მთავარი » 2013 » იანვარი » 16 » Selena Marie Gomez
8:20 PM
Selena Marie Gomez





Selena Marie Gomez

სელენა მარია გომესი (დ. 1992 წლის 22 ივლისს) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. ცნობილია, როგორც ალექს რუსო დისნეის ტელესერიალიდან „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან". ამას გარდა მას მთავარი როლები აქვს შესრულებული ფილმებში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი,"ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან"„პრინცესების დაცვის პროგრამა," „რამონა და ბიზუსი," „მონტე–კარლო."

სელენას მუსიკალური კარიერა ასევე წარმატებული აღმოჩნდა. 2009 წელს მან შექმნა საკუთარი ჯგუფი „Selena Gomez & the Scene," რომელთან ერთად ჩაწერა სამი ალბომი: „Kiss & Tell," „A Year Without Rain" და „When The Sun Goes Down." 2008 წლიდან სელენა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის, UNICEF–ის ელჩია.


YOUNG Celebrities


                                                   სამსახიობო კარიერა

2002–06: „ბარნი და მეგობრები" 

სელენამ სამსახიობო კარიერა შვიდი წლის ასაკში დაიწყო, გაიანას როლის შესრულებით სერიალში „ბარნი და მეგობრები." იგი ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა სერიალებში, სადაც ჰქონდა მცირედი როლები. 2004 წელს იგი დისნეიმ აღმოაჩინა. ამის შემდგომ სელენა გამოჩნდა სერიალში „ჰანა მონტანა". ამ წლებში ასრულებდა მცირე როლებს ფილმებსა და სერიალებში, შოუებში, რითაც ფართო საზოგადოებას თავი გააცნო.


YOUNG Celebrities

2007–09: „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან"

2007 წელს სელენა გამოჩნდა დისნეის სერიალში „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან", ალექს რუსოს როლში. სერიალი 6 მილიონამდე ადამიანმა ნახა და შეიყვარა, ხოლო სელენას ახალ მაილი საირუსად მოიხსენიებდნენ. ამ სერიალმა სელენას ძალიან დიდი წარმატება მოუტანა.

2008 წელს სელენა გადაიღეს ფილმში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი", სადაც შეასრულა მთავარი როლი დრიუ სილისთან ერთად. ამავე წელს გაახმოვანა ანიმაციური ფილმი „ჰორტონი".

2009 წელს სელენამ დემი ლოვატოსთან ერთად მცირე როლი შეასრულა დისნეის სერიალში „სანის აქვს შანსი", ამის შემდგომ კი დემი და სელენა გადაიღეს ფილმში „პრინცესების დაცვის პროგრამა", რომელიც მსახიობის კარიერაში ასევე წარმატებული აღმოჩნდა. ფილმის პრემიერიდან ორი თვის შემდეგ დაიწყო გადაღებები სრულმეტრაჟიანი ფილმისა ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან, რომელიც 11.4 მილიონმა ადამიანმა ნახა.


YOUNG Celebrities

2010 წლიდან დღემდე

ფილმის „რამონა და ბიზუსი" პრემიერა 2010 წლის 23 ივლისს შედგა, მანამდე კი, 2010 წლის მარტში დაიწყო გადაღებები მორიგი ფილმისა:„ მონტე–კარლო". ამ ფილმში სელენამ მთავარი როლი შეასრულა ლეიტონ მისტერთან და კეტი კესიდისთან ერთად. იგი თამაშობს გრეისისა და კორდილეას როლებს, რომლებიც ფილმში ერთმანეთის ორეულები არიან. საბოლოოდ ფილმის პრემიერა 2011 წლის 1 ივლისს შედგა. ამავე წლის 14 მაისს დასრულდა სერიალის „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან" მეოთხე დასკვნითი სეზონის გადაღებები.

2011 წლის 19 ივნისს სელენამ უმასპინძლა MuchMusic-ის ვიდეოების დაჯილდოებას,ხოლო 2011 წლის 6 ნოემბერს,ბელფასტში,ჩრდილოეთ ირლანდიაშიMTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოებას,სადალ შეასრულა თავისი ჯგუფის ახალი სინგლი "Hit The Lights"


YOUNG Celebrities


YOUNG Celebrities

YOUNG Celebrities

YOUNG Celebrities

YOUNG Celebrities

YOUNG Celebrities




დაამოწმა და შეალამაზა:-Sophie<3



კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 906 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2

(2013-01-17 2:12 AM)
* 2 Miss_Jonas   [Entry]
kargi siaxlea yochag))