მთავარი » 2013 » მაისი » 25 » Scary Lgends [2]
10:31 PM
Scary Lgends [2]
Scary Legends [2]
 
  


***
დავიწყოთ ბოგიმენით . როგორც კი ღამით საძინებელში სინათლე ქრება , უცნაური ჩრდილებითა და არაბუნებრივი ბგერებით სავსე ოთახი ბოგიმენის სამეფო ხდება. ჩრდილოეთ ამერიკაში ეს ყველაზე გავრცელებული და საშიში ურჩული ძილის დროს მოდის. მშობლები ხშირად მისი მოსვლით აშინებენ ბავშვებს. ბოგიმენს აქვს მეჭეჭებით და წყლულებით დაფარული კანი , რომელიც ადამიანზე გადადის , ამიტომ არსებობს თეორია რომ თუ ტანზე მეჭეჭი გაგიჩნდათ , შეიძლება, ბოგიმენი იყო თქვენთან სტურად. დიდი თვალებით ის კარგად ხედავს სიბნელეში , უზარმაზარი ცხვირი ეხმარება ბავშვების სუნით მოსაძებნად , ხოლო ფრჩხილებით ადვილად ფხრეწს გადასაფარებელსა და საბნებს.


***
დენის რასელმა 1997 წელს ფოტო სურათი გადაუღუ ბებიამის.ამის შემდეგ რამდენიმე საათის მოგვიანებით ბებია გარდაიცვალა.სურათის გამჟღავნების შემდეგ 3 წლის განმავლობაში ვერავინ შენიშნა კაცი რომელიც დგას ბებიას უკან,ხოლო როდესაც შეამჩნიეს ეს კაცი,დენისმა ამოიცნო ბაბუამისი,რომელიც 1984 წელს გარდაცვლილიყო
ესეც  ფოტო




***
ლორდ Combermere-ის მოჩვენება თავის საყვარელ სკამზე, 1891 წელი
ლორდ კომბერმეის თავისი საყვარელი სკამი ჰქონდა, ისევე როგორც ზოგ ადამიანს ამოჩემებული ადგილი აქვს სახლის რომელიმე ნაწილში, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს. 1891 წელს საბედისწერო შემთხვევის დროს ლორდი ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის დღეს ოჯახმა ფოტოგრაფი დაიქირავა, რომელსაც საოჯახო ფოტოების გადაღება სთხოვეს. სანამ ოჯახი ლორდის დაკრძალვას ესწრებოდა სასახლიდან დაახლოებით 4 მილის მოშორებით, ფოტოგრაფმა, სახელად Sybell Corbet-მა კამერა მოამზადა და გადაღებას შეუდგა. ფოტოფირფიტის გამჟღავნების შემდეგ გაირკვა, რომ მასზე ლორდი კომბერმერის ლანდი იყო აღბეჭდილი, რომელიც თავის საყვარელ სკამზე მოკალათებულიყო. როგორც ჩანს, კუბო არც ისე კომფორტული ეჩვენა მას, ან სულაც ბოლოჯერ ზის საყვარელ სკამზე და საკუთარ სახლს ემშვიდობება.



