5:28 PM Sherlock Holmes | |
ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ფილმის ფოტოები, ინფო, ანიმაციები სიახლეს ვუძღვნი ვის თუ არა ჩემს ქეთის ♥ მგონი არ არსებობს ისეთი ადამიანი ვისაც ეს წიგნი არ წაუკითხავს ან ფილმი არ უნახავს ესაა ყველაზე მაგარი ქასთით დაკომპლექტებული ფილმი ♥ P.S. ვისაც არ გაქვთ ნანახი უდაოდ ბევრს კარგავთ პირველი ნაწილი რეჟისორი: გაი რიჩი სტუდია: უილიჯ როუდშოუ ფიქჩერზი, სილვერ ფიქჩერზი, ლინ ფიქჩერზი როლებში: რობერტ დაუნი უმცროსი, ჯუდ ლოუ, რეიჩელ მაკადამსი, უილიამ ჰოუფი, ქელი რეილი, ჯეიმს ფოქსი. ბიუჯეტი: 90 მილიონი დოლარი ბოქს ოფისი (დაგროვებული აქვს) - 348,6 მილიონი დოლარი შერლოკ ჰოლმსი — 2009 წლის სათავგადასავლო ფილმი, რომელიც დაფუძნებულია ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი პერსონაჟზე, დეტექტივ შერლოკ ჰოლმსზე. ფილმის რეჟისორია გაი რიჩი, პროდიუსერები კი ჯოელ სილვერი, ლაიონელ ვაგრამი, სუზან დაუნი და დენ ლინი. მაიკლ რობერტ ჯონსონის, ენტონი პეკჰემისა და საიმონ კინბერგის სცენარს საფუძვლად უდევს ლაიონელ ვიგრამის მიერ შექმნილი ამბავი. რობერტ დაუნი უმცროსი და ჯუდ ლოუ ასრულებენ შესაბამისად შერლოკ ჰოლმსის და დოქტორი უოტსონის როლებს. ჰოლმსი იძიებს მკვლელობათა სერიას, რომელიც დაკავშირებულია საკულტო რიტუალებთან. მარკ სტრონგი განასახიერებს ლორდ ბლექბუდს, რომელიც სიკვდილით დასჯის შემდეგ როგორღაც ახერხებს დაბრუნებას. ამ მოვლენით მან მოიპოვა ხალხის შიში და მასონების ლოჟის მხარდაჭერა, რის გამოყენებასაც ცდილობს ბრიტანეთის იმპერიის აღსადგენად. ფილმის ამერიკული პრემიერა შედგა 2009 წლის 25 დეკემბერს. ბრიტანეთში კი ის გამოვიდა 26 დეკემბერს. სურათმა დაიმსახურა კრიტიკოსების პოზიტიური შეფასება. შერლოკ ჰოლმსი ნომინირებული იყო ორ ოსკარზე, მათ შორის საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკისა და მხატვრული გაფორმებისთვის, რომელიც დათმო ფილმებთან „მფრინავი სახლი" და „ავატარი". მეორე ნაწილი : რეჟისორი: გაი რიჩი სტუდია: უორნერ ბრაზერს ფიქჩერზ კომპანი, უილიჯ როუდშოუ ფიქჩერზი, სილვერ ფიქჩერზი, ლინ ფიქჩერზი როლებში: რობერტ დაუნი უმცროსი, ჯუდ ლოუ, სტეფენ ფრაი, რეიჩელ მაკადამსი, ქელი რეილი, ჯარედ ჰარისი, ნოომი რეპესი ბიუჯეტი: $125M Box Office : $528,8M (ოოო ?? ^^ საღოლ ფილმი :დდ) შინაარსი : შერლოკ ჰოლმსი: ჩრდილების თამაში — 2011 წლის სათავგადასავლო ფილმი, რომელიც ეფუძნება ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი პერსონაჟის, დეტექტივ შერლოკ ჰოლმსის შესახებ რომანებს. ფილმის რეჟისორია გაი რიჩი, პროდიუსერები კი ჯოელ სილვერი, ლაიონელ უიგრემი, სიუზენ დაუნი და დენ ლინი. ეს არის 2009 წლის ფილმის გაგრძელება. სცენარის ავტორები არიან კირენ მელროუნი და მიშელ მელროუნი. ფილმის ამ ნაწილში გამომძიებელთა ორეული, ჰოლმსისა და უოტსონის სახით (რობერტ დაუნი უმცროსი და ჯუდ ლოუ) იძიებს