მთავარი » 2013 » იანვარი » 17 » Shakira and Gerard Piqué Reveal Pregnancy Photos ♥
11:37 PM
Shakira and Gerard Piqué Reveal Pregnancy Photos ♥
შაკირა და ჟერარდ პიკე ორსულობის ფოტოებს აშუქებენ

მომღერალ შაკირას და ფეხბურთელ ჟერარდ პიკეს არასდროს სურდათ გაეშუქებინათ მათი ურთიერთობა მედიასთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც შაკირამ ჭორები მისი ორსულობის შესახებ დაადასტურა. როგორც ჩანს, კეთილშობილური მიზეზი თუ რატომ გააშუქეს შაკირამ და პიკემ ორსულობის ფოტოები ვირტუალური საქველმოქმედო აქცია გახდა. ეს ფოტოები ვირტუალური საქველმოქმედო აქციის 'Baby Shower'-ის ნაწილია, რომელსაც ასოციაცია UNICEF ატარებს. ამ აქციაში მონაწილეებს საშუალება ეძლევათ დაეხმარონ ღარიბულ პირობებში მცხოვრებ ბავშვებს მთელ მსოფლიოში. შაკირა და პიკე მოუწოდებენ ხალხს გამოგზავნონ შთამაგონებელი საჩუქრები როგორიცაა ვაქცინები და თერაპიული კვების პაკეტი, ხოლო შემდეგ ეს საჩუქრები გადაეცემათ ღარიბულ პირობებში მცხოვრებ ბავშვებს. არის საქველმოქმედო აქცია, რომელშიც ყველას შეუძლია მიიღოსმონაწილეობა.

შაკირამ და პიკემ გამოხატეს სიხარული რომ შეუერთდნენ ამ საქველმოქმედო აქციას ვიდეოთი სადაც მათ განაცხადეს:

"მოგეხსენებათ, ჩვენ მალე ველოდებით ჩვენს პირველ შვილს და მისი დაბადების დღის აღსანიშნავად, ჩვენ მოვაწყვეთ ვირტუალური 'Baby Shower' ასოციაცია UNICEF-თან ერთად. ნაცვლად ჩვენი ბავშვის საჩუქრების მიღებისა, ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მხარდაჭერას უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებს. მადლობა ყველას, ვინც საჩუქრებს გზავნის, თერაპიულ სასურსათო პაკეტებს, ვაქცინებს და სხვა საჩუქრებს რომლებიც გადაარჩენს ასი ათასობით ბავშვის სიცოცხლეს მთელს მსოფლიოში. გვსურს მადლობა გადაგიხადოთ წინასწარ, და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ რადგან ვიცით, რომ შეგვიძლია თქვენი მხარდაჭერის იმედი გვქონდეს".

 

 


 

[ფოტომასალა გადაღებულია 2012 წლის დეკემბერში Jaume de Laiguana-ს მიერ]


კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 775 | დაამატა: queen♥M | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

(2013-01-18 12:42 PM)
ვაიმე რა კარგები არიან <33
რამხელ ამუცელია აქვს უკვე
კარგი ნიუსია