***
ბვშვობიდან ძალიან მიყვარდა სულებზე ისტორიების მოსმენ, ყოველთვის მჯერროდა ამ ამბების და დეიდაჩემს ვაყოლებდი ხოლმე. დეიდაჩემი საკმაოდ უცნაური ქალი იყო, მუდამ ამტკიცებდა, რომ სულები არსებობდნენ და მათ შეეძლოთ ჩვენთან კავშირის დამყარება. როდესაც წამოვიზარდე და უმაღლესში ჩავაბარე, ამ თემამ უფრო დამაინტერესა. ერი კურსელი მყავდა, რომელსაც ძალიან აინტერესებდა ეს საკითხი. თავისი ბებია გამაცნო, თურმე ახალგაზრდობაში ბევრი ასეთი მოვლენის მომსწრე გამხდარა. მოკლედ, ბოლოს ჩემმა ინტერესებმა და უაზრო ცნობისმოყვარეობამ გამომითხარა ძირი.
ჩემი კურსელის ბებიამ ერთი ძველი წიგნი მომცა, წიგნი რუსულად იყო და ფურცლები სიძველისაგან სულმთლად გადაყვითლებულიყო, მე შევუდექი კითხვას. ყველაფერი ეწერა სულებზე და მათთან კავირის დამყარებაზე. ერთი-ორი რიტუალი მეც ჩავატარე და ვცადე სულის გამოძახება. 1 თვის მანძილზე შედეგი, რომ ვერ მივიღე გავბრაზდი და გაბრაზებულმა წიგნი სანაგვეში ჩავაგდე. გადიოდა დრო, მე კი ისევ დიდი მონდომებით ვეძებდი ინფორმაციას სულებზე. ერთ ჩვეულებრივ დღეს, როდესაც სახლში მარტო ვიყავი, შუქი ჩავაქრე და დასაძინებლად დავწექი, დაღლილი ვიყავი დ მალევე ჩამეძინა. ღამე გამეღვიძა, ასე 3 თუ 4 იქნებოდა, ავდექი აივანზე გავედი და სიგარტი გავაბოლე. მოწევა, რომ დავასრულე ოთახში შევედი და ივნის კარი გამოვიხურე. ოთახში, რომ შევედი მაგიდაზე ის წიგნი დამხვდა, იმ ქალმა, რომ მაჩუქა და შემდეგ მე, რომ გადავაგდე. გაოცებულმა ავიღე წიგნი. არადა ჩემი თვალით დავინაღე ნაგვის მანქანამ როგორ გაიტანა ურნა, რომელშიც წიგნი ჩავაგდე.
ამ მოულოდნელი ამბის შემდეგ ყველაფერი დალაგდა. ამ ამბის შემდეგ 2 კვირაც კი არ იყო გასული, რომ მეზობელი გარდამეცვალა. პანაშვიდზე, რომ შევედი ოთახში კარებთან ჩემი წიგნი დავინახე, სწორედ ის წოგნი, რომელიც ერთხელ გადავაგდე და შემდეგ ვიპოვე. უცბათ დავტაცე ხელი და მაშინვე სახლში ავედი. ცოტა შევშინდი მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა შიში ჩამიცხრა. ერთი თვის შემდეგ ედაჩემმა შემატყობინა, რომ ბიძაჩემი გარდაიცვალა. მაშინვე ჩავიცვი შავები და გავიქეცი. ავტობუსში, რომ ჩავჯექი, ჩემს გვერდით სკამე ერთი მოხუცი კაცი დამიჯდა, საწყალი ხმით ხურდა მთხოვა და მეც უარი ვერ ვუთხარ, გავუწოდე ხურდები, მან გამიღიმა და შემდეგ გაჩერებაზე ჩავიდა. სკამს, რომ დავხედე, თვალები გამიშტერდა! იქ ჩემი წიგნი იდო.
იმ დაწყევლილმა წიგნა ბევრი უბედურება მომიტანა. რამდენჯერაც ვიღაც გარდაიცვალა, იმდენჯერ დაიკარგა წიგნი. ბოლოს ერთ ნათელმხილველთან მივედი და მან მითხრა, რომ ამ წიგნზე შელოცვა იყო დადებული და როგორც კი პატრონს მოშორდებოდა ბოროტი სულები დაიწყებდნენ მის დაცვას. ჩემი კურსელის ბებიამ დიდი შეცდომა დაუშვა ეს წიგნი, რომ მაჩუქა. ნათელმხილველმა ეს შელოცვა მოუხსნა და მითხრა, დამარხეო. მე ასეც მოვიქეცი და დავმარხე.
ეს იყო და ეს, მას შემდეგ არავითარი უცნაუირი მოლენა არ შემმთხვევია. მაგრამ დროთა განმავლობაში მესიზმრებახოლმე ეს წიგნი.


***
ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა სანამ ეს არ მოხდებოდა.იგი იყო ყრუ და ამიტომ მისი ენა ვისწავლე.ჰქონდა მობილური რომელსაც არ იყენებდა.ერთ დღესაც მას მანქანამ დაარტყა და მოკლა.ავტომობილის მოახლოება ვერ იგრძნო.არ ვიცოდი რა მექნა,სულ მოწყენილი ვიყავი.ერთ დღესაც ტელევიზორი ჩავრთე.(ჩვენ გვიყვარდა ფეხბურთი და ერთ გუნდს ვგულშემატკივრობდით).იმ დღეს მატჩი იყო.მე ყურება არ მინდოდა და გადართვა ვცადე მაგრამ პულტი არ რეაგირებდა.უცებ ზარი გაისმა,კარზე დარეკეს(ესელვირას ხელწერა იყო,სამი მოკლე ზარი).გარეთ გავიხედე მაგრამ არავინ იყო.შემეშინდა.იგი ყოველ ღამეს ჩემთან იყო.არ მშორდებოდა .სიზმრებშიც კი.ერთხელაც დამესიზმრა მისი სიკვდილი.მეორე დღეს წერილი მომივიდა ტელეფონზე,იქ ეწერა რომ ყველაფერი კარგად იყო.წერილის გამოგზავნის დრო,მისი სიკვდილის დროს ემთხვეოდა.არ ვიცი რა მოხდა,მაგრამ ერთი კი ცხადია ის ჩემთანაა,ჩემი ერთადერთი მეგობარი…

Large

***
სააბაზანოში შესულმა შიშით შეჰყვირა და გაოცებით შეათვალიერა უცხო ნივთი. ეს იყო უცნაურ, ანტიკვარულ ფეხებზე შემდგარი შხაპის მისაღები აბაზანა.


– მოგწონს? – ჰკითხა ოთახში შემოსულმა დედამ – დღეს მოიტანა მამაშენმა, ვიქტორიანული ხანის აბაზანაა.

