2:03 PM სკოლა_ ადგილი სადაც ვსწავლობთ თუ ! | |
ცოდნა საჭიროა, მაგრამ ცოდნაზე უფრო საჭირო ფანტაზიის უნარია. (ძია აინშტაინი) სკოლა_ ყველა მოსწავლის გონებაში მწარე ძირი რომელიც ან გატკბილდა ან არა… არ დაიწყოთ ტკბილი მოგონებააო, მაგ ლოგიკით მე სამჯერ მაქვს გატეხილი თავი და ეხლა ტკბილი მოგონებაა მაგრამ მაშინ რა იყო ის იკითხეთ. მოდი იქიდან დავიწყოთ თუ რატომ არის საჭირო კრეატიულობა. კრეატიულობა – ლათინური ტერმინია, რომელიც ითარგმნება როგორც ”ხელოვნება”, ან ”შექმნა არაფრისგან”. კრეატიულობა რომ არა ალბათ ჩვენ ჯერ კიდევ გვეგონებოდა რომ დედამიწა ბრტყელია და მის გარშემო ბრუნავს ყველაფერი, კრეატიულობა რომ არა ალბათ სახლში არც ნათურა გვექნებოდა და არც რაიმე ელექტრო ხელსაწყო, ის რომ არა ალბათ ამ პოსტსაც ვერ დავწერდი. კრეატიული აზროვნების შედეგია ყველაფერი ის რაც დღესდღეისობით მიღწეულია ხელოვნებაში, ფიზიკაში და ყველა დარგში. კრეატიულობას ყოველთვის სდევს ის რისკი რომ შენი ესა თუ ის იდეა მცდარი იქნება მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოს, არც იმან უნდა შეგაშინოს რომ ამ აზრის გამო გაირიყები ან ვერ მიგიღებენ ასეთს, წარმოიდგინეთ ჯორდანო ბრუნოს რომ რომელიმე ამ კომპონენტის შეშინებოდა… იმას, ვისაც არასდროს დაუშვია შეცდომა, არასდროს უცდია რაიმე ახლის შექმნა. ეხლა კი სკოლა სადაც ჩვენ ბევრი ცუდი რაღაც მოგვდის, პირველ რიგში ვკარგავთ კრეატიულობას და საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილს რადგან_ შეცდომა ნიშნის დაკლებას ნიშნავს, ცუდი ნიშანი ხშირ შემთხვევაში კი მშობლების გაბრაზებასთან და ცუდ მომავალთან ასოცირდება. ბავშვობის ასაკში ჩვენ არ გვეშინია შეცდომების და ამიტომ არის ხოლმე რომ ბავშვს ბევრი საინტერესო აზრის გამოთქმა შეუძლია, ბავშვი სვავს კითხვებს და არ რცხვენია იმის რომ ეს შეკითხვა სულელური იქნება, ბავშვს არ ეშინია გამოთქვას თავის აზრი იმიტომ, რომ მას ეს ეპატიება. სკოლაში კი შეცდომა ორიანია, ზედმეტი კითხვით შეიძლება მასწავლებლის არმოწონება ან კლასის დაცინვა მიიღო, აზრი შეიძლება ყოველთვის ვერ დააფიქსირო იმიტომ რომ გეშინია არ გაირიყო. სკოლაში კიდევ სწავლობ ძალიან ბევრ საგანს იმ დონეზე რა დონეზეც ხშირ შემთხვევაში არ გჭირდება მისი შესწავლა, ბევრად ჯობია ერთერთი შეისწავლო უფრო ღრმად ვიდრე ყველა ერთნაირად ზერელედ, ჩვენებურ სკოლაში იმის მაგივრად რომ დაგაინტერესონ გაიძულებენ ისწავლო ის რაც არ გაინტერესებს და შეიძლება ზოგჯერ იმის გამოც კი გეჩხუბონ რომ შენ ამ გაკვეთილს უინტერესოდ ეკიდები. კიდევ საინტერესო ის არის რომ პრიორიტეტული საგნებია მათემატიკა და ენებია, ჩვენი განათლების სისტემა (და არა მარტო ჩვენი) ისეა მოწყობილი რომ ყველანი უნივერსიტეტების პროფესორები უნდა გავხდეთ და იქნებ მე მინდა ხელოვნებას გავყვე?! დღევანდელ სკოლაში ასევე ხდება საკუთარი თავის არასწორი შეფასება, ნუ უმრავლეს შემთხვევაში მაინც: მოსწავლეები რომლებიც ამთავრებენ სკოლას ისე რომ სკოლაში ცხრიანი არ მიუღიათ გონიათ რომ გენიოსები არიან ხოლო მოსწავლეები რომლებსაც ბევრ საგანში სამები გამოყვათ ფიქრობენ რომ დებილები ან მინიმუმ ათოსნებზე ნაკლებ ჭკვიანები არიან, არადა ჩვენ ვიცით აინშტაინის შემთხვევა როცა დაწყებით კლასებში ის დებილი ეგონათ, აინშტაინისგან განსხვავებით კი მე ჩემი თავი მეგონა დებილი რადგან დაწყებით კლასებში ვერც ლექსებს ვიზეპირებდი უაზროდ და არც გამრავლების ტაბულის დაზეპირებაში ვიყავი კარგი, მაგრამ სწორედ მაშინ წამოდგა ფეხზე ჩემი თვითშეფასება როცა საქმე აზროვნებაზე მიდგა… არ მესმის რატომ არ უნდა აძლევდნენ ოქროს მედლებს იმ მოსწავლეებს რომლებმაც ძალიან კარგად იციან მათემატიკა და ისტორიაში შვიდიანი ყავთ, ან მოსწავლეებს რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში არიან მაგრები და მათემატიკა არც ისე კარგად იციან, ჩემი აზრით ეს უბრალოდ დიდი სისულელეა რომელიც გამოსწორდება ადრე თუ გვიან… და როგორი უნდა იყოს სკოლა?! ჩემი გადმოსახედიდან სკოლა უნდა იყოს ადგილი სადაც შენ დაგაინტერესებენ ყველაფრით და პირიქით არ გაგიქრობენ ინტერესს, როგორც მე გამიქრეს ინტერესი ფიზიკის მიმართ, არა ბოლომდე ვერა მაგრამ ისე ნამდვილად აღარ მაინტერესებს როგორც ადრე მაინტერესებდა. სკოლაში მასწავლებელი უნდა აფასებდეს შენს განსხვავებულ აზრს და არასდროა არ უნდა გითხრას რომ შენ მცდარი ხარ არამედ უბრალოდ უფრო მეტი უნდა დაგანახოს და შენ მოგანდოს დასკვნის გაკეთება, სკოლა უნდა იყოს ადგილი სადაც შეეჩვევი კითხვების დასმას და შეეჩვევი შეცდომების დაშვებას ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზაზე, სკოლა უნდა იყოს ადგილი სადაც ისწავლი აზროვნებას და არა ათიანის მიღებას მადლობთ თუ ამხელა პოსტი წაიკითხეთ :DD წყარო: gogona.ge | |
|
სულ კომენტარები: 4 | |
|