პროფესორ მორიარტის (ჯერედ ჰარისი) მიერ ორგანიზებული მკვლელობებათა სერიას. ფილმი ეფუძნება კონან დოილის რომანს უკანასკნელი საქმე, თუმცა მისგან დამოუკიდებელ ხასიათს, ვიდრე პირდაპირი ეკრანიზაციის სახეს ატარებს. შინაარსი : 1891 წელს ირენ ადლერს (რეიჩელ მაკადამსი) დოქტორ ჰოფმანშტალთან მიაქვს ამანთი - იმ წერილის სანაცვლოდ, რომელიც მას უნდა გადმოეცა. ჰოფმანშტალი ხსნის ამანათს, რითაც ამოქმედდება ასაფეთქებელი მოწყობილობა. ჰოლმსი, რომელიც იქვე აღმოჩნდება, იღებს წერილს და ასაფეთქებელს აფეთქებს ძველ სარკოფაგში. მოგვიანებით იგი ჰოფმანშტანლს მკდარს პოულობს. ადლერი ხვდება პროფესორ მორიარტის. მას სურს, დაადგინოს, თუ რატომ მოხდა ეს, მაგრამ მორიარტი მას სწრაფმოქმედი ტუბერკულოზის გამოწვევი შხამით წამლავს. მოგვიანებით ექიმი უოტსონი ეწვევა ჰოლმსს, რომელიც იძიებს მკვლელობათა მთელ სერიას - ერთმანეთთან საეჭვო კავშირში მყოფ მკვლელობებს, ტერორისტულ შეტევებსა და ბიზნეს მაქინაციებს, რომლებიც უკავშირდება მორიარტის. უოტსონის ქორწილში ჰოლმსი გაიცნობს ბოშა სიმზას, რომელიც იყო წერილის ადრესატი (რომელიც თავის მხრივ, მას გამოუგზავნა ძმამ, რენემ). ჰოლმსი აჩერებს მკვლელს, რომელიც სიმზას მისდევს, მაგრამ სიმზა ამასობაში ქრება. უოტსონისა და მერის ქორწილის შემდეგ ჰოლმსი პირველად ხვდება მორიარტის. იგი შერლოკს ამცნობს, რომ სწორედ მან მოკლა ადლერი და მოკლავს უოტსონს და მერისაც, თუკი ჰოლმსი განაგრძობს საქმის გამოძიებას. მორიარტის გარემოცვა თავს ესხმის უოტსონსა და მერის, როდესაც ეს ორეული საქორწინო მოგზაურობაში მატარებლით მიემგზავრება. ჰოლმსი, რომელიც მათ მისდევს, მერის მატარებლიდან მდინარეში აგდებს, საიდანაც მას შერლოკის ძმა, მაიკროფტი ამოიყვანს. მორიარტის ხალხის განადგურების შემდეგ ჰოლმსი და უოტსონი პარიზში, სიმზას ეძებენ. მას შემდეგ, რაც მას პოულობენ, ჰოლმსი უამბობს სიმზას, რომ რენე მორიარტიზე მუშაობს და სიმზა ერთ-ერთი სამიზნეა. სიმზას ისინი მიჰყავს ანარქისტული დაჯგუფების შტაბ-ბინაში, რომლის წევრიც მანამდე ადრე რენესთან ერთად იყო. ისინი დაადგენენ, რომ ანარქისტები იძულებულები იყვნენ, მორიარტისათვის ბომბები დაემზადებინათ. სამეული ჰოლმსის გამოძიების მიხედვით დაადგენს, რომ ერთ-ერთი ბომბი პარიზის ოპერაშია, თუმცა ჰოლმსი აღმოაჩენს, რომ იგი არასწორი გზით წაიყვანეს და ბომბი სინამდვილეში ახლოს მდებარე სასტუმროშია. ამოქმედებული ბომბი ანადგურებს მთელ რიგ ბიზნესმენებს. ჰოლმსი დაადგენს, რომ ეს იყო მხოლოდ მაინჰარტის (ერთ-ერთი დამსწრე ბიზნესმენის) მკვლელობის დაფარვის საბაბი - რომელიც აფეთქების დროს გასროლით მოკლა სებასტიან მორანმა, მორიარტის მიერ დაქირავებულმა მსროლელმა. ამრიგად მორიარტის მფლობელობაში მაინჰარტის გარდაცვალების შემდეგ რჩება გერმანიაში მდებარე იარაღის ქარხანა. ჰოლმსი, უოტსონი და სიმზა გერმანიაში მიემგზავრებიან და ცდილობენ, რენეს წერილებში