რა თქმა უნდა, გაიფიქრა გულში, ვიქტორიანული კი არა ნახმარი და იაფია, როგორც მას ჩვევია. ყველაფერზე ფულს ზოგავს.

იმის მერე რამდენი სააბაზანოში შედიოდა, ეს ძველი და უცნაური ნივთი ცუდად ხვდებოდა თვალში, თითქოს ბნელი აურა ჰქონდა, ხანდახან ამაზე კოშარებიც კი ესიზმრებოდა და რამდენიმე ინციდენტიც მოუხდა.

პირველად მაშინ, როცა კბილების დასახეხად შევიდა, მოეჩვენა, რომ აბაზანიდან წყლის მაგივრად სისხლი იღვრებოდა და მთელი იატაკი სისხლით იყო მოსვრილი. ისიც კი იგრძნო, როგორ დაუსველდა ფეხები ბლანტი სითხით. თვალები მაგრად დახუჭა და რომ გაახილა, ყველაფერი რიგზე იყო.

ამასობაში მისი მშობლები სულ ჩხუბობდნენ. დღე თუ ღამე, სულ მათი ყვირილის ხმა ესმოდა და ესეც ამძაფრებდა მის გაურკვეველ შიშს.

მეორედ როცა შხაპი უნდა მიეღო, გაიხადა ტანსაცმელი და შიშველი დადგა წყლის ქვეშ. მძაფრად იგრძნო როგორ უთვალთვალებდა ვიღაც ბნელი კუთხიდან. წყალი გაშავდა და უფრო მეტი წამოვიდა. წყალი გადაკეტა და ამოსვლას აპირებდა, მაგრამ ფეხი დაუცდა. იგრძნო როგორ ჩაეჭიდა ხელებზე ვიღაც, თითქოს მის ჩათრევას აპირებდა, იყვირა და სწრაფად ამოვიდა.



მეორე დილით გადაწყვიტა ანტიკვარების მაღაზია მოენახულებინა და გაეგო ამ ნივთის ისტორია. მაღაზიის პატრონმა საშინელი ამბავი მოუყვა.

ძველი აბაზანა ასეული წლების წინ ერთ კაცს ეკუთვნოდა, რომელიც სერიული მკვლელი იყო. ის ახალგაზრდა გოგონებს უთვალთვალებდა ბანაობის დროს, მერე კი თავს ესხმოდა და წყალში ახრჩობდა, ამის მერე ნაჯახით ანაწევრებდა მათ სხეულს და ტყეში მალავდა. ამ აბაზანაშიც არაერთი მკვლელობა მომხდარა – თქვა მეპატრონემ – მაგრამ სისხლის ჩამორეცხვა ყოველთვის შეიძლება.

გაოცებული უსმენდა. კი მაგრამ რათ უნდოდა მამას ასეთი საშინელი ძველი ნივთი?

მეპატრონე აგრძელებდა ლაპარაკს – მკვლელი დაიჭირეს და ჩამოახრჩვეს, მაგრამ ამბობენ, რომ მისმა სულმა ვერ მოისვენა და კვლავ განაგრძობს მკვლელობებს, სხვადასხვა ადამიანების სხეულით ევლინება მსხვერპლებს.

ეს ზღაპარია – გაიფიქრა მან – მაგრამ აბაზანა თავიდან უნდა მოვიშოროთ.

სასწრაფოდ წამოვიდა სახლისკენ, თან გზაში გეგმებს აწყობდა, როგორ დაითანხმებდა მშობლებს.

სახლში უჩვეულო სიჩუმე დახვდა. მამა პირველ სართულზე იჯდა და წიგნს კითხულობდა.

– სად არის დედა? – იკითხა.

– ზევით, აბაზანას იღებს – უპასუხა მამამ თავაუღებლად – თუმცა ავალ და დავხედავ, უკვე დიდი ხანია იქაა.

დივანზე ჩამოჯდა. ზევიდან უცნაური ხმები მოესმა. შეშინებული წამოხტა და ზევით ასვლა დააპირა, მაგრამ ერთ ადგილს შეეყინა.

კიბეებზე მამა ჩამოდიოდა, ხელში დიდი, სისხლიანი ნაჯახი ეჭირა.

– დედა მორჩა ბანაობას – უთხრა შვილს – ახლა შენი ჯერია…



XoXo Your ChuPa
აჰაჰა :D 
ამაამ მემგონი აღარ დამეძინება :D
ზოგიერთმა ლეგენდამ მართლა შემაშინა :D
დააკომენტარეთ რაა ♥
და დავდოო კიდეე ?!

ნანახია: 987 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6

(2013-05-27 4:42 PM)
* 6 SoPii))   [Entry]
kideee dadeeee biggrin
bolo momewonaaa da aghar vibanavebb arasodesss biggrin
mamachems davakvirdebiii sxva drosss biggrin