მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 24 » სოციალური ქსელები
8:14 AM
სოციალური ქსელები


Social Networks

*(Facebook)*(Twitter)*(Skype)*(Instagram)*

სოციალური ქსელების შექმნის ისტორიები

იმედია მოგეწონებათ და შეაფასებთ

imageimageimage


Facebook — სოციალური ქსელი, რომელსაც ფლობს Facebook, Inc. მომხმარებლებს შეუძლიათ
 დაამატონ მეგობრები და გაგზავნონ მესიჯები, შექმნან და განაახლონ მათი 
პერსონალური პროფილები, რომ შეატყობინონ მის შესახებ მეგობრებს. 
ამასთან ერთად, მომხმარებელს შეუძლია შეუერთდეს ქსელს ქალაქის,
 სამუშაო ადგილის, სკოლისა ან რეგიონის მონაცემების მიხედვით.

Facebook დააარსა მარკ ცუკერბერგმა თავის კოლეჯის მეგობრებსა 
და საინფორმაციო მეცნიერების სტუდენტებთან, ედუარდო სავერინსა,
 დასტინ მოსკოვიცსა და კრის ჰაგისისთან ერთად ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტობის დროს.

Life
 

Twitter — ვებ-საიტი, რომელსაც ფლობს Twitter Inc. 
იგი მოიცავს სოციალური ქსელისა და მიკრობლოგინგის სერვისებს. 
მომხმარებლებს შეუძლიათ გაგზავნონ და წაიკითხონ შეტყობინებები — „ტვიტები" (tweets).
 ტვიტი არის 140-მდე სიმბოლოსგან შემდგარი ტექსტური პოსტი, რომელიც მომხმარებლის გვერდზე ჩანს.



მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ და გაგზავნონ ტვიტები ტვიტერის ვებგვერდის, 
თავსებადი გარე აპლიკაციების, ან მოკლეტექსტური შეტყობინების სერვისის მეშვეობით. 
ვებსაიტის თავარი ოფისი მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიის შტატში. 
ტვიტერს ოფისები და სერვერები აქვს აგრეთვე სან-ანტონიოსა და ბოსტონში.
2006 წლიდან ტვიტერმა მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა. დღესდღეობით მას ჰყავს 
დაახლოებით 190 მილიონი მომხმარებელი და ყოველდღიურად 
აგენერირებს 65 მილიონ შეტყობინებას. 
ზოგჯერ მას „ინტერნეტის SMS"-ს უწოდებენ.
 
Skype (სკაიპი) — უფასო (კერძო) პროგრამული უზრუნველყოფა,
 რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უფასო საუბარი როგორც პერსონალური
 კომპიუტერების, ასევე ინტერნეტთან კავშირის მქონე სხვა მოწყობილობების საშუალებით. 
ასევე არსებობს ფასიანი ხელმოწერა საერთაშორისო, რეალური ნომრისთვის და 
ფასიანი საერთაშორისო ზარებისთვის, მაგალითად ფიჭურ ტელეფონებზე ზარების განხორციელებისთვის.
 
 
ინსტაგრამი კიდევ ერთი სოციალური ქსელია,რომელიც გვაძლევს საშუალებას 
ჩვენს მიერ გადაღებული ფოტო სხვადასხვა ეფექტებით რამდენიმე წამში ავტვირთოთ 
და გავუზიაროთ მეგობრებსა და ნაცნობებს სხვადასხვა სოც. ქსელებში.
ინსტაგრამი 2010 წელს Kevin Systrom და Mike Krieger შექმნეს.სერვისმა
 მალევე მოიპოვა პოპულარობა,რაზეც 100 მილიონზე მეტი დარეგისტრირებული იუსერი მოწმობს.
თავდაპირველად აპლიკაცია ხელმისაწვდომი მხოლოდ ეიფლის აიფონსა
 და აიპედისათვის იყო, მაგრამ 2012 წლის აპრილში უკვე ანდროიდის
 მქონე მობილირებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.
ინსტაგრამი რომ ძალიან პოპულარულია, მოწმობს ის ფაქტიც რომ მასში უამრავი ცნობილი
 სახე და სელებრითია დარეგისტრირბული. ისინი თავიანთ პირად თუ არა პირად ფოტოებს 
ინსტაგრამის საშუალებით უზიარებენ თავიანთ ფანებს


---------------------------------------------------------------------------
ბავშვებო ბოდიში ძალიან პატარა გამოვიდა მაგრამ ექსკურსიაზე მივდივარ და
 სულ ფართა-ფურთხით ვწერეე :დ, მაგვიანდება დაა.. <3 მიყვარხართ
დაამოწმა კატერინამ

კატეგორია: სხვა | ნანახია: 965 | დაამატა: Tamo | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 8

(2013-10-25 7:55 AM)
* 8 Tamo   [Entry]
madlob bavshveboo :d