მთავარი » 2014 » იანვარი » 10 » sometimes love is cruel
1:13 PM
sometimes love is cruel

 











































































არ ვიცი ამ სიახლის დადება რატომ მომინდა.. არ იფიქროთ რო შეყვარებული ვარ.. ალბათ იმიტომ დავდე რო ყველას ტკივილი მტკივა, მეც მათსავით განვიცდი. ხო, სულ ვიცინი და ბევრი მეგობარიც მყავს, მაგრამ აქამდე მოსასვლელად ბევრი რამ გადავიტანე, ძალიან კარგად ვიცი თუ როგორი გრძნობაა როდესაც თავის მოკვლის სურვილი გიჩნდება.. მოკლედ პირდაპირ დავიწყებ.
     მე მყავს მეგობარი სახელად ლიზი, რომელიც 17 წლისაა, ყავს 13 წლის და ნინი. რამოდენიმე დღის წინ მათთან ვიყავი სტუმრად. ლიზიმ თავის ოთახში დამტოვა, თვითონ კი სამზარეულოში ჩავიდა ყავის მოსამზადებლად. ამ დროს გვერდითა ოთახიდან ტირილის ხმა მომესმა (ნინის ოთახიდან)კარზე დავაკაკუნე და ცოტა ხანში გამიღო კიდეც. მოკლედ რაღაცეები ვუთხარი და შემდეგ მომიყვა რაც მოხდა:
    აქამდე ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, ყავდა უამრავი მეგობარი და სიყვარულზე არასდროს უფიქრია. შემდეგ გაიცნო ერთი ბიჭი და ცოტა ხნის ურთიერთობის შემდეგ ბიჭმა მიყვარხარო და ამან მეცო (მიუხედავად იმისა რომ არ იყო დარწმუნებული ამ სიყვარულში) თითქმის ყოველდღე ერთად იყვნენ,თუმცა მერე ნინი დაშორდა და 4 თვის განმავლობაში კონტაქტი ვაბშე აღარ ქონიათ.. ნინის ძალიან ენატრებოდა და მიხვდა რო ნადმდვილად უყვარდა და გადაწყვიტა შეხმიანებოდა, უთხრა რო ისევ უყვარდა და ძალიან ნანობდა რო დაშორდა, ამ ბიჭმა კიდე შეყვარებული მყავსო, მეგობრებად დავრჩეთო.......
     თან აი ამ ყველაფერს ნინი ისე მიყვებოდა რო აი რავიცი.. გული მომიკვდა.. თან ლაპარაკობდა და თან ტიროდა. მეც მაღლა ვწევდი თავს რო ცრემლები არ გადმომცვენოდა.. ბავშვი გიჟივით იყო შეყვარებული. თავის მოკვლა უნდოდა, ძლივს გავაჩერეთ.. ამ ყველაფერმა მართლა ძალიან იმოქმედა ჩემზე და ბევრ რაღაცაზე დამაფიქრა, მაგალითად იმაზე რომ ვინც გეტყვის მიყვარხარო ყველას არ უნდა ენდო. თუ მართლა უყვარდა იმ ბიჭს ხო შეურიგდებოდა.. 'ნამდვილი სიყვარული არასდროს ქრება.. არასდროს!' 
      ხოდა ბავშვებო ვინმეს თუ რაიმე პრობლემა გაქვთ, რჩევა გჭირდებათ ან უბრალოდ ვინმესთან ლაპარაკი გინდათ, შეგიძლიათ მომმართოთ მე. არ მოგერიდოთ და მომწერეთ პირადში, რადგან მე ძალიან მიყვარს როდესაც ადამიანს ვეხმარები.. მეც მაქვს გადატანილი ეს ყველაფერი (ეს უკვე ვთქვი მარა მაინც) მე ყოველთვის გამიხარდება თქვენი დახმარება. ეს გულიდან წამოსული სიტყვებია ბავშვებო.. რო არ დამეწერა არ შემეძლო, იმდენად იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემზე.. კარგად არავის გიცნობთ, ზოგს საერთოდ არვიცნობ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ვიცი ყველა ძალიან საყვარლები ხართ.. ესე რო არ იყოს დღეს ამ საიტზე არც შემოვიდოდი.. ლავიუთ <3   


კატეგორია: ფოტო Art <3 | ნანახია: 1303 | დაამატა: MarRi | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 6

(2014-01-18 8:31 PM)
* 6 MarRi   [Entry]
madloba bavshvebo ♥