცია.
-ისევ უნდა წახვიდე?-ოდნავ ბრაზნარევი ხმით ჩაილაპარაკა
-ამ ჯერად საჭიროა, ჯასტინ სწავლასაც უნდა მივხედომომენატრება აქაურობა-ისევ განვაგრძე, რათა დამეფრთხო სიჩუმე, რომლის თავიდან აცილებასაც ვცდილობდი.
-მე სულ მენატრები, რა საჭიროა საერთოდ ეს წასვლა?
-ალბად საჭიროა, ჩამოვალ ხოლმე ნუ ღელავ-ჩავიცინე
-თავს ნუ იტყუებ-სრულიად აუღელვებლად მითხრა
-ხანდახან უთქმელი სიტყვები მახღცობს, არა ხან და ხან არა! ყოველთვის
-მითხარი რაც გინდა მოგისმენ, თუ გინდა მლანძღე ავიტან-ჩაიცინა
-რთულია ყველაფრის თქმა, უბრალოდ შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობ
-I Love You!-ძალიან ჩუმად წაიჩურჩულა
I love her. ✌♥ | via Tumblr
-რა თქვი?
-არაფერი რაღაცას ვიხსენებდი-ჩაილაპარაკა უხერხულად, თვითონაც გაუკვირდა, რომ მისი სიტყვების გაგონება მოვახერხე,თუმცა ბოლომდე არ ვუჯერებდი ჩემს ყურს.
-კარგი გვიანია, დასვენება გჭირდება-მითხრა და უკან მოუხედავად წავიდა...


და და დაამ დამაინტრიგა ამ თავმა ტქვენი არ ვიცი 
მე მომეწონა, ვიცი პატარაა მარა ეს იდეები დღეს აქ რომ არ გადმომეტანა ღამე ვერ დავიძინებ, ხვალე 2 თავს დავდებ გპირდებით ! და შეიძლება 
ხვალვე დავამთავრო არ ვიცი ვნახოთ  მიყვარხართ ძალიან და ველი თქვენს კომენტარებს!

ამ თავს ვუძღვნი LittleMonster -ს დიდი მალდობა, რომ კითხულობ 
ჩემს მოთხრობას

დააკომენტარეთ!
კატეგორია: Book | ნანახია: 829 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6

(2013-07-13 3:00 PM)
dzalian magari tavi iyoo<3 didi madloba rom momidzgveni^^ <3