თავსატეხის ამოხსნა მოიძიონ. ქარხანაში მორიარტი იჭერს და აწამებს ჰოლმსს, უოტსონი კი მორანს ებრძვის. მორიარტისგან ცნობილი ხდება, რომ მას დიდი წვლილი აქვს კომპანიებში, რომლებიც აწარმოებენ საომარ ტექნიკას და მისი გეგმაა მსოფლიო ომის დაწყება. ამასობაში უოტსონი იყენებს დიდ ზარბაზანს, რათა გაანადგუროს შუქურა, რომელშიც მორანი იმალება. შუქურა ემხობა საწყობზე, რომელშიც მორიარტი და ჰოლმსი იმყოფებიან. უოტსონი, სიმზა და დაჭრილი ჰოლმსი ერთმანეთს პოულობენ და მატარებლით გარბიან. ჰოლმსი დაადგენს, რომ მორიარტის უკანასკნელი სამიზნე იქნება მშვიდობიანი სამიტი, რომელიც შვეიცარიაში გაიმართება - რითაც დაგეგმილია დიდი სკანდალის აგორება სამიტზე ჰოლმსი სიმზას უამბობს, რომ რენე ერთ-ერთი მკვლელია, მაგრამ იერი, ჰოფმანშტალის ქირურგიული მეთოდების დახმარებით, შეცვლილი აქვს და ერთ-ერთ ელჩად არის გადაცმული. უოტსონი და სიმზა ეძებენ რენეს, ამასობაში კი ჰოლმსი და მორიარტი აივანზე ერთმანეთს ხვდებიან. რენეს აჩერებენ, მაგრამ მას მორანი კლავს. ჰოლმსი მორიარტის გაანდობს, რომ მან, გერმანიაში ყოფნისას, მისი პირადი დღიური მოიპარა (რომელშიც მორიარტის გეგმები და ფინანსური მონაცემები ეწერა) და იგი ყალბით ჩაანაცვლა. ორიგინალი გაიგზავნა ლონდონში, მერისთან, რომელმაც დღიურში მოცემული კოდები ამოხსნა - იმ წიგნის დახმარებით, რომელიც შერლოკმა ლონდონში, მორიარტის კაბინეტში აღმოაჩინა. მერიმ ეს ინფორმაცია ინსპექტორ ლესტრეიდს გადაუგზავნა, რომელმაც შეაჩერა მორიარტის აქტივები, რითაც იგი ფინანსურად დააზარალა. ჰოლმსი და მორიარტი ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან, მაგრამ ორივე ხვდება, რომ მორიარტი გაიმარჯვებს, ვინაიდან ჰოლმსს ხელს უშლის მხრების დაზიანებული არე. ჰოლმსი ხელს სტაცებს მორიარტის და ორივე აივნის მიღმა, ჩანჩქერში ეშვება. მორიარტისა და ჰოლმსის გვამებს ვერ პოულობენ. საბოლოოდ ორივე დაღუპულად ითვლება. ჰოლმსის სიმბოლური დასაფლავების შემდეგ, უოტსონი და მერი საბოლოოდ ემზადებიან თაფლობის თვის გასატარებლად. უოტსონი საბეჭდ მანქანაზე კრიფავს თავისი მოგონებების ჩანაწერებს. უკანასკნელ სტრიქონზე იგი წერს - „დასასრული". ამ დროს იგი ფოსტით მიიღებს სასუნთქ აპარატს, რომელსაც ჰოლმსი სამიტამდე იყენებდა. უოტსონი მიხვდება, რომ ჰოლმსი ცოცხალია და გარბის ფოსტალიონის მოსაძებნად. ამასობაში ჰოლმსი, რომელიც შენიღბული იყო, როგორც სავარძელი, დგება და უოტსონის ტექსტის ბოლოს დასმულ სიტყვას „დასასრული" ამატებს კითხვის ნიშანს. რობერტ დაუნი უმცროსი - შერლოკ ჰოლმსი ჯუდ ლოუ - ექიმი ჯონ უოტსონი ნუმი რაპასი - სიმზა ჰერონი ჯერედ ჰარისი - პროფესორი მორიარტი სტივენ ფრაი - მაიკროფტ ჰოლმსი კელი რეილი - მერი მორსტენ-უოტსონი რეიჩელ მაკადამსი - ირენ ადლერი ედი მერსენი - ინსპექტორი ლესტრეიდი ჯერალდინ ჯეიმზი - მისის ჰადსონი პოლ ანდერსონი - სებასტიან მორანი | |
|
სულ კომენტარები: 6 | |
|